21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

მკვდარი ენები

spot_img

 

 

♦ ♦ გიორგი პატაშური, აწყურის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე

 

 

 

დედამიწის ზურგზე ენათა რიცხვი რამდენიმე ათასს აღემატება. ეს რიცხვი უთუოდ გაიზრდება, როდესაც მსოფლიოს ყველა ენა ცნობილი და შესწავლილი იქნება. ამჟამად საფუძვლიანად ვიცნობთ ევროპულ ენებს, აგრეთვე – აზიისა და აფრიკის ენათა ნაწილს, მაგრამ აზია-აფრიკის, ამერიკის ძირეული მოსახლეობის, ავსტრალიის, წყნარი და ინდოეთის ოკეანეების კუნძულებზე არსებულ ენათა უმრავლესობა ჯერ კიდევ სათანადოდ შესწავლილი არ არის. ამიტომ მსოფლიოს ენათა კლასიფიკაცია და რაოდენობრივი მონაცემები, რომელსაც ამჟამად გვთავაზობს ენათმეცნიერება, რამდენადმე პირობითია.

მსოფლიოს ენებში, ამჟამად, უნდა გავარჩიოთ ტომობრივი, ხალხოვნური და ეროვნული ენები. არსებობდა გვაროვნული ენებიც, რომლებიც აღარ შემოუნახავს კაცობრიობას (გვაროვნული წყობილების დროინდელი).

ტომობრივი ენებია, მაგალითად, დაღესტნის ენები (აღულური, წახურული, ანდიური, დიდოური), აფრიკის, პოლინეზიის ტერიტორიებზე გავრცელებული ენები, რომლებსაც მცირერიცხოვან ადამიანთა ჯგუფები იყენებენ.

ასევე არსებობს მკვდარი ენები, რომლებსაც  ამჟამად უკვე აღარავინ იყენებს საკომუნიკაციოდ. ასეთი ენებია: ეგვიპტური, ძველბერძნული, ლათინური,  შუმერული და სხვ.

დედამიწაზე რამდენიმე ასეული ენაა გამქრალი (მკვდარი). მეცნიერების ნაწილის მოსაზრებით, 5-6,5 ათასი ენა არსებობდა. უმეტეს შემთხვევაში, ენებთან ერთად, ქრება მათი დამწერლობაც. ზოგი დამწერლობა კი გამოიყენება სპეციფიკურ სფეროებში (მაგალითად, ლათინური ანბანი – მედიცინაში, ფარმაკოთერაპიასა და ფარმაკოინდუსტრიაში).

ენების გაქრობას ხელს უწყობს სხვა ენით ჩანაცვლება, რასაც ენის ძვრა ეწოდება. მაგ.: ინგლისელები, როდესაც აფრიკა დაიპყრეს, საკომუნიკაციოდ იყენებდნენ ინგლისურ ენას, რის შედეგადაც აფრიკული ენების ნაწილი გაქრა.

დღეს, მსოფლიოში, გაქრობად და გამქრალ (მკვდარ) ენებად ითვლება ენები, რომლებზეც 1000 ადამიანზე მეტი ან საერთოდ არავინ ლაპარაკობს. ენების „სიცოცოხლის შესანარჩუნებლად“ ტარდება ღონისძიებები, თუმცა, გლობალიზაციის პირობებში მეტად რთულდება ეს პროცესი. ალეუტის კუნძულებზე მცხოვრები ალეუტელების ენას რამდენიმე ათეული ადამიანიღა იყენებს. საშიშროებაა იმისაც, რომ მეგრული და სვანური ენაც გაქრეს.

„ენის ძვრა“ არ არის სახარბიელო პროცესი, რადგანაც უცხო ენების საკომუნიკაციო ენად აღიარების დროს ენა მთლიანად ქრება ან ქრება ეთნოსისთვის დამახასიათებელი, მშობლიური სიტყვების ლექსიკური ფონდის ნაწილი და მის ადგილს უცხო სიტყვები იჭერს. ბარბარიზმების სიჭარბე ენის გაქრობის საწყისი ეტაპია.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები