14 დეკემბერი, შაბათი, 2024

სექტემბრიდან 100 სკოლაში დისტანციური სწავლების ხელშეწყობის ესტონური მოდელი დაინერგება

spot_img
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორთან ბერიკა შუკაკიძესთან ერთად,  ესტონეთის ელჩ რიინა კალიურანდსა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ ღასან ხალილს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა იუნისეფის, ესტონეთისა და საქართველოს პარტნიორობის გაფართოებაზე იმსჯელეს და ზოგადი განათლების მიმართულებით დაგეგმილი დისტანციური სწავლების ხელშეწყობის ერთობლივი პროექტი  განიხილეს.
პროექტი, საქართველოს მასშტაბით, 100 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში განხორციელდება და მიზნად ისახავს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო პრაქტიკის – ესტონური გამოცდილების გაზიარების მეშვეობით მოსწავლეების განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და საგანმანათლებლო სისტემის წარმომადგენლების ცოდნისა და შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობას.

☑️ პროექტის ფარგლებში, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის წამომადგენლები, მათ შორის, სამინისტროსა და სკოლების ადმინისტრაციები გაეცნობიან ესტონურ მოდელს, კერძოდ, დისტანციური სწავლების დანერგვის პრაქტიკასა და ამ კუთხით შემუშავებულ კონცეფციებს, დაწყებითი განათლების მასწავლებლებს საშუალება ექნებათ, გაიარონ მომზადება კომპეტენციებზე დაფუძნებულ სწავლა-სწავლების მეთოდოლოგიაში, ხოლო სკოლების ადმინისტრაციებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წამომადგენლები კი მოსწავლეებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფისა და სკოლის მენეჯმენტის მიმართულებით გადამზადდებიან. ამასთან, შეიქმნება მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის საჭიროებების კვლევისა და უზრუნველყოფის მოდელი, პროექტში ჩართული სკოლების წარმომადგენლები სხვადასხვა პლატფორმების შექმნასა და მართვაში გაივლიან მომზადებას, რაც მათ თავიანთი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაში დაეხმარება. შერჩეული სკოლების მასწავლებლებსა და ადმინისტრატორებს მიეცემათ შესაძლებლობა, ესტონური გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გასაცნობად, ესტონეთს ეწვიონ და სასწავლო ტურში მიიღონ მონაწილეობა.

შეხვედრის ბოლოს ეკატერინე დგებუაძემ მადლობა გადაუხადა ესტონეთის ელჩსა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს მხარდაჭერისთვის, ეფექტური თანამშრომლობისთვისა და ზოგადი განათლების მიმართულებით განხორციელებული მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტებისთვის. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ესტონეთის წარმატებული გამოცდილების გაზიარება ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია განსაკუთრებით „ახალი სკოლის მოდელის” განვითარების მიმართულებით, რომელიც მიზნად ისახავს სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას და ორიენტირებულია  კლასში თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების დანერგვაზე.

☑️ დისტანციური სწავლების ხელშეწყობის პროგრამა 2020 წლის სექტემბერში დაიწყება და 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტი ესტონეთის მთავრობის მიერ სრულად ფინანსდება. 

? ? ?

☑️ ესტონეთის მთავრობას, საქართველოს მთავრობასა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის 2014 წელს დაწყებული პარტნიორობა მიზნად ისახავს ქართველი მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებასა და ბავშვებისთვის განათლების ხარისხის გაუმჯობესებას. 2014-2016 წლებში განხორციელებული პარტნიორობის ფარგლებში, გადაიხედა I-IX კლასების ეროვნული სასწავლო გეგმა.

☑️ 2017-2019 წლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, შერჩეული 20 საპილოტე სკოლის მასწავლებლებმა გაიარეს მომზადება და სწავლების ინოვაციურ მიდგომებს გაეცნენ. პარტნიორობის ფარგლებში, ასევე, მოეწყო სასწავლო ტური ესტონეთში, სადაც საქართველოს შერჩეული სკოლების დირექტორები და მასწავლებლები ადგილზე გაეცნენ ესტონეთის განათლების სისტემის პოლიტიკასა და მიდგომებს სასწავლო გეგმასთან, მონიტორინგსა და ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. პროექტში ჩართული იყვნენ ესტონეთის უნივერსიტეტების სასწავლო გეგმის ექსპერტები და მეცნიერები.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები