25 ნოემბერი, ორშაბათი, 2024

„შევედი კარგი განწყობით, გამოვედი აღფრთოვანებული“

spot_img

ინგლისური ენის გამოცდის პირველი დღე ქალაქ ზუგდიდის მე-2 საჯარო სკოლაში საკმაოდ დიდი ნერვიულობის ფონზე მიმდინარეობდა. ღელავდნენ როგორც აბიტურიენტები, ასევე მათი გულშემატკივრებიც.

სკოლის მიმდებარე  ტერიტორია, როგორც ყოველთვის, სავსე იყო მათი მშობლებით, მეგობრებით, და იმ აბიტურიენტებით, ვისაც შემდეგ დღეებში აქვთ გამოცდები.

„ქეთიზე მეტად მე ვნერვიულობ, ისეთი მშვიდი განწყობით შევიდა, მაშინ მივხვდი, რომ სანერვიულო არაფერი მაქვს“ – ამბობს ერთ-ერთი აბიტურიენტის დედა,  ჯულიეტა ლატარია.

„აქ ყველა ერთმანეთის გულშემატკივარია, ჩემს გამოცდაზე არ ვნერვიულობ ისე, როგორც მათზე“ – ამბობს აბიტურიენტი, რომელიც მეგობარს გულშემატკივრობს.

პირველი სესიის აბიტურიენტებს დასაწერად მოუვიდათ ესე – „რამდენად რთულია დღევანდელ რეალობაში იყო ექიმი“.

დღეს მქონდა ინგლისურის გამოცდა, სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ ვნერვიულობდი. შევედი კარგი განწყობით, გამოვედი აღფრთოვანებული. ძალიან კარგი სიტუაცია დამხვდა, დამკვირვებლებისგან საკმაოდ დადებითი მუხტი მოდიოდა.“ – გვითხრა გამცდიდან გამოსულმა ირმა ქადარიამ.

ლანა ფიფია ხაზს უსვამს საგამოცდო ცენტრში შექმნილ პოზიტიურ გარემოს და ამბობს, რომ თავიდან ძალიან ნერვიულობდა, მაგრამ ნერვიულობის ფონი მაშინვე გაქრა, როგორც კი საგამოცდო ცენტრში შვედა – „ძალიან კარგი აუდიტორია დამხვდა,  დამკვირვებლებიც პოზიტიურები იყვნენ, საერთოდ, საკმაოდ კარგი აურა ტრიალებდა. გამოცდაც მეადვილა, სხვათა შორის, მარტივი ესე მოვიდა, ნორმალურად დავწერე და შედეგსაც კარგს ველოდები.“  

დავწერე მხოლოდ ტესტები და არტიკლები, იმდენად რთული იყო ჩემთვის ესე, არ დამიწერია და სრულად ვკონცენტრირდი  მხოლოდ ტესტებზე. ისე ვნერვიულობ, 40 წუთია ცრემლებს ვერ ვიკავებ“- ამბობს ერთ-ერთი აბიტურიენტი.

საგამოცდო სესია ინგლისურ ენაში დღეს 14:00-ზე განახლდება.

ნინი ქადარია 

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები