სკოლის მოსწავლეთა და პედაგოგთა საყურადღებოდ!
„Georgian Junior Academy — საქართველოს ახალგაზრდული აკადემია“ გთავაზობთ ყოველკვირეულ შემეცნებით შეხვედრებზე დასწრებას
პროგრამა გათვალისწინებულია საბავშვო ბაღის უფროსი ასაკის ჯგუფებისთვის და სკოლის მოსწავლეთათვის, I-VII კლასის ჩათვლით.
შემეცნებითი შეხვედრების პროგრამა მოიცავს:
I – თეორიულ ნაწილს, სადაც ბავშვები მოისმენენ შერჩეულ თემაზე საუბრებს და ნახავენ ვიდეომასალას;
II – არტთერაპია, სადაც ბავშვები დახატავენ წარმოდგენილი თემის ყველაზე დასამახსოვრებელ ეპიზოდებს და პერსონაჟებს;
III – დიპლომების გადაცემა, ფოტო და ვიდეოგადაღება.
ყოველი შეხვედრის შემდეგ, ბავშვების მიერ არტთერაპიის ნაწილში შესრულებული ნამუშევრები აკადემიის ონლაინ გამოფენაზე აიტვირთება.
შემეცნებითი შეხვედრები ტარდება უნივერსიტეტ სეუ-ს თანამედროვე ბიბლიოთეკის ულამაზეს გარემოში.
შემეცნებით შეხვედრებს ხელმძღვანელობენ თანამედროვე მწერლები: დადუნა ნადარაია და მარიამ სამხარაძე, თანამედროვე მხატვარი თეონა კვიჟინაძე, ეთნოლოგი სოფო სარიშვილი, მუსიკოსი ბელა კავთელიშვილი.
დასწრება შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად (მინიმუმ, 8 ბავშვი). ჯგუფების შემთხვევაში, შესაძლებელია სასურველი თემის შერჩევა მონაწილეთა სურვილის შესაბამისად.
პროგრამის ხანგრძლივობა: 90 წუთი
მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია!
მობ: 577279987; 551 999 771