20 აპრილი, შაბათი, 2024

გარე დაკვირვებაზე დამატებითი რეგისტრაცია გამოცხადდა

spot_img

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის დაანონსებულმა ძირეულმა ცვლილებამ პედაგოგებში დიდი ინტერესი გამოიწვია და გააჩინა კითხვები იმასთან დაკავშირებით, რა ბედი ელით მასწავლებლებს, რომლებმაც სტატუსის ასამაღლებლად და შესანარჩუნებლად კრედიტქულები დააგროვეს. ცენტრის ხელმძღვანელის, ბერიკა შუკაკიძის განცხადებით, ასეთ მასწავლებლებს ხელი არ შეეშლებათ და ივნისამდე მიეცემათ დრო, საქმიანობა მშვიდად გააგრძელონ და   სტატუსის შესაცვლელად საჭირო კრედიტები დააგროვონ. მისივე განცხადებით, ელოდებიან, რომ სექტემბრისთვის, დაახლოებით, 10 ათასი მასწავლებელი შეძლებს საფეხურეობრივ წინსვლას და შეიცვლის სტატუსს. მაგრამ, ეს განმარტება მასწავლებლებისთვის ზოგადი აღმოჩნდა, რადგან ძალიან ბევრი კითხვა უფრო კონკრეტული აქტივობების მიმართულებითაა. მაგალითად, რა ბედი ელით მასწავლებლებს, რომლებმაც წამყვანის სტატუსის მოსაპოვებლად დააგროვეს კრედიტქულები და მხოლოდ გარე დაკვირვების გავლაა საჭირო, გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია კი ვერ მოასწრეს? ამ მასწავლებელთა საყურადღებოდ ვავრცელებთ მასწავლებელთა სახლში დადასტურებულ ინფორმაციას, რომ „იმ მასწავლებლთა ნაწილს, რომელიც ვერ დარეგისტრირდა გარე დაკვირვებაზე, რეგისტრაცია გამოცხადდა დღეიდან 1 თებერვლის ჩათლით.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები