13 აგვისტო, შაბათი, 2022

სამაგისტრო გამოცდის აპელაციის შედეგად ქულა შეეცვალა 86 პირს

spot_img

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საერთო სამაგისტრო გამოცდის აპელაციის შედეგებს აქვეყნებს ვებგვერდზე: online.naec.ge. სისტემაში შესვლა შესაძლებელია პირადი ნომრითა და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდით.

მაგისტრობის მსურველებს საშუალება აქვთ, საკუთარი შედეგების გვერდზე ასევე იხილონ გათანაბრებული ქულებიც. ეს არის ის საბოლოო შედეგი, რომლითაც დგინდება გადალახა თუ არა გამოცდებში მონაწილემ ზღვარი ტესტის ამა თუ იმ ნაწილში.

შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილება ტესტური დავალების შეფასების სისწორესთან დაკავშირებით შეიძლება გასაჩივრდეს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6).

საგრანტო ქულის გამოთვლის წესი

მაგისტრობის მსურველთა რეიტინგული სია ნორმირებული ქულების მიხედვით ცენტრის ვებგვერდზე მოგვიანებით გამოქვეყნდება.

⬇️⬇️⬇️

✍ სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია, საგამოცდო ტესტის 4 ნაწილიდან, რომელიმე სამში მაინც, კომპეტენციის მინიმალური ზღვრის გადალახვა.

✍ 2020 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდებზე დარეგისტრირებული 12600-ზე მეტი მაგისტრობის კანდიდატიდან გამოცდაზე გამოცხადდა 87%-მდე გამოსაცდელი.

✍ სააპელაციო განაცხადების მიღება 27 აგვისტოდან 2 სექტემბერის ჩათვლით მიმდინარეობდა.

✍ აპელაციის შედეგად ქულა შეეცვალა 86 პირს.

✍ სამაგისტრო გამოცდაზე გამოსული 11 000-ზე მეტი გამოსაცდელიდან საგამოცდო ტესტის 4 ნაწილიდან, მინიმუმ, სამში ზღვარი გადალახა 9 000-ზე მეტმა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები

არდადეგები

„ზაფხულის არდადეგების“ საბოლოო პროდუქტი სექტემბრის კონფერენციისთვის

ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტმა, ნიკო სილაგაძემ რეკომენდაციის სახით მოგვაწოდა აზრი , რომ ეროვნულ კონფერენციაზე მოსწავლის მიერ შექმნილი საბოლოოო პროდუქტი, პრეზენტაციის დროს, დასაწყისშივე წარგვედგინა...
მსგავსი სიახლეები