24 ნოემბერი, კვირა, 2024

პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მგრძნო­ბი­ა­რე აღ­მოჩ­ნ­და – ინტერვიუ ქობულეთის რესურსცენტრის უფროსთან, მადონა გოგიტიძესთან

spot_img
დღეს ჩვენს რუბ­რი­კა­ში ქო­ბუ­ლე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის რე­სურ­ს­ცენტრს წარ­მო­გიდ­გენთ, რო­მე­ლიც პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­ულ­მა კრი­ზის­მა ისე­თი­ვე სირ­თუ­ლე­ე­ბის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნა, რო­გორც და­ნარ­ჩე­ნი რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბი. მა­თაც მო­უხ­დათ დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე გა­დას­ვ­ლა, სკო­ლე­ბის დრო­ე­ბით მი­ტო­ვე­ბა და, ფაქ­ტობ­რი­ვად, „ახა­ლი ვე­ლო­სი­პე­დის გა­მო­გო­ნე­ბა“, რად­გან სრუ­ლი­ად ახალ რე­ა­ლო­ბა­ში გა­აგ­რ­ძე­ლეს მუ­შა­ო­ბა. თუმ­ცა სირ­თუ­ლე­ებს თა­ვი გა­არ­თ­ვეს და ისევ და­უბ­რუნ­დ­ნენ საკ­ლა­სო ოთა­ხებს.
პა­რა­ლე­ლუ­რად, რე­სურ­ს­ცენ­ტ­რი გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­საც უწყობს ფეხს და ყვე­ლა­ფერს აკე­თებს სი­ახ­ლე­თა და­სა­ნერ­გად, მას­წავ­ლე­ბელ­თა მხარ­და­სა­ჭე­რად. მით უფ­რო, სკო­ლე­ბის რიცხ­ვიც ბევ­რია, მას­წავ­ლე­ბელ­თა და მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბაც, ანუ საქ­მე ბევ­რია. ამ თე­მებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა ქო­ბუ­ლე­თის რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი მა­დო­ნა გო­გი­ტი­ძე.

– რამ­დე­ნი სკო­ლაა თქვენს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში და რო­გო­რია მოს­წავ­ლე-მას­წავ­ლე­ბელ­თა კონ­ტინ­გენ­ტი?

– ქო­ბუ­ლე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში 49 სკო­ლაა, აქე­დან 46 სა­ჯა­როა და 3 – კერ­ძო. მიმ­დი­ნა­რე სას­წავ­ლო წელს სა­ჯა­რო და კერ­ძო სკო­ლებ­ში 11848 მოს­წავ­ლე და 1201 მას­წავ­ლე­ბე­ლია, აქე­დან 9 –  მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, 133 – წამ­ყ­ვა­ნი, 849 – უფ­რო­სი, 184 – პრაქ­ტი­კო­სი და 26 – მა­ძი­ე­ბე­ლი.

– რას აკე­თებს რე­სურ­ს­ცენ­ტ­რი მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის?

– მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სკო­ლებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ან მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მი­ერ და­გეგ­მი­ლი ტრე­ნინ­გე­ბის, სე­მი­ნა­რე­ბის (ვე­ბი­ნა­რე­ბის) ჩა­ტა­რე­ბის მიზ­ნით, რე­სურ­ს­ცენტრს რე­გუ­ლა­რუ­ლად უწევს სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო სა­კითხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ტარ­დე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი კონ­ფე­რენ­ცია, მუდ­მივ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს მას­წავ­ლე­ბელ­თათ­ვის კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დე­ბის მსვლე­ლო­ბას­თან და მათ­ზე რე­გის­ტ­რა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით; მოთხოვ­ნის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სკო­ლებ­ში, ად­გი­ლებ­ზე გას­ვ­ლით ხდე­ბა მათ­თ­ვის კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის გა­წე­ვა სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ხა­რის­ხი­ა­ნად წარ­მარ­თ­ვის, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის ცალ­კე­უ­ლი სა­კითხე­ბის გან­ხილ­ვის მიზ­ნით და კი­დევ სხვა მრა­ვა­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა.

– არა­ფორ­მა­ლუ­რი და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის კუთხით რა მდგო­მა­რე­ო­ბაა?

– რაც შე­ე­ხე­ბა არა­ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბას, რე­სურ­ს­ცენ­ტ­რი, ამ მხრი­ვაც, ხში­რად ხელს უწყობს სხვა­დას­ხ­ვა სამ­თავ­რო­ბო თუ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მი­ერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რ­ცე­ლე­ბას მოს­წავ­ლე­თა კონ­კურ­სე­ბის, ოლიმ­პი­ა­დე­ბის შე­სა­ხებ. სას­კო­ლო კლუ­ბე­ბის მუ­შა­ო­ბის ხელ­შეწყო­ბის მიზ­ნით, რე­სურ­ს­ცენ­ტ­რი თა­ნამ­შ­რომ­ლობს ად­გი­ლობ­რივ თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბას­თან, მშობ­ლებ­თან, და­ინ­ტე­რე­სე­ბულ თემ­თან.

ასე­ვე, რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბით, არა­ერ­თხელ და­ი­გეგ­მა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი არა­ფორ­მა­ლუ­რი და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის ასა­მაღ­ლებ­ლად, მა­გა­ლი­თად, მოს­წავ­ლე­თა ვი­ზი­ტე­ბი სა­ხელ­მ­წი­ფო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში, დო­კუ­მენ­ტუ­რი თუ მხატ­ვ­რუ­ლი ფილ­მე­ბის ჩვე­ნე­ბა და მა­თი გან­ხილ­ვა, სას­წავ­ლო-შე­მოქ­მე­დე­ბი­თი შეხ­ვედ­რე­ბი სხვა­დას­ხ­ვა სკო­ლე­ბის თა­ნა­ტოლ მოს­წავ­ლე­ებ­თან და სხვა.

– რა მიღ­წე­ვე­ბი გაქვთ მოს­წავ­ლე­თა სას­კო­ლო თუ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აქ­ტი­ვო­ბებ­ში?

– ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი ეროვ­ნულ სას­წავ­ლო ოლიმ­პი­ა­დებ­სა და აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ გა­მოცხა­დე­ბულ საგ­ნობ­რივ ოლიმ­პი­ა­დებ­სა და სხვა­დას­ხ­ვა კონ­კურ­სებ­ში. მიმ­დი­ნა­რე სას­წავ­ლო წელს გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლე­ბიც გვყავს, მოს­წავ­ლე­ე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ და იმარ­ჯ­ვე­ბენ ეროვ­ნულ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ ჩემ­პი­ო­ნატ­ში „ეტა­ლო­ნი“.

აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რ­დო­ბის საქ­მე­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის პროგ­რა­მის „ახალ­გაზ­რ­დულ საქ­მე­თა სფე­როს ხელ­შეწყო­ბის“ ფარ­გ­ლებ­ში, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი თა­მა­შე­ბი „რა? სად? რო­დის?“ ტარ­დე­ბა. აჭა­რა­ში სას­კო­ლო ჩემ­პი­ო­ნატს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს კლუ­ბის „რა? სად? რო­დის?“ მი­ერ მი­ნი­ჭე­ბუ­ლი ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი უფ­ლე­ბით, ა(ა)იპ „აჭა­რის ინ­ტე­ლექტ კლუ­ბი“ ახორ­ცი­ე­ლებს. შე­სა­ბა­მი­სად, აქაც გვყავს გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი გუნ­დე­ბი.

– დაგ­ვი­სა­ხე­ლეთ ამ მხრივ გა­მორ­ჩე­უ­ლი სკო­ლე­ბი და ის სფე­რო­ე­ბი, სა­დაც მათ მი­აღ­წი­ეს წარ­მა­ტე­ბებს?

– მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, ისე რო­გორც მთლი­ა­ნად ქვე­ყა­ნა­ში, გვყავს ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რ­დე­ბი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით: ჰუ­მა­ნი­ტა­რულ, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ, ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნებ­ში, შე­მოქ­მე­დე­ბით სფე­რო­ში, სპორ­ტ­ში. ასე­თი მოს­წავ­ლე­ე­ბი თით­ქ­მის ყვე­ლა სკო­ლა­ში გვყავს და ამი­ტომ ცალ­კე­უ­ლი სკო­ლე­ბის და­სა­ხე­ლე­ბის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ.

– რა პრობ­ლე­მე­ბია მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სკო­ლებ­ში, გაქვთ თუ არა ახა­ლი შე­ნო­ბე­ბის ან რე­მონ­ტის სა­ჭი­რო­ე­ბა, ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის მხრივ ხომ არაა სირ­თუ­ლე­ე­ბი?

– გე­თან­ხ­მე­ბით, თქვენ მი­ერ ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი ჩვე­ნი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სკო­ლებ­საც ეხე­ბა, თუმ­ცა, სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­კითხე­ბის, ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რი­სა და ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის მო­წეს­რი­გე­ბის კუთხით, აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტ­რო­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მხრი­დან არა­ერ­თი პრობ­ლე­მა მოგ­ვარ­და.

– რა პრობ­ლე­მე­ბი შე­გიქ­მ­ნათ პან­დე­მი­ამ და დის­ტან­ცი­ურ­მა სწავ­ლე­ბამ, რამ­დე­ნად შე­ძე­ლით ყვე­ლა სკო­ლა­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სის შე­უ­ფერ­ხებ­ლად წარ­მარ­თ­ვა და რა­ი­მე მი­ზე­ზით ხომ არ დარ­ჩა რო­მე­ლი­მე მოს­წავ­ლე სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მიღ­მა?

– პან­დე­მი­ის და დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბი­სას არა­ერ­თი სა­კითხი დარ­ჩა მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი, ყვე­ლა ცდი­ლობ­და, მოს­წავ­ლე­თა და მშო­ბელ­თა წი­ნა­შე მდგა­რი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რა­ში წვლი­ლი შე­ე­ტა­ნა. გვქონ­და გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მხრი­დან შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი სხვა­დას­ხ­ვა ალ­ტერ­ნა­ტი­ვა: „ტე­ლეს­კო­ლა“, სხვა­დას­ხ­ვა ელექ­ტ­რო­ნუ­ლი პლატ­ფორ­მე­ბი, სკო­ლე­ბის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის მხრი­დან შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი დახ­მა­რე­ბა კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კის გა­მო­ყე­ნე­ბის მხრივ, მას­წავ­ლე­ბელ­თა მხრი­დან მუდ­მი­ვი ჩარ­თუ­ლო­ბა მოს­წავ­ლე­თა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ჩარ­თ­ვის მიზ­ნით და სხვ.

– თა­ვად სის­ტე­მა­მაც აღი­ა­რა, რომ დის­ტან­ცი­ურ­მა სწავ­ლე­ბამ გარ­კ­ვე­უ­ლი ჩა­მორ­ჩე­ნა გა­მო­იწ­ვია. ზაფხულ­ში თუ იგეგ­მე­ბა რა­ი­მე ამ ჩა­მორ­ჩე­ნის აღ­მო­საფხ­ვ­რე­ლად?

– სამ­წუ­ხა­როდ, პან­დე­მია სა­ხელ­მ­წი­ფო­თა ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა სფე­როს შე­ე­ხო, მათ­ზე გარ­კ­ვე­უ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბაც იქო­ნია. ვფიქ­რობ, გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მგრძნო­ბი­ა­რე აღ­მოჩ­ნ­და მათ შო­რის, ვი­ნა­ი­დან მრა­ვა­ლი სირ­თუ­ლი­სა თუ გა­მოწ­ვე­ვის მი­უ­ხე­და­ვად, შეძ­ლო დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე გა­დას­ვ­ლა და ადაპ­ტი­რე­ბა. ჩვენ მოს­წავ­ლე­ებ­თან, მას­წავ­ლებ­ლებ­თან, სკო­ლე­ბის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას­თან, მშობ­ლებ­თან და მთელ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ერ­თად შევ­ძე­ლით სა­კუ­თარ თავ­ში ახა­ლი ძა­ლე­ბის, უნა­რე­ბი­სა და მის­წ­რა­ფე­ბე­ბის აღ­მო­ჩე­ნა ისე, რომ სას­წავ­ლო პრო­ცე­სის უწყ­ვე­ტი მსვლე­ლო­ბა, გა­ნათ­ლე­ბის­კენ სწრაფ­ვა არ შეგ­ვი­ჩე­რე­ბია. ვფიქ­რობ, ეს არ იყო მარ­ტი­ვი, თუმ­ცა გა­მო­სავ­ლის ძი­ე­ბის პრო­ცე­სი საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო იყო. სა­ზაფხუ­ლო და ზო­გა­დად სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბიც, სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ კი­დევ ვი­რუ­სის გავ­რ­ცე­ლე­ბა­სა და სა­ერ­თო მდგო­მა­რე­ო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

ირაკ­ლი თა­ვა­ძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები