28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ზოგჯერ უმჯობესია, საერთოდ არაფერი თქვათ

spot_img
აღელვებისას, აუტიზმის მქონე მრავალ ბავშვს უქვეითდება სმენითი აღქმის უნარი. სიტყვები ხდება გაუგებარი, დამაბნეველი და გამაღიზიანებელი. მათი ნერვული სისტემა გადატვირთულია და ხდება ემოციების სპირალური წინსვლა. მათთან „საუბრის“ მცდელობა ჰგავს ცეცხლზე საწვავის დასხმას. ჩვენ გვსურს მათი დახმარება, დამშვიდება, მათთვის პრობლემის მოგვარება, მაგრამ ჩვენი ყოველი მცდელობა მხოლოდ ხანძარს მატებს ცეცხლს. ასეთ შემთხვევებში მნიშვნელოვანია, რომ შემოვიფარგლოთ შეზღუდული სიტყვების რაოდენობით ან საერთოდ არაფერი ვთქვათ. იქიდან გამომდინარე, თუ როგორია გაღიზიანებისას ბავშვის სამეტყველო ენის აღქმის უნარი, ვფიქრობ, ქვემოთ მოყვანილი რჩევები გაგიწევთ დახმარებას.

?? ბავშვს, რომელსაც გაღიზიანებისას შენარჩუნებული აქვს აღქმის უნარი, მიეცით მკაფიო განმარტება იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოს. მაგალითად: „დათო, დაწექი საწოლზე“ ბავშვს ნათლად აწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოს დასამშვიდებლად. აღნიშნული მხოლოდ იმ შემთხვევაში ამართლებს, თუ დაძლევის სტრატეგიები განხილული, შეთანხმებული და გავარჯიშებული იყო მანამდე და ბავშვს, ჯერ კიდევ, აქვს გარკვეული ხარისხის თვითკონტროლი. გქონდეთ მოქმედების თანმიმდევრული გეგმა, რომელიც ვარჯიშდება რეგულარულად. ნუ მოახდენთ ფოკუსირებას იმაზე, რასაც არასწორად აკეთებს ბავშვი. მსგავს პერიოდში არ არის სწავლების, მუქარის ან დასჯის დრო. უბრალოდ მიაწოდეთ ინფორმაცია „რა უნდა გააკეთოს“ იმისათვის, რომ მოახდინოთ ბავშვის მოქმედების სტიმულირება.

??ბავშთან, რომელსაც გაღიზიანებისას ნაწილობრივ აქვს შენარჩუნებული აღქმის უნარი, შეეცადეთ თავი აარიდოთ კითხვებს, მითითებებს, ინსტრუქციებს ან რჩევებს. მოერიდეთ ნებისმიერ თხოვნას, რომელიც მისგან მოითხოვს ფიქრს ან მოქმედებას. უბრალოდ გამოიყენეთ „დეკლარაციული გამონათქვამები“, რომლებიც ასახავენ, აღწერენ, უზრუნველყოფენ კომფორტსა და სიმშვიდეს. მაგალითად, თუ ბავშვი გაღიზიანებულია, უთხარით: „დათო, ნამდვილად გაღიზიანებული ჩანხარ!“, ვიდრე „დათო, რა გემართება?“ პირველ გამონათქვამში თქვენ აღწერთ, რასაც ხედავთ და არ მოითხოვთ მისგან რეაგირებას – პასუხის გაცემას. მეორე გამონათქვამში (კითხვაში) მოითხოვთ მისგან ინფორმაციის დამუშავებას და პასუხის გაცემას. ამან შეიძლება ხელი შეუწყოს მეტ გადატვირთვას და გამოიწვიოს უფრო დიდი მღელვარება. როდესაც ამბობთ: „დათო, ნამდვილად გაღიზიანებული ჩანხარ!“ თქვენ ასახავთ, თუ როგორ ხედავთ მის გრძნობებს და იწვევთ პასუხის გასაცემად, რა თქმა უნდა, მისი სურვილისამებრ. ეს მას არ აცბუნებს და უხერხულობაში არ აგდებს. შესაძლოა, სასარგებლო აღმოჩნდეს დამამშვიდებელი ან/და მანუგეშებელი სიტყვები, მაგრამ ნუ მოითხოვთ ბავშვისგან ფიქრს ან მოქმედებას. ყოველივე ეს უზრუნველყოფს მხარდამჭერ ურთიერთობას, ვიდრე ინსტრუქტირებას.

?? ბავშვთან, რომელსაც გაღიზიანებისას საერთოდ არ შეუძლია სამეტყველო ენის აღქმა,  ინფორმაციის მისაწოდებლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ სურათები. თუ თქვენ განიხილეთ და პრაქტიკაში გამოიყენეთ გამკლავების რამდენიმე სტრატეგია, იქონიეთ ამ სტრატეგიების სურათები იმისათვის, რომ გაღიზიანებისას აჩვენოთ მას და მისი სტიმულირება მოახდინოთ იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოს. უბრალო სურათს შეუძლია ჰქონდეს პოზიტიური საპასუხო რეაქცია მაშინ, როდესაც სიტყვებს შეუძლია ბავშვის მეტად გაღიზიანება. ამ ბავშვებისთვის ვერბალური ინფორმაცია აღუქმელია, ხოლო ვიზუალური ინფორმაცია უფრო ადვილი აღსაქმელია.

?? ბავშვთან, რომელიც ძალიან სწრაფად ღიზიანდება და ვერ უმკლავდება სამეტყველო ენის აღქმის პროცესს, უმჯობესია, რომ სიტყვები საერთოდ არ გამოიყენოთ. თქვენი სიტყვებით მისგან მოელით მიღებული ინფორმაციის დამუშავებას მაშინ, როდესაც ის გაღიზიანებულია. ამ ბავშვებიდან ზოგიერთმა შესაძლოა გულთბილად მიგიღოთ, რათა ფიზიკურად დაეხმაროთ დამშვიდებაში, მაგრამ სრულიად ვერ აღიქვამენ სიტყვებს. ასეთი ბავშვი უზრუნველყავით დამამშვიდებელი ფიზიკური შეხებით ან მოძრაობით და გამოიყენეთ, რაც შეიძლება მცირე რაოდენობის, სიტყვები. შესაძლოა უმღეროთ საბავშვო სიმღერის ან დამამშვიდებელი ჟღერადობის მელოდია, მაგრამ არ გამოიყენოთ სიტყვები. უბრალოდ გამოიყენეთ თქვენი ხმის ტონი და რიტმი, რათა დაეხმაროთ დამშვიდებაში. ასევე, არიან ბავშვები, რომლებიც ვერ უმკლავდებიან ვერანაირი სახის ურთიერთობას, იმ მიზეზით, რომ არიან უზომოდ გაღიზიანებულნი, დაბნეულნი და შეძრწუნებულნი. სიახლოვეს დგომამ, შესაძლოა, გაუჩინოს მათთვის საჭირო – უსაფრთხოების განცდა. იმის ცოდნა, რომ იქ ხართ, რათა დაიცვათ და მხარი დაუჭიროთ, არის ყველაფერი, რაც მათ სჭირდებათ.

?? დაბოლოს, არიან ბავშვები, რომლებსაც უბრალოდ უნდათ მარტო ყოფნა. თქვენ თანდასწრებასაც კი შეუძლია მათი დათრგუნვა. ასეთ დროს, უკეთესია უკან დაიხიოთ და ბავშვს მისცეთ დიდი სივრცე საკუთარი თავის დასამშვიდებლად. უზრუნველყავით მისთვის „უსაფრთხო სივრცე“ და ნებისმიერი ნივთი (რბილი სათამაშოები, ბალიშები და ა.შ.), რომელიც შეიძლება დაეხმაროს დამშვიდებაში, მაგრამ მასთან არ იქონიოთ არანაირი ინტერაცქცია.

მრავალი ბავშვისთვის ურთიერთობის ტიპი და სიტყვების რაოდენობა განსხვავებული იქნება იმისდა მიხედვით, თუ ვინ ჩაერევა, პრობლემა სად მოხდება, დღის რომელ მონაკვეთში და რამდენად შორს იქნებიან მელთდაუნისაგან. რაც უფრო ადრე ჩაერევით „გაღვივების“ ეტაპზე, უკეთესია, რადგან ადრეულ ეტაპზე მათ ბევრად კარგი აღქმის უნარი აქვთ. ასევე, ბევრი რამ არის დამოკიდებული, გაღიზიანების დროს, მათი ნერვული სისტემის მდგომარეობაზე და მათ გარშემო მიმდინარე გამღიზიანებლის ტიპზე. თუ მათ ჰქონდათ სტრესული დღე, ძილის ნაკლებობა, არიან მშივრები ან კარგად არ გრძნობენ თავს, ისინი კიდევ უფრო სწრაფად დაკარგავენ აღქმის უნარს.

გაღიზიანებისას, მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ რა გავლენას ახდენს ბავშვზე თქვენი სიტყვები, ხმა და ურთიერთობის სტილი. მნიშვნელოვანია, მოვუსმინოთ, გავიგოთ და პატივი ვცეთ ბავშვის ამტანიანობის ხარისხს. ამით მას დავეხმარებით, ემოციური შეტევის დროს, თავი იგრძნოს „დაცულად, აღიარებულად და მხარდაჭერილად“.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები