15 ოქტომბერი, სამშაბათი, 2024

ნაშრომების გასწორების პროცესი დაიწყო ⇒ შედეგები აგვისტოს პირველი ნახევრიდან გამოქვეყნდება

spot_img

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე, გასწორების პროცესი ყველა პროცედურის შესაბამისად დაიწყო. შედეგების გამოქვეყნება, ნაშრომების გასწორების დასრულებისთანვე, სავარაუდოდ, აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ აბიტურიენტს დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ ის უცხოური ენისა და მათემატიკის გამოცდებში დააგროვებს ამ საგნებისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს, ზოგადი უნარების გამოცდაში – 30%-ზე მეტს, ხოლო ყველა სხვა საგანში – მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.

ნაეკი მოუწოდებს აბიტურიენტებს, მხოლოდ ცენტრის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით იხელმძღვანელონ.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები