30 ივნისი, ორშაბათი, 2025

eTwinning პროექტი: „მოგზაურობა პროფესიების სამყაროში“/გამოცდილებიდან/

spot_imgspot_img

ჩხორიის საჯარო სკოლა, უკვე მერვე წელია, ჩართულია eTwinning-ის ქსელში, რომელშიც გაწევრიანებულია ათასობით მასწავლებელი, რომლებიც იზიარებენ ინკლუზიურ ხედვას, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და 21-ე საუკუნის უნარების მაქსიმალური გამოყენებით. eTwinning-ის ქსელი ხელს უწყობს საინტერესო პროექტების განხორციელებას, სხვადასხვა ქვეყნის მასწავლებლების გამოცდილების ურთიერთგაზიარებას, სწავლების თანამედროვე მეთოდების დაუფლებას, საკუთარი პროექტების შექმნას.

eTwinner-ები ხვდებიან და თანამშრომლობენ ონლაინ, სკოლაში, eTwinning-ის ღონისძიებებსა და კონფერენციებზე, აკეთებენ პრეზენტაციებს, თამაშობენ Kahoot-ს, ამზადებენ სხვადასხვა რესურსს, უკეთ ეუფლებიან უცხო ენას, უვითარდებათ თანამშრომლობის კულტურა. სკოლას eTwinning პროექტების განხორციელების შედეგად, მიღებული აქვს ევროპული ხარისხის ნიშნები. 2021-2022 სასწავლო წელს ჩვენს სკოლას „eTwinning სკოლის“ ტიტული მიენიჭა. მიმდინარე სასწავლო წელს სკოლაში განხორციელდა eTwinning-პროექტი „მოგზაურობა პროფესიების სამყაროში“, რომლის დამფუძნებელი ვიყავი მე (ლულა ხვიჩავა) და თანაავტორი იყო თურქი მასწავლებელი – მერიემ სევინჯი. პროექტში მონაწილე ქვეყნები: საქართველო, თურქეთი, საბერძნეთი, რუმინეთი.

სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლა, ხელმძღვანელები: ლულა ხვიჩავა, ნინო ჯოჯუა, ირინა სოსელია, მზია ქარდავა;

ჯამბულ წურწუმიას სახელობის თბილისის №94 საჯარო სკოლა, ხელმძღვანელი: ნარგიზ ქილიფთარი;

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის ქალაქ ჯვარის №1 საჯარო სკოლა, ხელმძღვანელები: მანანა ქარდავა, ლელა ჯღამაია, რიმა ჯანჯღავა, მაია ბელქანია;

სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის აფხაზეთის №1 საჯარო სკოლა, ხელმძღვანელი: მაკა თოლორდავა;

სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიის საჯარო სკოლა, ხელმძღვანელი: მაია მამიაშვილი;

თურქეთი (50. Y?l Ahmet Merter Ilkokulu Güngören – ხელმძღვანელები – ფატმა საჰინი, ჰასან გუნესი, იასინ ბურუკი;

თურქეთი – Murat Kölük Ilkokulu Bak?rköy-Turkey – ხელმძღვანელი: სერპილ აკოლი;

თურქეთიSuçıkağı Paşa Karaca Secondary School ხელმძღვანელი: მერიემ სევინჯი;

საბერძნეთი – 1st Markopoulo Junior High School Markopoulo/ Attiki Greece – ხელმძღვანელი: ვასილიკი დოღანი;

რუმინეთი-Scoala Gimnaziala “Grigore Moisil” Ploiestiხელმძღვანელი: ქრისტინა სტანი.

პროექტის მიზანი იყო: მოსწავლეთა მიერ პროფესიის სწორად არჩევის მნიშვნელობის გააზრება, არსებული სტერეოტიპების გაცნობიერება, საკუთარი ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვითცნობიერება და მათი რეალიზების გზების ძიება; მოსწავლეებში 21-ე საუკუნის ისეთი უნარ-ჩვევების განვითარება, რაც აუცილებელია ახალგაზრდა თაობის აღზრდა-ჩამოყალიბებისთვის; მოსწავლეთათვის თავიანთ ქვეყანაში განათლების მიღების შესაძლებლობების გაცნობა; ცნობიერების ამაღლება Web2 ინსტრუმენტების გამოყენების შესახებ; შემოქმედებითობის, კრეატიულობის, გუნდური მუშაობისა და თანამშრომლობის უნარების განვითარება.

შედგა პირველი კომუნიკაცია პროექტში მონაწილე სკოლების მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან, რომელთაც გავაცანით პროექტის მიზნები. შემდგომ მასწავლებლებმა განვიხილეთ პროექტის გეგმა ჩვენს მოსწავლეებთან და გადავანაწილეთ ფუნქციები. პროექტში მონაწილე მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა თავიანთ შესახებ განათავსეს ინფორმაცია მითითებულ გვერდზე.

თანამშრომლობით შეიქმნა:

  1. ინტერნაციონალური გუნდი.
  2. ჩატარდა მოსწავლეთა ონლაინ კონფერენცია თემაზე: „ჩემი საყვარელი პროფესია“.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემები საინტერესო პროფესიებზე, როგორიცაა: ჟურნალისტი, ფსიქოლოგი, თარჯიმანი, ფეხბურთელი, დიპლომატი, ბიზნესმენი, ბიოლოგი, ბორტგამცილებელი, პოლიციელი. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა თემამ „მოდისადმი გატაცების მომგებიან საწარმოდ გადაქცევა“.

კონფერენციაში მონაწილე სკოლების მასწავლებლებს და მოსწავლეებს გადაეცათ ელექტრონული სერტიფიკატები.

მოსწავლეებმა მიიღეს ისეთი ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც ხელს შეუწყობს თანამშრომლობის, სოციალური და კულტურათაშორისი ურთიერთობების ჩამოყალიბებას, ინგლისური ენისა და ციფრული ტექნოლოგიების უკეთ ფლობას, თანამედროვე ისტ-რესურსების გამოყენებით ინფორმაციის მოძიებას, პრეზენტაციების მომზადებას.

  1. შეიქმნა პროექტის ლოგოები და ხმის მიცემის გზით შეირჩა საუკეთესო.

  1. შედგა ერთობლივი ონლაინ თამაში კაჰუტი „ჩემი საყვარელი პროფესია“.
  2. შევქმენით კოლაბორაციული წიგნი Bookcreator-ში, თემაზე: ჩემი ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლები.
  3. Answergarden-ში – ავაგეთ ასოციაციური რუკა სიტყვა „პროფესიებზე“.
  4. პარტნიორმა სკოლებმა რუკაზე თავიანთი სკოლები მონიშნეს.
  5. გუგლ ფორმსის საშუალებით, პარტნიორმა სკოლებმა შეავსეს ინტერესების კითხვარი, რომლის მიხედვითაც დაიგეგმა ვიზიტები სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებაში.
  6. აღვნიშნეთ ინტერნეტ უსაფრთხოებისა და eTwinning-ის დღეები. მოსწავლეებმა გადაიღეს ფოტოები, შექმნეს ვიდეოები და გაუზიარეს თანატოლებს.

საპროექტო მუშაობის დროს გამოვიყენე გუნდური მუშაობა, სწავლა კეთებით,თანატოლებთან ურთიერთობით.

მოსწავლეებმა იმუშავეს მცირე ჯგუფებში, ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, შეავსეს „ინტერესების კითხვარი“, დამოუკიდებლად აწარმოებდნენ მცირე კვლევებს, ჩაატარეს გამოკითხვა სკოლასა და თემში და მოიპოვეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი პროფესიებია მოთხოვნადი.

ორკოლსტუდია

ინტერნეტში მოვიძიეთ ინფორმაცია მონაცემთა დაცვისა და საავტორო უფლებების შესახებ – კანონი, რომლის მიხედვითაც ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება როგორც ონლაინ, ისევე სხვა ადამიანების მოსაზრებებსა და შეხედულებებზე წვდომის უფლება. მოსწავლეებმა გაითავისეს რომ ინტერნეტით სარგებლობის პროცესში ჩვენი პერსონალური მონაცემები რეგულარულად მუშავდება. ეს ხდება მაშინ, როდესაც ჩვენ ვიყენებთ ისეთ სერვისებს, როგორიცაა ბრაუზერი, ელფოსტა, ხმის გადაცემის ინტერნეტ პროტოკოლები, სოციალური ქსელები, საძიებო სისტემები და მონაცემთა შენახვის სერვისები ღრუბელში. ასევე,გააცნობიერეს საავტორო უფლებების მნიშვნელობა, გააკეთეს პლაკატები ინტერნეტის უსაფრთხოების წესებით, რეკომენდაციებით.

გააუმჯობესეს წერა, კითხვა და ლაპარაკი ინგლისურ ენაზე, შეძლეს კომპიუტერული უნარების განვითარება, ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება.

მოსწავლეებმა შექმნეს ელექტრონული პრეზენტაციები, ბუკლეტები, ვიდეო, ფოტოსლაიდები, სურათები და პლაკატები ქალაქზე, სოფელზე, ქვეყანაზე, ითვინინგის დღეზე, ინტერნეტის უსაფრთხოებაზე, პროფესიებზე. ხელოვნური ინტერნეტის გამოყენებით შექმნეს ვიდეოკოლაჟი (საკუთარი თავი მომავალ პროფესიაში), ჩაწერეს ინტერვიუები სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან და შექმნეს ვიდეოები, მოიძიეს ანდაზები და გამონათქვამები სხვადასხვა პროფესიებზე და განათავსეს პადლეთის დაფაზე, მოეწყო ვიზიტი საგანმანათლებლო დაწესებულებებში. დაწერეს პროექტის რეფლექსია გუგლ ფორმსის დახმარებით. თავისუფლად შეუძლიათ საყვარელ პროფესიებზე და მათ მნიშვნელობებზე მსჯელობა.

ვიზიტი ბათუმის უნივერსიტეტში
BAU

 

მათი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა სკოლაში, გამოქვეყნდა სოციალურ ქსელში, მოსწავლეებს განუვითარდათ ჯგუფური მუშაობის, კომუნიკაციის, ენისა და შემოქმედებითი უნარები. მათ უკეთ ისწავლეს ICT ტექნოლოგიები. პროექტზე მუშაობისას გამოვიყენეთ შემდეგი კომპიუტერული პროგრამები: Google.map, Canva, Answergarden, Padlet.com, WordArt, Zoom, Befunky, Youtube.com, Docs.Google.com, Bookcreator.com, Kahoot.com, Kudobox, Pixiz.com, Power.point, და სხვ.).

პროექტის შედეგად შედგა კომუნიკაცია სხვადასხვა ქვეყნის პედაგოგებთან. დავუმეგობრდით ევროპელ მასწავლებლებს, ერთმანეთს იდეები და გამოცდილებები გავუზიარეთ. პროექტმა ხელი შეუწყო სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებას და უფრო ინოვაციური გახადა ის.

ლულა ხვიჩავა
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. ჩხორიის საჯარო სკოლის დირექტორი
spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება