28 აპრილი, კვირა, 2024

eTwinning-პრო­ექ­ტი: „ჩე­მი ქვეყ­ნის ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა“

spot_img

ლულა ხვიჩავა
სსიპ ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფ. ჩხო­რი­ის სა­ჯა­რო სკო­ლის რუ­სუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

 

სსიპ ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჩხო­რი­ის სა­ჯა­რო სკო­ლა, უკ­ვე მე­ექ­ვ­სე წე­ლია, ჩარ­თუ­ლია eTwinning-ის ქსელ­ში, რომ­ლის მი­ზა­ნია თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი პარ­ტ­ნი­ო­რო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის სკო­ლებ­თან, გა­მოც­დი­ლე­ბის ურ­თი­ერ­თ­გა­ზი­ა­რე­ბა, სწავ­ლე­ბის ახა­ლი მე­თო­დე­ბის და­უფ­ლე­ბა, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, სა­კუ­თა­რი პრო­ექ­ტე­ბის შექ­მ­ნა და სხვა.

2022-2023 სას­წავ­ლო წელს სკო­ლა­ში გან­ხორ­ცი­ელ­და eTwinning-პრო­ექ­ტი: „ჩე­მი ქვეყ­ნის ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა“, რომ­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ვი­ყა­ვი მე და თა­ნა­ავ­ტო­რი იყო თურ­ქი მას­წავ­ლე­ბე­ლი. პრო­ექ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე ქვეყ­ნე­ბი: სა­ქარ­თ­ვე­ლო, თურ­ქე­თი, იორ­და­ნია, უკ­რა­ი­ნა.

სკო­ლე­ბი:

 თურ­ქე­თის – (-50. Yıl Ahmet Merter İlkokulu Güngören Turkey)

ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი – ფატ­მა სა­ჰი­ნი

 თურ­ქე­თის – Suçıkağı Paşakaraca Ortaokulu, Turkey İskenderun HATAY

ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი – მე­რი­ემ სე­ვინ­ჯი

  იორ­და­ნი­ის (Jordanian (Raihana Secondary School for Girls, Zarqa)

ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი – მე­ი­ა­და ქა­რა­ვი

  უკ­რა­ი­ნის  Cherkasy Collegium „Berehynia“ Cherkasy, Ukraine

ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი – სვეტ­ლა­ნა ლი­ნარ­ს­კაია

  სა­ქარ­თ­ვე­ლოს – ჯამ­ბულ წურ­წუ­მი­ას სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის 94-ე სა­ჯა­რო სკო­ლა

ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი – ნარ­გიზ ქი­ლიფ­თა­რი

  სსიპ ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჩხო­რი­ის სა­ჯა­რო სკო­ლა

ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბი: ლუ­ლა ხვი­ჩა­ვა, ნი­ნო ჯო­ჯუა, ირი­ნა სო­სე­ლია, მზია ქარ­და­ვა

 წა­ლენ­ჯი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ლუ­დო­ვი­კო ჭან­ტუ­რი­ას სა­ხე­ლო­ბის ქა­ლაქ ჯვა­რის სა­ჯა­რო სკო­ლა

ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბი: მა­ნა­ნა ქარ­და­ვა, ლე­ლა ჯღა­მაია

 სსიპ ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ახა­ლა­ბას­თუმ­ნის სა­ჯა­რო სკო­ლა

ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი – მა­კა თო­ლორ­და­ვა

⇓⇑ პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი იყო:

♦ ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბი­სა და რო­ლის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში. სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის გა­და­შე­ნე­ბუ­ლი, და­უც­ვე­ლი და გა­და­შე­ნე­ბის პი­რას მყო­ფი ფლო­რი­სა და ფა­უ­ნის შეს­წავ­ლა და პრო­ექ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე სხვა რე­გი­ო­ნე­ბი­სა და ქვეყ­ნე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის გა­ზი­ა­რე­ბა, საფ­რ­თხის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის გზე­ბის ძი­ე­ბა.

♦ ეკო­ლო­გი­ი­სა და ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის შე­სა­ხებ მოს­წავ­ლე­თა ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის გაზ­რ­და ეკო­ლო­გი­ი­სა და გა­რე­მოს დაც­ვის კუთხით;

♦ ელექ­ტ­რო­ნუ­ლი უსაფ­რ­თხო­ე­ბის წე­სე­ბი­სა და სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის გაზ­რ­და. Web2 ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი­სა და ინ­გ­ლი­სუ­რი ენის უკეთ და­უფ­ლე­ბა;

♦ მოს­წავ­ლე­ებ­ში კვლე­ვა-ძი­ე­ბის, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის, გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბის, კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა;

♦ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში. ტო­ლე­რან­ტუ­ლი გა­რე­მოს შექ­მ­ნა. პრო­ექ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე ბავ­შ­ვე­ბის მი­ერ ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი პლა­კა­ტე­ბის, ნა­ხა­ტე­ბის, პოს­ტე­რე­ბის, ვი­დე­ო­ე­ბის შექ­მ­ნა, ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა.

საპ­რო­ექ­ტო მუ­შა­ო­ბის დროს გა­მო­ვი­ყე­ნე შე­მეც­ნე­ბი­თი თა­მა­ში კა­ჰუ­ტი, გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბა, სწავ­ლა კე­თე­ბით, თა­ნა­ტო­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბით.

მოს­წავ­ლე­ებ­მა იმუ­შა­ვეს მცი­რე ჯგუ­ფებ­ში, ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. და­მო­უ­კი­დებ­ლად აწარ­მო­ებ­დ­ნენ მცი­რე კვლე­ვებს, მო­ი­ძი­ეს ინ­ფორ­მა­ცია სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის შე­სა­ხებ /მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ზა­ნი 15. დე­და­მი­წის ეკო­სის­ტე­მე­ბი/.

პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, შედ­გა პირ­ვე­ლი ონ­ლა­ინ შეხ­ვედ­რა პრო­ექ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე სკო­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლებ­თან და მოს­წავ­ლე­ებ­თან, რო­მელ­თაც პრო­ექ­ტის მიზ­ნე­ბი გა­ვა­ცა­ნი. შემ­დ­გომ, მას­წავ­ლებ­ლებ­მა, ჩვენს მოს­წავ­ლე­ებ­თან, გან­ვი­ხი­ლეთ პრო­ექ­ტის გეგ­მა და გა­და­ვა­ნა­წი­ლეთ ფუნ­ქ­ცი­ე­ბი ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მი­ხედ­ვით. პრო­ექ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე მოს­წავ­ლე­ებ­მა და მას­წავ­ლებ­ლებ­მა, ინ­ფორ­მა­ცია ჩვენ შე­სა­ხებ, თვინ­ს­პე­ის­ზე მი­თი­თე­ბულ გვერ­დ­ზე გან­ვა­თავ­სეთ. შიქ­მ­ნა ლო­გოს დი­ზა­ი­ნი, რო­მე­ლიც ასა­ხავ­და პრო­ექ­ტის სა­ხელ­წო­დე­ბის – „ჩე­მი ქვეყ­ნის ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა“ – თე­მას. აქ­ტი­ვო­ბის ბო­ლოს, სა­უ­კე­თე­სო ნა­მუ­შე­ვა­რი პრო­ექ­ტის მთა­ვა­რი ლო­გო გახ­და. პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თულ მოს­წავ­ლე­თა შო­რის შე­ირ­ჩა ერ­თი მოს­წავ­ლე-ად­მი­ნის­ტ­რა­ტო­რი. მოს­წავ­ლე­ებ­მა წა­რად­გი­ნეს სკო­ლე­ბი, ქვეყ­ნე­ბი, ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის დახ­მა­რე­ბით შექ­მ­ნეს ონ­ლა­ინ თა­მა­ში; აღ­ვ­ნიშ­ნეთ ინ­ტერ­ნეტ უსაფ­რ­თხო­ე­ბის, დე­და­მი­წი­სა და eTwinning-ის დღე­ე­ბი; ინ­ტერ­ნეტ­ში მო­ვი­ძი­ეთ ინ­ფორ­მა­ცია მო­ნა­ცემ­თა დაც­ვი­სა და სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ. კა­ნო­ნი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის უფ­ლე­ბა ონ­ლა­ინ, ისე­ვე რო­გორც სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის მო­საზ­რე­ბებ­სა და შე­ხე­დუ­ლე­ბებ­ზე წვდო­მის უფ­ლე­ბა. მოს­წავ­ლე­ებ­მა გა­აც­ნო­ბი­ე­რეს, რომ ინ­ტერ­ნე­ტით სარ­გებ­ლო­ბის პრო­ცეს­ში ჩვე­ნი პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი რე­გუ­ლა­რუ­ლად მუ­შავ­დე­ბა. ეს ხდე­ბა მა­შინ, რო­დე­საც ისეთ სერ­ვი­სებს ვი­ყე­ნებთ, რო­გო­რი­ცაა ბრა­უ­ზე­რი, ელ­ფოს­ტა, ხმის გა­და­ცე­მის ინ­ტერ­ნეტ პრო­ტო­კო­ლე­ბი, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი, სა­ძი­ე­ბო სის­ტე­მე­ბი და მო­ნა­ცემ­თა შე­ნახ­ვის სერ­ვი­სე­ბი ღრუ­ბელ­ში. მოს­წავ­ლე­ებ­მა გა­აც­ნო­ბი­ე­რეს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, და­ამ­ზა­დეს პლა­კა­ტე­ბი ინ­ტერ­ნე­ტის უსაფ­რ­თხო­ე­ბის წე­სებ­ზე, გა­წე­რეს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, გა­და­ი­ღეს ფო­ტო­ე­ბი, შექ­მ­ნეს ვი­დე­ო­ე­ბი და გა­უ­ზი­ა­რეს თა­ვი­ანთ თა­ნა­ტო­ლებს.

თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით შე­იქ­მ­ნა:

ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი გუნ­დი

პრო­ექ­ტის რუ­კა Pictra map-ში.

ჩა­ტარ­და მოს­წავ­ლე­თა კონ­ფე­რენ­ცია, სა­დაც მოს­წავ­ლე­ებ­მა ერ­თ­მა­ნეთს გა­უ­ზი­ა­რეს თა­ვი­ან­თი ქვეყ­ნე­ბის ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის შე­სა­ხებ სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი, მო­ამ­ზა­დეს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი შემ­დეგ თე­მებ­ზე:

  1. რა არის ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა? /ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი – ფატ­მა სა­ჰი­ნი/
  2. თურ­ქე­თის ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა /ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი – ფატ­მა სა­ჰი­ნი/
  3. იორ­და­ნი­ის ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა /ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი – მე­ი­ა­და ქა­რა­ვი/
  4. ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა ჩე­მი კა­მე­რის ობი­ექ­ტი­ვი­დან /ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი – ნარ­გიზ ქი­ლიფ­თა­რი/
  5. თბი­ლი­სის ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღი /ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი – ნარ­გიზ ქი­ლიფ­თა­რი/
  6. სი­ცოცხ­ლე წყლის ქვეშ /ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი – ლუ­ლა ხვი­ჩა­ვა/
  7. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა /ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი – ლუ­ლა ხვი­ჩა­ვა/
  8. ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა არის სი­ცოცხ­ლე დე­და­მი­წა­ზე /ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი – ირი­ნა სო­სე­ლია/
  9. იშ­ვი­ა­თი სა­ხის მცე­ნა­რე­ე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში /ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი – ნი­ნო ჯო­ჯუა/
  10. იშ­ვი­ა­თი სა­ხის ფრინ­ვე­ლე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში /ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი – მზია ქარ­და­ვა/
  11. იშ­ვი­ა­თი სა­ხის ცხო­ვე­ლე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში /ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი – მა­ნა­ნა ქარ­და­ვა/
  12. გა­და­შე­ნე­ბის პი­რას მყო­ფი ფლო­რა და ფა­უ­ნა /ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი – ლე­ლა ჯღა­მაია/.

პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა შე­ი­ძი­ნეს ისე­თი ცოდ­ნა და უნარ-ჩვე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ხელს შე­უწყობს მათ­ში აქ­ტი­უ­რი გა­რე­მოს­დაც­ვი­თი პო­ზი­ცი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, თა­ნა­მედ­რო­ვე ის­ტ­რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით შეძ­ლე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბას, პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბის მომ­ზა­დე­ბას, სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის მოს­წავ­ლე­ებ­თან და მას­წავ­ლებ­ლებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას, სწავ­ლე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბი­სა და მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცი­ის ზრდას, საპ­რე­ზენ­ტა­ციო უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ეფექ­ტი­ა­ნად გა­მო­ყე­ნე­ბას.

♦ შე­იქ­მ­ნა პრო­ექ­ტის ლო­გო­ე­ბი და შე­ირ­ჩა სა­უ­კე­თე­სო

♦ შედ­გა ერ­თობ­ლი­ვი ონ­ლა­ინ თა­მა­ში კა­ჰუ­ტი, მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნებ­ზე

♦ Bookcreator-ში შევ­ქ­მე­ნით კო­ლა­ბო­რა­ცი­უ­ლი წიგ­ნი თე­მა­ზე „ჩემი ქვეყ­ნის წი­თელ წიგ­ნ­ში შე­ტა­ნი­ლი სა­ხე­ო­ბე­ბი /ფლო­რა და ფა­უ­ნა/“

♦ ასე­ვე, Story jumper-ში შევ­ქ­მე­ნით კო­ლა­ბო­რა­ცი­უ­ლი წიგ­ნი თე­მა­ზე „მე რომ ყვა­ვი­ლი ვი­ყო…“

♦ Answergarden-ში ავა­გეთ ასო­ცი­ა­ცი­უ­რი რუ­კა სიტყ­ვა­ზე – „ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა“.

პრო­ექ­ტ­მა სე­რი­ო­ზუ­ლი სტი­მუ­ლი მის­ცა მოს­წავ­ლე­ებს, გა­მო­ი­ყე­ნონ სხვა­დას­ხ­ვა თე­მე­ბი შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად, რა თქმა უნ­და, ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი მე­თო­დე­ბით: ახა­ლი ინ­გ­ლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით, ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და ინ­გ­ლი­სუ­რი ენის გაკ­ვე­თი­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით, ახა­ლი ცოდ­ნის აგე­ბით წი­ნას­წა­რი ცოდ­ნი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სხვა­დას­ხ­ვა დის­ციპ­ლი­ნუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბის სინ­თე­ზი­რე­ბით. მოს­წავ­ლე­ებს გა­ნუ­ვი­თარ­დათ ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბის, და­ხა­რის­ხე­ბი­სა და ანა­ლი­ზის უნარ-ჩვე­ვე­ბი; ჯგუ­ფუ­რი მუ­შა­ო­ბის, კვლე­ვის, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­სა და პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის უნა­რე­ბი. მათ შეძ­ლეს ინ­გ­ლი­სურ ენა­ზე მუ­შა­ო­ბა — გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეს წე­რა, კითხ­ვა და ლა­პა­რა­კი; შეძ­ლეს კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, ინ­ტერ­ნე­ტის უსაფ­რ­თხო გა­მო­ყე­ნე­ბა, სხვა­დას­ხ­ვა პროგ­რა­მე­ბის შეს­წავ­ლა.

ასე­ვე, გა­ეც­ნენ ელექ­ტ­რო­ნუ­ლი უსაფ­რ­თხო­ე­ბის წე­სებს, აიმაღ­ლეს ეკო­ლო­გი­ი­სა და ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბა, გა­აც­ნო­ბი­ე­რეს ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის ცვლი­ლე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა, იმ­ს­ჯე­ლეს საფ­რ­თხის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის გზებ­ზე. მოს­წავ­ლე­ებ­მა უკეთ გა­ი­აზ­რეს თუ რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას დე­და­მი­წა­ზე სი­ცოცხ­ლის არ­სე­ბო­ბი­სათ­ვის და აქ­ტი­უ­რად ჩა­ებ­ნენ მი­სი გა­დარ­ჩე­ნის გეგ­მის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში. უკეთ აანა­ლი­ზე­ბენ ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის შემ­ცი­რე­ბა­ზე მოქ­მედ ფაქ­ტო­რებს (მა­გა­ლი­თად, კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა, სა­ბი­ნად­რო გა­რე­მოს გა­ნად­გუ­რე­ბა, გა­რე­მოს და­ბინ­ძუ­რე­ბა…), მსოფ­ლი­ო­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს მა­გა­ლი­თებ­ზე. შექ­მ­ნეს ელექ­ტ­რო­ნუ­ლი პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი, ვი­დეო და ფო­ტოს­ლა­ი­დე­ბი, სუ­რა­თე­ბი და პლა­კა­ტე­ბი ქა­ლაქ­ზე, სო­ფელ­ზე, ქვე­ყა­ნა­ზე, eTwinning-ის დღე­ზე, ინ­ტერ­ნე­ტის უსაფ­რ­თხო­ე­ბა­ზე, დე­და­მი­წის დღე­ზე. ამი­სათ­ვის გა­მო­ი­ყე­ნეს Web2 ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი:

www.canva.com,Thinglink.com,Padlet.com,Biteable.com,www.youtube.com,Postermywall.com,

Answergarden.com,Story jumper, Bookcreator.com, Mosaic.ly, Docs.Google.com , Pixiz.com, Befunky და სხვ.

და­წე­რეს პრო­ექ­ტის რეფ­ლექ­სია გუგ­ლი ფორ­მ­სის დახ­მა­რე­ბით.

მოს­წავ­ლე­თა ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­მო­ფე­ნა გა­ი­მარ­თა სკო­ლა­ში, ისი­ნი გა­მოქ­ვეყ­ნ­და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

პრო­ექ­ტის შე­დე­გად შედ­გა კო­მუ­ნი­კა­ცია სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის პე­და­გო­გებ­თან. და­ვუ­მე­გობ­რ­დით ევ­რო­პელ მას­წავ­ლებ­ლებს, ერ­თ­მა­ნეთს იდე­ე­ბი და გა­მოც­დი­ლე­ბე­ბი გა­ვუ­ზი­ა­რეთ. პრო­ექ­ტ­მა ხე­ლი შე­უწყო სწავ­ლე­ბის პრაქ­ტი­კის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას და უფ­რო ინო­ვა­ცი­უ­რი გა­ხა­და ის. შევ­თან­ხ­მ­დით, მო­მა­ვალ­შიც ერ­თად დავ­გეგ­მოთ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტი სა­ინ­ტე­რე­სო თე­მა­ზე.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები