23 ნოემბერი, შაბათი, 2024

ელიზაბეთ რუდი ჩიბათის სკოლაში

spot_img

„მო­გე­სალ­მე­ბით ქალ­ბა­ტო­ნო რუ­დი,

მე ლა­დო აფხა­ზა­ვა ვარ, ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ციპ­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჩი­ბა­თის სა­ჯა­რო სკო­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი.
რამ­დე­ნი­მე თვეა ლან­ჩხუთ­ში ოკუ­პა­ცი­ის მუ­ზე­უ­მი გავ­ხ­სე­ნით, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს პლატ­ფორ­მას ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის­თ­ვის, რო­მელ­თა ფარ­გ­ლებ­შიც ახალ­გაზ­რ­დებს აქვთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, აიმაღ­ლონ ცნო­ბი­ე­რე­ბა ოკუ­პა­ცი­ის შე­სა­ხებ. ოკუ­პა­ცი­ის მუ­ზე­უ­მის კონ­ცეპ­ტი გუ­ლის­ხ­მობს სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბის მოწ­ვე­ვას, სა­ჯა­რო ლექ­ცი­ებს და დის­კუ­სი­ებს ოკუ­პა­ცი­ის თე­მის ირ­გ­ვ­ლივ. გვსურს, მო­ვიწ­ვი­ოთ სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბი და გავ­მარ­თოთ მათ­თან შეხ­ვედ­რე­ბი და დის­კუ­სი­ე­ბი.
ჩვენს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, ისე­ვე რო­გორც ზო­გა­დად ქვე­ყა­ნა­ში, საკ­მა­ოდ ძლი­ე­რია რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მან­ქა­ნის გავ­ლე­ნა, რაც ან­ტი­და­სავ­ლუ­რი გან­წყო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას უწყობს ხელს. მით უმე­ტეს იმ ფაქ­ტო­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ რე­გი­ო­ნებ­ში ინ­ფორ­მა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბაა და მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბის პრო­ცე­სი დე­ფი­ცი­ტუ­რია.
სწო­რედ ამი­ტომ ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ლან­ჩხუთ­ში თქვე­ნი დახ­მა­რე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ბევ­რი აქ­ტი­ვო­ბი­სა და პრო­ექ­ტე­ბი­სა, რომ­ლებ­საც ჩემს სკო­ლა­ში ვა­კე­თებ, ვფიქ­რობ, რომ აუცი­ლე­ბე­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით მოს­წავ­ლე­ებს და ახალ­გაზ­რ­და ადა­მი­ა­ნებს ჰქონ­დეთ ჰო­რი­ზონ­ტის კი­დევ უფ­რო გა­ფარ­თო­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.
ამავ­დ­რო­უ­ლად კი ვთვლი, რომ ჩემ მი­ერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გლო­ბა­ლუ­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას შე­უწყობს ხელს. ამი­ტო­მაც ვცდი­ლობ, ხელთ არ­სე­ბუ­ლი რე­სურ­სე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ვი­ყე­ნო, რა­თა ჩე­მი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ახალ­გაზ­რ­დე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბა გავ­ზარ­დო ოკუ­პა­ცი­ის თე­მის ირ­გ­ვ­ლივ.
რე­სურ­სე­ბის სიმ­წი­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ მრცხვე­ნია და სას­წავ­ლო რე­სურ­სებს სა­ნაგ­ვე ურ­ნე­ბი­დან ვი­ღებ და ვი­ყე­ნებ სას­კო­ლო პრაქ­ტი­კა­ში. მე არ მაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, თქვე­ნი ვი­ზი­ტის გზის თან­ხე­ბი და­ვა­ფი­ნან­სო, თუმ­ცა მაქვს დი­დი სურ­ვი­ლი, ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ახალ­გაზ­რ­დებ­მა იხი­ლონ ამე­რი­კის ელ­ჩი და მო­ის­მი­ნონ მი­სი მოხ­სე­ნე­ბა.
ვფიქ­რობ, თქვე­ნი ჩა­მოს­ვ­ლა ლან­ჩხუთ­ში ჩვენ­თ­ვი­საც სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა და თქვენ­თ­ვი­საც.
თუ თქვენ და­თან­ხ­მ­დე­ბით ამ შე­მო­თა­ვა­ზე­ბას, ჩვენ შევ­ძ­ლებთ ერ­თობ­ლი­ვად გა­დავ­წყ­ვი­ტოთ ვი­ზი­ტის თა­რი­ღი და დავ­გეგ­მოთ სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რა!
კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბით, მას­წავ­ლე­ბე­ლი ლან­ჩხუ­თი­დან
ლა­დო აფხა­ზა­ვა. 14.09.2018 წე­ლი.“

წე­რილ­ზე პა­სუ­ხი ჩი­ბა­თის სკო­ლის მას­წავ­ლე­ბელ­მა მა­ლე­ვე მი­ი­ღო და, რაც მთა­ვა­რია, მი­ი­ღო თან­ხ­მო­ბა — გა­დაწყ­და, რომ ლან­ჩხუთ­ში, „ოკუ­პა­ცი­ის მუ­ზე­უმს“, ელი­ზა­ბეთ რუ­დი 19 ოქ­ტომ­ბერს ეწ­ვე­ო­და.
რაც შე­ე­ხე­ბა მას­წავ­ლე­ბელს ლან­ჩხუ­თი­დან — ლა­დო აფხა­ზა­ვას — ბევ­რი წარ­დ­გე­ნა არ სჭირ­დე­ბა, რად­გან მი­სი სა­ხე­ლი და გვა­რი მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნულ ჯილ­დოს პირ­ველ მფლო­ბელს უკავ­შირ­დე­ბა. გა­სუ­ლი წლის სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლე­ბელ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბას თა­ვი არა­ერ­თი აქ­ტი­ვო­ბით და­ა­მახ­სოვ­რა. „ლა­დო, რო­გორ ას­წ­რებ ამ­დენს?“ — ძა­ლი­ან ხში­რად ვკითხუ­ლობ ამ სტა­ტუსს მის ფე­ის­ბუქ­გ­ვერ­დ­ზე, რო­მელ­საც მე­გობ­რე­ბი და კო­ლე­გე­ბი წე­რენ.
გუ­რი­ის, ერთ-ერ­თი სოფ­ლის, ჩი­ბა­თის თით­ქოს არაფ­რით გა­მორ­ჩე­უ­ლი სა­ჯა­რო სკო­ლა კი, ყუ­რადღე­ბის ცენ­ტ­რ­ში ლა­დო აფხა­ზა­ვამ მას შემ­დეგ მო­აქ­ცია, რაც იქ სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლად და­იწყო მუ­შა­ო­ბა — ყვე­ლა მოს­წავ­ლის­თ­ვის ძა­ლი­ან სა­სურ­ველ და საყ­ვა­რელ მას­წავ­ლებ­ლად იქ­ცა. სი­ურ­პ­რი­ზე­ბით სავ­სეა მი­სი გაკ­ვე­თი­ლი, წი­ნას­წარ არა­ვინ იცის, სად და რო­გორ და­იწყე­ბა ან რა გან­ვი­თა­რე­ბას ჰპო­ვებს. უბ­რა­ლოდ, მის დაწყე­ბას მოს­წავ­ლე­ე­ბი მო­უთ­მენ­ლად ელი­ან და შემ­დეგ წამ­ყ­ვა­ნი ძა­ლაც თა­ვად ხდე­ბი­ან. „მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს“ მი­ღე­ბის შემ­დეგ, მან პე­და­გო­გი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა კი­დევ უფ­რო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, აქ­ტი­უ­რი და სა­ინ­ტე­რე­სო გა­ხა­და. მი­სი მო­ტი­ვა­ცია, რო­მე­ლიც ისე­დაც არ აკ­ლ­და, გა­ორ­მაგ­და და ყო­ველ­დღე, გარ­და იმი­სა, რომ გაკ­ვე­თილს ატა­რებს, მუდ­მივ ძი­ე­ბა­ში და მცდე­ლო­ბა­შია, რი­თი გა­ხა­დოს უფ­რო სა­სარ­გებ­ლო მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის. თუმ­ცა, მხო­ლოდ მოს­წავ­ლე­ე­ბით არ შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა და მი­სი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, კარ­გა ხა­ნია (ეროვ­ნულ ჯილ­დომ­დეც), გას­ც­და სკო­ლის ფარ­გ­ლებს და თემ­შიც ისე­თი­ვე წარ­მა­ტე­ბით და­იმ­კ­ვიდ­რა ად­გი­ლი. ფიქ­რობს, რომ სკო­ლა და მოს­წავ­ლე თე­მის­გან მოწყ­ვე­ტით და გან­ცალ­კე­ვე­ბუ­ლად ვერ გან­ვი­თარ­დე­ბა, რად­გან სო­ცი­უ­მი, რო­მელ­შიც მას სკო­ლის შემ­დეგ უწევს ყოფ­ნა და ცხოვ­რე­ბა ისე­თი­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მი­სი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის, რო­გორც სკო­ლა და გაკ­ვე­თი­ლი.
ლა­დო აფხა­ზა­ვა აშშ-ს სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (USAID) მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მის ყო­ფი­ლი მო­ნა­წი­ლეა. პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის და­გეგ­მილ აქ­ტი­ვო­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რო­გო­რი­ცაა: ღია გაკ­ვე­თი­ლე­ბი, ტრე­ნინ­გე­ბი, მრგვა­ლი მა­გი­დე­ბი და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ზი­ა­რე­ბის ჯგუ­ფის შეხ­ვედ­რე­ბი, ლა­დოს პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში და­ეხ­მა­რა. აშშ-ს სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი მი­ნი-გრან­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, მოს­წავ­ლე­ებ­მა, პე­და­გო­გის მხარ­და­ჭე­რით, სკო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის სა­სარ­გებ­ლო პრო­ექ­ტე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. პრო­ექ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით მოს­წავ­ლე­ებ­მა ის­წავ­ლეს, რომ სა­ერ­თო პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბის­თ­ვის გა­წე­უ­ლი ძა­ლის­ხ­მე­ვა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის.
აშშ-ს სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მე­ბი ხელს უწყობს სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას სკო­ლებ­ში და ახალ­გაზ­რ­დე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბას სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვო­ბებ­ში. აღ­ნიშ­ნულ­მა პროგ­რა­მებ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლოს სკო­ლე­ბის 60%-ს გა­უ­წია დახ­მა­რე­ბა.
ჩვენ გვაქვს პა­ტა­რა სა­ხელ­მ­წი­ფო, რო­მე­ლიც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრინ­ცი­პე­ბით იმარ­თე­ბა და მას­ში თა­ნაბ­რად ვართ ჩარ­თუ­ლე­ბი მეც, მას­წავ­ლებ­ლე­ბიც და მოს­წავ­ლე­ე­ბიც. — ამ­ბობს ლა­დო აფხა­ზა­ვა. — რო­ცა ოკუ­პა­ცი­ის მუ­ზე­უ­მის იდეა გაგ­ვიჩ­ნ­და მე და ჩემს მოს­წავ­ლე­ებს, და­ვიწყეთ მო­ძი­ე­ბა, ვინ იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ამ თე­მით, ყვე­ლა­ზე ხში­რად ვინ სა­უბ­რობ­და ამ თე­მა­ზე და აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ ყვე­ლა­ზე ხში­რად ოკუ­პა­ცი­ა­ზე პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტ­რა­ცია სა­უბ­რობს. მივ­ხ­ვ­დით, რომ ის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რეა. დავ­წე­რეთ პრო­ექ­ტი, გა­ვაგ­ზავ­ნეთ და, თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მე­ო­რე დღეს­ვე შეგ­ვეხ­მი­ა­ნენ. მოგ­ვ­წე­რეს, არ გვე­გო­ნა ლან­ჩხუთ­ში ოკუ­პა­ცი­ის თე­მა­ზე ასე­თი პრო­ექ­ტის გა­კე­თე­ბა­ზე თუ ვინ­მე იფიქ­რებ­დაო. ამი­ტომ მათ­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი აღ­მოჩ­ნ­და, რომ ლან­ჩხუთ­შიც ის­მო­დეს ოკუ­პა­ცი­ის თე­მა­ზე დე­ბა­ტე­ბი და ინ­ტენ­სი­უ­რი სა­უბ­რე­ბი.

ლან­ჩხუთ­ში ოკუ­პა­ცი­ის მუ­ზე­უ­მი გან­თავ­სე­ბუ­ლია მხა­რეთ­მ­ცოდ­ნე­ო­ბის მუ­ზე­უ­მის პირ­ვე­ლ სარ­თულ­ზე, რო­მე­ლიც არა­სო­დეს გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლა. გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, ეს ად­გი­ლი აგ­ვეთ­ვი­სე­ბი­ნა.
მო­ვი­ძი­ეთ ფონ­დე­ბი/თან­ხე­ბი და მხა­რეთ­მ­ცოდ­ნე­ო­ბის მუ­ზე­უმ­ში შევ­ქ­მე­ნით დი­დი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე, სა­დაც ქარ­თუ­ლის, ის­ტო­რი­ის, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლებს შე­უძ­ლი­ათ სხვა­დას­ხ­ვა პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, მსგავს გა­მოხ­მა­უ­რე­ბას ასეთ მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში არ ვე­ლო­დით, მაგ­რამ უკ­ვე 8 სკო­ლამ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ამ სივ­რ­ცე­ში სხვა­დას­ხ­ვა პრო­ექ­ტი — მუ­ზე­უ­მი მათ გა­მო­ი­ყე­ნეს, რო­გორც სას­წავ­ლო რე­სურ­სი. აქ ყვე­ლა პი­რო­ბაა ამის­თ­ვის შექ­მ­ნი­ლი, აღ­ჭურ­ვი­ლია სა­ჭი­რო ინ­ვენ­ტა­რით: სა­ვარ­ძ­ლე­ბით, მა­გი­დე­ბით, დი­დი ეკ­რა­ნით, პრო­ექ­ტო­რით, რე­სურ­სე­ბით, ექ­ს­პო­ნა­ტე­ბით. შე­უძ­ლი­ათ მოს­წავ­ლე­ე­ბი მი­იყ­ვა­ნონ და გაკ­ვე­თი­ლე­ბი ჩა­ა­ტა­რონ.
ჩვენ უკ­ვე მო­ვა­ხერ­ხეთ და გერ­მა­ნი­ი­დან ახალ­გაზ­რ­და ელ­ჩი ჩა­მო­ვიყ­ვა­ნეთ — მი­ხე­ილ სარ­ჯ­ვე­ლა­ძე, რო­მელ­მაც ორ­დღი­ა­ნი ლექ­ცია ჩა­ა­ტა­რა ოკუ­პა­ცი­ის თე­მა­ზე. ახ­ლა ამე­რი­კის ელ­ჩი გვყავ­და. მა­ლე, ჩვე­ნი მოწ­ვე­ვით, ეს­ტო­ნე­თის ელ­ჩი ჩა­მო­ვა, ასე­ვე, ვე­ლო­დე­ბით პო­ლო­ნე­თის ელ­ჩ­საც. ძა­ლი­ან გვი­ხა­რია, რომ მათ­გან თან­ხ­მო­ბა მი­ვი­ღეთ. რაც მთა­ვა­რია, ეს აქ­ტი­ვო­ბე­ბი არა მარ­ტო ჩი­ბა­თის სკო­ლის, არა­მედ მთე­ლი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის ხორ­ცი­ელ­დე­ბა. გვინ­და, ოკუ­პა­ცი­ის თე­მა უფ­რო მე­ტად წა­მოვ­წი­ოთ ახალ­გაზ­რ­დებ­ში.
ოკუ­პა­ცი­ის მუ­ზე­უ­მი მარ­თ­ლაც სა­უ­კე­თე­სო შე­საძ­ლებ­ლო­ბად შე­იძ­ლე­ბა ვაქ­ცი­ოთ ჩვე­ნი რე­გი­ო­ნის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, მი­სი სა­ხით მათ ექ­ნე­ბათ სივ­რ­ცე, სა­დაც შეხ­ვ­დე­ბი­ან ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს, პო­ლი­ტი­კო­სებს, რად­გა­ნაც რე­გი­ო­ნის მოს­წავ­ლე­ე­ბი მა­ინც მოკ­ლე­ბუ­ლი არი­ან ასეთ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში ჩარ­თ­ვას.
რაც შე­ე­ხე­ბა ამე­რი­კის ელ­ჩის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლებ­ლის ვი­ზიტს, მინ­დო­და მის­თ­ვის გვეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რა შევ­ძე­ლით ჩი­ბა­თის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში — რა ად­ვო­კა­ტი­რე­ბე­ბი და პრო­ექ­ტე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს მოს­წავ­ლე­ებ­მა. ამის გარ­და, მინ­დო­და ელ­ჩის­თ­ვის ძა­ლა­დო­ბა­გა­მოვ­ლი­ლი ბავ­შ­ვე­ბიც გა­მეც­ნო. მარ­თ­ლაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ვი­ზი­ტი იყო, მან ლექ­ცია წა­უ­კითხა ჩვენს მოს­წავ­ლე­ებს და შემ­დეგ დრო კითხ­ვა-პა­სუხ­საც და­უთ­მო, არც ერ­თი მოს­წავ­ლის კითხ­ვა უპა­სუ­ხოდ არ და­ტო­ვა. ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი, რო­გორც სჩვე­ვი­ათ, ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რობ­დ­ნენ, უფ­რო თა­მა­მე­ბი იყ­ვ­ნენ, ვიდ­რე თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი. ქარ­თუ­ლი თი­ხით მო­ნე­ტაც და­ამ­ზა­დეს და ერთ მხა­რეს ამე­რი­კუ­ლი დრო­შა ამოტ­ვიფ­რეს, მე­ო­რე მხა­რეს — ქარ­თუ­ლი. ელჩს ეს სა­ჩუ­ქა­რი ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა და გულ­ზეც და­იბ­ნია. ამ ვი­ზი­ტის შემ­დეგ, თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბაც კი­დევ უფ­რო და­ინ­ტე­რეს­და ოკუ­პა­ცი­ის მუ­ზე­უ­მით. რო­ცა ამე­რი­კის ელ­ჩ­მა ხმა­მაღ­ლა გა­ნაცხა­და, ეს რა მა­გა­რი მუ­ზე­უ­მია და რა გა­გი­კე­თე­ბი­ა­თო, ყვე­ლამ სხვაგ­ვა­რად შე­ხე­და. ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლე­ბი ვართ.“

 

ელი­ზა­ბეთ რუდ­მა, სკო­ლა­ში ვი­ზი­ტის ფარ­გ­ლებ­ში, მო­უს­მი­ნა, პე­და­გო­გი­სა და მოს­წავ­ლე­ე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით, სკო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­კე­თილ­დღე­ოდ, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პრო­ექ­ტე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ებს. ეწ­ვია სიმ­ბო­ლუ­რი მავ­თულ­ხ­ლარ­თე­ბით გარ­შე­მორ­ტყ­მულ ოკუ­პა­ცი­ის მუ­ზე­უმს, სა­დაც ქალ­ბა­ტონ რუდ­სა და ლან­ჩხუ­თის სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ებს შო­რის კითხ­ვა-პა­სუ­ხის სე­სია გა­ი­მარ­თა. „ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი და მო­ხა­რუ­ლი ვარ, ჩი­ბა­თის სკო­ლა­ში ჩა­მოს­ვ­ლის და იმ მას­წავ­ლე­ბელ­თან შეხ­ვედ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა რომ მო­მე­ცა, რო­მე­ლიც წი­ნა წელს წლის სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლე­ბე­ლი გახ­და. ძა­ლი­ან გვი­ხა­რია, რომ ის აქ­ტი­უ­რად უჭერს მხარს, „იუსა­ი­დის“ პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­დად­გ­მულ ნა­ბი­ჯებს. მარ­თ­ლაც ბევ­რი რამ გა­ა­კე­თა მოს­წავ­ლე­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კუთხით. ლა­დო აფხა­ზა­ვა არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ საქ­მეს აკე­თებს — თა­ვის მოს­წავ­ლე­ებს მთე­ლი ძა­ლის­ხ­მე­ვით ას­წავ­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბას და დე­მოკ­რა­ტი­ულ პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თუ­ლო­ბას. ახალ­გაზ­რ­დე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა კი უკე­თე­სი მო­მავ­ლის იმე­დის მომ­ცე­მია და ერთ-ერ­თი უმ­თავ­რე­სი ნა­წი­ლია ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის საქ­მე­ში.“

ლა­დო მას­წავ­ლებ­ლის და მი­სი მოს­წავ­ლე­ე­ბის კი­დევ ერთ ჩა­ნა­ფიქრს — ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი მუ­ზე­უ­მის გახ­ს­ნას, ახ­ლა კი­დევ უფ­რო დი­დი სტი­მუ­ლი მი­ე­ცა. „გუ­რუ­ლე­ბი ამე­რი­კა­ში“ — ამ თე­მის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლა მოს­წავ­ლე­ებ­მა, მხა­რეთ­მ­ცოდ­ნე­ო­ბის მუ­ზე­უ­მის თა­ნამ­შ­რომ­ლებ­თან ერ­თად, უკ­ვე მო­ი­ძი­ეს და იმ­დე­ნი დაგ­როვ­და, რომ გეგ­მა­ვენ გუ­რუ­ლე­ბის (XVII-XIXსს) ვი­ზიტს ამე­რი­კა­ში პა­ტა­რა კუთხე/ მუ­ზე­უ­მი და­უთ­მონ. ალ­ბათ, ამე­რი­კის ელჩს ამ პრო­ექ­ტის შე­ფა­სე­ბაც მო­უ­წევს, რად­გან გუ­რუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის მონ­დო­მე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას აჩ­ვე­ნონ სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წინ მა­თი წი­ნაპ­რე­ბის ამე­რი­კუ­ლი „ცხოვ­რე­ბა“, გულ­გ­რილს ვერც ამე­რი­კე­ლებს და­ტო­ვებს.

„მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რო­ცა ძა­­ლი­ან დი­დი სა­ხელ­მ­წი­ფო ჩა­მო­დის შენს „მი­ნი-სა­ხელ­მ­წი­ფო­ში“, რო­მე­ლიც ჩვენ შევ­ქ­მე­ნით და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრინ­ცი­პე­ბით იმარ­თე­ბა.“ — ამ­ბობს სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი და გან­მარ­ტავს, რომ მი­ნი-სა­ხელ­მ­წი­ფო­ში სკო­ლას გუ­ლის­ხ­მობს, ხო­ლო იქ მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს „დე­მოკ­რა­ტი­ულ რე­ვო­ლუ­ცი­ად მო­იხ­სე­ნი­ებს.“ მოს­წავ­ლე­თა და­სა­ინ­ტე­რე­სებ­ლად და გან­წყო­ბის შე­საქ­მ­ნე­ლად ჩი­ბა­თის სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი, უსაზღ­ვ­რო ფან­ტა­ზი­ის ხარ­ჯ­ზე, ათას­გ­ვარ იმ­პ­რო­ვი­ზა­ცი­ა­სა და ინო­ვა­ცი­ურ მე­თოდს იყე­ნებს, ამი­ტო­მაც არის მი­სი გაკ­ვე­თი­ლე­ბი და გა­რე­მო ყო­ველ­თ­ვის გა­მორ­ჩე­უ­ლი. ერ­თი „კა­ბი­ნე­ტი“ ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის მან სკო­ლის ეზო­შიც კი მო­აწყო, სა­დაც ხში­რად სა­ჭირ­ბო­რო­ტო თე­მებს გა­ნი­ხი­ლა­ვენ და პრობ­ლე­მებ­საც წყვე­ტენ. სკო­ლის შე­ნო­ბა­ში ერ­თი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კი­ბე კი ე.წ. „თა­ვი­სუფ­ლე­ბის კი­ბედ“ — სა­უ­კე­თე­სო პლატ­ფორ­მად — აქ­ცია, სა­დაც მოს­წავ­ლე­ე­ბი ნა­ხა­ტე­ბით გად­მოს­ცე­მენ თა­ვი­ანთ მო­საზ­რე­ბებ­სა თუ კრი­ტი­კულ შე­ნიშ­ვ­ნებს, რად­გან ყო­ველ­თ­ვის გა­მორ­ჩე­უ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბის ავ­ტორს მთა­ვარ ღი­რე­ბუ­ლე­ბად სწო­რედ თა­ვი­სუფ­ლე­ბა მი­აჩ­ნია. „ვცდი­ლობ, მოს­წავ­ლე­ებს გან­წყო­ბა გაკ­ვე­თი­ლის და­საწყის­შიც შე­ვუქ­მ­ნა და მო­მა­ვა­ლი გაკ­ვე­თი­ლის მო­სამ­ზა­დებ­ლა­დაც. გაკ­ვე­თი­ლის ბო­ლო კი, რო­გო­რი სე­რი­ო­ზუ­ლი ან მძი­მე თე­მაც არ უნ­და იყოს, აუცი­ლებ­ლად მხი­ა­რუ­ლი და­სას­რუ­ლია.“

ასე­თია „ხმა­უ­რი­ა­ნი“ მას­წავ­ლებ­ლის პე­და­გო­გი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა, რო­მე­ლიც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში, თა­ვის მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან აქ­ცენ­ტებს აკე­თებს, მი­სი­ვე სიტყ­ვე­ბით რომ ვთქვათ: „დე­მოკ­რა­ტი­ულ რე­ვო­ლუ­ცი­ას ახ­დენს“ და, რაც მთა­ვა­რია, ერ­თი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სოფ­ლის სკო­ლის მა­გა­ლით­ზე, თვალ­სა­ჩი­ნოს ხდის შე­საძ­ლებ­ლო­ბას — რო­გორ შე­იძ­ლე­ბა აქ­ციო სკო­ლა და­სავ­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ცენ­ტ­რად, ხო­ლო სწავ­ლე­ბა — ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და სა­სარ­გებ­ლო პრო­ცე­სად, რომ­ლის ცენ­ტ­რ­ში მოს­წავ­ლეა, შემ­დეგ — მას­წავ­ლე­ბე­ლი და სკო­ლა.

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები