25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სამეცნიერო კვლევების მზარდი სტატისტიკა

spot_img

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა ინფორმაცია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში 2020 წელს განხორციელებული კვლევებისა და დამუშავებების გამოკვლევის შესახებ.

ინფორმაციის თანახმად, 2020 წელს, საქართველოში, სამეცნიერო კვლევებს ახორციელებდა 58 დაწესებულება, რომელთა მიერ წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ჯამურმა მოცულობამ 148.2 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 5.7%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. კვლევებსა და დამუშავებებზე დასაქმებულთა რიცხოვნობა 6.2%-ით გაიზარდა და 14 589 შეადგინა, რომელთაგან 11 859 ერთეულს მკვლევრები წარმოადგენდნენ.

მკვლევართა განაწილება, განათლების დონისა და სქესის მიხედვით, ასეთია:  მკვლევრების 53.4% ქალია, ხოლო 46.6% – კაცი; 67.4% – დოქტორი ან მასთან გათანაბრებული განათლებით; 30.3% – მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული განათლებით; 2.2% ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული განათლებით.

რაც შეეხება მათ განაწილებას ასაკის მიხედვით, აღმოჩნდა, რომ ქალებში, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 45-54 წლის ასაკობრივ ჯგუფზე (22.5%) მოდის, ხოლო მამაკაცებში – 65 წლის და უფროს ასაკობრივ ჯგუფზე (31.9%); მათგან ყველაზე დიდი ნაწილი სოციალური მეცნიერებების მიმართულებით მუშაობს – 2 769 ერთეული (23.3%), ხოლო ყველაზე მცირე ნაწილი სოფლის მეურნეობისა და ვეტერინარიის მიმართულებაზე მოდის, სადაც 474 პირია დასაქმებული.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები