24 ნოემბერი, კვირა, 2024

გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა, რო­გორც სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი

spot_img

სკო­ლა-ლა­ბის სას­ტი­პენ­დიო პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, სკო­ლა-ლა­ბის სტი­პენ­დი­ან­ტ­მა, შო­თა ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა, ვე­ბი­ნარ­ზე გა­ნი­ხი­ლა თა­ვი­სი ნაშ­რო­მი „გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის მი­ხედ­ვით“. კვლე­ვის პრე­ზენ­ტა­ცი­ი­სას ავ­ტორ­მა გან­მარ­ტა და მი­მო­ი­ხი­ლა გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის არ­სი, ურ­თი­ერ­თ­მი­მარ­თე­ბა უკუ­კავ­შირ­თან, ასე­ვე აღ­წე­რა გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის ის­ტო­რია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ისა­უბ­რა იმ გა­მოწ­ვე­ვებ­სა და პრობ­ლე­მებ­ზე, რაც დღეს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არ­სე­ბობს.

კვლე­ვის მი­ზა­ნი იყო ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის შე­სა­ხებ პრო­ფე­სი­უ­ლი ცოდ­ნის გაზ­რ­და. სწო­რედ ამა­ვე მიზ­ნით, ჩვე­ნი მკითხ­ვე­ლის­თ­ვის, შო­თა ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ნაშ­რო­მი­დან და სა­უბ­რი­და­ნაც გა­მოვ­ყოფთ იმ საკ­ვან­ძო სა­კითხებს, რო­მე­ლიც მას­წავ­ლებ­ლებს მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად და­ეხ­მა­რე­ბა გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის სწო­რად გა­აზ­რე­ბა­ში და გარ­კ­ვე­ულ ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ა­წო­დებს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რი­დან გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლ შე­ფა­სე­ბა­სა და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლებ­ზე.

კვლე­ვის მე­ო­რე ნა­წილ­ში ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლო – თავ­და­პირ­ვე­ლად, შე­ჯა­მე­ბუ­ლია აღ­წე­რი­თი ინ­ფორ­მა­ცია გან­მა­ვი­თა­რე­ბელ შე­ფა­სე­ბა­ზე, სა­მი­ვე თა­ო­ბის ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, შემ­დეგ ნა­წილ­ში კი, გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლია ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მებ­სა და სხვა შე­სა­ბა­მის დო­კუ­მენ­ტებ­ში კონ­ცეპ­ტუ­ა­ლი­ზე­ბუ­ლი გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა, სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვე­ბი­სა და სა­მეც­ნი­ე­რო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ჭრილ­ში; გან­ხი­ლუ­ლია, ასე­ვე, გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის კუთხით, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტე­ბი და შე­სა­ბა­მი­სი კვლე­ვის შე­დე­გე­ბი, ბო­ლოს კი, წარ­მოდ­გე­ნი­ლია რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი.

მკვლე­ვა­რი ამ­ბობსს, რომ ექ­ს­პერ­ტუ­ლი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი ჰქონ­და იმ ადა­მი­ა­ნებ­თან, ვინც უშუ­ა­ლოდ იყ­ვ­ნენ ჩარ­თუ­ლი სხვა­დას­ხ­ვა თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის და­ნერ­გ­ვის პრო­ცეს­ში, მათ შო­რის, მა­ნა­ნა რა­ტი­ან­თან, სი­მონ ჯა­ნა­ში­ას­თან, ნა­თია ნი­ა­ურ­თან და ა.შ. ამ ექ­ს­პერ­ტუ­ლი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი­დან მოგ­რო­ვე­ბუ­ლი ცოდ­ნა ფაქ­ტობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნა, თუმ­ცა, კვლე­ვა­ში ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის სა­ხით არ შე­უ­ტა­ნია, ად­გი­ლი იმ ექ­ს­პერ­ტულ ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ებს და­უთ­მო, რაც ამ ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან შე­მად­გე­ნელ ნა­წი­ლად მი­იჩ­ნია. მი­სი აზ­რით, ეს კვლე­ვის ფო­კუსს არევ­და, ამი­ტომ ექ­ს­პერ­ტუ­ლი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის­გან  მხო­ლოდ მშრა­ლი ფაქ­ტე­ბი და­ტო­ვა.

შო­თა ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი

 

 

✔? და­ვიწყე სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ტექ­ს­ტით — გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის მოკ­ლე ის­ტო­რი­ით.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 1969 წლამ­დე, ად­გილ-ად­გილ, გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის შე­სა­ხებ ჩა­ნა­წე­რე­ბი მა­ინც გვხვდე­ბა, პირ­ვე­ლად, რო­გორც სწავ­ლი­სა და სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი და არა მხო­ლოდ მოს­წავ­ლე­ე­ბის აკა­დე­მი­უ­რი მიღ­წე­ვე­ბი­სა, გვხვდე­ბა ბენ­ჯა­მინ ბლუმ­თან, 1969 წელს, თუმ­ცა, ამის შემ­დეგ არის ნაპ­რა­ლი და აღარ გრძელ­დე­ბა მსჯე­ლო­ბა და ამ ტერ­მი­ნის აქ­ტუ­ა­ლი­ზე­ბა. 1986 წელს ქვეყ­ნ­დე­ბა (ფუჩ­სი) 12 კვლე­ვის შე­ჯა­მე­ბა, რო­მე­ლიც ად­გენს გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის კონ­კ­რე­ტულ მიღ­წე­ვებ­სა და შე­დე­გებს. შემ­დე­გი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი თა­რი­ღი 1998 წე­ლია, რო­დე­საც ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი კვლე­ვა ქვეყ­ნ­დე­ბა და თუ­კი ვინ­მე და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა ამ სა­კითხით, ალ­ბათ, ყვე­ლა გა­და­აწყ­დე­ბო­და ვი­ლი­ა­მის და ბლე­ქის ნაშ­რომს „შა­ვი ყუ­თის შიგ­ნით“. ეს არის 250-ზე მე­ტი კვლე­ვის ანა­ლი­ზი. ავ­ტო­რებ­მა „შა­ვი ყუ­თის შიგ­ნით“ იმი­ტომ უწო­დეს, რომ, რე­ა­ლუ­რად, არა­ვინ იცის, რა ხდე­ბა საკ­ლა­სო ოთახ­ში, ამი­ტომ მი­ამ­ს­გავ­სეს შავ ყუთს გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა და ეცად­ნენ, ამ მას­შ­ტა­ბუ­რი კვლე­ვით შე­ეღ­წი­ათ შავ ყუთ­ში.

მთა­ვა­რი მიგ­ნე­ბე­ბი, რაც ბლექ­სა და ვი­ლი­ამს ჰქონ­დათ, მოს­წავ­ლე­ე­ბის შე­ფა­სე­ბა და შემ­დეგ ამ შე­ფა­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბაა. მას­წავ­ლებ­ლებ­მა სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში მო­დი­ფი­კა­ცი­ე­ბის შე­ტა­ნა უნ­და მო­ახ­დი­ნონ, რაც რე­ა­ლუ­რად ზრდის სას­წავ­ლო შე­დე­გებს. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა და­ნა­ხუ­ლი იყო, რო­გორც გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი არა მხო­ლოდ მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, არა­მედ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვი­საც. მას­წავ­ლე­ბე­ლი მოს­წავ­ლეს რომ შე­ა­ფა­სებს, ლო­გი­კუ­რია, შემ­დეგ მოს­წავ­ლე­მაც შე­ი­ტა­ნოს მო­დი­ფი­ცი­რე­ბა და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს მას­წავ­ლებ­ლის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და ა.შ. თუმ­ცა, ასე­ვე არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ მას­წავ­ლე­ბელ­მაც მი­ი­ღოს ინ­ფორ­მა­ცია გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბით და მა­ნაც შე­ი­ტა­ნოს ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ დახ­ვე­წოს სწავ­ლის პრო­ცე­სი. ამ კვლე­ვის პირ­ველ მიგ­ნე­ბა­ში სწო­რედ ესაა ხაზ­გას­მუ­ლი.

მე­ო­რე მთა­ვა­რი მიგ­ნე­ბა, ვფიქ­რობ, ჩვენ­თ­ვი­საც ძა­ლი­ან კონ­ტექ­ს­ტუ­ა­ლუ­რი და აქ­ტუ­ა­ლუ­რია — მა­ღა­ლი სტან­დარ­ტის და­ნერ­გ­ვა კლა­სის შიგ­ნით. სწო­რედ არ­სე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა და არა ახალ-ახა­ლი, და­მა­ტე­ბი­თი პროგ­რა­მე­ბის მო­ფიქ­რე­ბა და შე­მო­ტა­ნა ზრდის მოს­წავ­ლე­ე­ბის შე­დე­გებს.

✔? რაც შე­ე­ხე­ბა გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის გან­მარ­ტე­ბას — უამ­რა­ვი არ­სე­ბობს, ამი­ტომ აქ რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნი არ შე­მო­ვი­ტა­ნე. ჩვენს ერთ-ერთ ესგ-შიც კონ­კ­რე­ტუ­ლი გან­მარ­ტე­ბაა მო­ცე­მუ­ლი, თუმ­ცა, მის მა­გივ­რად, ვარ­ჩიე აქ­ცენ­ტის იმ კომ­პო­ნენ­ტებ­ზე გა­კე­თე­ბა, რაც აუცი­ლე­ბე­ლია, რომ შე­ფა­სე­ბა იყოს გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი.

? პირ­ვე­ლი — ეს არის ეფექ­ტუ­რი უკუ­კავ­ში­რის მი­წო­დე­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის (უკუ­კავ­ში­რი ერთ-ერ­თი აუცი­ლე­ბე­ლი კომ­პო­ნენ­ტია გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბი­სას);

? მე­ო­რე — მოს­წავ­ლე­ე­ბის აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში — გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა, მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ მიდ­გო­მას გუ­ლის­ხ­მობს;

?მე­სა­მე — შე­ფა­სე­ბის შე­დე­გებ­ში მას­წავ­ლებ­ლის სტრა­ტე­გი­ე­ბის შე­ფა­სე­ბის გათ­ვალ­სი­წი­ნე­ბა;

? მე­ოთხე — შე­ფა­სე­ბის გავ­ლე­ნის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბის მო­ტი­ვა­ცი­ა­სა და თვით­შე­ფა­სე­ბა­ზე, რაც შემ­დ­გომ­ში სწავ­ლის პრო­ცეს­ზე აისა­ხე­ბა — აქ­ცენ­ტი კეთ­დე­ბა არა მხო­ლოდ კონ­კ­რე­ტულ პრო­დუქ­ტ­ზე, რა­საც მოს­წავ­ლე ქმნის, არა­მედ მის მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე, თვით­შე­ფა­სე­ბა­ზე, თვით­დის­ციპ­ლი­ნა­ზე, თვით­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა­ზე და ა.შ.

? მე­ხუ­თე — მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­ერ სა­კუ­თა­რი თა­ვის შე­ფა­სე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის გზე­ბის ცოდ­ნის აუცი­ლებ­ლო­ბა, გან­მა­ვი­თა­რე­ბელ შე­ფა­სე­ბა­ში აუცი­ლებ­ლად უნ­და იყოს მო­ცე­მუ­ლი კონ­კ­რე­ტუ­ლი გზა, თუ რო­გორ გა­ნი­ვი­თა­როს ესა თუ ის უნა­რი მოს­წავ­ლემ.

✔? რა თე­ო­რი­ულ ჩარ­ჩო­ებს ვი­ყე­ნებთ და სა­ი­დან ვუ­ყუ­რებთ ჩვენს ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მას?

ეს არის Andrade და Heritage —  2018 წლის ნაშ­რო­მი, სა­დაც სამ ძი­რი­თად პრინ­ციპს გა­მო­ყო­ფენ.

? პირ­ვე­ლი პრინ­ცი­პი: გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია;

? მე­ო­რე პრინ­ცი­პი: გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის შე­დე­გად დაგ­რო­ვე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად;

? მე­სა­მე პრინ­ცი­პი: გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა ხელს უწყობს მოს­წავ­ლე­ებ­ში ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბი­სა და თვით­რე­გუ­ლა­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბას.

✔? ალ­ბათ, ყვე­ლამ იცით, რომ ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დი ახორ­ცი­ე­ლებ­და პრო­ექტს, რომ­ლის ერთ-ერ­თი კომ­პო­ნენ­ტი მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­ულ გა­დამ­ზა­დე­ბას გუ­ლის­ხ­მობ­და. პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, ჩა­ტარ­და კვლე­ვა (Matematica Policy Research), რომ­ლის მი­ზა­ნიც იყო მას­წავ­ლებ­ლის გა­დამ­ზა­დე­ბის შე­დე­გე­ბის შუ­ა­ლე­დუ­რად გა­ზომ­ვა. რად­გან გა­დამ­ზა­დე­ბის ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტი გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა იყო — მას­წავ­ლებ­ლებს ას­წავ­ლიდ­ნენ, რო­გორ გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა. პირ­ვე­ლი, რაც კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, ის იყო, რომ გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას, იზ­რ­დე­ბო­და მას­წავ­ლებ­ლე­ბის თვით­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა, მაგ­რამ კვლე­ვამ ასე­ვე გა­მოკ­ვე­თა ბა­რი­ე­რე­ბიც, რაც ხელს უშ­ლის გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის და­ნერ­გ­ვას სა­ქარ­თ­ვე­ლოს სკო­ლებ­ში. პირ­ვე­ლი ხე­ლის­შემ­შ­ლე­ლი პი­რო­ბა კლას­ში მოს­წავ­ლე­თა დი­დი რა­ო­დე­ნო­ბაა, მე­ო­რე — მას­წავ­ლებ­ლე­ბი გან­მა­ვი­თა­რე­ბელ შე­ფა­სე­ბას და­მა­ტე­ბით სა­მუ­შა­ოდ აღიქ­ვამ­დ­ნენ. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ვფიქ­რობ, სი­ან­ტე­რე­სოა პირ­ვე­ლი პრინ­ცი­პი — გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. რო­გორც წე­სი, მას­წავ­ლებ­ლებს ამას ვას­წავ­ლით, მაგ­რამ თუ სწო­რად არ მი­ვა­წო­დეთ ინ­ფორ­მა­ცია, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, შე­იძ­ლე­ბა აღიქ­ვან, რო­გორც და­მა­ტე­ბითი იდეა ან და­მა­ტე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჭირს მი­სი ბუ­ნებ­რი­ვად შერ­წყ­მა საკ­ლა­სო პრაქ­ტი­კა­ში.

კი­დევ ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რაც კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა არის ის, რომ მას­წავ­ლებ­ლებ­მა (რა თქმა უნ­და, ნა­წილ­მა) ასე­თი მე­თო­დით ბავ­შ­ვე­ბის შე­ფა­სე­ბის მი­მართ ხაზ­გას­მით გა­მო­ხა­ტეს წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა და უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა, რად­გან, მა­თი აზ­რით, ეს მე­თო­დე­ბი მოს­წავ­ლე­ებს უფ­რო მეტ ავ­ტო­ნო­მი­ას აძ­ლევს. ეს კვლე­ვის ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო მიგ­ნე­ბაა, რად­გან ისევ რომ მი­ვუბ­რუნ­დეთ მე­სა­მე პრინ­ციპს — გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა ხელს უწყობს მოს­წავ­ლე­ებ­ში ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბის ზრდას და თვით­რე­გუ­ლა­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბას — რე­ა­ლუ­რად გა­მო­დის, რომ გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა აკე­თებს იმას, რა­საც უნ­და აკე­თებ­დეს! — ზრდის მოს­წავ­ლე­ე­ბის ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბას. პა­რა­დოქ­სუ­ლია, მაგ­რამ ვი­თა­რე­ბა ასე­თია.

✔? გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის ტექ­ნი­კა თავ­და­პირ­ველ ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მებ­ში მო­აზ­რე­ბუ­ლი იყო, ძი­რი­თა­დად, წე­რი­ლო­ბი­თი კო­მენ­ტა­რე­ბით, რომ­ლე­ბიც იწე­რე­ბო­და I-IV კლა­სებ­ში და შემ­დ­გომ სას­წავ­ლო წლებ­ში ნი­შანს უნ­და მიბ­მო­და კო­მენ­ტა­რიც. ამა­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვე­ბიც არ­სე­ბობს. მათ­გან ყვე­ლა­ზე უფ­რო პო­პუ­ლა­რუ­ლია 1998 წლის კვლე­ვა, რო­მე­ლიც ამ­ბობს: რო­ცა ბავშვს უწერ ნი­შანს და ასე­ვე კო­მენ­ტარს, კო­მენ­ტა­რი ჩა­კარ­გუ­ლია, მოს­წავ­ლე­ე­ბი უფ­რო მეტ ყუ­რადღე­ბას ნი­შანს აქ­ცე­ვენ, კო­მენ­ტარს კი ივიწყე­ბენ, მათ­თ­ვის ნი­შა­ნი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, არა­ეფ­ქ­ტუ­რია კო­მენ­ტა­რი­სა და ნიშ­ნის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა. ჩვენს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, გან­მა­ვი­თა­რებ­ლი შე­ფა­სე­ბის სხვა ტექ­ნი­კებ­საც ვხვდე­ბით, თუმ­ცა, ყველ­გან, მათ შო­რის ბო­ლო თა­ო­ბის ესგ-ს ჩათ­ვ­ლით, ნი­შანს + კო­მენ­ტა­რი მა­ინც წამ­ყ­ვან სტრა­ტე­გი­ად გვხვდე­ბა. აი, ეს, ალ­ბათ, კარ­გად გა­სა­აზ­რე­ბე­ლი და გა­და­სა­ხე­დი სა­კითხია.

✔? ა­ნათ­ლე­ბის სფე­როს სპე­ცი­ა­ლის­ტებ­სა და მკვლევ­რებს შო­რის ფარ­თო დის­კუ­სი­ის სა­გა­ნია ურ­თი­ერ­თ­მი­მარ­თე­ბა გან­მა­ვი­თა­რე­ბელ შე­ფა­სე­ბა­სა და უკუ­კავ­შირს შო­რის. ხში­რად მას­წავ­ლებ­ლე­ბი „გან­მა­ვი­თა­რე­ბელ შე­ფა­სე­ბას“ აიგი­ვე­ბენ უკუ­კავ­შირ­თან. ორი­ვე პრო­ცე­სი ერ­თ­მა­ნეთ­თან მჭიდ­რო­დაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა, მათ შო­რის არ­სე­ბუ­ლი კავ­ში­რის მი­უ­ხე­და­ვად, გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა და უკუ­კავ­ში­რი ერ­თი და იგი­ვე ში­ნა­არ­სის მა­ტა­რე­ბე­ლი ცნე­ბე­ბი არ არის. შე­ფა­სე­ბა პრო­ცე­სია, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს ხა­რის­ხის, რა­ო­დე­ნო­ბი­სა და მო­ცუ­ლო­ბის შე­მოწ­მე­ბას. უკუ­კავ­ში­რი კი ინ­ფორ­მა­ციაა, შე­მოწ­მე­ბუ­ლი სა­კითხის ირ­გ­ვ­ლივ. „გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის სა­უ­კე­თე­სო იარა­ღია, რო­მე­ლიც მას აძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, მი­ა­წო­დოს მოს­წავ­ლე­ებს და­უ­ყოვ­ნებ­ლი­ვი და უწყ­ვე­ტი უკუ­კავ­ში­რი სწავ­ლის შე­დე­გე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად“ (Shute, 2008).

ინ­გ­ლი­სის მას­წავ­ლებ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭოს ან­გა­რიშ­ში მკა­ფი­ო­დაა ხაზ­გას­მუ­ლი, რომ ეფექ­ტუ­რი გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა, სხვა ფაქ­ტო­რებ­თან ერ­თად, უკუ­კავ­შირ­საც მო­ი­ცავს, რო­მე­ლიც კონ­კ­რე­ტუ­ლია, დრო­უ­ლი და სას­წავ­ლო მიზ­ნებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ხში­რად ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ის მი­წო­დე­ბა და უკუ­კავ­ში­რი კონ­ტი­ნი­უ­მის სა­პი­რის­პი­რო ად­გი­ლებ­ზე მყოფ წერ­ტი­ლე­ბად გა­ნი­ხი­ლე­ბა, თუმ­ცა, რე­ა­ლუ­რად, ისი­ნი ერ­თ­მა­ნეთ­ზეა გა­და­ჯაჭ­ვუ­ლი. შე­საძ­ლე­ბე­ლია, უკუ­კავ­ში­რი ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ის მი­წო­დე­ბის შემ­დეგ გან­ხორ­ცი­ელ­დეს, ასე­ვე, უკუ­კავ­შირ­მა შე­იძ­ლე­ბა ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ის ში­ნა­არ­სიც კი შეც­ვა­ლოს. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, უკუ­კავ­ში­რის მი­ზა­ნი ისე­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბაა მოს­წავ­ლის­თ­ვის, რო­მე­ლიც შე­ამ­ცი­რებს შუ­ა­ლედს „რა გა­ი­გო­სა“ და „რა უნ­და გა­ი­გოს“ შო­რის.

Hattie-ს მი­ხედ­ვით (1991) უკუ­კავ­ში­რის ეფექ­ტუ­რო­ბა არა­ერ­თი კვლე­ვით დას­ტურ­დე­ბა. თუმ­ცა, მი­სი არ­სით, ეფექ­ტუ­რო­ბა მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად იკ­ლებს, რო­დე­საც შე­სას­წავ­ლი სა­კითხი, ამო­ცა­ნა ან და­ვა­ლე­ბა მოს­წავ­ლის­თ­ვის სრუ­ლი­ად უცხოა და რთუ­ლი. ასე­ვე, უკუ­კავ­ში­რი არ არის ეფექ­ტუ­რი, რო­დე­საც შეც­დო­მებ­ზე უფ­რო მე­ტად მი­უ­თი­თებს, ვიდ­რე სწო­რად შეს­რუ­ლე­ბულ ამო­ცა­ნებ­ზე. ხში­რად შე­ქე­ბა და და­ჯილ­დო­ე­ბა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, რო­გორც უკუ­კავ­ში­რის მი­წო­დე­ბის სტრა­ტე­გი­ე­ბი, თუმ­ცა კვლე­ვე­ბი გვიჩ­ვე­ნებს, რომ შე­ქე­ბას მოს­წავ­ლე­ე­ბის შე­დე­გე­ბის ან სწავ­ლის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას­თან კავ­ში­რი არ აქვს. მკვლე­ვარ­თა აზ­რით, შე­ქე­ბის გან­ხილ­ვა, რო­გორც უკუ­კავ­ში­რის ფორ­მა, მცდა­რი და არა­რე­ლე­ვან­ტუ­რია. და­ჯილ­დო­ე­ბის სის­ტე­მის გა­მო­ყე­ნე­ბაც ხში­რად ნე­გა­ტი­უ­რ გავ­ლე­ნას ახ­დენს მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­ერ და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის ხა­რის­ხ­ზე. გა­რე­გა­ნი გან­მამ­ტ­კი­ცებ­ლე­ბი ასუს­ტებს ში­ნა­გან მო­ტი­ვა­ცი­ას, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, თუ მა­თი გა­მო­ყე­ნე­ბა მოს­წავ­ლის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო და­ვა­ლე­ბი­სა და ამო­ცა­ნის შეს­რუ­ლე­ბის დროს ხდე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია პა­სუ­ხი გავ­ცეთ შე­კითხ­ვას, რა კრი­ტე­რი­უ­მებს უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს უკუ­კავ­ში­რი იმი­სათ­ვის, რომ ეფექ­ტუ­რი და და­დე­ბი­თი შე­დე­გე­ბის მომტანი იყოს მოს­წავ­ლე­ე­ბის სწავ­ლის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად? ეფექ­ტი­ა­ნი უკუ­კავ­ში­რი პა­სუხს სცემს მოს­წავ­ლის ან მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ დას­მულ შემ­დეგ შე­კითხ­ვებს: სად მივ­დი­ვარ? (რა მიზ­ნე­ბია და­სა­ხუ­ლი); რო­გორ მივ­დი­ვარ? (რა პროგ­რე­სი მაქვს მიზ­ნის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე); რა არის შემ­დე­გი? (რა უნ­და გა­ვა­კე­თო უკე­თე­სი პროგ­რე­სის­თ­ვის). ეფექ­ტუ­რი უკუ­კავ­ში­რის გა­მო­ყე­ნე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში არა მხო­ლოდ მას­წავ­ლებ­ლე­ბის მი­ერ ხდე­ბა, არა­მედ თა­ვად მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­ე­რაც. თვი­თუ­კუ­კავ­ში­რით შე­საძ­ლე­ბე­ლია მოს­წავ­ლე­ებ­ში დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბის აღ­მო­ჩე­ნის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბა, ხო­ლო იმი­სათ­ვის, რომ მათ შე­დე­გის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა შეძ­ლონ, იფიქ­რე­ბენ და ცდი­ან ახალ სტრა­ტე­გი­ებს, მო­ი­ძი­ე­ბენ და­მა­ტე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას.

✔? იმ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, რაც მე გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის შე­სა­ხებ მო­ვი­პო­ვე — ვე­სა­უბ­რე მას­წავ­ლებ­ლებს, სკო­ლის დი­რექ­ტო­რებ­სა და ექ­ს­პერ­ტებს — ვი­თა­რე­ბა ამ­გ­ვა­რია: ძი­რი­თა­დად, მა­ინც იმა­ზე ვართ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი, რომ შე­ვა­ფა­სოთ კონ­კ­რე­ტუ­ლი პრო­დუქ­ტი, რო­მელ­საც მოს­წავ­ლე ქმნის. მა­გა­ლი­თად, ნა­წე­რი, ესე და ა.შ. ასე­ვე, ხში­რად მოს­წავ­ლეს პი­როვ­ნუ­ლად ვა­ფა­სებთ — ყო­ჩაღ, კარ­გი გო­გო ხარ ან კარ­გი ბი­ჭი! ამ კუთხით, სა­ინ­ტე­რე­სოა Hattie-ს ნაშ­რო­მი, რო­მე­ლიც იმ ოთხ ძი­რი­თა­დად კომ­პო­ნენტს გა­მო­ყოფს, რა­საც გან­მა­ვი­თა­რებ­ელი შე­ფა­სე­ბა უნ­და ფა­რავ­დეს:

  1. უნ­და შე­ფას­დეს პრო­დუქ­ტი, რო­მელ­საც ქმნის მოს­წავ­ლე;
  2. უნ­და შე­ფას­დეს და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის პრო­ცე­სი, ის სტრა­ტე­გი­ე­ბი, რო­მელ­საც მოს­წავ­ლე პრო­დუქ­ტის შექ­მ­ნის დროს იყე­ნებს;
  3. უნ­და შე­ფას­დეს, რამ­დე­ნად ავ­ტო­ნო­მი­უ­რია მოს­წავ­ლე პრო­დუქ­ტ­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში — რამ­დე­ნად თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლია, მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი და თვით­დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბუ­ლი.
  4. ამის სა­პირ­წო­ნედ, Hattie ამ­ბობს, რომ: პი­როვ­ნე­ბის შე­ფა­სე­ბა არაფ­რის მომ­ცე­მია, შე­სა­ბა­მი­სად, არა­ნა­ი­რი შე­დე­გის მომ­ტა­ნია მოს­წავ­ლის სიტყ­ვე­ბით შე­ფა­სე­ბა — ყო­ჩაღ, ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნე!

✔? რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი:

? პირ­ვე­ლი რე­კო­მენ­და­ცია — ჩე­მი კვლე­ვი­დან გა­მო­იკ­ვე­თა, რომ გარ­კ­ვე­უ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში თან­ხ­ვედ­რა­შია სა­ერ­თა­შო­რი­სო ცოდ­ნას­თან, თუმ­ცა, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბა სა­ერ­თ­აშო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბას. ამი­ტომ, ჩე­მი აზ­რით, ესგ-ზე მუ­შა­ო­ბა იმ­დე­ნად სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო და მას­შ­ტა­ბუ­რი პრო­ცე­სია, რომ უფ­რო მე­ტად უნ­და იყოს არეკ­ლი­ლი მას­ში სა­ერ­თა­შო­რისო დო­ნე­ზე დაგ­რო­ვი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი.

? მე­ო­რე რე­კო­მენ­და­ცია — სულ რომ იდე­ა­ლუ­რი ყო­ფი­ლი­ყო ჩვე­ნი ესგ და მას­ში ასა­ხუ­ლი გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა, ეს მა­ინც არა­ფერს გვე­უბ­ნე­ბა იმ კუთხით, რომ, ის ვერ ასა­ხავს საკ­ლა­სო ოთახ­ში არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ას. ამი­ტომ, ჩე­მი აზ­რით, აუცი­ლე­ბე­ლია კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა რო­გორც უშუ­ა­ლოდ პრაქ­ტი­კის, ისე ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის თვალ­საზ­რი­სით, რაც გან­მა­ვი­თა­რე­ბელ შე­ფა­სე­ბას­თა­ნაა კავ­შირ­ში. აუცი­ლებ­ლად უნ­და და­ვი­ნა­ხოთ, რა ხდე­ბა უშუ­ა­ლოდ საკ­ლა­სო ოთახ­ში. იმ შემ­თხ­ვე­ვა­შიც კი, თუ ეროვ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის დო­ნე­ზე მიდ­გო­მა და კონ­ცეფ­ცია და­იხ­ვე­წე­ბა, მთა­ვა­რი მა­ინც ისაა, რა ხდე­ბა საკ­ლა­სო ოთახ­ში. შემ­დ­გო­მი უპირ­ვე­ლე­სი ამო­ცა­ნა სკო­ლებ­ში არ­სე­ბუ­ლი სუ­რა­თის გა­მოვ­ლე­ნაა კვლე­ვე­ბის გზით.

? მე­სა­მე რე­კო­მენ­და­ცია — „Mathematica Policy Research“-ის მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვა ცხად­ყოფს: სა­ნამ იმა­ზე ვიზ­რუ­ნებ­დეთ, რომ მას­წავ­ლებ­ლებ­მა გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბით მოს­წავ­ლე­ებ­ში ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბა გა­ზარ­დონ, მა­ნამ­დე სა­ჭი­როა, პირ­ველ რიგ­ში, მას­წავ­ლებ­ლებ­მა თა­ვად გა­აც­ნო­ბი­ე­რონ მოს­წავ­ლე­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში მა­თი­ვე ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბის რო­ლი. ცხა­დია,  ღი­რე­ბუ­ლე­ბი­თი აც­დე­ნა კითხ­ვის ნიშ­ნის ქვეშ აყე­ნებს ყო­ველ­გ­ვა­რი თე­მა­ტუ­რი ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბას. ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ  „Mathematica Policy Research“-ს კვლე­ვის ძი­რი­თა­დი მიგ­ნე­ბე­ბი ქარ­თულ ენა­ზეც გახ­დეს ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი, რომ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბის ფარ­თო ჯგუ­ფებ­მა შეძ­ლონ კვლე­ვის შე­დე­გე­ბის გაც­ნო­ბა.

მო­ამ­ზა­და ლა­ლი ჯე­ლა­ძემ

წყარო სკოლა-ლაბი 

იხილეთ ვებინარის სრული ჩანაწერი 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები