23 ნოემბერი, შაბათი, 2024

დუალური პროფესიული განათლების კოორდინაცია

spot_img

დუალური პროფესიული განათლების შესახებ ცნობადობის ამაღლება და ამ პროცესში ბიზნესის ჩართულობის აუცილებლობა იყო მთავარი თემა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის – „დუალური პროფესიული განათლების საკოორდინაციო საბჭოს“ შემაჯამებელ კონფერენციაზე.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა საკოორდინაციო მექანიზმი, რომლის მიზანიც დუალურ პროფესიულ განათლებაში ჩართულ მხარეებს შორის დიალოგისა და კოორდინაციის მიზნით, პლატფორმის შექმნა, ასევე, დუალური განათლების შესახებ ცნობადობის ამაღლება და ამ ტიპის განათლების დანერგვისთვის ხელშემწყობი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებაა. საბჭოში ჩართულები არიან როგორც საჯარო უწყებების, ასევე დარგობრივი ბიზნეს-ასოციაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.

კონფერენციის მიმდინარეობისას გაიმართა 3 პანელური დისკუსია, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საჯარო/კერძო სექტორების წარმომადგენლებმა განიხილეს საკოორდინაციო საბჭოს როლი და მიზნები, იმსჯელეს პროფესიული განათლების შესახებ კანონის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე (აღნიშნული კანონი 2018 წლის 20 სექტემბრიდან შევიდა ძალაში) და ბიზნესისა და პროფესიული სასწავლებლების თანამშრომლობაზე.

გარდა საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა, პროექტის ფარგლებში, შედგა 19 საინფორმაციო შეხვედრა, თბილისსა და რეგიონებში, პროფესიული განათლების შესახებ. ასევე, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, ამ ეტაპზე, ახორციელებს შესაბამისობის კვლევას რეგიონული ბიზნეს-სექტორის მიერ მოთხოვნად პროფესიებსა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროგრამებს შორის.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე, რომელმაც იმ მნიშვნელოვან სიახლეებზე ისაუბრა, რაც დუალური პროფესიული განათლების განვითარების კუთხით სამინისტრომ, სამთავრობო და ბიზნეს-სექტორის, დარგობრივი ასოციაციების და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, უკვე განახორციელა და რაც მომავალშია დაგეგმილი.

ირინა აბულაძის განცხადებით, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება არის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი და შესაბამისად, რეფორმის ფარგლებში,დაგეგმილია ამ მიმართულების კიდევ უფრო გაძლიერება. მისივე თქმით, პროფესიულ სტუდენტებს, საწარმოში პრაქტიკის გავლის პარალელურად, უნდა მიეცეთ მეტი შესაძლებლობა მიიღონ ხარისხიანი განათლება, რათა შეძლონ უკეთესად და სწრაფად დასაქმება.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები