26 აპრილი, პარასკევი, 2024

დასრულდა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა

spot_img

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ და მეორე დღეს, დილის და შუადღის სესიებზე, განაწილებული აბიტურიენტების 94% გამოცხადდა; მესამე დღეს დილის სესიაზე გამოცხადება ისევ 94% იყო, ეს მაჩვენებელი მხოლოდ მეორე სესიაზე შეიცვალა – განაწილებულებიდან 93%-მდე აბიტურიენტი გამოცხადდა. ბოლო სესიაზე არც ერთ აბიტურიენტს არ დაუგვიანია.

წლევანდელი საგამოცდო თემები და ესეების აეასრული ამონათვალი ასე გამოიყურება: პროგრამული თემები: „გამზრდელი“, „ოთარაანთ ქვრივი“, „ალუდა ქეთელაური“, „ნელი ტანგო“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „მეფე დიმიტრი თავდადებული“, ბახტრიონი“, „მძევლები“, „დიდოსტატის მარჯვენა“...

არგუმენტირებული ესე: „სახელმწიფოს საფუძველი ძლიერია, თუ ერი სახელმწიფოს კანონმორჩილია“, „ბუნებრივი რესურსების ეფექტური გამოყენება“, „ამბიცია ეხმარება თუ არა ადამიანს წარმატების მიღწევაში“, „თაობათა დაპირისპირება“, „ეხმარება თუ არა ლიტერატურა პიროვნებას განვითარებასა და ეროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებაში“, „ნაცარქექია“…

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები