19 მარტი, სამშაბათი, 2024

ოჯახებისა და ბავშვების კეთილდღეობაზე COVID-19-ის გავლენის რეალურ დროში გამოკვლევა

spot_img

მეორე ტალღა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აგრძელებს ოჯახებისა და ბავშვების კეთილდღეობაზე COVID-19-ის გავლენის რეალურ დროში გამოკვლევას, რომელიც ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით. გამოკვლევა მიმდინარეობს მრავალინდიკატორული კლასტერული გამოკვლევის (MICS6) შერჩევის საფუძველზე. დაგეგმილია გამოკვლევის რამდენიმე ტალღის ჩატარება, რომლის ფარგლებშიც მიიღება სხვადასხვა სახის ინფორმაცია COVID-19-ის პანდემიის დროს ბავშვებისა და ოჯახების მდგომარეობის შესახებ.

გამოკვლევის ფარგლებში გროვდება მონაცემები როგორც ქალაქებში, ისე სოფლად მცხოვრებ შინამეურნეობებში. ქვეყნის მასშტაბით შერჩევის ზომა განსაზღვრულია 1 996 შინამეურნეობით, მათ შორის ქალაქად 965 ერთეულით, ხოლო სოფლად 1 031 ერთეულით. მონაცემების შეგროვება ხორციელდება პლანშეტური კომპიუტერების გამოყენებით, კომპიუტერიზირებული სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით (CATI).

გამოკვლევის მოსამზადებელი სამუშაოები 2020 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო, განხორციელდა გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ შემუშავებული პირველი და მეორე ტალღის კითხვარების ადაპტაცია, ტესტირება, საველე პერსონალის ტრენინგები და ჩატარდა საპილოტე გამოკვლევები. გამოკვლევის

მეორე ტალღის კითხვარით გათვალისწინებული მონაცემები შეგროვდა 2021 წლის თებერვალი-მარტის პერიოდში. გამოპასუხების დონემ შეადგინა 87.1 პროცენტი, მათ შორის, ქალაქის ტიპის დასახლებებში – 87.6 პროცენტი, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 86.6 პროცენტი.

გამოკვლევის ძირითადი შედეგები

 

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას (უფასოდ ხელმისაწვდომი და მთავრობის მიერ აღიარებული, როგორც უსაფრთხო და ეფექტური) რესპონდენტების 28.8 პროცენტი გაიკეთებდა, 10.4 პროცენტის აზრით ნაკლებად მოსალოდნელია, რომ გაიკეთონ ვაქცინა, რესპონდენტების 31.4 პროცენტისათვის – თითქმის გამორიცხულია, ხოლო 29.5 პროცენტს არ გადაუწყვეტია მისი გაკეთება.

დასახლების ტიპის მიხედვით, საქალაქო დასახლებებში მოსახლეობის 30.1 პროცენტი, ხოლო სასოფლო დასახლებებში 27.0 პროცენტი გაიკეთებდა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას. სქესის მიხედვით აღნიშნული მაჩვენებელი უფრო მეტად განსხვავებულია. კაცების 39.2 პროცენტი აღნიშნავს, რომ გაიკეთებდა ვაქცინას, ქალებისათვის კი მაჩვენებლის მნიშვნელობა მხოლოდ 24.4 პროცენტია.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე თავის შეკავების ან სურვილის არ ქონის ძირითად მიზეზებად, რესპონდენტების მიერ, სახელდება: ვაქცინის გვერდითი მოვლენები (58.1%), სიკვდილის ან უნაყოფობის საფრთხე (37.5%), გარემოება, რომ ვაქცინა ძალიან ახალია, სწრაფად შეიქმნა და საკმარისად არ არის გამოცდილი (36.5%), ვაქცინის კონკრეტული ბრენდების მიმართ უნდობლობა (17.9%), ჯანმრთელობასთან

დაკავშირებული პრობლემები (8.5%), COVID-19-ის გადატანის შედეგად გამომუშავებული იმუნიტეტი (7.5%), ალერგია ზოგიერთ მედიკამენტზე (6.1%), COVID-19-ით გამოწვეული საფრთხის გაზვიადება (4.7%), მთავრობის/ ჯანდაცვის სისტემის მიმართ უნდობლობა (3.2%), მოსაზრება, რომ ვაქცინის ტესტირება მოსახლეობაზე ხდება (2.6%), სხვების აცრის შემთხვევაში აცრის საჭიროების

არარსებობა (2.5%), ზოგადად წინააღმდეგობა ყველანაირი ვაქცინის მიმართ (1.5%), მოსაზრება, რომ მორწმუნეები დაცულები არიან/ ეწინააღმდეგება რელიგიურ შეხედულებებს (1.0%).

გამოკვლევამ აჩვენა, რომ რესპონდენტებს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ სჭირდებათ შემდეგი ტიპის ინფორმაცია: რამდენად უსაფრთხოა (81.3%), გვერდითი მოვლენები (56.4%), რამდენად ეფექტურია (55.5%), როგორ მოქმედებენ სხეულში (31.7%), როგორ შეიქმნა (21.4%), რომელი ვაქცინები გამოიყენება განვითარებულ ქვეყნებში (9.5%).

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ზოგადად ვაქცინებს ენდობა რესპონდენტების 57.7 პროცენტი. აღსანიშნავია, რომ დასახლების ტიპის მიხედვით აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელობა განსხვავებულია: საქალაქო ტიპის დასახლებებისთვის 60.7 პროცენტს, ხოლო სასოფლო ტიპის დასახლებებისთვის 53.4 პროცენტს შეადგენს.

გამოკვლევა ასევე ითვალისწინებდა COVID-19-ის გავლენის შეფასებას ბავშვთა ადრეულ განვითარებასა და დისტანციურ სწავლებაზე. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2-5 წლის ასაკის ბავშვებთან ერთად, შინამეურნეობის ზრდასრული წევრები, გამოკითხვამდე ბოლო სამი დღის განმავლობაში, ჩართული იყვნენ

აქტივობებში, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვის განათლებას და სკოლისთვის მზაობას. ასეთ აქტივობებს შორის ყველაზე გავრცელებულია ნივთების დასახელება, დათვლა ან ხატვა (99.3%), თამაში (99.2%), ილუსტრირებული წიგნების წაკითხვა ან დათვალიერება (94.1%), ზღაპრების მოყოლა (91.7%), გარეთ სასეირნოდ გაყვანა (91.5%), სიმღერა (79.3%).

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 6-17 წლის ასაკის ბავშვების პროცენტული წილი, რომლებიც დადიოდნენ ზოგადსაგანმანათლებლო ან სკოლამდელი განათლების დაწესებულებაში ან ესწრებოდნენ სასწავლო პროცესს დისტანციურად 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისიდან მოყოლებული და გამოკითხვამდე გასული 7 დღის განმავლობაში ესწრებოდნენ სასწავლო პროცესს მხოლოდ საკლასო ოთახში, შეადგენს 78.7 პროცენტს, მათი პროცენტული წილი, ვინც სასწავლო პროცესს მხოლოდ დისტანციურად ესწრებოდა 11.2 პროცენტია, კომბინირებულად ესწრებოდა ბავშვების 8.7 პროცენტი, ხოლო გამოკითხვამდე გასული 7 დღის განმავლობაში სასწავლო პროცესს არ ესწრებოდა 1.4 პროცენტი. აღსანიშნავია, რომ საქალაქო ტიპის დასახლებებში უფრო მეტად გავრცელებულია სწავლების დისტანციური ფორმა სასოფლო ტიპის დასახლებებთან შედარებით (შესაბამისად 16.5% და 3.0%). საკლასო ოთახში სწავლების ფორმის უფრო მაღალი მაჩვენებელი

კი ფიქსირდება სასოფლო ტიპის დასახლებებში, საქალაქო ტიპის დასახლებებთან შედარებით (შესაბამისად 94.3% და 68.6%).

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, რესპონდენტების 77.4 პროცენტი კმაყოფილი შინამეურნეობის წევრი 6-17 წლის ასაკის ბავშვისთვის დისტანციური სწავლების შეთავაზებული მეთოდებით. აღნიშნული მაჩვენებელი დასახლების ტიპის მიხედვით უფრო მაღალია ქალაქის ტიპის დასახლებებისათვის, სქესის მიხედვით – იმ რესპონდენტებისათვის, რომლებმაც შეაფასეს შინამეურნეობის წევრი 6-17 წლის ასაკის ბიჭის დისტანციური სწავლება, ხოლო ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით – იმ რესპონდენტებისათვის, რომლებმაც შეაფასეს შინამეურნეობის წევრი

6-11 წლის ასაკის ბავშვის დისტანციური სწავლება.

გამოკვლევის თანახმად, რესპონდენტებს მიაჩნიათ, რომ შინამეურნეობის წევრი 6-17 წლის ასაკის ბავშვისთვის სასურველი სწავლების ფორმა არის სასწავლო ოთახში სწავლება (95.8%), სწავლების დისტანციურ ფორმას უპირატესობას ანიჭებს მხოლოდ 1.5 პროცენტი, ხოლო 2.7 პროცენტს ურჩევნია კომბინირებული სწავლება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები