19 აპრილი, პარასკევი, 2024

სტატუსის მინიჭება ოთხ კონკრეტულ კატეგორიას ეხება

spot_img

სკოლების მიერ მასწავლებლის შეფასების შედეგებისა და სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადებების ელექტრონულ სისტემაში განთავსების ვადები განისაზღვრა.

ბრძანების თანახმად, განაცხადის მიღება 2 დეკემბერს დაიწყება და 17 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, 15 დღის განმავლობაში, ვალდებულნი არიან, მასწავლებლის შედეგებისა და სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადებები განათავსონ მხოლოდ 4 კონკრეტული კატეგორიისთვის:

♦ პრაქტიკოსის სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის;

♦ უფროსი და წამყვანის სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის, რომლებიც, 2018-2019 სასწავლო წლის ბოლოს, წარდგენილნი იყვნენ სქემით განსაზღვრული მომდევნო სტატუსის მინიჭებაზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ, მაგრამ პროფესიული საქაღალდე დაუხარვეზდათ;

♦ უფროსი სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის, რომლებსაც, 2018-2019 სასწავლო წლის ბოლოსთვის, გავლილი ჰქონდათ გარე დაკვირვება, მაგრამ შეფასების ჯგუფების მიერ არ მოხდა მათი წარდგენა სქემით განსაზღვრული მომდევნო სტატუსის მინიჭებაზე;

♦ უფროსი სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის, რომლებიც, 2018-2019 სასწავლო წლის ბოლოსთვის, აკმაყოფილებდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 13 ივნისის N102/ნ ბრძანებით დამტკიცებული გარე დაკვირვების წესის შესაბამისად განსაზღვრულ მოთხოვნებს, მაგრამ მოპოვებული არ ჰქონდათ 15 კრედიტქულა ან/და განხორცილებული არ ჰქონდათ ყველა სავალდებულო აქტიოვობა.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები