2 მაისი, ხუთშაბათი, 2024

დაიწყება თუ არა სწავლა დისტანციურად? – თამარ გაბუნია აცხადებს, რომ სექტემბრამდე ჯერ კიდევ 3 კვირა გვაქვს

spot_img

დაიწყება თუ არა სწავლა დისტანციურად, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, განაცხადა, რომ სექტემბრამდე ჯერ კიდევ 3 კვირა გვაქვს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ დროის განმავლობაში შესაძლებელი იქნება, განათლების სამინისტროსთან ერთად, აქტიური ვაქცინაცია და იმედი გვაქვს, რომ საგანმანათლებლო სისტემის თანამშრომლები აქტიურად ჩაერთვებიან ვაქცინაციის პროგრამაში“.

მისივე განცხადებით, საგანმანათლებლო სისტემის წარმომადგენლებისთვის და პედაგოგიური პერსონალისთვის სპეციალური სივრცეები იქნება გამოყოფილი,

„მაგალითად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე მოქმედი მასიური ვაქცინაციის ცენტრში, სადაც დღეს პირველი ჯგუფი, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, უკვე აიცრა. იგივე მოხდება ქვეყნის ყველა სხვა რეგიონში, რათა საგანმანათლებლო სექტორის თანამშრომლებს ვაქცინის ხელმისაწვდომობისთვის მინიმალური ბარიერი ჰქონდეთ. შემდეგ ყველაფერი სხვა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ეპიდემიური სურათი როგორ განვითარდება. ამდენად, დღეს ნაადრევია ამაზე საუბარი, მომდევნო სამი კვირა იქნება ჩვენთვის მნიშვნელოვანი.

მინისტრის მოადგილემ კომენტარი გააკეთა შესაძლო სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მსგავსი პრაქტიკის შემოღება არ განიხილება.

„ჩვენ მივყვებით ნებაყოფლობითი ვაქცინაციის მოდელს. ამ ეტაპზე განიხილება მხოლოდ გადაწყვეტილების საფუძველზე, პირის საკუთარი არჩევანითა და ნებით ვაქცინაცია. იმედი მაქვს, ყველას ესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს. შესაძლოა, მეტი საგანმანათლებლო მუშაობა გახდეს საჭირო ,თუ რაღაც შემთხვევაში ადამიანი ვაქცინაციის პროცესში ჩართვისთვის გადაწყვეტილებას ვერ იღებს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები