26 აპრილი, პარასკევი, 2024

სკოლებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი პირი 14 დღეში ერთხელ, ხოლო აუცრელი 7 დღეში ერთხელ გაიტესტება

spot_img

„კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვით იცვლება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომელთა კორონავირუსზე ტესტირების პრინციპი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი პირი 14 დღეში ერთხელ, ხოლო აუცრელი 7 დღეში ერთხელ გაიტესტება.

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე: ა) სრულად (Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 2 დოზით) ვაქცინირებული პირები – ყოველ 14 დღეში ერთხელ პჯრ მეთოდით; ბ) არასრულად ვაქცინირებული (Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მხოლოდ 1 დოზით) და/ან აუცრელი პირები – ყოველ 7 დღეში ერთხელ ანტიგენის სწრაფი ტესტით, რომელიც შესაძლებელია, უზრუნველყოფილ იქნეს სკოლის ექიმის და/ან ამ მიზნით სპეციალურად გადამზადებული სხვა პერსონალის მიერ (იმ პირობით, რომ პერსონალის გადამზადება განხორციელდება ეროვნული ცენტრისა და მუნიციპალური სჯდ ცენტრების მიერ, ტესტებითა და საკვლევი ნიმუშის ასაღები მასალებით მომარაგდებიან სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.“ –  წერია პრემიერის ბრძანებაში.

ბრძანების თანახმად, აუცილებელია ჩატარებული ტესტების თაობაზე ინფორმაცია დარეგისტრირდეს შესაბამისი სკოლის პერსონალის მიერ ტესტის ჩატარებიდან არაუგვიანეს 24 საათის განმავლობაში.

გამონაკლის წარმოადგენს ის შემთხვევები, თუკი არსებობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შუამდგომლობა ტესტირების განხორციელების შეუძლებლობის შესახებ ან დაწესებულებაში მომუშავე პირები სარგებლობენ დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელით.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები