28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

აბიტურიენტები, რომელთაც კოვიდ-19 დაუდგინდათ, გამოცდის ჩაბარებას სპეციალურ სესიაზე შეძლებენ

spot_img

ამ დროსთვის არსებული ინფორმაციით, 20-მდე აბიტურიენტს, კოვიდ ინფექცია დაუდგინდა.  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მათ, საგანგებოდ შედგენილი ცხრილის მიხედვით, ჩაუტარებს გამოცდას შესაბამის საგანში, არაუადრეს 2 კვირისა. მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებული იქნება გეოგრაფიული დაფარვა.

სამწუხაროდ, უკვე გვაქვს ასეთი შემთხვევები, როდესაც აბიტურიენტებმა შეგვატყობინეს, რომ აქვთ კოვიდ-19 და ისინი არ გამოცხადდებიან პირველ გამოცდებზე, მაგრამ შესაძლებლობა ექნებათ, ორ კვირაში ჩააბარონ.“ – განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფიო გორგოძემ. რაც შეეხება რეგულაციებს, შარშანდელისგან განსხვავებით, წელს აბიტურიენტებს, მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში, პირბადის ტარება მოუწევთ. ამის გარდა, შარშანდელისგან განსხვავებით, წელს გვაქვს ორი სესიადილის და შუადღის. აბიტურიენტები შემობრძანდებიან, გაივლიან თერმოსკრინინგს და დეზობარიერს, დაიმუშავებენ ხელებს და ამის შემდეგ განთავსდებიან სექტორებში, სადაც არაუმეტეს 10 აბიტურიენტია. მერხები დისტანციით არის განლაგებული და თითოეული მერხის წინ განთავსებულია ფარი“, – აცხადებს სოფიო გორგოძე.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები