25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

საზოგადოებრივმა სექტორმა განათლების სისტემის დეპოლიტიზების ხელშეწყობის მიზნით, საზოგადოებრივი კომისია წარადგინა

spot_img

სკოლების დეპოლიტიზების მხარდამჭერი საზოგადოებრივი კომისია შეიქმნა. კომისიის შექმნა ეფუძნება 2020 წლის 17 სექტემბრის განათლების კოალიციისა და პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის ინიცირებულ განცხადებას, რომელშიც 38 ხელმომწერი ორგანიზაცია ხელისუფლებას განათლების სისტემის დეპოლიტიზების მოთხოვნით მიმართავს.

კომისიის შემადგენლობაში შედიან განათლების სპეციალისტები, უფლებადამცველები და მედიის წარმომადგენლები. კომისია მუშაობს საზოგადოებრივ საწყისებზე და მისი წევრობა ღიაა დაინტერესებულ პირთათვის. კომისიის წევრები არიან: ანა აბაშიძე, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის; რევაზ აფხაზავა,  განათლების კოალიცია; ლიკა ზაკაშვილი, ონლაინგამოცემა „პუბლიკა“; ნინო ზაუტაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებელი;  მეგი კავთუაშვილი, მშობლები განათლებისთვის; კამილა მამედოვა, სათემო რადიო „მარნეული“; გიორგი ჭანტურია, განთლების კოალიცია; ირინა ხანთაძე,  კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრი.

სკოლების დეპოლიტიზების მხარდამჭერი საზოგადოებრივი კომისიის მიზანია დაიცვას ზოგადი განათლების სისტემაში ჩართული ადამიანები (მასწავლებლები, დირექტორები და ა.შ.) პოლიტიკური ნიშნით დევნისა და დისკრიმინაციისაგან.

კომისია დააკვირდება საარჩევნო პროცესებს და რეაგირებას მოახდენს შესაბამის ფაქტებსა და მომართვებზე. ამასთან, კომისია ხელს შეუწყობს აღნიშნული ფაქტების გავრცელებას და შუამდგომლობას გაუწევს დაინტერესებულ პირებს უფლებადამცველ ორგანიზაციებთან. ასევე, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, კომისია აქტიურად ითანამშრომებს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებასთან (ISFED), ინფორაციის გაცვლისა და კოორდინაციის მიზნით.

მოვუწოდეთ სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის შემთხევაში მოგმართეთ: efacoalition@efagerorgia.ge, ტელ.: 591819797

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები