10 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა არის ყვე­ლას­თ­ვის, ამი­ტომ მის შე­სა­ხებ ყვე­ლამ უნ­და იცო­დეს

spot_img
გა­ნათ­ლე­ბის სხვა­დას­ხ­ვა სა­ფე­ხურ­ზე გა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბი­დან, ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლად პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მა მი­იჩ­ნე­ვა, რაც, სხვა ფაქ­ტო­რებ­თან ერ­თად, ბიზ­ნეს­თან, მო­მა­ვალ დამ­საქ­მებ­ლებ­თან მჭიდ­რო კავ­შირ­მაც გა­ნა­პი­რო­ბა. ამ და სხვა სი­ახ­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და დი­რექ­ტო­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო პროგ­რა­მის მე­ნე­ჯე­რი ნი­ნო ელ­ბა­ქი­ძე.

– პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა ბევრ სი­ახ­ლეს სთა­ვა­ზობს გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის მსურ­ვე­ლებს. რას გვეტყ­ვით ამ პროგ­რა­მე­ბის შე­სა­ხებ?

– პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა უაღ­რე­სად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია თა­ვი­სი პრო­ფე­სი­ე­ბის სპექ­ტ­რი­თა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით, გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი და­ფარ­ვი­თა და და­საქ­მე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვე­ბით. ამი­ტომ, და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა პირ­მა, პირ­ველ რიგ­ში, უნ­და იცო­დეს, სად ნა­ხოს შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცია პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­სა­ხებ და რომ პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში აუცი­ლებ­ლად იპო­ვის მის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ფე­სი­ას. ახალ­გაზ­რ­და თუ ზრდას­რუ­ლი, პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვი­სას, დად­გე­ბა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე და ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნელ­ვა­ნია, ისე შე­არ­ჩი­ოს პრო­ფე­სია, რომ ის ეხ­მი­ა­ნე­ბო­დეს ადა­მი­ა­ნის ინ­ტე­რეს­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბებს. კომ­პო­ნენ­ტი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია — ადა­მი­ან­მა იპო­ვოს ის პრო­ფე­სია, რო­მელ­საც სი­ა­მოვ­ნე­ბით შე­ის­წავ­ლის.

პრო­ფე­სი­ე­ბი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გან­თავ­სე­ბუ­ლია შემ­დეგ მი­სა­მარ­თ­ზე: www.vet.emis.ge – აქ მსურ­ვე­ლე­ბი ნა­ხა­ვენ პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას რო­გორც თბი­ლის­ში, ასე­ვე რე­გი­ო­ნებ­ში. პრო­ფე­სი­უ­ლი პროგ­რა­მე­ბი გახ­ლავთ ორი სა­ხის:

♦  პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი;

მომ­ზა­დე­ბა-გა­დამ­ზა­დე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი პროგ­რა­მე­ბი.

რო­გორც და­სა­ხე­ლე­ბი­დან ჩანს, ერ­თი გახ­ლავთ რე­გუ­ლა­რუ­ლი, გრძელ­ვა­დი­ა­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მე­ბი, ხო­ლო მე­ო­რე — შე­და­რე­ბით მოკ­ლე დრო­ის­თ­ვის გან­საზღ­ვ­რუ­ლი პროგ­რა­მე­ბი, რომ­ლე­ბიც გათ­ვ­ლი­ლია იმ კონ­კ­რე­ტუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, რო­მელ­საც ითხოვს დამ­საქ­მე­ბე­ლი და შრო­მის ბა­ზა­რი. ორი­ვე სა­ხის პროგ­რა­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა დამ­საქ­მე­ბელ­თან და სო­ცი­ა­ლურ პარ­ტ­ნი­ო­რებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით ხდე­ბა, თუმ­ცა პირ­ვე­ლი, გრძელ­ვა­დი­ა­ნი პროგ­რა­მე­ბი, სრულ­დე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფო დიპ­ლო­მით, ხო­ლო მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი პროგ­რა­მე­ბის დას­რუ­ლე­ბი­სას სერ­ტი­ფი­კა­ტი გა­ი­ცე­მა.

პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბას სა­ჯა­რო პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლებ­ლებ­ში სა­ხელ­მ­წი­ფო აფი­ნან­სებს, ასე­ვე სა­ხელ­მ­წი­ფო აფი­ნან­სებს რიგ პრო­ფე­სი­ებს კერ­ძო კო­ლე­ჯებ­ში, რომ­ლე­ბიც პრი­ო­რი­ტე­ტულ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბად არის მიჩ­ნე­უ­ლი.

რომ და­ვუბ­რუნ­დეთ შე­კითხ­ვას, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მსურ­ვე­ლე­ბი­სათ­ვის ორი სა­ხის პროგ­რა­მე­ბია შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი: მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი და გრძელ­ვა­დი­ა­ნი. პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და პრო­ფე­სი­ე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გან­თავ­სე­ბუ­ლია ზე­მოთ მი­თი­თე­ბულ ვებ­გ­ვერ­დ­ზე. თა­ვად სას­წავ­ლებ­ლებ­ში მსურ­ვე­ლებს გა­უ­წე­ვენ კონ­სულ­ტა­ცი­ას, პრო­ფე­სი­ე­ბის ში­ნა­არ­სი­სა და და­საქ­მე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვე­ბის შე­სა­ხებ. ასე რომ, თუ თქვენ გსურთ, მოთხოვ­ნა­დი და სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ფე­სია შე­არ­ჩი­ოთ, და­იწყეთ შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა და მი­ი­ღეთ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და შრო­მის ბაზ­რის სა­სარ­გებ­ლოდ.

– პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა არც თუ ისე პრეს­ტი­ჟუ­ლად ით­ვ­ლე­ბა. მენ­ტა­ლურ ცვლი­ლე­ბას ბევ­რი დრო დას­ჭირ­დე­ბა. რა სა­მუ­შა­ო­ე­ბი ტარ­დე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით?

– პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბას არც თუ ისე სა­სარ­გებ­ლო წი­ნა­რე ის­ტო­რია აქვს. მი­სი პრეს­ტი­ჟი არ იყო მა­ღა­ლი ათ­წ­ლე­უ­ლე­ბის წინ და ეს გან­წყო­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, ახ­ლაც მოჰ­ყ­ვე­ბა ბევრ მშო­ბელ­სა და ზრდას­რულს. ეს არის მო­ცე­მუ­ლო­ბა და ამას თვა­ლი უნ­და გა­ვუს­წო­როთ, თუმ­ცა, ბო­ლო წლებ­ში, პრო­ფე­სი­ულ­მა გა­ნათ­ლე­ბამ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი პროგ­რე­სი გა­ნი­ცა­და — დღე­ი­სათ­ვის გა­ნათ­ლე­ბის ყვე­ლა­ზე დი­ნა­მი­უ­რი და შრო­მის ბაზ­რის მოთხოვ­ნებ­თან ყვე­ლა­ზე ახ­ლოს მდგო­მი გა­ნათ­ლე­ბის სა­ფე­ხუ­რია. ამ ცვლი­ლე­ბებს ძა­ლი­ან დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვა უდ­გას უკან რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი ექ­ს­პერ­ტე­ბის, ასე­ვე დო­ნო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და, რაც მთა­ვა­რია, თა­ვად პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის. შე­იქ­მ­ნა ისე­თი პრო­ფე­სი­უ­ლი პროგ­რა­მე­ბი, რომ­ლე­ბიც პა­სუ­ხო­ბენ დამ­საქ­მებ­ლის დაკ­ვე­თას და თა­ვად დამ­საქ­მე­ბე­ლი იყო ჩარ­თუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში. ამ­გ­ვარ­მა მიდ­გო­მამ გა­ნათ­ლე­ბის ეს სა­ფე­ხუ­რი და კერ­ძო სექ­ტო­რი ერ­თ­მა­ნეთ­თან და­ა­ახ­ლო­ვა. შორს ვარ იმ აზ­რის­გან, რომ უკ­ვე ყვე­ლა­ფე­რი იდე­ა­ლუ­რა­დაა და ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებ­თან ვართ თან­ხ­ვედ­რა­ში, ამ მხრივ, კი­დევ დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვაა გა­სა­ტა­რე­ბე­ლი, მაგ­რამ სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა მო­ითხოვს აღ­ვ­ნიშ­ნოთ, რომ პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი უკ­ვე გა­და­იდ­გა. გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­თა და დამ­სა­ხუ­რე­ბით, დღე­ი­სათ­ვის, პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლებ­ლებ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბა, პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტე­ბი­სა და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის მი­ხედ­ვით.

პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის პრეს­ტიჟს ქმნი­ან თა­ვად კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი, პრო­ფე­სი­უ­ლი კო­ლე­ჯე­ბი, პრო­ფე­სი­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი და სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბი, რომ­ლე­ბიც დღე­ი­სათ­ვის არ­სე­ბობს სას­წავ­ლებ­ლებ­ში. სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხი მოწ­მ­დე­ბა ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის უახ­ლე­სი ხუ­თი სტან­დარ­ტით, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა უწყ­ვე­ტი და სის­ტე­მუ­რი მიდ­გო­მით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. მუ­შავ­დე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლის სტან­დარ­ტი და პრო­ფე­სი­ის რე­გუ­ლი­რე­ბის დო­კუ­მენ­ტი, მსოფ­ლიო ბან­კის პრო­ექ­ტ­თან ერ­თად.

ასე რომ, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის და­ბა­ლი პრეს­ტი­ჟი გუ­შინ­დე­ლი დღეა. დღე­ი­სა­თვის ის ყვე­ლა­ზე დი­ნა­მი­უ­რი და ევ­რო­პულ სტა­ნდარ­ტებ­თან მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სა­ფე­ხუ­რია, რო­მე­ლიც თა­ვის პო­პუ­ლა­რო­ბას ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ამაღ­ლებს. პან­დე­მი­ამ ძა­ლი­ან დაგ­ვა­ზა­რა­ლა ისე­ვე, რო­გორც ყვე­ლა სა­ფე­ხუ­რი და მთე­ლი სამ­ყა­რო, მაგ­რამ აქ­ტი­უ­რად ვთა­ნამ­შ­რომ­ლობთ ჩვენს უცხო­ელ კო­ლე­გებ­თან ევ­რო­პა­ში, ვი­ზი­ა­რებთ მათ გა­მოც­დი­ლე­ბას. 24 სექ­ტემ­ბერს სა­ერ­თა­შო­რი­სო სე­მი­ნა­რი გვაქვს და­გეგ­მი­ლი, სა­დაც გან­ხი­ლუ­ლი იქ­ნე­ბა სა­კითხი „სწავ­ლა-სწავ­ლე­ბა კო­ვი­დის დროს პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში — მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბი“. სე­მი­ნარ­ში სპი­კე­რად ორი ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლია მიწ­ვე­უ­ლი აიტი აკა­დე­მი­ის კო­ლე­ჯი­დან. სე­მი­ნა­რი ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში ჩა­ივ­ლის, შემ­დეგ გვექ­ნე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი სე­მი­ნა­რე­ბი პრო­ფე­სი­ულ მას­წავ­ლებ­ლებ­თან.

– თქვენ ამ­ბობთ, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა შე­ე­ხე­ბა ყვე­ლას. რას გუ­ლის­ხ­მობთ, ვინ არი­ან პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი?

– ნამდ­ვი­ლად ასეა. პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა არის ყვე­ლა­სათ­ვის და ამი­ტომ აუცი­ლე­ბე­ლია, რომ ყვე­ლას ჰქონ­დეს სწო­რი ინ­ფორ­მა­ცია პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­სა­ხებ. ბე­ნე­ფი­ცი­არ­თა მი­ნი­მა­ლუ­რი ასა­კი ცხრაკ­ლას­დამ­თავ­რე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რ­დაა. ცხრა კლა­სის შემ­დ­გომ მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია, აირ­ჩი­ოს სა­სურ­ვე­ლი პრო­ფე­სია სა­სურ­ველ კო­ლეჯ­ში, და­რე­გის­ტ­რირ­დეს, გა­ი­ა­როს პრო­ფე­სი­უ­ლი ტეს­ტი­რე­ბა და შე­უდ­გეს სწავ­ლას.

რაც შე­ე­ხე­ბა ზრდას­რუ­ლებს, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი ასა­კი ფაქ­ტობ­რი­ვად არ არ­სე­ბობს. ნე­ბის­მი­ერ ასაკ­ში შე­გიძ­ლი­ათ ისარ­გებ­ლოთ მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი მომ­ზა­დე­ბი­სა და გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მე­ბით.

პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ირი­ბი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი, უფ­რო მო­კავ­ში­რე, არის მშო­ბე­ლი. მშო­ბელს უნ­და ჰქონ­დეს სწო­რი ინ­ფორ­მა­ცია რა პერ­ს­პექ­ტი­ვე­ბი აქვს კონ­კ­რე­ტულ პრო­ფე­სი­ას, რა­თა, მი­ნი­მუმ, ხე­ლი არ შე­უ­შა­ლოს შვი­ლის არ­ჩე­ვანს და, მაქ­სი­მუმ, გახ­დეს მი­სი მო­კავ­ში­რე და ხელ­შემ­წყო­ბი. მშო­ბელ­თან წარ­მო­ე­ბუ­ლი ჯან­სა­ღი და გა­სა­გე­ბი კო­მუ­ნი­კა­ცია მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რა­თა მშო­ბე­ლი თა­ვად გახ­დეს პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი. გვაქვს შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­დე­საც მშობ­ლებს აღ­მო­უ­ჩე­ნი­ათ თა­ვი­ან­თ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო მი­მარ­თუ­ლე­ბა და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სტუ­დენ­ტე­ბი გამ­ხ­და­რან. ასე რომ, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა უამ­რავ შე­საძ­ლებ­ლო­ბას გვთა­ვა­ზობს, მთა­ვა­რია, ვი­პო­ვით, რა გვინ­და ვა­კე­თოთ, რა არის ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სის სფე­რო. პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა ასა­კობ­რივ ჯგუფს შე­ე­ხე­ბა.

– რას გვეტყ­ვით და­საქ­მე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვე­ბის შე­სა­ხებ?

– რო­დე­საც და­საქ­მე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვა­ზე მე­კითხე­ბი­ან ხოლ­მე, ჩე­მი პა­სუ­ხი, ყო­ველ ჯერ­ზე, არის ერ­თი და იგი­ვე: პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბას აქვს უამ­რა­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მაგ­რამ რო­გო­რი წარ­მა­ტე­ბით დავ­საქ­მ­დე­ბით, პირ­ველ რიგ­ში, ჩვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და რა­ტომ: წარ­მა­ტე­ბას ძა­ლი­ან ბევ­რი ძა­ლის­ხ­მე­ვა და შრო­მა სჭირ­დე­ბა. შრო­მის გა­რე­შე არც წარ­მა­ტე­ბა და ღირ­სე­უ­ლი სამ­სა­ხუ­რი მი­იღ­წე­ვა და არც კარ­გი შე­მო­სა­ვა­ლი. აუცი­ლე­ბე­ლია, რომ პრო­ფე­სი­ულ­მა სტუ­დენ­ტ­მა შეძ­ლოს კარ­გად გა­ნი­ვი­თა­როს უნა­რე­ბი, შრო­მის დის­ციპ­ლი­ნა, პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბი. მხო­ლოდ ამის შემ­დეგ გახ­დე­ბა იგი მოთხოვ­ნა­დი კად­რი შრო­მის ბა­ზარ­ზე. რო­გორც გითხა­რით, ყვე­ლა პროგ­რა­მა შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია დამ­საქ­მე­ბელ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ შრო­მის ბა­ზარ­ზე ასე­თი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის კად­რ­ზე მოთხოვ­ნა უკ­ვე არ­სე­ბობს. ბუ­ნებ­რი­ვია, ყვე­ლა დამ­საქ­მე­ბე­ლი სა­უ­კე­თე­სოს ირ­ჩევს, ამი­ტომ ვურ­ჩევ სტუ­დენ­ტებს, იმუ­შა­ონ სა­კუ­თარ პი­როვ­ნულ და პრო­ფე­სი­ულ უნა­რებ­ზე, რა­თა პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში ჩა­დე­ბუ­ლი ძა­ლის­ხ­მე­ვა ას­მა­გად და­უბ­რუნ­დეთ უკან თვით­და­საქ­მე­ბის, და­საქ­მე­ბის და წარ­მა­ტე­ბის სა­ხით.

ესა­უბ­რა ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი

 

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები