24 ნოემბერი, კვირა, 2024

ახლა ვხდები, რომ არ იყო საჭირო ბევრი ნერვიულობა – აბიტურიენტი ბათუმიდან

spot_img

მათემატიკის მეორე სესიიდან გამოსული ბათუმელი აბიტურიენტი გიორგი ჩაგანავა მომავალ აბიტურიენტებს ურჩევს რომ: „თუ ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკის საგნის ჩაბარებას გადაწყვეტთ, გირჩევთ, მთელი წელი მის კარგად შესწავლაში გაატაროთ, რადგან ეს არ არის   მარტივი საგანი და შესაბამისად, სხვა საგნებთან შედარებით, მისი მაღალ ქულაზე ჩაბარება რთულია.“ თუმცა, მისთვის ყველაზე რთული მაინც ქართულის გამოცდა აღმოჩნდა: „ვფიქრობ, ქართული მაინც ყველაზე რთული იყო და ამიტომ საშუალო ქულას ველოდები. რაც შეეხება უცხო ენის გამოცდას, ის საკმაოდ მარტივი აღმოჩნდა და, ალბათ, გაცილებით მაღალ ქულასაც მივიღებ.“

საერთო ჯამში, გიორგი ჩაგანავას აზრით, გამოცდებმა საკმაოდ ნორმალურ ვითარებაში ჩაიარა, იყო სტრესიც, მაგრამ „ეს გარემოს ბრალი არ არის, გამოცდებს ყოველთვის სდევს ნერვიულობა. ზოგადად, საგამოცდო გარემო საკმაოდ მისაღებია ჩემთვის, დამკვირვებლებიც ყველანაირად ცდილობდნენ ბავშვების გამხნევებას და მხარდაჭერას.

საერთო ჯამში, ჩემთვის ეროვნული გამოცდები სულაც არ აღმოჩნდა გადაულახავ დაბრკოლებად, ბევრად რთულს ველოდი. ახლა ვხდები, რომ არ იყო საჭირო ბევრი ნერვიულობა.“

 მისი არჩევანი მხოლოდ ერთადერთი პროგრამაა და სწამს, რომ აუცილებლად მოხვდება: ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში ვაბარებ. მიყვარს ზღვა და მოგზაურობა, ამის გარდა, ჩემი აზრით, ეს ერთადერთი პროფესიაა საქართველოში, სადაც შესაძლებელია გქონდეს ცოდნასთან შესაფერისი ანაზღაურება.“

 

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები