9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

ახალგაზრდა ნიჩბოსნების წარმატება

spot_img

პორტუგალიის ქალაქ მონტემორ ო ველოში ჩატარდა მსოფლიოს ასაკობრივი ჩემპიონატი ნიჩბოსნობაში, 20 და 23-წლამდელ ახალგაზდებში, რომელშიც დიდი წარმატებით იასპარეზეს ჩვენმა ნიჩბოსნებმა – ალექსანდრე წივწივაძე, 20-წლამდელებში, 500-მეტრიან დისტანციაზე მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ხოლო მარიამ ქერდიკაშვილი, 23-იანებში, 200 მეტრზე – ვიცე-ჩემპიონი.

წივწივაძემ წარმატებით გაიარა ყველა ეტაპი – შესარჩევი, ნახევარფინალი და ფინალშიც შეუდარებელი იყო. მან მცირედით ჩამოიტოვა რუსი მაქსიმ კარატაევი, მესამეზე კი მოლდოველი მიჰაი ჩიჰაია გავიდა.

ქერდიკაშვილი, 200 მეტრის ფინალურ გაცურვაში, პირველი შედეგით შევიდა, იქ კი მცირედით – 0.14 წამით ჩამორჩა კანადელ სოფია იენსენს და ვერცხლს დასჯერდა.

პორტუგალიაში ამ სპორტსმენებმა კიდევ თითო დისტანციაზე იასპარეზეს, სადაც ორივე ასევე ფინალში გავიდა, თუმცა უმედლოდ დარჩნენ – 1000-მეტრიან დისტანციაზე წივწივაძე მერვე ადგილზე გავიდა, ხოლო ქერდიკაშვილი, 500-მეტრიანზე – მეხუთე ადგილზე.

მსოფლიო ჩემპიონატში, საქართველოდან, კიდევ ორი ნიჩბოსანი გამოდიოდა – ლიდია სულაბერიძე და მურმან მალანია. სულაბერიძემ 200 მეტრზე იასპარეზა და ჯერ ნახევარფინალში, იქიდან კი ფინალშიც მეორე ადგილით შევიდა, საბოლოოდ მეცხრე ადგილზე დარჩა. მან, წივწივაძესთან ერთად, შერეულ წყვილებში ორადგილიან კანოეშიც იასპარეზა, თუმცა უმედლოდ დარჩნე;, მალანია კი, ტრავმის გამო, 500-მეტრიან დისტანციაზე, შესარჩევიდანვე გამოეთიშა შეჯიბრებას.

დასასრულს, შეგახსენებთ, რომ წლეულს წივწივაძე, ასევე 20-წლამდელებში, ევროპის ჩემპიონიც გახდა (პლუს – ბრინჯაოც მოიპოვა), ხოლო ქერდიკაშვილი, იმავე ასაკში, იქაც მეორეზე გავიდა.

ირაკლი თავაძე

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები