27 ივლისი, შაბათი, 2024

მანდატურები, Covid-19-ის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მოქალაქეთა ინფორმირებას ცხელი ხაზის მეშვეობით განაგრძობენ

spot_img

Covid-19-ისგავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს დიდ ქალაქებში, საჯარო სკოლების დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის შემდეგ, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები მთავრობის ერთიან ცხელ ხაზზე მუშაობას აგრძელებენ.

თბილისსა და ქუთაისში, სპეციალურად გადამზადებული მანდატურები, მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის – „144“ მეშვეობით, მოქალაქეებს, ახალი ტიპის კორონავირუსის გამო დაწესებულ სხვადასხვა სახის შეზღუდვებსა და ეპიდემიის მართვის საკითხებთან დაკავშირებით, ინფორმაციას აწვდიან.

სკოლებში სასწავლო პროცესის განახლებამდე, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები სრულ მზადყოფნას გამოთქვამენ, თავიანთი წვლილი შეიტანონ ეპიდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით საჭირო ღონისძიებებში და დახმარება აღმოუჩინონ საქართველოს მოქალაქეებს.

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები