27 ივლისი, შაბათი, 2024

როდის და როგორ შეძლებენ უფროსი მასწავლებლები გარე დაკვირვების გავლას?

spot_img
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 13 მაისის №54/ნ ბრძანებით განისაზღვრა, რომ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო, ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ, გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „გარე დაკვირვების გავლის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.“
14 მაისს მასწავლებლთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის ინტერვიუში, რომელიც mastsavlebeli.ge-ზე გამოქვეყნდა, კითხვაზე, როდის და როგორ შეძლებენ მასწავლებლები ამ პროცედურის გავლას და სტატუსის ამაღლებას? – ცენტრის დირექტორი პასუხობს, რომ მაქსიმალურად ეცდებიან იმ პედაგოებს, რომლებსაც გარე დაკვირვების პროცესი შეუჩერდათ, წლის ბოლომდე მისცენ მისი გავლის შესაძლებლობა და იმედს გამოთქვამს, რომ ყველა მასწავლებელი მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოეკიდება ცვლილებებს.
„ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, არაერთი დადგენილი წესის შეცვლა გახდა საჭირო, რომ განათლების მიწოდება-მიღების პროცესი მაქსიმალურად ხელსაყრელ პირობებში განხორციელებულიყო. მასწავლებლებს, რომლებსაც გარე დაკვირვება სასწავლო წლის მეორე ნახევარში უწევდათ, ამ ეტაპზე, ყველაზე ოპტიმალურ გზას ვთავაზობთ: მათ უფლება აქვთ, გარე დაკვირვებაზე 2020-2021 სასწავლო წლისთვის გაიარონ რეგისტრაცია.
ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, პედაგოგებს, რომლებსაც გარე დაკვირვების პროცესი შეუჩერდათ, 2020-2021 სასწავლო წლის პირველსავე სემესტრში, მივცეთ მისი გავლის საშუალება, რათა იანვარში სტატუსის ამაღლება შეძლონ. ჩვენ ზედმიწევნით ვასრულებთ ჯანდაცვის სექტორის რეკომენდაციებს. ვმუშაობთ იმაზეც, რომ გარე დაკვირვებამ, შესაძლოა, დისტანციურ/ონლაინ რეჟიმში გადაინაცვლოს. მიმდინარეობს დისტანციური გაკვეთილის სტანდარტისა და შეფასების რუბრიკის შემუშავების პროცესიც.“ – ამბობს ბერიკა შუკაკიძე.
1 აპრილს, ჩვენთან გამოქვეყნებულ ინტერვიუში, ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი გარე დაკვირვების ნაწილის შემოდგომაზე გადადების საჭიროებაზე საუბრობდა. მისივე ინფორმაციით, ამ სემესტრში, გარე დაკვირვება  3721 უფროს მასწავლებელს უნდა გაევლო, მათგან 1064-მა უკვე გაიარა.
შეგახსენებთ, რომ გარე დაკვირვების გავლა აუცილებელია უფროსი მასწავლებლისთვის, რომლსაც სტატუსის ამაღლება – წამყვანი მასწავლებლობა სურს.

ლალი ჯელაძე

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები