11 ნოემბერი, ორშაბათი, 2024

1 ოქტომბერს  საკლასო ოთხებში სწავლა სკოლების ნაწილმა განაახლა

spot_img

უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ზუგდიდის სკოლების I-VI კლასების მოსწავლეებმა სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გააგრძელეს, ხოლო VII-XII კლასებისთვის, აღნიშნულ ქალაქებში, სასწავლო პროცესი ისევ დისტანციურ რეჟიმში გრძელდება.

პირველი ოქტომბრიდან საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ გორისა და ფოთის სკოლების ყველა კლასის მოსწავლეები. სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გრძელდება მთელი აჭარის ტერიტორიაზე.

          

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ „ჩვენი მიზანია, ყველა მოსწავლე დაბრუნდეს სკოლაში. ეს ამ სემესტრში აუცილებლად მოხდება. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო საზოგადოებას, ყველამ ზედმიწევნით დაიცვას ჯანდაცვის რეკომენდაციები, რათა ჩვენს მოსწავლეებს მივცეთ შესაძლებლობა, საკლასო ოთახებში გააგრძელონ სწავლა“.

სამინისტროს გადაწყვეტილებით, დაწყებითი კლასების მოსწავლეები, სურვილის მიხედვით, შეძლებენ სწავლების ფორმის არჩევას – მშობლის განაცხადის საფუძველზე, თუ მას სურს, რომ შვილი სკოლაში არ გაუშვას, დისტანციურ გაკვეთილებს შესთავაზებენ.

ახალი სასწავლო წელი გამორჩეულად, მნიშვნელოვანი სიახლეებით დაიწყო თბილისისა და რეგიონების 50-მდე ახლად აშენებული სკოლისთვის და იმ 800-მდე სკოლისთვის, სადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო.

       

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები