20 აპრილი, შაბათი, 2024

დასრულდა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი დღე

spot_img

აბიტურიენტებმა, საქართველოს მასშტაბით გახსნილ 25 საგამოცდო ცენტრში, პირველი გამოცდა, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ორ სესიად ჩააბარეს. კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო, მათ, უკვე მე-2 წელია, უჩვეულო ვითარებაში უწევთ გამოცდების ჩაბარება, მიუხედავად ამისა, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის ინფორმაციით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების რეგისტრაციამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

დილის 8 საათზე საგამოცდო ცენტრები გაიხსნა და აბიტურიენტებმა, გარკვეული პერიოდულობით, რეგისტრაცია პირბადეებით გაიარეს. დაცული იყო სოციალური დისტანცია და აქტიურად მიმდინარეობდა თერმოსკრინინგი. ყველა საგამოცდო ცენტრი აღიჭურვა დეზობარიერებითა და სადეზინფექციო ხსნარებით.

აბიტურიენტები დადებითად აფასებენ გამოცდის მსვლელობის პროცესს. მათი თქმით, ადგილი არ ჰქონია რაიმე სახის დარღვევას. დაცული იყო ყველა რეკომენდაცია. საკითხებით კმაყოფილი ვარ, ვფიქრობ, კარგად დავწერე. ყველაზე მეტად ტექსტის რედაქტირება მეადვილა. ესე ბუნებრივი რესურსების ეფექტურ გამოყენებაზე მოგვივიდა, ხოლო ტექსტი აკაკი წერეთლისგამზრდელიდან“. წინა წლებთან შედარებით, უფრო მარტივი და გასაგები მეჩვენება. მთავარია, კარგი ქულები ავიღო და ის კი ვიცი, რომ არ ჩავიჭრები.“ – გვითხრა ნინი აბრამიძემ.

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ დღეს როგორც დილის, ასევე შუადღის სესიაზე აბიტურიენტთა 94% გამოცხადდა. პირველ სესიაზე 4-მა აბიტურიენტმა დააგვიანა, მეორეზე – 2-მა.

როგორც გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები ამბობენ, მეორე სესიის საკითხები შედარებით რთული იყო, ვიდრე პირველის. მარიამ ბოკერია ამბობს: მე პირადად ცოტა გამიჭირდა და თავიდან დავიბენი. სიცხე იყო, გარკვეული პრობლემა შემექმნა საწერ-კალამის გამოყენების დროს. თხზულებებიდან შემხვდა „ბახტრიონი“ და გეგეშიძისმძევლები“. მემძევლებიავირჩიე. ადვილი არ იყო! რედაქტირება პიროვნების ჩამოყალიბებაზე შემხვდა, რასაც ყველაზე ნაკლები დრო დავუთმე. ზოგადად, ამ დღეს წლებია ველოდები, არ მიკვირს, რომ ვინერვიულე და ეს ნერვიულობა ახლაც მომყვება. ბუნებრივია, მაგრამ ვიმედოვნებ, მომდევნო გამოცდამდე მოვეშვები.“

გამოცდაზე შესულ აბიტურიენტებს, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მშობლები, მეგობრები და ახლობლები გულშემატკივრობდნენ. ნერვიულობის ფაქტორი, ცხადია, იყო, თუმცა, ჩვენთან დიალოგის დროს არც ერთ აბიტურიენტს არ აღუნიშნავს, რომ ამან შედეგებზე ცუდად იმოქმედა.

ხვალ აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას ისევ ორ სესიად ჩააბარებენ.

 ანი კვარაცხელია

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები