14 დეკემბერი, შაბათი, 2024

გა­ნათ­ლე­ბის თავი­სუფ­ლე­ბა

spot_img

26 ოქ­ტომ­ბერს, შა­ვი ზღვის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბით, მო­ეწყო სა­ჯა­რო ლექ­ცია-დის­კუ­სია თე­მა­ზე — „გა­ნათ­ლე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა“. სა­ჯა­რო ლექ­ცი­ე­ბის კურ­სი კი­დევ ერ­თი გა­მო­ძა­ხი­ლია იმი­სა, რაც მთე­ლი ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში შა­ვი ზღვის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ირ­გ­ვ­ლივ ხდე­ბო­და.

მოწ­ვე­ულ­მა სპი­კე­რებ­მა — პო­ლი­ტო­ლოგ­მა გია ნო­დი­ამ, გა­ნათ­ლე­ბის ექ­ს­პერ­ტ­მა სი­მონ ჯა­ნა­ში­ამ და შა­ვი ზღვის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ლექ­ტორ­მა გი­ორ­გი ასა­თი­ა­ნმა ლექ­ცია-დის­კუ­სი­ის თე­მა­ტი­კის ირ­გ­ვ­ლივ ისა­უბ­რეს — რას ნიშ­ნავს გა­ნათ­ლე­ბი­სა და არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რა­ტომ არის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის­თ­ვის და რა რო­ლი აკის­რია სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­ნათ­ლე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უფ­ლე­ბის შეზღუდ­ვის პრე­ვენ­ცი­ა­ზე, რა არის გა­ნათ­ლე­ბის უფ­ლე­ბის შეზღუდ­ვის მი­ზე­ზე­ბი და შე­დე­გე­ბი, რა ფაქ­ტო­რებ­მა შე­იძ­ლე­ბა მო­ახ­დი­ნოს გავ­ლე­ნა მათ­ზე, რო­გორ ექ­ცე­ვა სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტს და რა შე­იძ­ლე­ბა იყოს შემ­ზღუ­და­ვი იმ თა­ვი­სუფ­ლე­ბის, რაც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში უმაღ­ლეს და სა­ერ­თოდ გა­ნათ­ლე­ბას ახ­ლავს თან, სა­ზო­გა­დო­ე­ბის რო­ლის პრე­ვენ­ცი­ა­ზე და სხვ.

შეხ­ვედ­რის მე­ო­რე ნა­წი­ლი ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი იყო, სტუ­დენ­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დათ მი­ე­ღოთ სა­ინ­ტე­რე­სო პა­სუ­ხე­ბი მათ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან კითხ­ვებ­ზე. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს სა­ჯა­რო ლექ­ცია-დის­კუ­სი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის გა­მოს­ვ­ლე­ბი­დან.

სი­მონ ჯა­ნა­შია: სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ერთ-ერ­თი პრობ­ლე­მაა ის, რომ სა­ხელ­მ­წი­ფო და სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­ნათ­ლე­ბას უყუ­რებს, რო­გორც სერ­ვისს, პი­რა­დი მოხ­მა­რე­ბის სა­განს, რო­მელ­საც ისე­ვე იყი­დი რა­ღაც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში, რო­გორც სხვა სერ­ვისს ყი­დუ­ლობ. სამ­წუ­ხა­როდ, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა­საც, რა­ტომ­ღაც, რო­გორც სერ­ვისს, ისე უყუ­რე­ბენ — მიხ­ვალ და სუ­პერ­მარ­კეტ­ში აირ­ჩევ, თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეს სუ­პერ­მარ­კე­ტი არ მო­ე­წო­ნე­ბა, და­ი­ხუ­რე­ბა ან გა­იხ­ს­ნე­ბა სხვა და ა.შ. გა­ნათ­ლე­ბას იშ­ვი­ათად უყუ­რე­ბენ, რო­გორც სა­ზო­გა­დო სი­კე­თეს. შე­სა­ბა­მი­სად, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბიც გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­გორც ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვის ად­გი­ლი, რო­მე­ლიც, ძი­რი­თა­დად, კერ­ძო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­კითხია და არა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არა­ნა­ირ პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენს უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­ხურ­ვა ან გახ­ს­ნა, არც ის, რომ სტუ­დენტს შე­ეზღუ­დე­ბა უფ­ლე­ბა, აქ ის­წავ­ლოს, იმი­ტომ რომ, ამ კონ­ცეფ­ცი­ით არ­სე­ბობს სხვა სერ­ვი­სის მიმ­წო­დე­ბე­ლი და თუ აქ ვერ იყი­დის ამ სერ­ვისს, რა პრობ­ლე­მაა, იმავე სერ­ვისს სად­მე სხვა­გან შეს­თა­ვა­ზე­ბენ. უნი­ვერ­სი­ტე­ტი არ გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეკ­რე­ბის ად­გი­ლი, სა­დაც ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა თა­ვის ღი­რე­ბუ­ლე­ბებს ერ­თ­მა­ნეთს უზი­ა­რებს, ხდე­ბა აზ­რე­ბის გაც­ვ­ლა, ად­გი­ლი, სა­დაც ირ­ჩევ მე­გობ­რებს, შე­იძ­ლე­ბა მო­მა­ვალ მე­უღ­ლე­საც კი და ა.შ. (მა­გა­ლი­თად, მე ჩე­მი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე იმ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ვი­ცა­ნი, რო­მელ­შიც ვსწავ­ლობ­დი). სხვა­თა შო­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სო­ცი­ა­ლუ­რი ფუნ­ქ­ცია ესეც არის, სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის ად­გი­ლია და არა მხო­ლოდ, ვთქვათ, მარ­ტო კვლე­ვის და სწავ­ლე­ბის. ამ კონ­ცეფ­ცი­ის ფარ­გ­ლებ­ში, სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტს უყუ­რებს, რო­გორც რა­ღაც ერ­თე­ულს, რო­მე­ლიც უნ­და მარ­თოს ისე, რო­გორც მარ­თავს რო­მე­ლი­მე დე­პარ­ტა­მენტს ან, მა­გა­ლი­თად, საწყობს, სა­ი­და­ნაც გა­ი­ცე­მა რა­ღაც სი­კე­თე­ე­ბი.

ეს პა­რა­დიგ­მა მოქ­მე­დებს ყვე­ლა­ზე და გა­სა­გე­ბია ის პა­სი­უ­რო­ბაც, რო­მე­ლიც ამ კონ­კ­რე­ტულ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან მი­მარ­თე­ბა­შია, რო­დე­საც სხვა უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბიც დი­დად არ აქ­ტი­უ­რო­ბენ მის მხარ­და­სა­ჭე­რად. რო­დე­საც ამ სერ­ვი­სის მიმ­წო­დებ­ლე­ბი ერ­თ­მა­ნე­თის კონ­კუ­რენ­ტე­ბი არი­ან, მათ უნ­და მო­ი­ზი­დონ კლი­ენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც, ცხა­დია, ყო­ვეთ­ვის მარ­თ­ლე­ბი არი­ან და ამ კლი­ენ­ტე­ბის მო­ზიდ­ვის მხრივ პრობ­ლე­მა არ არის, რო­მე­ლი­მე სხვა უნი­ვერ­სი­ტე­ტი რომ და­ი­ხუ­როს. პრინ­ციპ­ში, შე­იძ­ლე­ბა გა­გაძ­ლი­ე­როს კი­დეც შენ კონ­კუ­რენ­ცი­ა­ში.

თუ კი­დევ უფ­რო გა­ვა­ფარ­თო­ვებთ კონ­ცეფ­ცი­ას, მა­შინ პრობ­ლე­მა გა­ნათ­ლე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თ­ვის ისიც არის, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ნა­წი­ლი უკ­ვე პირ­და­პირ ითხოვს პრო­ფე­სო­რე­ბის­გან, თა­ვი და­ა­ნე­ბონ ძვი­რადღი­რე­ბულ საქ­მი­ა­ნო­ბებს, რაც მათ ფი­ნან­სუ­რად აზა­რა­ლებს. მა­გა­ლი­თად, კვლე­ვა შე­და­რე­ბით უფ­რო ძვი­რადღი­რე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბაა, სწავ­ლე­ბა — უფ­რო იაფი. სამ­წუ­ხა­როდ, ეს კონ­ცეფ­ცია, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტი ბიზ­ნე­სია, არა მხო­ლოდ კერ­ძო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის პრობ­ლე­მაა, არა­მედ ზო­გა­დად უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის. სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბიც მსგავ­სი კონ­ცეფ­ცი­ით იმარ­თე­ბა, რო­გორც კორ­პო­რა­ცია და არა რო­გორც ერ­თო­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის, რომ­ლე­ბიც იღე­ბენ ერ­თი­ან გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, სა­დაც მიმ­დი­ნა­რე­ობს მსჯე­ლო­ბა და ეს კარ­გად ჩანს, მა­გა­ლი­თად, მა­შინ, რო­დე­საც, ვთქვათ, ილუ­ზი­ას ქმნი­ან, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში ტარ­დე­ბა არ­ჩევ­ნე­ბი და ა.შ.

ამ პა­რა­დიგ­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე პრობ­ლე­მა არ არის, ვი­ყი­დოთ ან გავ­ყი­დოთ უნი­ვერ­სი­ტე­ტი, წა­ვარ­თ­ვათ ან გა­დავ­ცეთ სხვას, შე­ვა­ფა­სოთ პროგ­რა­მე­ბი სა­კუ­თა­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ანუ, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, გა­ნათ­ლე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა არ არის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, არც კულ­ტუ­რე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა… უნი­ვერ­სი­ტეტს არ ვუ­ყუ­რებთ რო­გორც სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ად­გილს, არ ვუ­ყუ­რებთ, რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის ად­გილს.

გია ნო­დია: მე წარ­მად­გი­ნეს, რო­გორც პო­ლი­ტო­ლო­გი, ამი­ტომ პო­ლი­ტი­კუ­რი კუთხით შევ­ხე­დავ ამ სა­კითხს. პირ­ველ რიგ­ში, უნი­ვერ­სი­ტეტს ვუ­ლო­ცავ, რომ ამ ბრძო­ლი­დან გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი გა­მო­დის, თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი საბ­რ­ძოლ­ვე­ლი გახ­და. სამ­წუ­ხა­როა, რომ ამ სფე­რო­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია თვით­ნე­ბუ­რი და აშ­კა­რად პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა. ზო­გა­დად, რომ შევ­ხე­დოთ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ზო­გა­დი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­ზე, უფ­რო ფარ­თო სუ­რა­თის ფარ­გ­ლებ­ში, ცხა­დია, ვსა­უბ­რობთ იმა­ზე, რომ გვინ­და ვი­ყოთ თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, მაგ­რამ იმი­სათ­ვის, რომ ეს ასე იყოს, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, სა­ზო­გა­დო­ე­ბის შიგ­ნით არ­სე­ბობ­დეს ავ­ტო­ნო­მი­უ­რი სივ­რ­ცე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც არ იქ­ნე­ბა მარ­თუ­ლი ვი­ღა­ცის მი­ერ, თვი­თონ და­უ­წე­სე­ბენ თა­ვი­ანთ თავს კა­ნონს. აქ იგუ­ლის­ხ­მე­ბა არა მარ­ტო ფორ­მა­ლუ­რი კა­ნო­ნე­ბი, არა­მედ სუ­ლის­კ­ვე­თე­ბა, ვთქვათ, კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სი­ა­მა­ყე, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი…

ის­ტო­რი­უ­ლად, თა­ვი­სუ­ფალ, დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ზო­გა­დო­ე­ბებ­ში ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ის­ტო­რი­უ­ლი ავ­ტო­ნო­მი­უ­რი სფე­რო, რო­მე­ლიც ზო­გა­დად სა­ზო­გა­დო­ე­ბის თვი­სუფ­ლე­ბის ხა­რის­ხ­ზე ახ­დენს გავ­ლე­ნას, არის გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სფე­რო. რო­დე­საც ვსა­უბ­რობთ იმა­ზე, რამ­დე­ნად თა­ვი­სუ­ფა­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ერთ-ერ­თი (და არა ერ­თა­დერ­თი) მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ინ­დი­კა­ტო­რია, რამ­დე­ნად არის აკა­დე­მი­უ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რამ­დე­ნად თვი­სუ­ფა­ლია უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის სფე­რო. ეს თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბა, ამა­ვე დროს, უნ­და შე­ე­ხა­მოს იმას, რომ გა­ნათ­ლე­ბა სა­ზო­გა­დო სი­კე­თეა, ამი­ტომ მას­ზე სა­ხელ­მ­წი­ფო­საც ეკის­რე­ბა პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა (რის გა­მოც მას­ზე სა­ხელ­მ­წი­ფო კონ­ტ­რო­ლი ერ­თ­გ­ვა­რი გა­მარ­თ­ლე­ბაა). შე­სა­ბა­მი­სად, ეს ორი ღი­რე­ბუ­ლე­ბა ერ­თ­მა­ნეთ­თან შე­იძ­ლე­ბა წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა­ში მო­ვი­დეს. ერ­თი მხრივ, გა­ნათ­ლე­ბა არის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, ადა­მი­ან­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბი, ავ­ტო­ნო­მი­უ­რი სივ­რ­ცე­ე­ბი, სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა, მე­ო­რე მხრივ, არის თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ხელ­მ­წი­ფოს პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა იმა­ზე, რომ უზ­რუნ­ველ­ყოს მთლი­ა­ნად სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­ნათ­ლე­ბის დო­ნე და, ამ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას­თან ერ­თად, გარ­კ­ვე­უ­ლი კონ­ტ­რო­ლის მე­ქა­ნიზ­მე­ბი ჰქონ­დეს. ბუ­ნებ­რი­ვია, რომ ეს პო­ტენ­ცი­უ­რი წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა გარ­დუ­ვა­ლია, თუ­კი ამ ორი­ვე ღი­რე­ბუ­ლე­ბას (სა­ხელ­მ­წი­ფოს პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას და ავ­ტო­ნო­მი­ის აუცი­ლებ­ლო­ბას) ვა­ღი­ა­რებთ. შემ­დეგ უკ­ვე სა­კითხი დგე­ბა იმა­ზე, თუ რა შემ­თხ­ვე­ვა­ში გვაქვს, მე ვიტყო­დი, ისე­თი მა­ხინ­ჯი სა­ხის წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა, რო­გო­რიც და­ვი­ნა­ხეთ ახ­ლა და სხვა შემ­თხ­ვე­ვებ­შიც, რომ­ლე­ბიც ბო­ლო წლებ­ში მოხ­და (პირ­ვე­ლი იყო თა­ვი­სუ­ფა­ლი და აგ­რა­რუ­ლის შემ­თხ­ვე­ვა, შემ­დეგ შაჰი­ნის სკო­ლა და სხვ.). ალ­ბათ, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, თუ რამ­დე­ნა­დაა დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ეს ორი ვი­თა­რე­ბა, სა­ხელ­მ­წი­ფო­ში — კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის სუ­ლის­კ­ვე­თე­ბა.

ჩვენ შე­იძ­ლე­ბა, ფორ­მა­ლუ­რად, შე­ვი­მუ­შა­ოთ სწო­რი ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბი, კერ­ძოდ — თუნ­დაც სა­ხელ­მ­წი­ფო აღი­ა­რებ­დეს ავ­ტო­ნო­მი­ას, თუ­კი ის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას იღებს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ზე გარ­კ­ვე­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით, ბუ­ნებ­რი­ვია, ჩარ­თუ­ლია ხა­რის­ხის კონ­ტ­რო­ლის მე­ქა­ნიზ­მ­ში. სა­ზო­გა­დო­ე­ბა მის­გან ელის ამ ჩარ­თუ­ლო­ბას, მაგ­რამ რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას კონ­ტ­რო­ლის ეს მე­ქა­ნიზ­მე­ბი აქვს, სამ­წუ­ხა­როდ, შემ­დ­გომ­ში მა­თი ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც აქვს, პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნით. რო­გორ მი­ვაღ­წი­ოთ იმას, რომ ეს მე­ქა­ნიზ­მე­ბი სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან ბო­რო­ტად არ იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი? სამ­წუ­ხა­როდ, ეს მხო­ლოდ ცალ­კე აღე­ბულ, გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში ჩარ­თულ ადა­მი­ა­ნებ­ზე არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი, არა­მედ მთლი­ა­ნად სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე, პო­ლი­ტი­კურ ტრა­დი­ცი­ა­სა და კულ­ტუ­რა­ზე, სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­წყო­ბა­ზე — რამ­დე­ნად აპა­ტი­ებს სა­ხელ­მ­წი­ფოს იმას, რომ ასეთ სა­ჭი­რო და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან პრო­ცე­დუ­რებს ბო­რო­ტად იყე­ნებს და მათ პო­ლი­ტი­ზა­ცი­ას ახ­დენს.

ბო­ლო წლე­ბის ნე­გა­ტი­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა შე­რე­ულ სუ­რათს გვაძ­ლევს. შა­ვი ზღვის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ამ­ბა­ვი შე­და­რე­ბით ოპ­ტი­მის­ტუ­რია, ჩანს, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა რე­აქ­ცი­ამ აიძუ­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, უკან და­ე­ხია და ამ სა­კითხის მოგ­ვა­რე­ბა­ზე ეფიქ­რა და არა პი­რი­ქით — საქ­მის გა­ფუ­ჭე­ბა­ზე. უფ­რო ად­რე, თავი­სუ­ფა­ლი და აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის საქ­მეც „ჰე­ფი ენ­დით“ დამ­თავ­რ­და, ანუ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა ზე­წო­ლამ გარ­კ­ვე­უ­ლი რო­ლი შე­ას­რუ­ლა, რომ სა­ხელ­მ­წი­ფოს უკან და­ე­ხია… მსგავ­სი მე­ქა­ნიზ­მე­ბი რომ არ იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, დიდ­წი­ლად, და­მო­კი­დე­ბუ­ლია სწო­რედ სა­ზო­გა­დო­ე­ბის აქ­ტი­ვო­ბა­ზე, პრო­ფე­სი­ულ სო­ლი­და­რო­ბა­ზე სხვა­დას­ხ­ვა უნი­ვერ­სი­ტეტებს შო­რის — და­იც­ვან აკა­დე­მი­უ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა და ზო­გა­დად, სო­ლი­და­რო­ბა­ზე თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თ­ვის. სამ­წუ­ხა­როდ, ბო­ლო წლე­ბის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არის რო­გორც „ჰე­ფი ენ­დით“ დამ­თავ­რე­ბუ­ლი ამ­ბე­ბი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ავ­ტო­ნო­მი­ის დაც­ვის სა­კითხ­ში, ასე­ვე ნე­გა­ტი­უ­რიც.

იმი­სათ­ვის, რომ ჩვენ და­ვიმ­სა­ხუ­როთ თა­ვი­სუფ­ლე­ბა ზო­გა­დად და, კონ­კ­რე­ტუ­ლად, ისეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ცხოვ­რე­ბა, სა­დაც არ­სე­ბობს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ავ­ტო­ნო­მია, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­ნო­მია, ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია, რა თქმა უნ­და, რო­გორც იმ ადა­მი­ა­ნე­ბის სო­ლი­და­რო­ბა­ზე, ვინც ამ სფე­რო­ში მუ­შა­ობს, ისე მთლი­ა­ნად სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის დო­ნე­ზე.

გი­ორ­გი ასა­თი­ა­ნი: მინ­და სა­მარ­თ­ლებ­ლი­ვი პერ­ს­პექ­ტი­ვი­დან გა­ვა­მახ­ვი­ლო ყუ­რადღე­ბა. ცხა­დია, სა­ხელ­მ­წი­ფოს რო­ლი გა­ნათ­ლე­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში ძა­ლი­ან დი­დია. პირ­ველ რიგ­ში, ძა­ლი­ან ბევ­რი სა­სი­ცოცხ­ლო სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი აქ­ტი აღი­ა­რებს გა­ნათ­ლე­ბის უფ­ლე­ბას, რო­გორც ფუნ­და­მენ­ტურ უფ­ლე­ბას და ამას გა­ნამ­ტ­კი­ცებს სა­ქარ­თ­ვე­ლოს კონ­ს­ტი­ტუ­ცი­აც — ყვე­ლას აქვს გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბი­სა და მი­სი ფორ­მის არ­ჩე­ვის თვი­სუფ­ლე­ბა. თუმ­ცა, გა­ნათ­ლე­ბის უფ­ლე­ბა არ უნ­და იყოს გა­გე­ბუ­ლი ისე, რომ ეს არის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა — მი­ი­ღოს ან არ მი­ი­ღოს გა­ნათ­ლე­ბა. კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ის 35-ე მუხ­ლ­ში მკა­ფი­ო­დაა ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, ზო­გა­დად, სა­ხელ­მ­წი­ფო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი გა­ნათ­ლე­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში. სა­ხელ­მ­წი­ფოს ეკის­რე­ბა გარ­კ­ვე­უ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი სკო­ლამ­დე­ლი და ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას­თან ჰარ­მო­ნი­ზა­ცი­ას­თან მი­მარ­თე­ბა­ში და, ასე­ვე, სა­ხელ­მ­წი­ფოს რო­ლი დი­დია გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის კონ­ტ­როლ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. თუმ­ცა, ხში­რად მექ­მ­ნე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა (და ესეც ამ მოვ­ლე­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს), რომ სა­ხელ­მ­წი­ფო, გა­ნათ­ლე­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში, აღიქ­მე­ბა, რო­გორც მა­გი­და­ზე მუშ­ტის მრტყმე­ლი გარ­კ­ვე­უ­ლი ინ­ს­ტი­ტუ­ტი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ხში­რად სა­დამ­ს­ჯე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბებს ატა­რებს და თა­ვის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას სხვა­დას­ხ­ვა იარა­ღად იყე­ნებს გა­ნათ­ლე­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში. მა­შინ, რო­დე­საც კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ის 35-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლი პირ­და­პირ მი­უ­თი­თებს სა­ხელ­მ­წი­ფოს ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, მხა­რი და­უ­ჭი­როს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს, მა­თი საქ­მი­ა­ნო­ბის ფარ­გ­ლებ­ში. სა­ხელ­მ­წი­ფოს რო­ლი არის არა მხო­ლოდ ის, რომ გა­ა­კონ­ტ­რო­ლოს, გარ­კ­ვე­უ­ლი სან­ქ­ცი­ე­ბი გა­ა­ტა­როს და და­სა­ჯოს ისი­ნი, არა­მედ მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­უწყოს ხე­ლი სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს, რომ მათ უფ­რო ეფექ­ტუ­რად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ თა­ვი­ან­თი საქ­მი­ა­ნო­ბა. თუმ­ცა, ბო­ლო მოვ­ლე­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­ხელ­მ­წი­ფო სა­დამ­ს­ჯე­ლო მე­ქა­ნიზ­მად გვევ­ლი­ნე­ბა ხოლ­მე და ხელ­შეწყო­ბის ხა­რის­ხი უფ­რო ნაკ­ლე­ბია, ვიდ­რე სან­ქ­ცი­ე­ბის გა­ტა­რე­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რაც ძა­ლი­ან ცუ­დად აისა­ხე­ბა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ზე.

მო­ამ­ზა­და მა­კა ყი­ფი­ან­მა

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები