15 ოქტომბერი, სამშაბათი, 2024

სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგები და აპელაცია

spot_img

სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგები უკვე ცნობილია. შედეგების სანახავად ეწვიეთ ბმულს.

სააპელაციო განაცხადები მიიღება 20 აგვისტოს 10:00 საათიდან 24 აგვისტოს 18:00 საათამდე ელექტრონულად ვებგვერდებზე: online.naec.ge და www.naec.ge.

სააპელაციო განაცხადის შევსებამდე სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილემ უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური – 50 ლარი (შეფასების ცვლილების შემთხვევაში თანხა უკან ბრუნდება). გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აპლიკანტის გვარი, სახელი და პირადი ნომერი. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, უნდა მიუთითოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტის სერია და ნომერი.

სააპელაციო განაცხადის შევსების ინსტრუქცია:

  • აპელაციისათვის განკუთვნილ ბმულზე გადასვლის შემდეგ შესაბამის ორ ველში უნდა შეიყვანოთ პირადი ნომერი და საგამოცდო საიდენტიფიკაციო (ცხრანიშნა)  ნომერი.
  • მითითებული სიმბოლოების შეყვანის შემდეგ უნდა დააჭიროთ ღილაკს „შესვლა“ და დაიწყოთ განაცხადის შევსება, რომელსაც სისტემა შეინახავს, როგორც დროებითს. დროებით განაცხადში არაერთხელ შეგიძლიათ ცვლილებების შეტანა.
  • გაითვალისწინეთ: დროებითი განაცხადი გაუქმდება, თუ არ დააჭერთ ღილაკს „გაგზავნა“. გაგზავნის შემდეგ განაცხადში ცვლილებებს ვეღარ შეიტანთ.

გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:

  1. „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  2. „საქართველოს ბანკის“ სერვის ცენტრები – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
  3. ვებგვერდზეepay.ge– საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  4. „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით – ibank.ge –საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  5. OPPA.ge-ის თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი (თანხა აისახება მომდევნო დღეს).

საფასურის გადახდა შეუძლია როგორც გამოცდის მონაწილეს, ასევე იმ პირსაც, რომელიც გადახდისას მიუთითებს აპლიკანტის შესაბამის მონაცემებს. გადახდა ოპერატიულად აისახება სისტემაში.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები