25 ნოემბერი, ორშაბათი, 2024

PISA 2018 – არასახარბიელო შედეგები „მზარდი დინამიკის“ ფონზე

spot_img

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის PISA 2018 წლის ოფიციალური შედეგები გამოაქვეყნა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, ამჟამად, ეროვნულ ანგარიშზე მუშაობს, რომელიც საბოლოო ანალიზსა და კონკრეტულ რეკომენდაციებს გააერთიანებს. თუმცა, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, PISA 2018-ის შედეგები, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, 3 დეკემბერს, სოფიო გორგოძემ შეაჯამა. OECD-ის ქვეყნების საშუალო მონაცემებს თუ შევადარებთ, ათწლიან მონაკვეთში გაუმჯობესება გვაქვს. დინამიკა ზრდადია, თუმცა კვლევა აჩვენებს, რომ წიგნიერებაში ყველაზე მეტად გვიჭირს, მათემატიკაში კი ყველაზე კარგი ზრდა გვაქვს. რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით, რომ საერთო სურათი სახარბიელოა, თუმცა მზარდ დინამიკას ვინარჩუნებთ,“ – განაცხადა ცენტრის დირექტორმა.

PISA 2018-ის ციკლის კვლევაში, საქართველოდან მიიღო 326 სკოლიდან 5572-მა მოსწავლე მონაწილეობდა. სულ კვლევაში ჩართული იყო, მსოფლიოდან, 600 000 მოსწავლე (32 000 000). 79 მონაწილე ქვეყნიდან 70 ქვეყნის, მათ შორის ქართველმა მოსწავლეებმა, ტესტი კომპიუტერულ ფორმატში შეასრულეს, ხოლო დანარჩენი ქვეყნების მოსწავლეებმა – ქაღალდზე.

შედეგების მიხედვით, საქართველოს საშუალო მიღწევა (SE) კითხვაში

380 (3.0) ქულაა (OECD – 487), მათემატიკაში – 398 (2.6) (OECD – 489), ხოლო

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში – 383 (2.3) (OECD – 489) ქულა.

PISA 2018-ის მიერ გამოქვეყნებულ მონაწილე ქვეყნების რეიტინგულ სიაში საქართველოს (424), კითხვის შედეგებში, აზერბაიჯანი( 423 ) და ყაზახეთი(421) უსწრებს, ბოლო (412) ადგილს კი, ესპანეთი იკავებს; მათემატიკის მიღწვებში ჩვენი მოსწავლეები 448-ე ადგილს, იორდანიასა (451) და პერუს (451)შემდეგ, იკავებენ, ბოლო (419) ადგილზე ფილიპინებია. რაც შეეხება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, საქართველო, 2018 წელს ბოლოდან, მეხუთე (426) ადგილზე აღმოჩნდა, რეიტინგულ სიაში ჩვენზე წინ ლიბანი (428) და საუდის არაბეთია (429), ბოლო ადგილზე (419) აქაც ფილიპინებია.

10-წლიან პერსპექტივაში, ტენდენცია ოდნავ გაუმჯობესებისკენ მიდის:

კითხვა: საქართველო – 6-ქულიანი გაუმჯობესება (OECD 6-ქულიანი გაუარესება);

მათემატიკა: საქართველო – 19 ქულიანი გაუმჯობესება (OECD 7-ქულიანი გაუარესება);

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: საქართველო – 10-ქულიანი გაუმჯობესება (OECD – 12-ქულიანი გაუარესება).

შედარებით პოზიტიური ტენდენციებია თანასწორობის მხრივ. სქესთა შორის განსხვავება კითხვაში, 2009 წელთან (61 ქულა) შედარებით, 2018 წელს (38 ქულა) ნაკლებია. დაბალი და მაღალი სოციოეკონომიკური სტატუსის მქონე მოსწავლეების მიღწევებს შორის სხვაობა კითხვაში (68 ქულა) უფრო მცირეა, ვიდრე OECD-ის ქვეყნებში (89 ქულა). დაბალი და მაღალი სოციოეკონომიკური სტატუსის მქონე მოსწავლეების მიღწევებს შორის შემცირდა სხვაობა კითხვაში 2018 წელს (68 ქულა) 2009 წელთან (87 ქულა) შედარებით.

საქართველო მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამაში (PISA), როგორც პარტნიორი ქვეყანა, 2009 წლიდან ჩაერთო, შემდეგ მონაწილეობდა 2015 და 2018 წლების ციკლებში. 2012 წელს კი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, მონაწილეობა არ მიუღია.

მიღწეულ შედეგებს წლების მიხედვით თუ დავაკვირდებით, მცირე გაუმჯობესებას აქაც ვიპოვით :

***

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) ძირითადი მიზნებია იმის შეფასება, თუ:

√ რამდენად კარგად აითვისეს მოსწავლეებმა ის ძირითადი ცოდნა და უნარები, რომელთა ფლობაც აუცილებელია ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ინდივიდის სრულფასოვანი მონაწილეობისათვის;

რამდენად შეუძლიათ მათ ცოდნის გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში როგორც სკოლაში, ასევე მის გარეთ და რამდენად ფლობენ მოსწავლეები ზოგად კომპეტენციებს: დამოუკიდებლად სწავლის, კომუნიკაციის, ადაპტაციის, პრობლემების გადაჭრისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარებს.

PISA-ს შეფასების ჩარჩო მხოლოდ სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შინაარსობრივი საკითხებით არ შემოიფარგლება, ის ცოდნის პრაქტიკაში ინტეგრირებულად გამოყენებას აფასებს.

2018 წლის კვლევაში საქართველო, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ და „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ (Millenium Challange Corporation) ფინანსური მხარდაჭერით მონაწილეობდა.

ლალი ჯელაძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები