29 მარტი, პარასკევი, 2024

30  მარტიდან პირდაპირ ეთერში დაიწყება გაკვეთილები

spot_img

გიორგი გახარია: „განათლების სამინისტრომ  ოპერატიულად გადადგა უკვე გარკვეული ნაბიჯები დისტანციური სწავლების გაძლიერებასთან დაკავშირებით და საერთოდ, ამ მიმართულების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით ქვეყანაში. რეალურად, ძალიან კარგი თანამშრომლობა აქვთ საზოგადოებრივ მაუწყებელთან და 30  აპრილიდან, უკვე დაიწყება პირდაპირ ეთერში კონკრეტული გაკვეთილები. იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ახლა ვიმყოფებით პანდემიასთან დაკავშირებით, ესეც წინგადადგმული ნაბიჯია და ჩვენ მივესალმებით იმას, რასაც განათლების სამინისტრო და საზოგადოებრივი მაუწყებელი აკეთებენ ერთობლივად.

ამასთან ერთად, მინდა მოვუწოდო თითოეულ ინტერნეტპროვაიდერს, რომ გაითვალისწინონ თითოეული სტუდენტის, ასევე სკოლის მოსწავლეების ინტერესები, იმასთან დაკავშირებით, რომ მათ უფრო მარტივად ჰქონდეთ წვდომა ინტერნეტთან, შესაბამისად, დისტანციურ გაკვეთილებთან.“

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები