15 ოქტომბერი, სამშაბათი, 2024

2021 წლის წიგნიერების საერთაშორისო კვლევის (PIRLS) ძირითადი საველე სამუშაოები დაიწყო

spot_img

წიგნიერების საერთაშორისო კვლევა, ქვეყნის მასშტაბით, 192 სკოლაში მიმდინარეობს და 20 ოქტომბერს დასრულდება, მასში 261 მასწავლებელი, 5 716 მე-5 კლასის მოსწავლე და მათი მშობლები მონაწილეობენ.

კვლევის მიზანია 9-10 წლის მოსწავლეების კითხვის უნარების შეფასება და კვლევაში მონაწილე ქვეყნების მოსწავლეების მიღწევების დონის საერთაშორისო სტანდარტებთან შედარება. აგრეთვე იმის დადგენა, თუ რა გავლენას ახდენს მოსწავლის სწავლის პროცესზე ისეთი კონტექსტუალური ფაქტორები, როგორებიცაა სასწავლო გარემო, მშობლების ჩართულობა, სკოლის მართვა, მასწავლებლის კვალიფიკაცია და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.

PIRLS ამჯერადაც ფოკუსირებას მოახდენს კითხვის მიზნებსა და მხატვრული და საინფორმაციო ტექსტის გააზრების პროცესებზე. შეფასდება წაკითხულის გააზრებისათვის აუცილებელი 4 მნიშვნელოვანი პროცესი, კერძოდ: ტექსტში ინფორმაციის მოძებნა და ტესტურ დავალებაში მოცემული ინფორმაციის გაგება; ტექსტიდან უშუალო დასკვნების გაკეთება; აზრებისა და ინფორმაციის ინტერპრეტაცია და არსებულ ცოდნასთან ინტეგრირება; შინაარსისა და ტექსტუალური ელემენტების შეფასება და კრიტიკულად გააზრება.

კვლევას საქართველოში ადმინისტრირებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უწევს.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები