9 აგვისტო, სამშაბათი, 2022

განათლების კოალიციის განცხადება

spot_img

გვინდა გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში, ზოგადი განათლების სისტემაში, სკოლის დირექტორების უფლებამოსილების ვადის გასვლისა და მათი ნაწილის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის პროცესს.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, სკოლებში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლების შერჩევითად დანიშვნა მოხდა სამართლიანობისა და არადისკრიმინაციული პრინციპების დარღვევით.

ჩვენთვის, ისევე როგორც მთლიანად სასკოლო საზოგადოებისთვის, გაუგებარია რატომ შეეზღუდა შესაძლებლობა სკოლის დირექტორების ნაწილს გაეგრძელებინათ საქმიანობა მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე, ყველანაირი დასაბუთებისა და ახსნა-განმარტების გარეშე. ასეთი მიდგომა აჩენს ეჭვს პროცესში პოლიტიკური და ნეპოტისტური გავლენების არსებობის თაობაზე.

ვთვლით, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებები არის საეჭვო და უსამართლო, რაც ზიანს აყენებს დემოკრატიული სასკოლო კულტურის დამკვიდრებას. ასეთი პრეცედენტების დაშვება განსაკუთრებული საფრთხის შემცველია პანდემიით გამოწვეული კრიზისის პერიოდში, როდესაც აუცილებელია სკოლის ლიდერების მხარდაჭერა და არა დაუსაბუთებელი მოქმედებების განხორციელება.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს,  მაქსიმალურად მოკლე ვადაში, მოახდინოს არსებული ხარვეზების აღმოფხვრა. თანასწორობის პრინციპებიდან გამომდინარე, მართებულად მიგვაჩნია,, სკოლის ყველა ყოფილი დირექტორი დაინიშნოს მოვალეობის შემსრულებლად სკოლის დირექტორის არჩევის პროცესის აღდგენამდე.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები

არდადეგები

„ზაფხულის არდადეგების“ საბოლოო პროდუქტი სექტემბრის კონფერენციისთვის

ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტმა, ნიკო სილაგაძემ რეკომენდაციის სახით მოგვაწოდა აზრი , რომ ეროვნულ კონფერენციაზე მოსწავლის მიერ შექმნილი საბოლოოო პროდუქტი, პრეზენტაციის დროს, დასაწყისშივე წარგვედგინა...
მსგავსი სიახლეები