28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ცოდ­ნის სა­მი კა­ტე­გო­რი­ის შე­სა­ხებ

spot_img

 

თამარ ჯაყელი

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ექსპერტი

 

გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი ცოდ­ნის კა­ტე­გო­რი­ზე­ბის სხვა­დას­ხ­ვა კლა­სი­ფი­კა­ცი­ას გვთა­ვა­ზო­ბენ, თუმ­ცა ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მუ­შა­ვე­ბი­სა და ცოდ­ნის აგე­ბის პრო­ცე­სის კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვის­ტუ­ლი პა­რა­დიგ­მი­დან გან­ხილ­ვი­სას და ცოდ­ნის საკ­ვან­ძო გან­ზო­მი­ლე­ბებ­ზე ყუ­რადღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბი­სას, მეც­ნი­ე­რე­ბი ცოდ­ნის სამ კა­ტე­გო­რი­ა­ზე შე­თან­ხ­მ­დ­ნენ. ესე­ნია: დეკ­ლა­რა­ტი­უ­ლი ცოდ­ნა, პრო­ცე­დუ­რუ­ლი ცოდ­ნა, პი­რო­ბი­სე­უ­ლი ცოდ­ნა (Anderson, J. (1990); Marzano, R.J. (1988); Flavell, J. H. (1976)1.

შერ­ბ­რუ­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი ჟ. ტარ­დი­ფი, რო­მელ­მაც პე­და­გო­გი­კის­თ­ვის კოგ­ნი­ტუ­რი ფსი­ქო­ლო­გი­ის ყვე­ლა სა­გუ­ლის­ხ­მო მო­ნა­პო­ვარს მო­უ­ყა­რა თა­ვი, ცოდ­ნის სამ კა­ტე­გო­რი­ას შემ­დეგ­ნა­ი­რად2 გა­ნი­ხი­ლავს:

 დეკ­ლა­რა­ტი­უ­ლი ცოდ­ნა  გულისხმობს არსებითად თეორიული რიგის ცოდნებს, იქნება ეს ფაქტები, ტერმინები, წესები, კანონები, განმარტებები, თეორიები, პრინციპები, ფორმულები და სხვა. ცოდნის ეს კატეგორია უპასუხებს შეკითხვას „რა მახსოვს? “.

თა­ვის დრო­ზე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში სწო­რედ დეკ­ლა­რა­ტი­უ­ლი ცოდ­ნა სა­ხელ­დე­ბო­და „ცოდ­ნად“. დეკ­ლა­რა­ტი­უ­ლი ცოდ­ნა სტა­ტი­კუ­რი ხა­სი­ა­თი­საა – მას მოქ­მე­დე­ბა­ში ვერ ვი­ყე­ნებთ. იმის­თ­ვის, რომ შევ­ძ­ლოთ ამ ცოდ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა, ის უნ­და გარ­დავ­ქ­მ­ნათ პრო­ცე­დუ­რულ და პი­რო­ბი­სე­ულ ცოდ­ნად. მო­ვიყ­ვა­ნოთ ერ­თი-ორი მა­გა­ლი­თი:

♦ შე­საძ­ლე­ბე­ლია, მოს­წავ­ლეს და­მახ­სოვ­რე­ბუ­ლი ჰქონ­დეს ზმნის გან­მარ­ტე­ბა, მაგ­რამ ეს ცოდ­ნა არ არის საკ­მა­რი­სი იმის­თ­ვის, რომ მან შეძ­ლოს ამ ცოდ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა, მა­გა­ლი­თად, შეძ­ლოს წი­ნა­და­დე­ბებ­ში ზმნის ამოც­ნო­ბა.

♦ შე­საძ­ლე­ბე­ლია, მას­წავ­ლე­ბელ­მა თე­ო­რი­უ­ლად იცო­დეს გან­ვი­თა­რე­ბის ფსი­ქო­ლო­გი­ის თე­ო­რი­ე­ბი და ტეს­ტურ შე­კითხ­ვებ­საც შე­სა­ნიშ­ნა­ვად უპა­სუ­ხოს, მაგ­რამ ამ კა­ტე­გო­რი­ის ცოდ­ნის ფლო­ბა არ არის საკ­მა­რი­სი იმის­თ­ვის, რომ მან შეძ­ლოს მოს­წავ­ლე­ებ­თან მუ­შა­ო­ბი­სას ამ ცოდ­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა და გა­მო­ყე­ნე­ბა. ამის­თ­ვის სა­ჭი­როა პრო­ცე­დუ­რუ­ლი და პი­რო­ბი­სე­უ­ლი ცოდ­ნა.

დეკ­ლა­რა­ტი­უ­ლი ცოდ­ნის ათ­ვი­სე­ბას ძა­ლი­ან უწყობს ხელს და­მახ­სოვ­რე­ბის სხვა­დას­ხ­ვა ხერ­ხე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, მა­გა­ლი­თად, შე­ძე­ნი­ლი ცოდ­ნის რა­ი­მეს­თან ასო­ცი­რე­ბა, მი­სი კონ­ტექ­ს­ტ­ში გა­მო­ყე­ნე­ბა, გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დუ­ლო­ბით გახ­სე­ნე­ბა (სა­ღა­მოს, ორი დღის შემ­დეგ, 1 კვი­რის თავ­ზე, 1 თვის თავ­ზე, 6 თვის თავ­ზე, 1 წლის თავ­ზე). გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ მოს­წავ­ლე, და ზო­გა­დად ადა­მი­ა­ნი, ინ­ფორ­მა­ცი­ას ამუ­შა­ვებს და იმახ­სოვ­რებს მუ­შა მეხ­სი­ე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით. ამ უკა­ნას­კ­ნე­ლის „ტე­ვა­დო­ბა“ კი შეზღუ­დუ­ლია. თუ გვსურს გა­ვუ­ად­ვი­ლოთ მოს­წავ­ლე­ებს ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მუ­შა­ვე­ბა და და­მახ­სოვ­რე­ბა, აუცი­ლე­ბე­ლია, იგი ურ­თი­ერ­თ­და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი სა­ხით მი­ვა­წო­დოთ მას, რის­თ­ვი­საც შე­იძ­ლე­ბა ასო­ცი­ა­ცი­უ­რი რუ­კე­ბი­სა და სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის მა­ორ­გა­ნი­ზე­ბე­ლი სქე­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. მარ­თ­ლაც, ერ­თ­მა­ნეთ­თან და­უ­კავ­ში­რე­ბელი ინ­ფორ­მა­ცი­ა­თა სიმ­რავ­ლის და­მუ­შა­ვე­ბა-და­მახ­სოვ­რე­ბა იმ­გ­ვარ რე­სურ­სებს მო­ითხოვს, რომ­ლებ­საც მოკ­ლე­ბუ­ლია მუ­შა მეხ­სი­ე­რე­ბა და, შე­სა­ბა­მი­სად, და­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­ში ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცია იკარ­გე­ბა. მა­ორ­გა­ნი­ზე­ბე­ლი სქე­მე­ბი გო­ნე­ბის­თ­ვის საყ­რ­დე­ნი ინს­ტ­რუ­მენ­ტე­ბია, რომ­ლე­ბიც ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მუ­შა­ვე­ბა­საც უწყობს ხელს და მის და­მახ­სოვ­რე­ბა­საც.

 პრო­ცე­დუ­რუ­ლი ცოდ­ნა  შე­ე­სა­ბა­მე­ბა პრო­ცე­დუ­რებს, რომ­ლე­ბიც მოქ­მე­დე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. პრო­ცე­დუ­რუ­ლი ცოდ­ნა უპა­სუ­ხებს შე­კითხ­ვას: რო­გორ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლო? სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში მას მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, რო­გორც უნარს, უნარ-ჩვე­ვას. გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით დეკ­ლა­რა­ტი­უ­ლი ცოდ­ნის­გან, პრო­ცე­დუ­რუ­ლი ცოდ­ნა დი­ნა­მი­კუ­რი ხა­სი­ა­თი­საა და მოქ­მე­დე­ბა­თა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. ამ კა­ტე­გო­რი­ის ცოდ­ნის მა­გა­ლი­თე­ბია: არით­მე­ტი­კუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, ცდის ჩა­ტა­რე­ბა, ტექ­ს­ტის წა­კითხ­ვა, წე­რი­ლო­ბი­თი ტექ­ს­ტის შედ­გე­ნა, გეგ­მის შედ­გე­ნა, ამო­ცა­ნის ამოხ­ს­ნა და სხვა. ამ ცოდ­ნის „გა­და­ცე­მა“ შე­უძ­ლე­ბე­ლია – ის მხო­ლოდ მოს­წავ­ლის მი­ერ   შეს­რუ­ლე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს. პრო­ცე­დუ­რუ­ლი ცოდ­ნის შე­ძე­ნი­სას მას­წავ­ლე­ბე­ლი შუ­ა­მა­ვა­ლია შე­სა­ძენ ცოდ­ნა­სა და მოს­წავ­ლეს შო­რის. მას შე­უძ­ლია მის­ცეს რჩე­ვე­ბი ან უკუ­კავ­ში­რი გა­მო­სა­ყე­ნე­ბელ თუ გა­მო­ყე­ნე­ბულ სტრა­ტე­გი­ებ­ზე, გა­და­სად­გ­მელ ნა­ბი­ჯებ­ზე, მი­ღე­ბულ პრო­დუქ­ტ­ზე, შეს­რუ­ლე­ბის ხა­რის­ხ­სა და სიჩ­ქა­რე­ზე.

მა­ნამ­დე, სა­ნამ პრო­ცე­დუ­რუ­ლი ცოდ­ნა არ არის ავ­ტო­მა­ტი­ზე­ბუ­ლი, მი­სი ათ­ვი­სე­ბა მუ­შა მეხ­სი­ე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ხდე­ბა, ასე ვთქვათ, მუ­შა მეხ­სი­ე­რე­ბა მი­სი ათ­ვი­სე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი. ხო­ლო, რო­ცა პრო­ცე­დუ­რუ­ლი ცოდ­ნა ავ­ტო­მა­ტი­ზე­ბუ­ლია, მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბა მუ­შა მეხ­სი­ე­რე­ბის ჩარ­თ­ვას აღარ სა­ჭი­რო­ებს. ამის თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თია კითხ­ვა­ში გა­უ­წა­ფა­ვი მოს­წავ­ლე, რომ­ლის გო­ნე­ბაც კითხ­ვის პრო­ცეს­ში მთლი­ა­ნა­დაა და­კა­ვე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბით, რო­გო­რე­ბი­ცაა: ასო­ე­ბის და­კავ­ში­რე­ბა ბგე­რებ­თან, ბგე­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა მარ­ც­ვ­ლე­ბად, მარ­ც­ვ­ლე­ბის – სიტყ­ვე­ბად, სიტყ­ვე­ბი­სა – წი­ნა­და­დე­ბად. ამი­ტომ მას თით­ქ­მის აღარ რჩე­ბა მუ­შა მეხ­სი­ე­რე­ბა­ში სა­თა­ნა­დო რე­სურ­სე­ბი სა­აზ­როვ­ნო ოპე­რა­ცი­ე­ბის სა­წარ­მო­ებ­ლად და ტექ­ს­ტი­დან აზ­რის გა­მო­სა­ტა­ნად. გა­წა­ფულ მკითხ­ველს კი ავ­ტო­მა­ტი­ზე­ბუ­ლი აქვს კითხ­ვის უნა­რი, მი­სი მუ­შა მეხ­სი­ე­რე­ბა, ამ თვალ­საზ­რი­სით, თა­ვი­სუ­ფა­ლია და, შე­სა­ბა­მი­სად, მკითხ­ველს თა­ვი­სუ­ფა­ლი გო­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბი აქვს ტექ­ს­ტის ში­ნა­არ­სის გა­აზ­რე­ბი­სა და მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი და­მუ­შა­ვე­ბი­სათ­ვის. იგი­ვე ით­ქ­მის ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის პრო­ცე­დუ­რულ ცოდ­ნა­ზე, რომ­ლის და­უფ­ლე­ბას სა­ჭი­რო­ებს სხვა­დას­ხ­ვა სა­გა­ნი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­მა ხე­ლი შე­უწყოს პრო­ცე­დუ­რუ­ლი ცოდ­ნის რაც შე­იძ­ლე­ბა დრო­უ­ლად ათ­ვი­სე­ბას ავ­ტო­მა­ტი­ზე­ბულ დო­ნე­ზე, რაც, ცხა­დია, მო­ითხოვს ვარ­ჯიშ­სა და წვრთნას. მას­წავ­ლებ­ლის ფუნ­ქ­ციაა, პირ­ველ რიგ­ში, თვალ­სა­ჩი­ნო გა­ხა­დოს პრო­ცე­დუ­რე­ბი (მაგ., მო­დე­ლი­რე­ბის გზით); მე­ო­რე რიგ­ში, მოს­წავ­ლეს შეს­თა­ვა­ზოს სას­წავ­ლო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი, რომ­ლებ­შიც მას სა­მიზ­ნე პრო­ცე­დუ­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა მო­უ­წევს; მე­სა­მე რიგ­ში უკუ­კავ­ში­რი მი­ა­წო­დოს პრო­ცე­დუ­რის გა­მო­ყე­ნე­ბის ხა­რის­ხ­ზე, შემ­დეგ კი, რო­ცა შეს­რუ­ლე­ბის ხა­რის­ხი გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა – შეს­რუ­ლე­ბის სის­წ­რა­ფე­ზე.

 პი­რო­ბი­სე­უ­ლი ცოდ­ნა  უკავ­შირ­დე­ბა მოქ­მე­დე­ბის „პი­რო­ბებს“ – რო­დის, რა კონ­ტექ­ს­ტ­ში უნ­და გა­მო­ვი­ყე­ნო ესა თუ ის დეკ­ლა­რა­ტი­უ­ლი თუ პრო­ცე­დუ­რუ­ლი ცოდ­ნა?

მო­ვიყ­ვა­ნოთ მკა­ფიო მა­გა­ლი­თი არით­მე­ტი­კუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით:

♦ მოს­წავ­ლე ასა­ხე­ლებს გამ­რავ­ლე­ბის, გა­ყო­ფის, მი­მა­ტე­ბის, გა­მოკ­ლე­ბის წე­სებს – ეს იქ­ნე­ბა დეკ­ლა­რა­ტი­უ­ლი ცოდ­ნა;

♦ მოს­წავ­ლე ამ­რავ­ლებს, ყოფს, უმა­ტებს, აკ­ლებს რიცხ­ვებს – ეს იქ­ნე­ბა პრო­ცე­დუ­რუ­ლი ცოდ­ნა;

♦ მოს­წავ­ლემ უნ­და გა­არ­კ­ვი­ოს, ამა თუ იმ ამო­ცა­ნის ამოხ­ს­ნა რო­მე­ლი მა­თე­მა­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბას მო­ითხოვს – ეს იქ­ნე­ბა პი­რო­ბი­სე­უ­ლი ცოდ­ნა. მოს­წავ­ლემ უნ­და უპა­სუ­ხოს შემ­დეგ შე­კითხ­ვას: ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში რო­მე­ლი არით­მე­ტი­კუ­ლი ოპე­რა­ცია უნ­და გა­მო­ვი­ყე­ნო? რა­ტომ? მან უნ­და გა­მო­ავ­ლი­ნოს ის პი­რო­ბე­ბი, ის არ­სობ­რი­ვი მო­დე­ლი, რო­მე­ლიც ამა თუ იმ ოპე­რა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბას მო­ითხოვს.

რო­გორც ამ მა­გა­ლი­თი­დან ჩანს, პრო­ცე­დუ­რუ­ლი ცოდ­ნა, ფუნ­ქ­ცი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით, გა­მო­უ­ყე­ნე­ბე­ლი რჩე­ბა პი­რო­ბი­სე­უ­ლი ცოდ­ნის გა­რე­შე. სწო­რედ პი­რო­ბი­სე­უ­ლი ცოდ­ნაა პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი ცოდ­ნის ტრან­ს­ფერ­ზე, რად­გა­ნაც ის ცოდ­ნის არ­სი­სე­უ­ლი ას­პექ­ტე­ბის წვდო­მას გუ­ლის­ხ­მობს. ცოდ­ნის არ­სი­სე­უ­ლი ას­პექ­ტე­ბი უნი­ვერ­სა­ლუ­რია, თა­ვი­სუ­ფა­ლია კონ­კ­რე­ტუ­ლი კონ­ტექ­ს­ტის მო­ცე­მუ­ლო­ბე­ბის­გან და ამი­ტო­მაც იძ­ლე­ვა იგი ერ­თი კონ­ტექ­ს­ტი­დან მე­ო­რე­ში ცოდ­ნის გა­და­ტა­ნი­სა (ტრან­ს­ფე­რის) და მი­სი ფუნ­ქ­ცი­უ­რად გა­მო­ყე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. მაგ., თუ გა­ვი­აზ­რებ მხატ­ვ­რუ­ლი ხერ­ხის, მე­ტა­ფო­რის, არ­სე­ბით ნი­შან-თვი­სე­ბებს, მა­შინ მე შევ­ძ­ლებ მე­ტა­ფო­რის შეც­ნო­ბას ნე­ბის­მი­ერ ლი­ტე­რა­ტუ­რულ ნა­წარ­მო­ებ­ში, ანუ ცოდ­ნის გა­და­ტა­ნას გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ კონ­ტექ­ს­ტებ­ში:

♦ თუ მხატ­ვ­რუ­ლი ხერ­ხი ემ­ყა­რე­ბა ორი საგ­ნის მსგავ­სე­ბას რა­ი­მე მხრივ (თუნ­დაც ასო­ცი­ა­ცი­უ­რად);

♦ თუ ერ­თი საგ­ნის თვი­სე­ბა გა­და­დის მე­ო­რე­ზე, ოღონდ არა შე­და­რე­ბით, არა­მედ თით­ქოს გა­ი­გი­ვე­ბით;

მა­შინ ეს მხატ­ვ­რუ­ლი ხერ­ხი არის მე­ტა­ფო­რა.

პი­რო­ბი­სე­უ­ლი ცოდ­ნის მა­გა­ლი­თე­ბია:

♦ მარ­თ­კუთხე­დი­სა და ტრა­პე­ცი­ის ერ­თ­მა­ნე­თი­სა­გან გარ­ჩე­ვა; ამო­ცა­ნებს შო­რის იმ ამო­ცა­ნის ამოც­ნო­ბა, რომ­ლის ამოხ­ს­ნაც გამ­რავ­ლე­ბას მო­ითხოვს; ტექ­ს­ტ­ში არ­სე­ბი­თი და არა­არ­სე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის გარ­ჩე­ვა;

♦ ტექ­ს­ტის ჟან­რუ­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის გა­მოვ­ლე­ნა, უცხო­ურ ენა­ში სა­თა­ნა­დო ზმნუ­რი ფორ­მე­ბის შერ­ჩე­ვა და სხვ.

თუ­კი პრო­ცე­დუ­რუ­ლი ცოდ­ნა მოქ­მე­დე­ბა­თა თან­მიმ­დევ­რო­ბას შე­ე­სა­ბა­მე­ბა, პი­რო­ბი­სე­უ­ლი ცოდ­ნა, არ­სე­ბი­თად, შე­ე­სა­ბა­მე­ბა კა­ტე­გო­რი­ზე­ბას და მო­ცე­მუ­ლი კონ­კ­რე­ტუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის ერ­თ­გ­ვარ დი­აგ­ნო­ზი­რე­ბას არ­სე­ბი­თი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის მი­ხედ­ვით (მაგ., რო­მე­ლი ოპე­რა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბას მოითხოვს ამ   ამო­ცა­ნის ამოხსნა? რა­ტომ ვფიქ­რობ ასე? მწერ­ლის მი­ერ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ეს მხატ­ვ­რუ­ლი   ხერ­ხი არის თუ არა მე­ტა­ფო­რა? რა­ტომ ვფიქ­რობ ასე? რა­ტომ გა­მო­ი­ყე­ნა ის მწე­რალ­მა, რის ხაზ­გას­მა სურ­და მას ამ მხატ­ვ­რუ­ლი ხერ­ხით?)

პი­რო­ბი­სე­უ­ლი ცოდ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა მო­ითხოვს ერ­თი და იმა­ვე სა­კითხის მრა­ვალ­მ­ხ­რივ და­მუ­შა­ვე­ბას სხვა­დას­ხ­ვა კონ­ტექ­ს­ტ­ში, რა­თა მოს­წავ­ლემ შეძ­ლოს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ კონ­კ­რე­ტულ მო­ცე­მუ­ლო­ბებ­ში სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ცოდ­ნის უნი­ვერ­სა­ლუ­რი, არ­სობ­რი­ვი სტრუქ­ტუ­რე­ბის გა­მოკ­ვე­თა, მი­სი შეც­ნო­ბა (მაგ., სხვა­დას­ხ­ვა ზო­მის, ფაქ­ტუ­რის, ფე­რის, მა­სა­ლის ობი­ექ­ტებ­ში მარ­თ­კუთხე­დე­ბის ამოც­ნო­ბა მი­სი არ­სე­ბი­თი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის გა­მოკ­ვე­თის სა­ფუძ­ველ­ზე).

სა­ინ­ტე­რე­სოა იმის აღ­ნიშ­ვ­ნაც, რომ, თუ­კი პრო­ცე­დუ­რუ­ლი ცოდ­ნა გუ­ლის­ხ­მობს ერთ პი­რო­ბას და არა­ერთ მოქ­მე­დე­ბას, პი­რო­ბი­სე­უ­ლი ცოდ­ნა, პი­რი­ქით, გუ­ლის­ხ­მობს ერთ მოქ­მე­დე­ბას და მრა­ვალ პი­რო­ბას. სა­ი­ლუს­ტ­რა­ცი­ოდ მო­ვიყ­ვა­ნოთ კონ­კ­რე­ტუ­ლი მა­გა­ლი­თი:

კოგ­ნი­ტუ­რი ფსი­ქო­ლო­გი­ის მი­ერ გა­მოვ­ლე­ნილ ცოდ­ნა­თა კა­ტე­გო­რი­ე­ბი­დან დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან შე­ნა­ძე­ნად სწო­რედ პი­რო­ბი­სე­ულ ცოდ­ნას მი­იჩ­ნე­ვენ, რად­გა­ნაც ცოდ­ნის ეს კა­ტე­გო­რია ქმნის პრო­ცე­დუ­რუ­ლ და დეკ­ლა­რა­ტი­უ­ლ ცოდ­ნათა ფუნ­ქ­ცი­უ­რად გა­მო­ყე­ნე­ბის სა­ფუძ­ველს – მარ­თ­ლაც, რა აზ­რი აქვს ცოდ­ნის შე­ძე­ნას, თუ მას ვერ გა­მო­ვი­ყე­ნებთ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ კონ­ტექ­ს­ტებ­ში, ვერ გა­მო­ვი­ყე­ნებთ რე­ა­ლუ­რი ამო­ცა­ნე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად. თუ­კი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მებ­ში ფიქ­სირ­დე­ბა ცოდ­ნის ტრან­ს­ფე­რის პრობ­ლე­მა, ამის მი­ზე­ზი პი­რო­ბი­სე­უ­ლი ცოდ­ნის სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში უგუ­ლე­ბე­ლყო­ფაა. მი­სი გა­მოვ­ლე­ნა სა­ფუძ­ველს ქმნის იმის­თ­ვის, რომ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ებ­ში უფ­რო მე­ტი ყუ­რადღე­ბა მი­ექ­ცეს ამ კა­ტე­გო­რი­ის ცოდ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ სწავ­ლე­ბის სტრა­ტე­გი­ებს.

პი­რო­ბი­სე­უ­ლი ცოდ­ნის გა­სა­ვი­თა­რებ­ლად ეფექ­ტი­ან გზას გვთა­ვა­ზობს ცნე­ბებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი პე­და­გო­გი­კა. სწო­რედ ცნე­ბა­თა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, მა­თი საზ­რი­სი წარ­მო­ად­გენს ცოდ­ნის იმ არ­სი­სე­ულ, უნი­ვერ­სა­ლურ სტრუქ­ტუ­რებს, რო­მელ­თა შეც­ნო­ბა ცოდ­ნა­თა მრა­ვალ­ფე­რო­ვან კონ­ტექ­ს­ტებ­ში გა­და­ტა­ნი­სა და ფუნ­ქ­ცი­უ­რად გა­მო­ყე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. სწო­რედ ამი­ტომ ვრცელ­დე­ბა მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო სა­გან­მანათ­ლებ­ლო სის­ტე­მებ­სა თუ პროგ­რა­მებ­ში ცნე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლა-სწავ­ლე­ბა, სწო­რედ ამი­ტომ არის ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში გრძელ­ვა­დი­ა­ნი მიზ­ნე­ბი წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­მიზ­ნე ცნე­ბე­ბი­სა და ქვეც­ნე­ბე­ბის სა­ხით.

და­ბო­ლოს, აუცი­ლებ­ლად უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნოთ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დეკ­ლა­რა­ტი­უ­ლი, პრო­ცე­დუ­რუ­ლი და პი­რო­ბი­სე­უ­ლი ცოდ­ნე­ბი ცალ-ცალ­კე გან­ვი­ხი­ლეთ მა­თი ნი­შან­-თ­ვი­სე­ბე­ბის უკეთ წარ­მო­ჩე­ნის მიზ­ნით, არ უნ­და გვე­გო­ნოს, რომ ისი­ნი ხან­გ­რ­ძ­ლივ მეხ­სი­ე­რე­ბა­ში ერ­თ­მა­ნე­თი­სა­გან დი­სო­ცი­რე­ბუ­ლია. პი­რი­ქით, ისი­ნი მჭიდ­როდ ერ­წყ­მი­ან ერ­თ­მა­ნეთს, სის­ტე­მუ­რი სა­ხით არი­ან გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ეგ­რეთ ­წო­დე­ბულ „აზ­რობ­რივ სქე­მებ­ში“. გა­ნათ­ლე­ბის მკვლევ­რე­ბი „აზ­რობ­რივ სქე­მებს“ უწო­დე­ბენ მეხ­სი­ე­რე­ბა­ში ცოდ­ნა­თა ორ­გა­ნი­ზე­ბის ფორ­მებს. სწო­რედ ეს აზ­რობ­რი­ვი სქე­მე­ბი წარ­მო­ად­გენს გო­ნე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენტს, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ვა­მუ­შა­ვებთ მი­ღე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას და გა­გე­ბის აქ­ტებს ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ. რაც უფ­რო მე­ტა­დაა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და იერარ­ქი­ზე­ბუ­ლი აზ­რობ­რი­ვი სქე­მე­ბი, მით უფ­რო ძლი­ერ­დე­ბა ადა­მი­ა­ნის გო­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბი.

მო­ვიყ­ვანთ მა­გა­ლითს: გა­ნათ­ლე­ბის ფსი­ქო­ლო­გის, ბო­ნი მე­ი­ე­რის მი­ერ ჩა­ტა­რე­ბულ­მა კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ წა­კითხუ­ლის გა­აზ­რე­ბა­სა და და­მახ­სოვ­რე­ბა­ში უკე­თეს შე­დე­გებს აჩ­ვე­ნე­ბენ ის მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლებ­მაც იცი­ან ტექ­ს­ტის სტრუქ­ტუ­რა. ტექ­ს­ტის სტრუქ­ტუ­რის მცოდ­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბი ში­ნა­არ­ს­საც უკეთ იაზ­რე­ბენ და უფრო მეტი ინფორმაციაც ამახსოვრდებათ. საქ­მე ისაა, რომ ვინც იცის ტექ­ს­ტის სტრუქ­ტუ­რა, მას მეხ­სი­ე­რე­ბა­ში აქვს ტექ­ს­ტობ­რი­ვი სქე­მა, რო­მელ­შიც ლაგ­დე­ბა წა­კითხუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია. ეს აად­ვი­ლებს ტექ­ს­ტის სხვა­დას­ხ­ვა ნა­წილ­ში მო­ცე­მულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­თა შო­რის აზ­რობ­რი­ვი კავ­ში­რე­ბის გაბ­მას. მოს­წავ­ლემ, რო­მე­ლიც მოკ­ლე­ბუ­ლია ამ დამ­ხ­მა­რე კოგ­ნი­ტურ იარაღს (ანუ არ აქვს სა­თა­ნა­დო სქე­მა), მუ­შა მეხ­სი­ე­რე­ბა­ში დიდ­ხანს უნ­და შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს სხვა­დას­ხ­ვა წა­კითხუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რა­თა შეძ­ლოს მა­თი ურ­თი­ერ­თ­და­კავ­ში­რე­ბა აზ­რობ­რი­ვად. და­ნა­წევ­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ამ­გ­ვა­რი და­მუ­შა­ვე­ბა, რო­გორც უკ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნეთ, მო­ითხოვს გა­ცი­ლე­ბით მეტ კოგ­ნი­ტურ რე­სურსს. ამი­ტომ ხდე­ბა მუ­შა მეხ­სი­ე­რე­ბის გა­დატ­ვირ­თ­ვა, ანუ „მოკ­ლე ჩარ­თ­ვა“, რო­გორც დარგის სპეციალისტები ამ­ბო­ბენ. ამის შე­დე­გად ინ­ფორ­მა­ცი­ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი იკარ­გე­ბა – მკითხ­ვე­ლი ტექსტს ხარ­ვე­ზე­ბით იაზ­რებს და იმახ­სოვ­რებს.

ამ­გ­ვა­რად, აზ­რობ­რი­ვი სქე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად და იერარ­ქი­ზე­ბუ­ლად აერ­თი­ა­ნებს ცოდ­ნა­თა კომ­პო­ნენ­ტებს, ერ­თი­ო­რად აძ­ლი­ე­რებს ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­აზ­რე­ბის, და­მახ­სოვ­რე­ბი­სა და გა­მო­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს. ამი­ტო­მაც არის ცოდ­ნა­თა ურ­თი­ერ­თ­და­კავ­ში­რე­ბა კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვის­ტუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პა­რა­დიგ­მის ერთ-ერთ პრინ­ცი­პი: სწავ­ლა-სწავ­ლე­ბა ხელს უნ­და უწყობ­დეს ცოდ­ნა­თა ურ­თერ­თ­და­კავ­ში­რე­ბას (იხ. ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის შე­სა­ვა­ლი).

ამ აზ­რობ­რივ სქე­მა­თა გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ორ­გა­ნი­ზე­ბი­სათ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია ცოდ­ნის სა­მი­ვე კა­ტე­გო­რი­ა­ზე მუ­შა­ო­ბა, რო­გორც ამას აცხა­დებს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის ხუ­თიდან ერთ-ერთი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრინ­ცი­პი­: „სწავ­ლა-სწავ­ლე­ბა“ უნ­და მო­ი­ცავ­დეს ცოდ­ნის სა­მი­ვე კა­ტე­გო­რი­ას“. ცოდ­ნა­თა ურ­თი­ერ­თ­და­კავ­ში­რე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად აუცი­ლე­ბე­ლია მოს­წავ­ლე­თათ­ვის კომ­პ­ლექ­სუ­რი სას­წავ­ლო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა, რომ­ლებ­შიც მათ მო­უ­წევთ დეკ­ლა­რა­ტი­უ­ლი, პრო­ცე­დუ­რუ­ლი და პი­რო­ბი­სე­უ­ლი ცოდ­ნე­ბის ურ­თი­ერ­თ­და­კავ­ში­რე­ბუ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბა – ესაა აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბა დი­ნა­მი­კუ­რი ცოდ­ნის გა­სა­ვი­თა­რებ­ლად. მარ­თ­ლაც, ცოდ­ნის გა­აზ­რე­ბუ­ლად გამოყენებას ახერხებს არა ის, ვინც და­ქუც­მა­ცე­ბუ­ლად და­ის­წავ­ლის ცოდ­ნა­თა ცალ­კე­ულ კომ­პო­ნენ­ტებს, არა­მედ ის, ვინც მათ სწავლის პროცესში ინტერაქტიურად იყენებს. სწო­რედ ესაა კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფუნ­ქ­ცია – მი­სი შეს­რუ­ლე­ბა მარ­თ­ლაც მო­ითხოვს ცოდ­ნა­თა სა­მი­ვე კა­ტე­გო­რი­ის ურ­თი­ერ­თ­და­კავ­ში­რე­ბუ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბას ფუნ­ქ­ცი­ურ კონ­ტექ­ს­ტებ­ში.

[1] Anderson, J. (1990). Cognitive psychology and its implications (3rd ed.). New York: Freeman; Flavell, J. H. (1976). Metacognitive Aspect of Problem Solving. In L. B. Resnick (Ed.), The Nature of Intelligence (pp. 231-235). Hillsdale, NJ: Erlbaum. Assn for Supervision & Curriculum; Marzano, R. J. (1988) Dimensions of Thinking: A Framework for Curriculum and Instruction;

[2] Tardif, J. (1997). Pour un enseignement stratégique, L’apport de la psychologie cognitive. Montréal: les éditions logiques

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები