20 აპრილი, შაბათი, 2024

რა ხარ­ვე­ზე­ბი გა­მოვ­ლინ­და სა­აღ­მ­ზ­რ­დე­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში – აუდიტის დასკვნა

spot_img

სა­ხელ­მ­წი­ფო აუდი­ტის სამ­სა­ხურ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვრცე­ლი ან­გა­რი­ში – სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლოს ოთხ თვით­მ­მარ­თ­ველ ქა­ლაქ­ში – თბი­ლი­სი, ქუ­თა­ი­სი, რუს­თა­ვი და ფო­თი – არ­სე­ბულ სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქა­ლა­ქე­ბი შე­ირ­ჩა მა­თი სი­დი­დის, სერ­ვი­სით მო­სარ­გებ­ლე ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბი­სა და და­ფი­ნან­სე­ბის მო­ცუ­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. ან­გა­რი­ში სრულ ინ­ფორ­მა­ცი­ას იძ­ლე­ვა იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი ქა­ლა­ქე­ბის სა­აღ­მ­ზ­რ­დე­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ პრო­ცე­სებს და რო­გორ პა­სუ­ხობს თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი ბავ­შ­ვის ინ­ტე­რე­სებ­სა და სა­ჭი­რო­ე­ბებს – უზ­რუნ­ველ­ყოფს უსაფ­რ­თხო და ბავ­შ­ვ­ზე მორ­გე­ბუ­ლი გა­რე­მოს შექ­მ­ნას.

აუდი­ტის კითხ­ვე­ბად გა­ნი­საზღ­ვ­რა – რამ­დე­ნად უზ­რუნ­ველ­ყოფს თბი­ლი­სის, ქუ­თა­ი­სის, რუს­თა­ვი­სა და ფო­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი სა­ბავ­შ­ვო ბა­ღე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცესს ისე, რომ სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­მა შეძ­ლონ მოქ­მე­დი სტან­დარ­ტე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა, კერ­ძოდ: 1. რამ­დე­ნად თან­მიმ­დევ­რუ­ლად მოქ­მე­დე­ბენ თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბე­ბი ბა­ღე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის სტან­დარ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მოყ­ვა­ნის­თ­ვის; 2. მე­ნეჯ­მენ­ტის მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი და მიმ­დი­ნა­რე (ოპე­რა­ცი­უ­ლი) ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი რამ­დე­ნად უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­ბავ­შ­ვო ბა­ღებ­ში სერ­ვი­სე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად და­სა­ხუ­ლი გრძელ­ვა­დი­ა­ნი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვას.

სა­ხელ­მ­წი­ფო აუდი­ტის სამ­სა­ხუ­რის მო­საზ­რე­ბით, სა­ბავ­შ­ვო ბა­ღე­ბის ახალ სტან­დარ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მოყ­ვა­ნის პრო­ცე­სი მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­სა­უმ­ჯო­ბე­სე­ბე­ლია და აქვს ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბი. მათ­გან რამ­დე­ნი­მეს გა­მოვ­ყოფთ, რაც უშუ­ა­ლო გავ­ლე­ნას ახ­დენს მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სერ­ვი­სის შექ­მ­ნა­ზე.

ბავ­შ­ვე­ბის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო ინ­ვენ­ტა­რი

ბავ­შ­ვე­ბის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ფაქ­ტო­რია სა­თა­მა­შო­ე­ბი და სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის წიგ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ეხ­მა­რე­ბა მათ სამ­ყა­როს შეც­ნო­ბა­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ვენ­ტა­რი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია აღ­მ­ზ­რ­დე­ლო­ბი­თი ფუნ­ქ­ცი­ის შე­სას­რუ­ლებ­ლად. აუდი­ტის შე­დე­გად გა­მოვ­ლინ­და, რომ 2014-2019 წლებ­ში, ქუ­თა­ი­სის ბა­ღებ­ში, 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, შე­ძე­ნი­ლია მხო­ლოდ 19.1 ათა­სი ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­თა­მა­შო­ე­ბი და სა­ბავ­შ­ვო წიგ­ნე­ბი, რაც მთლი­ა­ნი ხარ­ჯის 0.04%-ია, რუს­თავ­ში ეს ხარ­ჯი 215.6 ათა­სი ლა­რია, მთლი­ა­ნი ხარ­ჯის – 0.7%, ხო­ლო ფოთ­ში და­ხარ­ჯუ­ლია 20.7 ათა­სი ლა­რი, მთლი­ა­ნი გა­და­სახ­დე­ლე­ბის – 0.2%. სა­თა­მა­შო­ე­ბი­სა და სა­ბავ­შ­ვო წიგ­ნე­ბის შე­ძე­ნა­ში ყვე­ლა­ზე დი­დი თან­ხა, 475.6 ათა­სი ლა­რი და­ხარ­ჯუ­ლია თბი­ლი­სის ბა­ღებ­ში, თუმ­ცა, ბა­ღე­ბის ჯა­მურ და­ფი­ნან­სე­ბა­ში მი­სი წი­ლი მცი­რეა და 0.08%-ს შე­ად­გენს. მო­ნა­ცე­მე­ბი­დან ჩანს, რომ სა­ბავ­შ­ვო ბა­ღე­ბი არ ახორ­ცი­ე­ლე­ბენ ისე­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ინ­ვენ­ტა­რის შე­ძე­ნა­სა და გა­ნახ­ლე­ბას, რო­გო­რე­ბი­ცაა, სა­თა­მა­შო­ე­ბი და სა­ბავ­შ­ვო წიგ­ნე­ბი.

თბი­ლი­სის, ქუ­თა­ი­სის, რუს­თა­ვი­სა და ფო­თის სა­ბავ­შ­ვო ბა­ღე­ბის და­ნა­ხარ­ჯე­ბის სტრუქ­ტუ­რის შეს­წავ­ლის შე­დე­გად გა­მოვ­ლინ­და, რომ სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი ნაკ­ლებ ყუ­რადღე­ბას აქ­ცე­ვენ ბავ­შ­ვე­ბის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო ინ­ვენ­ტა­რის შე­ძე­ნას. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ვენ­ტა­რის შე­სა­ძე­ნად გა­წე­უ­ლი ხარ­ჯე­ბი, ბა­ღე­ბის მთლი­ან გა­და­სახ­დე­ლებ­ში, 0.04%-დან 0.7%-მდე მერ­ყე­ობს მა­შინ, რო­ცა სა­ბავ­შ­ვო წიგ­ნე­ბის, დამ­ხ­მა­რე ინ­ვენ­ტა­რის და სა­თა­მა­შო­ე­ბის შეს­ყიდ­ვა უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია სა­აღ­მ­ზ­რ­დე­ლო საქ­მი­ა­ნო­ბის ნორ­მა­ლუ­რად წარ­მარ­თ­ვი­სა და ბავ­შ­ვის სკო­ლამ­დე­ლი მზა­ო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის­თ­ვის. რე­ა­ლუ­რად აღ­მოჩ­ნ­და, რომ ბა­ღებ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ვენ­ტა­რის შე­ძე­ნას ნაკ­ლე­ბი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა და მას­ზე თან­ხე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლად არ იხარ­ჯე­ბა.

რე­კო­მენ­და­ცია პო­ზი­ტი­უ­რი სა­აღ­მ­ზ­რ­დე­ლო და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­რე­მოს შექ­მ­ნის და სერ­ვი­სის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით: მი­ზან­შე­წო­ნი­ლია, სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­მა მო­ი­ძი­ონ და­მა­ტე­ბი­თი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბი და სა­ბავ­შ­ვო ბა­ღე­ბი უზ­რუნ­ველ­ყონ საკ­მა­რი­სი ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სით; ასე­ვე უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია, სას­კო­ლო მზა­ო­ბის პრო­ცე­სის სრულ­ფა­სოვ­ნად წარ­მარ­თ­ვის­თ­ვის, ბა­ღებ­მა შე­ის­ყი­დონ სა­ჭი­რო ინ­ვენ­ტა­რი და დამ­ხ­მა­რე მა­სა­ლა; შე­სა­ბა­მის­მა პა­სუ­ხის­მ­გე­ბელ­მა პი­რებ­მა შე­ი­მუ­შა­ონ აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გო­გე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბი­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის სტრა­ტე­გია და მაქ­სი­მა­ლუ­რად მოკ­ლე დრო­ში უზ­რუნ­ველ­ყონ კა­ნო­ნით გან­საზღ­ვ­რუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე პერ­სო­ნა­ლის ფორ­მი­რე­ბა; და­გეგ­მი­ლი რე­ფორ­მე­ბის სა­პა­სუ­ხოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ბა­ღებ­მა შე­ი­მუ­შა­ონ აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გო­გე­ბის უწყ­ვე­ტი გა­ნათ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სის­ტე­მა.

პერ­სო­ნა­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცია

რო­გორც ვი­ცით, 2016 წლი­დან, სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნო­ნი „ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ გა­ნას­ხ­ვა­ვებს აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გო­გებ­სა და აღ­მ­ზ­რ­დე­ლებს. აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გო­გი არის პი­რი, რო­მე­ლიც და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სა­აღ­მ­ზ­რ­დე­ლო-პე­და­გო­გი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას ახორ­ცი­ე­ლებს, ხო­ლო აღ­მ­ზ­რ­დე­ლი არის პი­რი, რო­მე­ლიც აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გოგს ეხ­მა­რე­ბა და სა­აღ­მ­ზ­რ­დე­ლო ფუნ­ქ­ცი­ებს ახორ­ცი­ე­ლებს.

მთავ­რო­ბის 2017 წლის 27 ოქ­ტომ­ბ­რის №478 დად­გე­ნი­ლე­ბით „აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გო­გის პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტე­ბის დამ­ტ­კი­ცე­ბის შე­სა­ხებ“ გა­ნი­საზღ­ვ­რა მი­ნი­მა­ლუ­რი საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო მოთხოვ­ნე­ბი, რო­მელ­საც ბა­ღის აღ­მ­ზ­რ­დე­ლი უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს. კა­ნო­ნის მოქ­მე­დი რე­დაქ­ცი­ით, და­სა­საქ­მე­ბე­ლი აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გო­გის გა­ნათ­ლე­ბა უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს შემ­დე­გი მოთხოვ­ნე­ბი­დან ერთ-ერთს:

  1. ფლობ­დეს, სულ მცი­რე, ბა­კა­ლავ­რის ან მას­თან გა­თა­ნაბ­რე­ბულ აკა­დე­მი­ურ ხა­რისხს ნე­ბის­მი­ერ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ში/დარ­გ­ში/სპე­ცი­ა­ლო­ბა­ში, ჰქონ­დეს აღ­მ­ზ­რ­დე­ლის ან აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გო­გის პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბის, სულ მცი­რე, 4-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა და გავ­ლი­ლი ჰქონ­დეს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გოგ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ტრე­ნინგ-მო­დუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გოგ­თა გა­დამ­ზა­დე­ბა.
  2. ჰქონ­დეს ბა­გა-ბა­ღის აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გო­გის პრო­ფე­სი­უ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მი­ნი­ჭე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი დიპ­ლო­მი და გავ­ლი­ლი ჰქონ­დეს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გოგ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ტრე­ნინ­გ­მო­დუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გოგ­თა გა­დამ­ზა­დე­ბა. მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებს ეკის­რე­ბათ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, და­ნერ­გონ სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო სტან­დარ­ტი, მათ შო­რის, უზ­რუნ­ველ­ყონ აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გოგ­თა გა­დამ­ზა­დე­ბა.

რა ხდე­ბა რე­ა­ლუ­რად? აუდი­ტის მი­ერ შე­მოწ­მე­ბუ­ლი ბა­ღე­ბი­დან წარ­მოდ­გე­ნი­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მოვ­ლინ­და, რომ პერ­სო­ნა­ლის ნა­წილს არ აქვს კვა­ლი­ფი­კა­ცია ან აქვს ისე­თი კვა­ლი­ფი­კა­ცია, რო­მე­ლიც ბავ­შ­ვ­თა ად­რე­ულ აღ­ზ­რ­და­სა და გა­ნათ­ლე­ბას არ უკავ­შირ­დე­ბა. თბი­ლის­ში აღ­მ­ზ­რ­დელ პე­და­გო­გე­ბის, და­ახ­ლო­ე­ბით, 10%-ს – 267 და­საქ­მე­ბულს არ აქვს სა­თა­ნა­დო კვა­ლი­ფი­კა­ცია და არც გა­დამ­ზა­დე­ბა გა­უვ­ლია; ფოთ­ში აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გო­გე­ბის 35%, ჯამ­ში 53 პე­და­გო­გი, ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს კა­ნო­ნით გან­საზღ­ვ­რულ ნორ­მებს. მათ არ აქვთ შე­სა­ბა­მი­სი გა­ნათ­ლე­ბა და არც გა­დამ­ზა­დე­ბა გა­უვ­ლი­ათ; აღ­ნიშ­ნულ მოთხოვ­ნას ქუ­თა­ის­ში ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს 5 პე­და­გო­გი, ხო­ლო რუს­თავ­ში – 3.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ბავ­შ­ვო ბა­ღე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის ხა­რის­ხის ასა­მაღ­ლებ­ლად, აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გოგ­თა სტა­ბი­ლუ­რად გა­დამ­ზა­დე­ბის სის­ტე­მის შექ­მ­ნა ან­გა­რიშ­ში უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს ამო­ცა­ნად სა­ხელ­დე­ბა: „მოქ­მე­დი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბის მოთხოვ­ნის მი­ხედ­ვით, აუცი­ლე­ბე­ლია სა­ბავ­შ­ვო ბა­ღე­ბის აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გო­გე­ბის პე­რი­ო­დუ­ლი გა­დამ­ზა­დე­ბა უწყ­ვე­ტი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით. სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი არ ატა­რე­ბენ სა­თა­ნა­დო ღო­ნის­ძი­ე­ბებს, რა­თა პე­რი­ო­დუ­ლად გა­დამ­ზად­დ­ნენ პე­და­გო­გე­ბი და ამ გზით მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად აიმაღ­ლონ კვა­ლი­ფი­კა­ცია. უწყ­ვე­ტი გა­ნათ­ლე­ბის პრინ­ცი­პი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აუცი­ლე­ბე­ლია, პე­და­გო­გე­ბის შე­სა­ბა­მი­სი ტრე­ნინ­გე­ბი­სა და გა­დამ­ზა­დე­ბის კურ­სე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას სის­ტე­მა­ტუ­რი ხა­სი­ა­თი ჰქონ­დეს.“

აუდი­ტის მი­ერ შე­მოწ­მე­ბუ­ლი ბა­ღე­ბის ძი­რი­თად ნა­წილ­ში პრობ­ლე­მა­ტუ­რია გა­დატ­ვირ­თუ­ლი ჯგუ­ფე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, ჯგუ­ფებ­ში ბავ­შ­ვე­ბის სიმ­რავ­ლე, მა­თი და პე­და­გოგ­თა რა­ო­დე­ნო­ბის თა­ნა­ფარ­დო­ბის დარ­ღ­ვე­ვა, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან უარ­ყო­ფით ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სის ხა­რის­ხ­ზე. ისეთ ჯგუ­ფებ­ში, სა­დაც აღ­მ­ზ­რ­დელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა საკ­მა­რი­სი არ არის, სა­თა­ნა­დო ყუ­რადღე­ბა ვერ ექ­ცე­ვა თი­თო­ე­უ­ლი ბავ­შ­ვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ მოთხოვ­ნებ­სა თუ სა­ჭი­რო­ე­ბებს.

კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, 2024 წლი­დან, იც­ვ­ლე­ბა სა­ბავ­შ­ვო ბა­ღე­ბის აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გოგ­თა მი­მართ არ­სე­ბუ­ლი საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო მოთხოვ­ნე­ბი. ამოქ­მე­დე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბის მი­ხედ­ვით, აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გოგს უნ­და ჰქონ­დეს შემ­დე­გი კვა­ლი­ფი­კა­ცია:

♦ ფლობ­დეს სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში ბა­კა­ლავ­რის ან მას­თან გა­თა­ნაბ­რე­ბულ აკა­დე­მი­ურ ხა­რისხს;

♦ ფლობ­დეს, სულ მცი­რე, ბა­კა­ლავ­რის ან მას­თან გა­თა­ნაბ­რე­ბულ აკა­დე­მი­ურ ხა­რისხს გა­ნათ­ლე­ბის, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის, ფსი­ქო­ლო­გი­ის, ხე­ლოვ­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და გავ­ლი­ლი ჰქონ­დეს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გოგ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ტრე­ნინ­გ­მო­დუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გოგ­თა გა­დამ­ზა­დე­ბის კურ­სი.

თბი­ლი­სის, ქუ­თა­ი­სის, რუს­თა­ვი­სა და ფო­თის სა­ბავ­შ­ვო ბა­ღე­ბის აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გოგ­თა გა­ნათ­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის შეს­წავ­ლის შე­დე­გად გა­მოვ­ლინ­და, რომ ქუ­თა­ისშ, 656 აღ­მ­ზ­რ­დე­ლი­დან, 388-ს აქვს პე­და­გო­გი­უ­რი ან ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა, და­ნარ­ჩე­ნე­ბი სხვა­დას­ხ­ვა პრო­ფე­სი­ის არი­ან; რუს­თავ­ში, 176 აღ­მ­ზ­რ­დე­ლი­დან, 113-ს აქვს პე­და­გო­გი­უ­რი და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა; ფოთ­ში, 157 აღ­მ­ზ­რ­დე­ლი­დან, შე­სა­ბა­მი­სი გა­ნათ­ლე­ბა მხო­ლოდ 67 და­საქ­მე­ბულს აქვს; თბი­ლის­ში გა­დამ­ზა­დე­ბას სა­ჭი­რო­ებს 267 პე­და­გო­გი. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ სა­ბავ­შ­ვო ბა­ღებ­ზე მოთხოვ­ნა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მზარ­დია, იმ აღ­მ­ზ­რ­დე­ლი პე­და­გო­გე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლე­ბიც 2024 წლის­თ­ვის აუცი­ლე­ბელ გა­დამ­ზა­დე­ბას და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან, იმ დრო­ის­თ­ვის, რამ­დე­ნი­მე ასე­ულს მი­აღ­წევს. შე­სა­ბა­მი­სად, სა­თა­ნა­დო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და­გეგ­მ­ვი­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გა­რე­შე, ბა­ღე­ბი არ აღ­მოჩ­ნ­დე­ბი­ან მზად ახა­ლი მოთხოვ­ნე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად.

ან­გა­რი­შის დას­კ­ვ­ნა­ში ხაზ­გას­მი­თაა მი­თი­თე­ბუ­ლი, რომ სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს არ გა­აჩ­ნი­ათ სა­თა­ნა­დო კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე საკ­მა­რი­სი ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი, რა­თა სა­ბავ­შ­ვო ბა­ღე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა შე­უ­სა­ბა­მონ მოქ­მედ სტან­დარ­ტებს. ეს კი, თა­ვის­თა­ვად, სწავ­ლე­ბის მე­თო­დო­ლო­გი­ურ მხა­რე­ზე აისა­ხე­ბა, რად­გან პე­და­გოგ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცია არ­სე­ბი­თი კომ­პო­ნენ­ტია სას­კო­ლო მზა­ო­ბის­თ­ვის. ამის გარ­და, ან­გა­რიშ­ში ვკითხუ­ლობთ, რომ სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს არ აქვთ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს იმ პე­და­გო­გე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბას, რომ­ლე­ბიც ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ მოქ­მე­დი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბის მოთხოვ­ნებს. ბა­ღებ­ში, ასე­ვე, არ არის და­ცუ­ლი პე­და­გო­გე­ბის უწყ­ვე­ტი გა­ნათ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის პრინ­ცი­პი, რაც, თა­ვის მხრივ, მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად ამ­ცი­რებს სერ­ვი­სის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს.

ხა­რის­ხი­ა­ნი სერ­ვი­სის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად სა­ჭი­რო ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი

ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, 2014-2019 წლე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბის შეს­წავ­ლით, გა­მოვ­ლინ­და, რომ თბი­ლი­სი­სა და ქუ­თა­ი­სის სა­ბავ­შ­ვო ბა­ღებ­ში არ არის და­ცუ­ლი ჯგუ­ფებ­ში ბავ­შ­ვ­თა და­საშ­ვე­ბი რა­ო­დე­ნო­ბა. კერ­ძოდ, ქუ­თა­ი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, 2019 წელს, ჯა­მუ­რად, 83 ჯგუ­ფი ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებ­და. აქე­დან, 79 ჯგუფ­ში ბავ­შ­ვ­თა და­საშ­ვე­ბი რა­ო­დე­ნო­ბა კა­ნო­ნით გან­საზღ­ვ­რულ ნორ­მას აჭარ­ბებ­და, ხო­ლო მათ შო­რის 17 ჯგუფ­ში ბავ­შ­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 40-ზე მე­ტი იყო. თბი­ლის­ში — ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბა­დი 830 ჯგუ­ფი­დან 298-ში აღ­საზ­რ­დელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა კა­ნო­ნით და­საშ­ვებ ზღვარ­ზე მე­ტი იყო. რაც შე­ე­ხე­ბა რუს­თა­ვი­სა და ფო­თის ბა­ღებს, მათ კა­ნო­ნის ეს მოთხოვ­ნა დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი აქვთ, რაც გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია მო­სახ­ლე­ო­ბის მხრი­დან ად­რე­ულ და სკო­ლამ­დელ აღ­ზ­რ­და­სა და გა­ნათ­ლე­ბა­ზე ყო­ველ­წ­ლი­უ­რად მზარ­დი მოთხოვ­ნით. ეს, ერ­თ­გ­ვა­რად, და­დე­ბი­თი ტენ­დენ­ციაა, თუმ­ცა, არ­სე­ბუ­ლი რე­სურ­სე­ბი ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს გაზ­რ­დილ მოთხოვ­ნას და შეზღუ­დუ­ლი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი ვერ ახერ­ხე­ბენ მყი­სი­ერ რე­ა­გი­რე­ბას.

„ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის ჯგუ­ფე­ბის მო­ცუ­ლო­ბა და აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გო­გე­ბის/აღ­მ­ზ­რ­დე­ლე­ბის და ბავ­შ­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის თა­ნა­ფარ­დო­ბა:

ასე­ვე გა­მოვ­ლინ­და, რომ სა­ბავ­შ­ვო ბა­ღებ­ში არ არის და­ცუ­ლი აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გო­გე­ბის/აღ­მ­ზ­რ­დე­ლე­ბის ბავ­შ­ვებ­თან თა­ნა­ფარ­დო­ბის კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი მოთხოვ­ნა.

დი­აგ­რა­მა­ზე ნაჩ­ვე­ნე­ბია ქუ­თა­ი­სის სკო­ლამ­დელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, ჯგუ­ფე­ბის მი­ხედ­ვით, იმ ბა­ღე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, სა­დაც დარ­ღ­ვე­უ­ლია სტან­დარ­ტე­ბი.

პე­და­გო­გე­ბი­სა და აღ­საზ­რ­დე­ლე­ბის თა­ნა­ფარ­დო­ბის მხრივ, დად­გე­ნი­ლი ნორ­მე­ბი დარ­ღ­ვე­უ­ლია თბი­ლი­სის ბა­ღებ­შიც. ჯამ­ში, 298 ჯგუფ­ში ერთ პე­და­გოგ­ზე ბავ­შ­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა აჭარ­ბებს კა­ნო­ნით გან­საზღ­ვ­რულ ნორ­მას. ამის გა­მომ­წ­ვე­ვი მი­ზე­ზი აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გო­გე­ბის არა­საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბაა. ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა კი, ერ­თი მხრივ, შე­იძ­ლე­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლი იყოს შეზღუ­დუ­ლი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბით, ხო­ლო მე­ო­რე მხრივ, შე­სა­ბა­მი­სი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის კად­რე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბით. აუდი­ტის დას­კ­ვ­ნა ამ პუნ­ქ­ტ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ასე­თია: „თბი­ლი­სის, ქუ­თა­ი­სის, რუს­თა­ვის და ფო­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს არ გა­აჩ­ნი­ათ საკ­მა­რი­სი ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი, რა­თა სა­ბავ­შ­ვო ბა­ღე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა შე­უ­სა­ბა­მონ მოქ­მედ სტან­დარ­ტებს. სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში აღ­მ­ზ­რ­დელ­თა არა­საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბა აისა­ხე­ბა სწავ­ლე­ბის მე­თო­დო­ლო­გი­ურ მხა­რე­ზე, რაც შე­საძ­ლე­ბე­ლია აღ­საზ­რ­დელ­თა სა­თა­ნა­დო ხა­რის­ხით სას­კო­ლოდ მზა­ო­ბის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ხე­ლის­შემ­შ­ლე­ლი ფაქ­ტო­რი გახ­დეს. ასე­ვე, პე­და­გო­გე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა ხელს უშ­ლის სა­ბავ­შ­ვო ბა­ღებ­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სის სა­თა­ნა­დოდ წარ­მარ­თ­ვას. მი­უ­ხე­და­ვად არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა, შე­სა­ბა­მის პა­სუ­ხის­მ­გე­ბელ პი­რებს არ გა­უ­ტა­რე­ბი­ათ სა­თა­ნა­დო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი სა­კითხის გა­და­საჭ­რე­ლად. ამას­თა­ნა­ვე, არ არ­სე­ბობს კონ­კ­რე­ტულ დრო­ში გა­წე­რი­ლი გეგ­მა, რომ­ლის მი­ხედ­ვით პე­და­გო­გე­ბი­სა და აღ­საზ­რ­დე­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა კა­ნონ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში იქ­ნე­ბა მოყ­ვა­ნი­ლი. ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ სა­კითხი გა­და­უჭ­რე­ლია, მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად აფერ­ხებს სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის სერ­ვი­სის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას.“

ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა

აუდი­ტის სამ­სა­ხუ­რის მი­ერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, თბი­ლი­სის, ქუ­თა­ი­სის, რუს­თა­ვი­სა და ფო­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში არ­სე­ბუ­ლი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი რე­სურ­სი ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს სტან­დარ­ტით გან­საზღ­ვ­რულ მოთხოვ­ნებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­საზ­რ­დე­ლად, 2014-2019 წლებ­ში, ახა­ლი ბა­ღე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე გა­დახ­დი­ლია 43,999.4 ათა­სი ლა­რი, ხო­ლო არ­სე­ბუ­ლი ბა­ღე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ზე 5,591.2 ათა­სი ლა­რი და­ი­ხარ­ჯა, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა მოქ­მედ სტან­დარ­ტებს. „გა­მოვ­ლე­ნი­ლი გა­რე­მო­ე­ბა მი­უ­თი­თებს მე­ნეჯ­მენ­ტის მხრი­დან სტან­დარ­ტე­ბის მი­მართ არა­სა­თა­ნა­დო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე, რად­გან შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, მი­ნი­მუმ, ახ­ლად აშე­ნე­ბუ­ლი ბა­ღე­ბის მოქ­მედ სტან­დარ­ტებ­თან სრუ­ლად შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მოყ­ვა­ნა. სა­ჯა­რო ბა­ღებ­ში არ­სე­ბუ­ლი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის მო­ცუ­ლო­ბა ვერც სერ­ვის­ზე არ­სე­ბუ­ლი მოთხოვ­ნის სა­თა­ნა­დო დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შე­ნო­ბე­ბი სრუ­ლად არ არის აღ­ჭურ­ვი­ლი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით გან­საზღ­ვ­რუ­ლი სა­ხან­ძ­რო უსაფ­რ­თხო­ე­ბის სის­ტე­მით, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია შე­ნო­ბა­ში ბავ­შ­ვე­ბის დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით კონ­ცენ­ტ­რა­ცი­ის დროს. შე­სა­ბა­მი­სად, 2014-2019 წლებ­ში, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის მხრი­დან ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, მი­წო­დე­ბუ­ლი სერ­ვი­სის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით, არა­საკ­მა­რი­სია და ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის მიღ­წე­ვას,“ — ვკითხუ­ლობთ ან­გა­რიშ­ში.

ავ­ტო­რი­ზა­ცია

სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის სტან­დარ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი სა­კითხია ბა­ღე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცია. მოქ­მე­დი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით, რო­გორც კერ­ძო, ასე­ვე სა­ჯა­რო ბა­ღე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცესს ახორ­ცი­ე­ლებს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი. სა­ბავ­შ­ვო ბა­ღე­ბი ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პი­რო­ბებს იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ, თუ: და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სწავ­ლა/სწავ­ლე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო სტან­დარ­ტე­ბის, მათ შო­რის, სას­კო­ლო მზა­ო­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ხელ­მ­წი­ფო სტან­დარ­ტის შე­სა­ბა­მი­სად; და­წე­სე­ბუ­ლე­ბის შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბა, ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა და მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზა და შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბის მოწყო­ბა შე­ე­სა­ბა­მე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბის მი­ერ დამ­ტ­კი­ცე­ბულ შე­სა­ბა­მის ტექ­ნი­კურ რეგ­ლა­მენტს; და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სა­ნი­ტა­რი­ულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი პი­რო­ბე­ბი შე­ე­სა­ბა­მე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბის მი­ერ დამ­ტ­კი­ცე­ბულ შე­სა­ბა­მის ტექ­ნი­კურ რეგ­ლა­მენტს; და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში კვე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა და რა­ცი­ო­ნის კვე­ბი­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბა შე­ე­სა­ბა­მე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბის მი­ერ დამ­ტ­კი­ცე­ბულ შე­სა­ბა­მის ტექ­ნი­კურ რეგ­ლა­მენტს; და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სის კვა­ლი­ფი­კა­ცია და გა­მოც­დი­ლე­ბა შე­ე­სა­ბა­მე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბის მი­ერ დამ­ტ­კი­ცე­ბულ აღ­მ­ზ­რ­დელ-პე­და­გო­გის პრო­ფე­სი­ულ სტან­დარტს და სხვა პერ­სო­ნა­ლის­თ­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მი­ერ დად­გე­ნილ სტან­დარ­ტებს. „ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნო­ნის თავ­და­პირ­ვე­ლი რე­დაქ­ცი­ის მოთხოვ­ნე­ბის მი­ხედ­ვით, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებს სა­ბავ­შ­ვო ბა­ღე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი 2018 წლის 31 დე­კემ­ბ­რამ­დე უნ­და და­ეს­რუ­ლე­ბი­ნათ. კა­ნო­ნის მი­ღე­ბამ­დე, მას­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბამ შექ­მ­ნა სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფი, სა­დაც, სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან და შე­სა­ბა­მის კომ­პე­ტენ­ტურ პი­რებ­თან ერ­თად, გა­ნი­ხი­ლავ­დ­ნენ ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის მოთხოვ­ნებს. შე­სა­ბა­მი­სად, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი რე­გუ­ლა­ცი­ის მი­ღე­ბამ­დე ბევ­რად ად­რე იყ­ვ­ნენ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი ახა­ლი მოთხოვ­ნე­ბის შე­სა­ხებ. ამას­თა­ნა­ვე,სა­ბავ­შ­ვო ბა­ღე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის სტან­დარ­ტე­ბის შეც­ვ­ლის შემ­დ­გომ სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით და აღ­მას­რუ­ლე­ბელ ორ­გა­ნო­ებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, უნ­და შე­ექ­მ­ნათ მოკ­ლე და სა­შუ­ა­ლო­ვა­დი­ა­ნი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბო­და გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სტან­დარ­ტის პი­რო­ბებ­ში ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის მოთხოვ­ნე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის­კენ.

მი­უ­ხე­და­ვად კა­ნო­ნის მოთხოვ­ნე­ბი­სა, თბი­ლი­სის, ქუ­თა­ი­სის, რუს­თა­ვი­სა და ფო­თის სა­ბავ­შ­ვო ბა­ღებს არ გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ათ სა­თა­ნა­დო ქმე­დე­ბე­ბი, რა­თა და­ეკ­მა­ყო­ფი­ლე­ბი­ნათ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პი­რო­ბე­ბი. მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში არ შექ­მ­ნი­ლა დო­კუ­მენ­ტი, სა­დაც ასა­ხუ­ლი იქ­ნე­ბო­და ხედ­ვა, თუ რო­გორ აპი­რებ­დ­ნენ სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის დაწყე­ბას. ა(ა)იპ-ების მე­ნეჯ­მენტს არ გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბია სა­თა­ნა­დო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ვა­დის ამო­წურ­ვამ­დე უზ­რუნ­ველ­ყოფ­და სა­ბავ­შ­ვო ბა­ღე­ბის კა­ნო­ნით გან­საზღ­ვ­რულ სტან­დარ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მოყ­ვა­ნას. პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი პი­რე­ბის გან­მარ­ტე­ბით, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი და ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის პი­რო­ბებ­ში, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის მოთხოვ­ნე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, ამი­ტომ მათ ვერ მო­ა­ხერ­ხეს ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის დაწყე­ბა. იმის გა­მო, რომ სა­ბავ­შ­ვო ბა­ღებ­მა ვერ და­აკ­მა­ყო­ფი­ლეს კა­ნო­ნით გან­საზღ­ვ­რუ­ლი მოთხოვ­ნე­ბი, მათ გა­უ­ხან­გ­რ­ძ­ლივ­დათ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის ვა­და, 2020 წლის 31 დე­კემ­ბ­რამ­დე. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­მა ვერ შეძ­ლეს ბა­ღე­ბის სტან­დარ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მოყ­ვა­ნა და ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის ვა­და 2021 წლის 31 დე­კემ­ბ­რამ­დე გა­ხან­გ­რ­ძ­ლივ­და.

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები