12 ოქტომბერი, შაბათი, 2024

თბილისში მოქმედი 181 ბაღიდან 13 დახურულია

spot_img

ბოლო დღე-ღამეში, საქართველოში, კორონავირუსით დაინფიცირების რეკორდული მაჩვენებელია – 919, თბილისში – 366. შემთხვევების ზრდასთან ერთად, დედაქალაქში იხურება ბაღები და სკოლები. დღეიდან, მოქმედი 181 ბაღიდან 13 აღარ იმუშავებს. სასწავლო პროცესი შეჩერებულია თბილისის კლასიკურ გიმნაზიასა და 173-ე საჯარო სკოლაში, მიზეზი – პედაგოგების დაინფიცირება.

ეპიდვითარების დამძიმების გამო, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე მოუწოდებს თბილისელებს, რომ ქუჩებშიც ატარონ პირბადეები.

„კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, უკვე აღარ არის ის ეტაპი, როცა მხოლოდ სოციუმებში იყო პირბადის ტარება აუცილებელი, ახლა უკვე ქუჩაში უნდა ვიაროთ პირბადით იმიტომ, რომ შეიძლება ახლო კონტაქტი მოგვიწიოს. ამიტომ, ძალიან სერიოზულად არის რეგულაციების დაცვა აუცილებელი,“ – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ინფიცირების გამო ოზურგეთში, №1 საჯარო სკოლასი განთავსებული, 62-ე საარჩევნო უბანი დაიხურა. კორონავირუსი კომისიის თავმჯდომარეს დაუდასტურდა. ჯერჯერობით სკოლაში სასწავლო პროცესის შეწყვეტის გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ამბობენ, რომ არც კომისიის წევრებს, არც კომისიის თავმჯდომარეს კონტაქტი სკოლის ბენეფიციარებთან – მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან არ ჰქონიათ, თუმცა, ოზურგეთის №1 საჯარო სკოლის 4 მასწავლებელი გადაყვანილია თვითიზოლაციაში, სწორედ კომისიის თავმჯდომარის კონტაქტების მოძიების საფუძველზე.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები