საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღების გადაწყვეტილება მიიღო, რაც ერთი თვე – 21 აპრილამდე გაგრძელდება – ამის შესახებ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე პრემიერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა და შესაბამისი მოთხოვნით პრეზიდენტს მიმართა.
რამდენიმე საათში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა პრეზიდენტის განცხადებისთანავე ამოქმედდა. მოკლე დროში, საქართველოს პარლამენტი შესაბამის აქტსაც მიიღებს.
ბუნებრივია, სხვა შეზღუდვებთან ერთად, შეზღუდვა სასწავლო დაწესებულებებზეც ვრცელდება. პრემიერის განცხადებით, მთავრობა დაადგენს განათლების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესებისგან განსხვავებულ წესებს და პირობებს.