19 მარტი, სამშაბათი, 2024

„უსაფრთხო სკოლები, უსაფრთხო უნივერსიტეტები“ ნიშნავს პროფესორ-მასწავლებლებისა და პერსონალის 60-70%-ის აცრას

spot_img

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, დღევანდელ ბრიფინგზე, მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალის აცრის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება: ჩვენი სლოგანიაუსაფრთხო სკოლები, უსაფრთხო უნივერსიტეტები“. ეს ნიშნავს, რომ სკოლის მასწავლებელთა და არა მარტო მასწავლებელთა, მანდატურების, დამხმარე პერსონალის, ვინც სკოლებში არიან, 60-70% აუცილებლად აცრილი უნდა იყოს.

 მისი თქმით, სკოლებთან ერთად, ვაქცინაცია უნივერსიტეტებშიც უნდა ჩატარდეს, სადაც სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების, ასევე, 60-70% უნდა აიცრას. იქნებ, ამ კუთხით, გარკვეული მარათონი გააკეთოთ, ჩავერთვებით ჩვენც, დაავადებათა კონტროლის ცენტრი. ჩვენთან 64%-მდე არის აცრილი. მე არავის ვავალებ, ამის უფლება არ მაქვს, მე მხოლოდ მოვუწოდებ“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

დღევანდელ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინიციატივის შესახებაც ისაუბრა, რომლის თანახმადაც, ვაქცინაცია მათი სტუდენტებისთვის სავალდებულო უნდა გახდეს.

სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ჩემი ალმა მატერია და მიხარია, რომ ამ ინიციატივით გამოვიდნენ. მათ მაგალითი მისცეს სხვა უნივერსიტეტებს, რომ ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს. იქ ვინც იზრდებიან, ჩემი მომავალი კოლეგები არიან. პირველ რიგში, ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ უნდა ავიცრათ. ვიცი, რომ  ამასთან დაკავშირებით იქ ბევრი წინააღმდეგობა იყო და მათი მოწოდება ძალიან ღირებული და ღირსეული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე განმარტებით, თუ აგვისტოში, საქართველოში, მილიონი ვაქცინა გაკეთდება, შესაძლებელი იქნება, რომ 15 სექტემბრიდან სასწავლო პროცესი ჩვეულებრივად, უსაფრთხო სკოლებში განახლდეს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები