18 სექტემბერი, ხუთშაბათი, 2025

დილის სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტების 94% გამოცხადდა

საქართველოს მასშტაბით გახსნილ ოცდახუთივე საგამოცდო ცენტრში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

დილის სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტების 94% გამოცხადდა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაიგვიანა ოთხმა აბიტურიენტმა.

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესიისათვის რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება.

მნიშვნელოვანია, რომ ყოველ გამოცდაზე აბიტურიენტი დროულად გამოცხადდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და საგამოცდო ბარათით, რომელშიც მითითებულია თითოეული გამოცდის დრო და ადგილი.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოსაცდელები გამოცდაზე არ დაიშვებიან.
2021 წლის საგამოცდო პროცესი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდება. წელს გამოცდებისათვის 38 400-ზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული.
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება