25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

დისკუსია „დედა ენის“ დაბრუნების გარშემო — სიფ­რ­თხი­ლით გა­სავ­ლე­ლი ის­ტო­რი­უ­ლი გზა

spot_img

ლალი ჯელაძე

სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა, რო­მე­ლიც „დე­და ­ე­ნის” ფორ­მა­ლურ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცეს­ში ჩარ­თ­ვას ით­ვა­ლის­წი­ნებს, პარ­ლა­მენ­ტის კომოტეტების თავმჯდომარეებმა, ზა­ზა გა­­ბუ­ნი­ამ და მა­რი­ამ ჯაშ­მა, წა­რუდ­გი­ნეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენტს. მა­რი­ამ ჯა­ში ამ­ბობს, რომ „დე­და ენის“ გარ­შე­მო მათ ჯერ კი­დევ 2018 წელს და­იწყეს მუ­შა­ო­ბა და პი­რა­დად იყ­ვ­ნენ ჩარ­თუ­ლე­ბი გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან კონ­სულ­ტა­ცი­ებ­ში, თუმ­ცა, შარ­შან ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა ვერ მოხ­და, რად­გან „გრი­ფი­რე­ბის პრო­ცე­სი უკ­ვე დაწყე­ბუ­ლი იყო და ვერ მი­ვი­ღებ­დით ახალ მი­მარ­თუ­ლე­ბას „დე­და ენის“ ბეჭ­დ­ვას­თან და გრი­ფი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. დღეს უკ­ვე არის მი­ღე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა გა­ნათ­ლე­ბის და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის, მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვი­ლის მი­ერ, რომ სა­მი­ნის­ტ­რო­ში შე­იქ­მ­ნას საბ­ჭო, რო­მე­ლიც შე­სა­ბა­მი­სი ექ­ს­პერ­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით შე­ა­ჯა­მებს „დე­და ენის“ იმ რე­დაქ­ცი­ას, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა ერ­თი და და­ი­ბეჭ­დე­ბა, სა­მი­ნის­ტ­როს ეგი­დით, მო­მა­ვა­ლი წლი­დან. ვი­ღებთ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, რომ „დე­და ენა“, თა­ვი­სი პე­და­გო­გი­უ­რი უნი­კა­ლუ­რი მე­თო­დი­კით და­უბ­რუნ­დეს სკო­ლას. ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა უნ­და მი­ი­ღე­ბო­დეს სტან­დარ­ტუ­ლი, გრი­ფი­რე­ბის პრო­ცე­დუ­რის მიღ­მა.“

 

სრული ვერსია აიტვირთება მოგვიანებით ან იხილეთ გაზეთ 2ახალი განათლების“ №37

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები