26 აპრილი, პარასკევი, 2024

რა იცვლებაა ქართულისა და გეოგრაფიის ტესტებში?

spot_img

2022 წელს დაგეგმილია სიახლე ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტის ფორმატში. მცირე ცვლილება შეეხო გეოგრაფიის საგამოცდო ტესტსაც. 

დაგეგმილი ცვლილების შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. „მოგეხსენებათ, რომ ყოველწლიურად გარკვეული ცვლილებები შედის ტესტების ფორმატში, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ტესტები არ დაიშტამპოს და არ გახდეს დასწავლადი. ამჯერად, ცვლილება შეეხო ორი საგნის ტესტის ფორმატს და ეს გახლავთ ქართული ენა და ლიტერატურა და გეოგრაფია. ქართულის ტესტი იქნება უფრო დაბალანსებული. ტესტში, ძირითადად, ღია დავალებები გვქონდა, ახლა ის უფრო დაბალანსებული გახდება და, ორი წერითი დავალების ნაცვლად, აბიტურიენტებს ერთი წერითი დავალების შესრულება ევალებათ, მეორე წერითი დავალება კი სხვა ტიპის დავალებად გარდაიქმნება, რომელსაც წაკითხულის გააზრება ჰქვია. დეტალური ინფორმაცია ცვლილებების შესახებ კი, ჩვენს ვებგვერდზე განთავსედება.“ – განაცხადა სოფიო გორგოძემ.

♦ ♦ ♦

საგამოცდო ტესტის ფორმატი ან მისი ცალკეული დავალებები სხვადასხვა საგანში გამოცდების შედეგების ფსიქომეტრიული და ექსპერტული ანალიზის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით პერიოდულად იცვლება. სიახლეები მიზნად ისახავს ტესტის კიდევ უფრო მეტ დახვეწასა და სრულყოფას. გარდა ამისა, ცვლილებები მიმართულია ერთი და იმავე ფორმატით გამოცდის ჩატარებისას მოსალოდნელი კლიშეებიისა და ტრაფარეტების დამკვიდრების თავიდან ასაცილებლად, რათა აბიტურიენტებმა უკეთ შეძლონ საკუთარი ცოდნისა და უნარების წარმოჩენა.

ქართული ენა და ლიტერატურა

2022 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტში იქნება შემდეგი ტიპის დავალებები: I. ტექსტის რედაქტირება; II. წაკითხულის გააზრება (აბიტურიენტმა უნდა აირჩიოს შეთავაზებული ორი მხატვრული ტექსტიდან ერთ-ერთი და უპასუხოს ამ ტექსტის შესახებ დასმულ არჩევითპასუხებიან კითხვებს) და III. წერითი დავალება (აბიტურიენტმა უნდა იმსჯელოს დავალების პირობაში მოცემული საკითხის შესახებ იმ მხატვრული ტექსტის საფუძველზე, რომელიც მან აირჩია საგამოცდო ტესტის II. ნაწილის (წაკითხულის გააზრების) დავალებების შესასრულებლად).

ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის მაქსიმალური შეფასება იქნება 60 ქულა (წინა წლებში იყო 70 ქულა), საგამოცდო ტესტის შესასრულებლად კი გამოყოფილი იქნება 3 საათი, რაც, როგორც ტესტის ფორმატის წინასწარმა გამოცდამ აჩვენა, სავსებით საკმარისია მოცემული დავალებების შესასრულებლად.

გთავაზობთ საგამოცდო ტესტის ნიმუშსა და წერითი დავალების შეფასების კრიტერიუმებს. 

საგამოცდო ტესტის ნიმუში

წერითი დავალების შეფასების კრიტერიუმები

გეოგრაფია 

გეოგრაფიის ტესტში 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე იგეგმება მცირეოდენი ცვლილებები. რუკის ანალიზის დავალებების ბლოკში შესული ორივე მრავალქულიანი დავალება დაიშლება 1 და 2-ქულიან რამდენიმე კითხვად, რაც აბიტურიენტებისათვის უფრო კომფორტულს გახდის ტესტზე მუშაობას. ამის შედეგად ტესტის მაქსიმალური ქულა გახდება 59. აბიტურიენტებს აღარ დაურიგდებათ A3-ის ტოპოგრაფიული რუკა. რუკის ანალიზის თითოეულ კითხვას ელექტრონულ ბუკლეტშივე მიმაგრებული ექნება ტოპოგრაფიული, ფიზიკური ან კონტურული რუკის მცირე ზომის ფრაგმენტი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი იქნება კითხვაზე პასუხის გაცემა. არჩევითი კითხვებისა და ინფორმაციის ანალიზის დავალებების ბლოკში ცვლილებები არ იგეგმება.

იხილეთ კითხვების ნიმუშები:

(1)        1. რა მიმართულებით მდებარეობს . ახალციხიდან . გაგრა?

 

სწორი პასუხის ნიმუში: . ახალციხიდან . გაგრა მდებარეობს ჩრდილოდასავლეთის მიმართულებით.

(1)        2. დაახლოებით რას უდრის . იარონის აბსოლუტური სიმაღლე?

 

  ა) 170 მ
ბ) 171 მ
გ) 172 მ
                                                                                                        დ) 173 მ

სწორი პასუხი:     

(1)   3. სოფ. დეკიანის მოდამოებში მდებარე ქვანახშირის მაღაროს აქვს თუ არა სამრეწველო დანიშნულება? პასუხი დაასაბუთეთ.

 

სწორი პასუხის ნიმუში: მაღარო სამრეწველო მნიშვნელობისაა (1 .), რადგან მაღაროდან ქარხანამდე მიყვანილია საავტომობილო გრუნტის გზა (1 .).

2022 წელს ცვლილებები სხვა საგნების საგამოცდო ტესტებში არ იგეგმება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ცენტრი პასუხისმგებელია მხოლოდ მის ოფიციალურ ვებგვერდზე  და ფეისბუკ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაზე. ვთხოვთ აბიტურიენტებს, რომ  არ ენდონ გადაუმოწმებელ ინფორმაციას.

 

 

 

 

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები