13 მარტი, ხუთშაბათი, 2025

emis-ის რეკომენდაცია სკოლებს – რა პრობლემები გამოიკვეთა სემესტრული ნიშნების არასწორად დაანგარიშების პროცესში

spot_imgspot_img

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ელექტრონულ ჟურნალში სემესტრული ნიშნების არასწორად დაანგარიშების მიზეზებს განმარტავს და სკოლებს აძლევს რეკომენდაციას, როგორ დაძლიონ პროლემა.

„ელექტრონული. ჟურნალის წარმოების პროცესში გამოიკვეთა პრობლემა იმ საგნებთან დაკავშირებით, რომელთა სწავლება ხორციელდება მხოლოდ პირველ სემეტსრში. კერძოდ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს აღნიშნული საგნები კვლავ უფიქსირდებათ საგაკვეთილო ბადეებში, რაც იწვევს სემესტრული ნიშნების არასწორ დაანგარიშებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გამოიკვეთა საჭირეობა, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა, უზრუნველყონ სისტემა eSchool – ში შეტანილი ყველა ტიპის „საგაკვეთილო ბადის“ გადამოწმება (დასწრებული ცხრილი, დისტანციურ ელექტრონული ცხრილი, დისტანციურ ჰიბრიდული ცხრილი) და უზრუნველყონ იმ გაკვეთილების წაშლა ყველა ტიპის განრიგიდან, რომელთა სწავლებაც არ ხორციელდებოდა მეორე სემესტრში.

 გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ წაშლა უნდა განხორციელდეს გაუქმებული გაკვეთილების შემთხვევაშიც, რათა მოხდეს ელექტრონულ ჟურნალში, სემესტრული ნიშნების სწორედ დაანგარიშება.

 

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება