9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

თუ მი­წო­დე­ბულ ცოდ­ნას სიყ­ვა­რუ­ლი ჯა­დოს­ნუ­რი სა­ბურ­ვე­ლი­ვით არ ახ­ლავს, მა­შინ ფა­სი არა­ფერს აქვს

spot_img

2020 წლის „მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს“ მფლო­ბე­ლი ქა­ლაქ ჩხო­როწყუს აფხა­ზე­თის №10 სა­ჯა­რო სკო­ლის სახ­ვი­თი და გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის და ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი სო­ფიო გო­გო­ხია

–  სო­ფიო, პირ­ველ რიგ­ში, გი­ლო­ცავთ აღი­ა­რე­ბას და აქ­ვე გკითხავთ, რა შეგ­რ­ძ­ნე­ბაა ეს?

– დი­დი მად­ლო­ბა. გულ­წ­რ­ფე­ლად რომ ვთქვა, ეს პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის გა­ორ­მა­გე­ბუ­ლი შეგ­რ­ძ­ნე­ბაა. ასეთ დროს თურ­მე ის, რაც შე­ძე­ლი, ძალ­ზე მცი­რე­დად გეჩ­ვე­ნე­ბა და ფიქ­რობ იმა­ზე, რას და რო­გორ გა­ა­კე­თებ მო­მა­ვალ­ში. ეს ბიძ­გია გზის მე­ტი შე­მარ­თე­ბით გა­საგ­რ­ძე­ლებ­ლა­დაც და მად­ლო­ბა ყვე­ლას. ეს ჯილ­დო მრა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნი­საა.

– მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნულ­მა ჯილ­დომ 2020 წლის კამ­პა­ნია თქვენს სკო­ლა­ში გახ­ს­ნა, იყო თუ არა ეს ერ­თ­გ­ვა­რი ბიძ­გი, რომ კონ­კურსში მი­გე­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა თუ სხვა ფაქ­ტო­რის გა­მო მი­ი­ღეთ ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა?

– დი­ახ, ეს იყო წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი ჩემ­თ­ვის ისე­ვე, რო­გორც 2019 წლის მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს ათე­უ­ლის ერთ-ერ­თი წევ­რი, ჩე­მი კო­ლე­გა, მი­ხე­ილ ცქვი­ტაია. რო­ცა კო­ლე­გის მა­გა­ლი­თი გიკ­ვა­ლავს გზას და სკო­ლა­ში მხარ­დამ­ჭერ­თა ასე­თი გუნ­დი გყავს, ბევ­რი რამ ად­ვი­ლია.

– რო­გორ ფიქ­რობთ, წარმატების შემდეგ მეტ მე­გო­ბარს და თა­ნა­მო­აზ­რეს შე­ი­ძენთ?

– ვფიქ­რობ, დი­ახ. თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ამ­დენ­მა ადა­მი­ან­მა იგ­რ­ძ­ნო სი­ხა­რუ­ლი ამის გა­მო, უხა­რი­ათ მოს­წავ­ლე­ებს და ყვე­ლას, ვინც მას­წავ­ლებ­ლო­ბის ქო­მა­გია. რა შე­ედ­რე­ბა იმას, რო­ცა ადა­მი­ა­ნებს სი­ხა­რუ­ლი გვა­ერ­თი­ა­ნებს და, რა თქმა უნ­და, გა­ნათ­ლე­ბის კო­ა­ლი­ცი­ის მი­ერ ჯილ­დოს და­არ­სე­ბის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი მი­ზა­ნიც ის არის, რომ თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი ერ­თი საქ­მის ირ­გ­ვ­ლივ შეკ­რი­ბოს, რა­თა საქ­მე უკეთ გა­კეთ­დეს და, ვი­მე­დოვ­ნებ, ასეც იქ­ნე­ბა.

– რა გა­მოც­დი­ლე­ბა მოგ­ცათ ჯილ­დოს კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბამ?

– სკო­ლის, ბავ­შ­ვე­ბის, საყ­ვა­რე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის უკეთ წარ­მო­ჩე­ნის გა­მოც­დი­ლე­ბა მოგ­ვ­ცა ყვე­ლას, ბავ­შ­ვებს, მე. პირ­ვე­ლი პი­რის მხო­ლო­ბი­თი რიცხ­ვით მი­ჭირს სა­უ­ბა­რი, რად­გა­ნაც ეს გა­მარ­ჯ­ვე­ბა ერ­თობ­ლი­ვი იყო.

– აუცი­ლებ­ლად მინ­და გკითხოთ, რა­ტომ აირ­ჩი­ეთ ეს პრო­ფე­სია?

– რა ბედ­ნი­ე­რი ვარ, რო­ცა ამას მე­კითხე­ბი­ან… არა­და, იმა­საც კი ვერ ვიტყ­ვი ზუს­ტად, რო­დის ავირ­ჩიე, რად­გან, რაც თა­ვი მახ­სოვს, ყო­ველ­თ­ვის მინ­დო­და მას­წავ­ლებ­ლო­ბა. არც კი მახ­სოვს ის დრო, რო­ცა ეს ასე არ იყო. ეს და­იწყო თო­ჯი­ნე­ბის „სკო­ლით“ და „საკ­ლა­სო ჟურ­ნა­ლით“, რომ­ლი­თაც სი­ა­მოვ­ნე­ბით ვთა­მა­შობ­დი. ბე­ბია, ბა­ბუა, ბი­ძა, ბი­ცო­ლა — მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში გა­ვი­ზარ­დე, ბე­ბი­ას წყა­ლო­ბით, მცი­რე ასა­კი­დან­ვე, სკო­ლა იყო ჩემ­თ­ვის საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლი და ეს შემ­დეგ­შიც ასე გაგ­რ­ძელ­და. ბავ­შ­ვო­ბი­დან ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და — და­ფით და ცარ­ცით დაწყე­ბუ­ლი. ახ­ლაც ასე ვარ.

– სწავ­ლე­ბი­სას რას ანი­ჭებთ უპი­რა­ტე­სო­ბას?

– სწავ­ლე­ბი­სას ბევ­რი რამ არის მთა­ვა­რი, უამ­რა­ვი დე­ტა­ლია გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი, ეს კომ­პ­ლექ­სუ­რი პრო­ცე­სია, მაგ­რამ გა­მოვ­ყოფ ორი­ო­დე სა­კითხს, კერ­ძოდ, რო­გორ ვაწ­ვ­დი მა­სა­ლას, რო­გორ ვე­ცა­დო, რომ ეს არ იყოს მო­საწყე­ნი, იყოს მოს­წავ­ლის ენა­ზე, მის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო, ვი­პო­ვო ნაც­ნო­ბი კომ­პო­ნენ­ტი, რო­მე­ლიც მას გა­უ­ად­ვი­ლებს გა­გე­ბას, და­ვეხ­მა­რო კონ­ტექ­ს­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით გა­ი­აზ­როს და ა.შ. და მე­ო­რე — ესაა სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მე­ლიც ჯა­დოს­ნუ­რი მტვე­რი­ვით, სა­ბურ­ვე­ლი­ვით თუ არ ახ­ლავს ამ მი­წო­დე­ბულ ცოდ­ნა­სა თუ გა­მოც­დი­ლე­ბას, მა­შინ არა­ფერს ფა­სი არ აქვს.

– თქვე­ნი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი აღი­ა­რეს სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა და აღი­ა­რა მთელ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლომ, რას გა­ა­კე­თებთ ისეთს, რის გა­მოც თქვენს მოს­წავ­ლე­ებს მე­ტი პროგ­რე­სი ექ­ნე­ბათ? თქვე­ნი, რო­გორც მას­წავ­ლებ­ლის უფ­რო ეფექ­ტი­ა­ნად მუ­შა­ო­ბას რო­გორ გეგ­მავთ?

– ვფიქ­რობ, გა­ვაგ­რ­ძე­ლებთ და გა­ვაძ­ლი­ე­რებთ მუ­შა­ო­ბას იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რა­ზეც მა­ნამ­დე ვმუ­შა­ობ­დით – კლუ­ბე­ბი, პრო­ექ­ტე­ბი… გეგ­მე­ბი გვაქვს. მა­გა­ლი­თად, გვინ­და რა­დი­ოს­პექ­ტაკ­ლე­ბი ჩავ­წე­როთ და რა­დი­ო­გა­და­ცე­მებ­ზე ვი­მუ­შა­ვოთ, სპორ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის მხარ­დამ­ჭერ­თა გუნ­დი ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბოთ. ბევ­რი რამ გვინ­და, ყვე­ლა­ფერს არ ჩა­მოვ­თ­ვ­ლი, ვნა­ხოთ, რამ­დენს შევ­ძ­ლებთ. რო­გორც მას­წავ­ლე­ბელ­მა, ბევ­რი უნ­და ვი­კითხო და ვი­ფიქ­რო.

– რა გინ­და, რომ ის­წავ­ლონ თქვენ­გან მოს­წავ­ლე­ებ­მა?

– მოს­წავ­ლე­ებ­მა მინ­და, ის­წავ­ლონ სიყ­ვა­რუ­ლი, პა­ტი­ვის­ცე­მა, ადა­მი­ა­ნე­ბის მი­ღე­ბა, მინ­და, ის­წავ­ლონ და შე­იყ­ვა­რონ მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რა, მინ­და, ის­წავ­ლონ ფიქ­რი, აზ­როვ­ნე­ბა, მინ­და, რომ კარგ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბად გა­ი­ზარ­დონ.

– რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია დღეს სკო­ლა­ში რა­ი­მე სი­ახ­ლის შე­ტა­ნა და თქვენ რა სი­ახ­ლეს შე­ი­ტან­დით?

– რა­დი­ო­თე­ატ­რი, რო­მე­ლიც ზე­მოთ ვახ­სე­ნე, სი­ახ­ლე იქ­ნე­ბა, ვფიქ­რობ. არის რა­ღაც, რა­საც ხარ­ჯის გა­წე­ვის გა­რე­შე ვერ მო­ვა­ხერ­ხებთ, მაგ­რამ რა­ღა­ცებს ჩვე­ნი ძა­ლე­ბი­თაც ვეც­დე­ბით.

– სა­მად­ლო­ბელ სიტყ­ვა­ში აქენ­ტი გა­ა­კე­თეთ სიყ­ვა­რუ­ლით ჩა­ტა­რე­ბულ გაკ­ვე­თი­ლებ­ზე, რო­გორ ფიქ­რობთ, მას­წავ­ლებ­ლებს აკ­ლი­ათ ის თვა­ლი და გუ­ლი, რო­მე­ლიც ცოდ­ნას სიყ­ვა­რუ­ლით გა­უ­ნა­წი­ლებს ბავ­შ­ვებს?

– რო­ცა ქვე­ყა­ნა­ში სო­ცი­ა­ლუ­რი ვი­თა­რე­ბა მძი­მეა, იქ შე­წუ­ხე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი მე­ტია, გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბი არც მას­წავ­ლებ­ლე­ბი არი­ან. ასეთ დროს ადა­მი­ანს არ აქვს ხა­ლი­სი და ძა­ლა დი­დი სიყ­ვა­რუ­ლის­თ­ვის. არა­და, რა და­ა­შა­ვა ბავ­შ­ვ­მა. ყვე­ლა მას­წავ­ლებ­ლის მი­მართ ჩე­მი დი­დი პა­ტი­ვის­ცე­მი­სა და მოკ­რ­ძა­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ყვე­ლამ ხომ ვი­ცით, რომ გვაქვს პრობ­ლე­მე­ბი ამ სა­კითხ­ში და ვი­სურ­ვებ, დად­გეს დრო, რო­ცა ამა­ზე არ ვსა­უბ­რობ­დეთ, ეს არ იყოს პრობ­ლე­მა. ბევ­რი ღი­მი­ლი, მე­ტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა და დი­დი სიყ­ვა­რუ­ლი ვა­ჩუ­ქოთ ბავ­შ­ვებს. სა­კუ­თარ თავს ხში­რად ვახ­სე­ნებ ამას.

– რას აკე­თებთ ხოლ­მე, რო­ცა მოს­წავ­ლე გაკ­ვე­თილ­ზე ცუ­დად იქ­ცე­ვა და არ ემორ­ჩი­ლე­ბა სა­ერ­თო წე­სებს, რო­მელ­საც სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სი ად­გენს ან აქვს ჩა­მორ­ჩე­ნა, არ სწავ­ლობს გაკ­ვე­თილს და არ ას­რუ­ლებს და­ვა­ლე­ბას?

– ჩა­მო­ნათ­ვა­ლი ვრცე­ლი იქ­ნე­ბა, ეს იწყე­ბა კარ­გად აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი და­მა­ტე­ბი­თი გაკ­ვე­თი­ლე­ბის (უსას­ყიდ­ლოდ) ჩა­ტა­რე­ბით, რაც, ვფიქ­რობ, აუცი­ლე­ბე­ლია და მთავ­რ­დე­ბა მოს­წავ­ლეს­თან გუ­ლახ­დი­ლი სა­უბ­რით, იმის გა­გე­ბით, რა სჭირ­დე­ბა, რა უმ­ძიმს, რა ულ­ხინს. არა­სა­გაკ­ვე­თი­ლო დრო, კლუ­ბე­ბი, უბ­რა­ლო შეხ­ვედ­რე­ბი ამ დროს ძა­ლი­ან გვეხ­მა­რე­ბა. ახალს არა­ფერს ვი­გო­ნებთ, უბ­რა­ლოდ, მოს­წავ­ლემ უნ­და იგ­რ­ძ­ნოს მას­წავ­ლებ­ლის გაწ­ვ­დი­ლი ხე­ლი და და რო­ცა ეს წრფე­ლი გუ­ლი­თაა, მი­სი მი­ღე­ბაც არ გა­უ­ჭირ­დე­ბა. მოს­წავ­ლემ და მას­წავ­ლე­ბელ­მა ერ­თ­მა­ნე­თი უნ­და და­ი­ნა­ხონ, თავ­და­პირ­ვე­ლად, ეს პრო­ცე­სი მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და და­იწყოს, მაგ­რამ მე­რე უკ­ვე მოს­წავ­ლეც ერ­თ­ვე­ბა და ეს ბედ­ნი­ე­რე­ბაა. რთუ­ლია, ერ­თ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა ყვე­ლა­ფე­რი გან­ჭ­ვ­რი­ტოს, მაგ­რამ მცდე­ლო­ბა არას­დ­როს უნ­და შევ­წყ­ვი­ტოთ, ბავ­შ­ვე­ბი ხში­რად მხო­ლოდ მცდე­ლო­ბის­თ­ვი­საც კი სიყ­ვა­რუ­ლით გვა­ჯილ­დო­ე­ბენ.

– თუ გი­ფიქ­რი­ათ იმა­ზე, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია უფ­რო პრეს­ტი­ჟუ­ლი გახ­დეს?

– მი­მაჩ­ნია, რომ ბო­ლო დროს მას­წავ­ლებ­ლო­ბა უფ­რო პრეს­ტი­ჟუ­ლია, ვიდ­რე ად­რე იყო. მას­წავ­ლე­ბელ­თა ეროვ­ნუ­ლი  ჯილ­დოს მი­ზა­ნიც სწო­რედ ეს არის. დი­ახ, მი­ფიქ­რია. აქ ისევ სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მე­ბამ­დე მივ­დი­ვართ, პრობ­ლე­მა კომ­პ­ლექ­სუ­რია და მრა­ვა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას სა­ჭი­რო­ებს.

– თა­ვად თუ გყავ­დათ ისე­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­მაც გარ­და­ტე­ხა შე­ი­ტა­ნა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში?

– დი­ახ, მე მხვდა წი­ლად დი­დი ბედ­ნი­ე­რე­ბა, მყო­ლო­და ასე­თი მას­წავ­ლებ­ლე­ბი სკო­ლა „ქი­აჩ­ში“, წა­ლენ­ჯი­ხა­ში. დღემ­დე ისი­ნი უძ­ვირ­ფა­სე­სი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან ჩემ­თ­ვის. გან­სა­კუთ­რე­ბით, ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი ას­მათ კვა­რაცხე­ლია, რო­მელ­თან შეხ­ვედ­რაც ჩე­მი ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი ბედ­ნი­ე­რე­ბა იყო და არის. ყო­ველ­თ­ვის, რო­ცა ამ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ვფიქ­რობ, ვნატ­რობ, რომ მეც ისე ვა­ჩუ­ქო მოს­წავ­ლე­ებს სი­ხა­რუ­ლი და ბედ­ნი­ე­რე­ბა და იმ­დე­ნი, რამ­დე­ნიც მე მის­გან მი­ვი­ღე. ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია (და მზა­რავს იმის წარ­მოდ­გე­ნაც კი), რომ მოს­წავ­ლე სკო­ლი­დან ამ სიყ­ვა­რუ­ლის გა­რე­შე შე­იძ­ლე­ბა გა­ვი­დეს. ეს უბე­დუ­რე­ბაა. ძა­ლი­ან ცუ­დად ვგრძნობ თავს, რო­ცა სკო­ლას ამ­თავ­რე­ბენ და ამა­ზე არ სწყდე­ბათ გუ­ლი, რო­ცა არ ენატ­რე­ბათ სკო­ლის წლე­ბი, გან­ვიც­დი ამას და ვფიქ­რობ, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, რომ ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვინ­მემ შუ­ქი არ აან­თოს ბავ­შ­ვის გულ­ში ისე, რო­გორც ეს, თა­ვის დრო­ზე, ჩემ­მა მას­წავ­ლებ­ლებ­მა გა­ა­კე­თეს და დი­დი სურ­ვი­ლი მაქვს, ჭვა­ვის ყა­ნა­ში მო­თა­მა­შე რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ ბავშვს შე­ვაშ­ვე­ლო ხე­ლი კლდის პი­რას ან იქე­დან ამოს­ვ­ლი­სას მა­ინც. ვის­თა­ნაც ეს ვერ შევ­ძე­ლი, გა­უ­ნე­ლე­ბე­ლი ტკი­ვი­ლია, ვის­თა­ნაც შევ­ძე­ლი, უკი­დე­გა­ნო ბედ­ნი­ე­რე­ბა.

– თქვენ ისურ­ვეთ ახა­ლი სკო­ლის შე­ნო­ბა და თქვით, რომ ოდეს­მე ეს ოც­ნე­ბაც აგ­ვიხ­დე­ბაო, რა მდგმა­რე­ო­ბა­შია სკო­ლა, სა­დაც თქვენ ას­წავ­ლით?

– ჩვენს სკო­ლას არ აქვს სა­კუ­თა­რი შე­ნო­ბა, კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­საა შე­კედ­ლე­ბუ­ლი. წლე­ბია, ეს პრობ­ლე­მა გა­და­უწყ­ვე­ტე­ლია და იმე­დი გვაქვს, მა­ლე სკო­ლის სა­სი­კე­თოდ გა­დაწყ­დე­ბა. დი­ახ, ვოც­ნე­ბობთ ამა­ზე მეც, ბავ­შ­ვე­ბი, კო­ლე­გე­ბი, რომ­ლებ­მაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თავ­და­უ­ზო­გა­ვად იმუ­შა­ვეს ამ კედ­ლებ­ში და უამ­რა­ვი თა­ო­ბა აღ­ზარ­დეს. მე მაქვს პა­ტი­ვი, ეს ღირ­სე­უ­ლი ტრა­დი­ცია გა­ვაგ­რ­ძე­ლო და ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბი, თუ მა­ლე სკო­ლას სა­კუ­თა­რი კე­რა ექ­ნე­ბა.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეოთხედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

კონკურსის გენერალური სპონსორია „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდი, მხარდამჭერები არიან: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (ctc), ლიბერთი ბანკი, ტელეკომპანია იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და მარკეტინგული კომპანია 4MEDIA.

 

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები