23 ნოემბერი, შაბათი, 2024

დისკუსია „დედა ენის“ დაბრუნების გარშემო — სიფ­რ­თხი­ლით გა­სავ­ლე­ლი ის­ტო­რი­უ­ლი გზა

spot_img

 

სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა, რო­მე­ლიც „დე­და ­ე­ნის” ფორ­მა­ლურ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცეს­ში ჩარ­თ­ვას ით­ვა­ლის­წი­ნებს, პარ­ლა­მენ­ტის კომოტეტების თავმჯდომარეებმა, ზა­ზა გა­­ბუ­ნი­ამ და მა­რი­ამ ჯაშ­მა, წა­რუდ­გი­ნეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენტს. მა­რი­ამ ჯა­ში ამ­ბობს, რომ „დე­და ენის“ გარ­შე­მო მათ ჯერ კი­დევ 2018 წელს და­იწყეს მუ­შა­ო­ბა და პი­რა­დად იყ­ვ­ნენ ჩარ­თუ­ლე­ბი გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან კონ­სულ­ტა­ცი­ებ­ში, თუმ­ცა, შარ­შან ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა ვერ მოხ­და, რად­გან „გრი­ფი­რე­ბის პრო­ცე­სი უკ­ვე დაწყე­ბუ­ლი იყო და ვერ მი­ვი­ღებ­დით ახალ მი­მარ­თუ­ლე­ბას „დე­და ენის“ ბეჭ­დ­ვას­თან და გრი­ფი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. დღეს უკ­ვე არის მი­ღე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა გა­ნათ­ლე­ბის და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის, მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვი­ლის მი­ერ, რომ სა­მი­ნის­ტ­რო­ში შე­იქ­მ­ნას საბ­ჭო, რო­მე­ლიც შე­სა­ბა­მი­სი ექ­ს­პერ­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით შე­ა­ჯა­მებს „დე­და ენის“ იმ რე­დაქ­ცი­ას, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა ერ­თი და და­ი­ბეჭ­დე­ბა, სა­მი­ნის­ტ­როს ეგი­დით, მო­მა­ვა­ლი წლი­დან. ვი­ღებთ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, რომ „დე­და ენა“, თა­ვი­სი პე­და­გო­გი­უ­რი უნი­კა­ლუ­რი მე­თო­დი­კით და­უბ­რუნ­დეს სკო­ლას. ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა უნ­და მი­ი­ღე­ბო­დეს სტან­დარ­ტუ­ლი, გრი­ფი­რე­ბის პრო­ცე­დუ­რის მიღ­მა.“

მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვი­ლი ამბობს, რომ ზო­გა­დად, „დე­და ენის“ სა­კითხი საკ­მა­ოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და რო­ცა მხა­რე­ებს შო­რის შე­თან­ხ­მე­ბა მოხ­დე­ბა, სკო­ლებ­ში „დე­და ენის“ იმ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს შე­ი­ტა­ნენ, რო­მე­ლიც სა­მი­ნის­ტ­როს მხრი­დან იქ­ნე­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი.

„იმე­დის მომ­ცე­მი ინ­ფორ­მა­ცია გავ­რ­ცელ­და იმის თა­ო­ბა­ზე, რომ მო­მა­ვა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან ქარ­თულ სკო­ლა­ში იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის „დე­და ენა“ დაბ­რუნ­დე­ბა. ფაქ­ტობ­რი­ვად, ია­კო­ბ­ გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­ზო­გა­დო­ე­ბის მრა­ვალ­წ­ლი­ან­მა ბრძო­­ლამ შე­დე­გი გა­მო­ი­ღო“ — ამ­ბობს სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­­ვის შე­სა­ხებ ია­კობ გო­გე­ბაშვ­ი­ლის სა­ზო­გა­დო­ების თანა­თავ­მჯ­დო­მა­რე, პრო­ფე­სო­რი გო­გი გო­გო­ლაშ­ვი­ლი. უფ­­რო კონ­კ­რე­ტუ­ლად, თუ რას გუ­ლის­ხ­მობს „დე­და ენის“ დაბ­რუ­ნე­ბა — იქ­ნე­ბა ეს უც­ვ­ლე­ლი სა­ხით თუ გა­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი? — ამის შე­სა­ხებ აღ­ნიშ­ნავს, რომ სკო­ლა­ში „დე­და ენის“ შეს­ვ­ლა უც­ვ­ლე­ლად არ მო­ხერ­ხ­დე­ბა და არც შე­იძ­ლე­ბა — „იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი თა­ვის ან­დერ­ძ­შიც წერ­და, რომ თუ „დე­და­ ე­ნას“ გა­უ­კე­თე­სე­ბა მო­აკ­ლ­დე­ბა და თა­ვის დრო­ზე სა­ჭი­რო ცვლი­ლე­ბებს არ შე­ვი­ტანთ, მა­შინ ის მოკ­ვ­დე­ბა. ეს გო­გე­ბაშ­ვი­ლის აზ­რია, მაგ­რამ მთა­ვა­რი და არ­სე­ბი­თი ის არის, რომ წიგ­ნ­ში, ცვლი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ის ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პე­ბი არ და­ირ­ღ­ვეს, რა­საც გო­გე­ბაშ­ვი­ლის მე­თო­დი ით­ვა­ლის­წი­ნებს — თუ რი­თი იწყე­ბა ან­ბა­ნის შეს­წავ­ლა და რო­მელ ასოს რო­მე­ლი მოს­დევს, რო­მე­ლი ასო რო­მე­ლი სიტყ­ვით ის­წავ­ლე­ბა, რო­გო­რია სა­ან­ბა­ნე ნა­წილ­ში წა­სა­კითხი ტექ­ს­ტის სტრუქ­ტუ­რა და ა.შ. ეს ყვე­ლა­ფე­რი უნ­და იყოს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, თუმ­ცა, ცხა­დია, ის სიტყ­ვა, რო­მე­ლიც დღეს აღარ იხ­მა­რე­ბა, უნ­და ჩა­ნაც­ვ­ლ­დეს თა­ნა­მედ­რო­ვე სიტყ­ვით, მაგ­რამ ჩა­ნაც­ვ­ლ­დეს იმ პრინ­ცი­პით, რო­გორც ამას გო­გე­ბაშ­ვი­ლი აკე­თებ­და ტექ­ს­ტის შედ­გე­ნი­სას — ბავშვს არ უნ­და გა­უძ­ნელ­დეს და გა­ურ­თულ­დეს ან­ბა­ნის შეს­წავ­ლა.“

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სა­ფუძ­ვ­ლად „დე­და ენის“ 1912 წლის გა­მო­ცე­მა უნ­და ავი­ღოთ, რო­მე­ლიც გო­გე­ბაშ­ვი­ლის სი­ცოცხ­ლე­ში ბო­ლო­ჯერ გა­მო­ვი­და და ამ­ბობს, რომ მას შემ­დეგ სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო ქარ­თუ­ლი ენა გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად შე­იც­ვა­ლა, ამი­ტომ სა­ჭი­როა, სწო­რედ თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო ენის ნორ­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მოხდეს ტექ­ს­ტის რე­დაქ­ტი­რე­ბა.

მოქ­მე­დი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი­დან ორი რი­გის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს ასა­ხე­ლებს: ერ­თი, რო­მე­ლიც იწყე­ბა „აი ია“-თი და მე­ო­რე, რო­მე­ლიც ასე არ იწყე­ბა. მი­სი აზ­რით, თუ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო იწყე­ბა „აი ია“-თი და გრძლე­დე­ბა იმა­ვე თან­მიმ­დევ­რო­ბით, რო­გორც გო­გე­ბაშ­ვილ­შია — „აი ია“, „თი­თი“ „სა­ა­თი“ და ა.შ. — ეს უკ­ვე უპი­რო­ბოდ, იაკო­ბის პრინ­ცი­პია და, შე­სა­ბა­მი­სად, მი­სი სა­კუთ­რე­ბაა. „იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ რო­მე­ლი­მე ადა­მი­ა­ნი ერთ ან ორ სა­ან­ბა­ნე სიტყ­ვას შეც­ვ­ლის იაკო­ბის „დე­და­ ე­ნა­ში“, არ შე­იძ­ლე­ბა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ავ­ტო­რად იწო­დოს, რად­გან ეს პირ­და­პირ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის მით­ვი­სე­ბაა. ამი­ტომ, თუ „აი ია“-თი და­იწყე­ბა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, აუცი­ლებ­ლად უნ­და აიგოს იმ პრინ­ცი­პით, რა პრინ­ცი­პი­თაც გო­გე­ბაშ­ვილ­მა დაგ­ვი­ტო­ვა და მთა­ვა­რი პი­რო­ბით: მას აუცი­ლებ­ლად „დე­და ენა“ უნ­და ერ­ქ­ვას, ავ­ტო­რი კი იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი ეწე­როს. წი­ნა­აღ­მ­დეგ შე­მ­თხ­ვე­ვა­ში, რო­გორც გითხა­რით (ამა­ში გვე­თან­ხ­მე­ბა საქ­ს­ტან­დარ­ტი, სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის სა­ა­გენ­ტო და ა.შ.), გო­გე­ბაშ­ვი­ლის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის მით­ვი­სე­ბა იქ­ნე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა „დე­და ენის“ მე­ო­რე კა­ტე­გო­რი­ას, ამ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის პირ­ვე­ლი გაკ­ვე­თი­ლი, მა­გა­ლი­თად, იწყე­ბა, ა ასო­თი და ასოს ას­წავ­ლიან სიტყ­ვე­ბით: „აკ­ვა­რი­უ­მი“, „აქ­ლე­მი“ და „არ­წი­ვი“, ან „ატა­მი“, „ალუ­ბა­ლი“, „ას­კი­ლი“ და ა.შ. თუ ვინ­მეს მი­აჩ­ნია და ჰგო­ნია, რომ აქ­ლე­მის და აკ­ვა­რი­უ­მის შე­ტა­ნა უფ­რო იოლად ას­წავ­ლის ბავშვს წე­რა-კითხ­ვას, ეს მი­სი საქ­მეა, მაგ­რამ არა მგო­ნია, ასე იყოს. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, არ­ჩე­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბელს უნ­და და­ვუ­ტო­ვოთ. ამი­ტომ ვამ­ბობ ხაზ­გას­მით, რომ კი არ უნ­და ჩა­ვა­ნაც­ვ­ლოთ გო­გე­ბაშ­ვი­ლის „დე­და ენით“ სხვა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, არა­მედ უნ­და იარ­სე­ბოს (თუ ეს აუცი­ლე­ბე­ლია)   ალ­ტერ­ნა­ტი­ულ­მა წიგ­ნებ­მა, თუმ­ცა, არა რო­გორც გო­გე­ბაშ­ვი­ლის „დე­და ენის“ გა­და­მუ­შა­ვე­ბულ­მა ვა­რი­ან­ტ­მა, არა­მედ რო­გო­რც და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა. არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა, გა­და­მუ­შა­ვე­ბულ, მცი­რე ცვლი­ლე­ბე­ბით შედ­გე­ნილ წიგნს სხვა სა­ხე­ლი და­არ­ქ­ვას და ავ­ტო­რად და­ე­წე­როს, მაგ­რამ იმის უფ­ლე­ბა ნამ­დ­ვი­ლად აქვს ავ­ტორს, და­წე­როს ახა­ლი სა­ან­ბა­ნე   სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, თუნ­დაც ისე­თი, რო­გორც უკ­ვე არ­სე­ბობს და ან­ბა­ნი ას­წავ­ლოს „აქ­ლე­მით“ ან   „ას­კი­ლით“, ი — „იხ­ვით“, მ   — „მა­ი­მუ­ნით“ და ა.შ. კი ბა­ტო­ნო, ამ­გ­ვა­რი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო თუ ურ­ჩევ­ნია რო­მე­ლი­მე მას­წავ­ლე­ბელს ან მშო­ბელს, აირ­ჩი­ოს. გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ კი უნ­და უზ­რუნ­ველ­ყოს, რომ იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, მი­სი­ვე სა­ხე­ლით, შე­ვი­დეს და იმ პრინ­ცი­პუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რა­საც დღე­ვან­დე­ლო­ბა მო­ითხოვს, ხო­ლო სხვა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო იმ ავ­ტო­რის სა­ხე­ლით, ვინც და­წე­რა, მათ შო­რის არ­ჩე­ვა­ნი კი მას­წავ­ლე­ბელ­მა გა­ა­კე­თოს.“

გო­გი გო­გო­ლაშ­ვი­ლის აზ­რით, არ უნდა დაგვავიწყდეს მთა­ვა­რი, „დე­და­ ე­ნა“ — ქარ­თუ­ლი სა­ან­ბა­ნე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს შედ­გე­ნის იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი­სე­უ­ლი მე­თო­დი — სა­ქარ­თ­ვე­ლოს არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი ძეგ­ლია და რომ პარ­ლა­მენ­ტ­ში წარ­დ­გე­ნი­ლი სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა, გა­ნათ­ლე­ბის კა­ნონ­ში გარ­კ­ვე­უ­ლი შეს­წო­რე­ბის შე­ტა­ნით, სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო უზ­რუნ­ველ­ყო­ფას მო­ახ­დენს ეროვ­ნუ­ლი ძეგ­ლი­სას. ინი­ცი­ა­ტი­ვა იმა­საც გუ­ლის­ხ­მობს, რომ არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი ძეგ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე შექ­მ­ნი­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო არ უნ­და ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­დეს სა­ერ­თო გრი­ფი­რე­ბას, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ძეგ­ლის სტა­ტუ­სის მქო­ნე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლომ კონ­კურ­ს­ში არ მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა სა­მი­ნის­ტ­როს სა­ხელ­მ­წი­ფო კო­მი­სი­ის შექ­მ­ნას ავალ­დე­ბუ­ლებს. მი­სი აზ­რით, წიგ­ნ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნის უფ­ლე­ბაც სწო­რედ ამ კო­მი­სი­ას ექ­ნე­ბა, სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნი მსჯე­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. ამ­ბობს, რომ, „თა­ვის­თა­ვად ცხა­დია, ეს უნ­და იყოს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის­გან შემ­დ­გა­რი ჯგუ­ფი და, არც ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, არ უნ­და მოხ­დეს ერ­თი კონ­კ­რე­ტუ­ლი პი­რის ინ­ტე­რე­სე­ბის ან თვალ­საზ­რი­სის გა­ტა­რე­ბა. თო­რემ, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ­მა ცვლი­ლე­ბებ­მა „დე­და ­ე­ნა“ დი­დად და­ა­ზა­რა­ლა… უამ­რა­ვი მა­გა­ლი­თის მოყ­ვა­ნა შე­მიძ­ლია, რო­გორ არ­ღ­ვე­ვენ იაკო­ბის პრინ­ცი­პებს და რო­გორ აფუ­ჭე­ბენ „დე­და­ ე­ნას“.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ბო­ლოო შე­დეგს, მი­ვი­ღებთ თუ არა გო­გე­ბაშ­ვი­ლის გა­და­მუ­შა­ვე­ბულ, გა­თა­ნა­მედ­რო­ვე­ბულ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს? ბა­ტო­ნი გო­გი გვპა­სუ­ხობს: „თა­ვის­თა­ვად, გა­თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბა­საც ვგუ­ლის­ხ­მობ, რო­ცა ვამ­ბობ, რომ კო­მი­სი­ა­ში მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი მი­მარ­თუ­ლე­ბის პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი უნ­და შე­ვიდ­ნენ, მათ უნ­და იმ­ს­ჯე­ლონ, რა სა­ხე მის­ცენ წიგნს, რომ ის დღე­ვან­დელ სკო­ლა­ში ღირ­სე­უ­ლად იყოს წარ­მოდ­გე­ნი­ლი. თუ გა­დაწყ­ვეტს პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა ჯგუ­ფი, რომ რა­ღაც შე­იც­ვა­ლოს, რაც არ არის თა­ნა­მედ­რო­ვე, ის უნ­და შეც­ვა­ლონ, ოღონდ აუცი­ლებ­ლად გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ გო­გე­ბაშ­ვი­ლის ან­დერ­ძი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ცვლი­ლე­ბის გა­რე­შე წიგ­ნი მოკ­ვ­დე­ბა… იაკობ­მა გვი­ან­დერ­ძა, რომ ყო­ვე­ლი ცვლი­ლე­ბა „დე­და­ ე­ნა­ში“ წე­რა-კითხ­ვის გა­მავ­რ­ცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გამ­გე­ო­ბის სა­მი მე­ოთხე­დის თან­ხ­მო­ბით უნ­და გან­ხორ­ცი­ელ­დე­სო. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მან „დე­და ენა“ წე­რა-კითხ­ვის გა­მავ­რ­ცე­ლე­ბელ სა­ზო­გა­დო­ე­ბას უან­დერ­ძა და მის სა­მარ­თ­ლებ­რივ მემ­კ­ვიდ­რედ დღეს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო მო­ი­აზ­რე­ბა. ამი­ტომ მო­ვითხო­ვეთ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი კო­მი­სი­ის შექ­მ­ნა და მი­სი, სულ მცი­რე, სა­მი მე­ოთხე­დის თან­ხ­მო­ბით უნ­და მოხ­დეს წიგ­ნ­ში ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნა. კო­მი­სია იმ­დე­ნად პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კად­რე­ბით უნ­და და­კომ­პ­ლექ­ტ­დეს, რომ მათ ვენ­დოთ გო­გე­ბაშ­ვი­ლის „დე­და ენის“ თა­ნა­მედ­რო­ვე სკო­ლი­სათ­ვის მომ­ზა­დე­ბა­ში.“

გო­გე­ბაშ­ვი­ლის „დე­და ენის“ თა­ნა­მედ­რო­ვე სკო­ლის­თ­ვის მომ­ზა­დე­ბა ქარ­თ­ველ­მა ავ­ტო­რებ­მა არა­ერ­თხელ სცა­დეს და საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლა­დაც. ამის მა­გა­ლი­თად შე­იძ­ლე­ბა მო­ვიყ­ვა­ნოთ ბო­ლო დრო­ის ერთ-ერთი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო — „დე­და ენის“ კვალ­ზე, რო­მელ­მაც კო­მი­სი­ის შე­სა­ბა­მი­სო­ბის დას­კ­ვ­ნაც მი­ი­ღო და გრი­ფი­რე­ბაც, რაც მთა­ვა­რია, წიგ­ნი იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის მიგ­ნე­ბებს სრულ­ყო­ფი­ლად ინარ­ჩუ­ნებს. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ერთ-ერ­თი ავ­ტო­რი ნი­ნო გორ­დე­ლა­ძე ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში სწო­რედ ამ აზრს გვი­ზი­ა­რებს და თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქა­ში გარ­და­უ­ვალ ცვლი­ლე­ბა­თა აუცი­ლებ­ლო­ბა­ზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რადღე­ბას.

ნი­ნო გორ­დე­ლა­ძე: „ვერ და­ვე­თან­ხ­მე­ბი ამ მო­საზ­რე­ბას, რად­გან თუ­კი იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი და „დე­და ენა“ ეწე­რე­ბა წიგნს, მა­შინ ის უნ­და იყოს გა­მო­ცე­მუ­ლი უც­ვ­ლე­ლად, ე.ი. გო­გე­ბაშ­ვი­ლის ხე­ლი­დან გა­მო­სუ­ლი ნამ­დ­ვი­ლი ვა­რი­ან­ტით. „დე­და ენის“ კვალ­ზე, ასე ჰქვია ჩვენს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს, რო­მე­ლიც შედ­გე­ნი­ლია გო­გე­ბაშ­ვი­ლის მი­ერ 1912 წელს გა­მო­ცე­მუ­ლი „დე­და ენის“ მი­ხედ­ვით, გრი­ფი­რე­ბუ­ლია და დღეს ძა­ლი­ან ბევრ კერ­ძო სკო­ლა­ში ამით ას­წავ­ლი­ან. ვფიქ­რობ, ჩვენ შევ­ძე­ლით იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი­სე­უ­ლი წე­რა-კითხ­ვის ერ­თად სწავ­ლე­ბის ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­თო­დის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, თა­ნა­მედ­რო­ვე ბავ­შ­ვი­სა და ეპო­ქის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. ეს ამო­ცა­ნა 2009 წლი­დან და­ვი­სა­ხეთ და შე­ვას­რუ­ლეთ კი­დეც ჩვენს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში. გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლად მი­მაჩ­ნია აზ­რი, რომ დღეს გო­გე­ბაშ­ვი­ლი აღარ­სად არის — რო­გორ არ არის, ამ წიგ­ნის სა­ხით ნამ­დ­ვი­ლად შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო — „დე­და ენის“ კვალ­ზე — არ­სე­ბი­თად ეყ­რ­დ­ნო­ბა გო­გე­ბაშ­ვი­ლის „დე­და ენას“. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში ჩვე­ნი წიგ­ნი ვერ მოხ­ვ­და, თუმ­ცა, არა­ერთ, მათ შო­რის, სა­პი­ლო­ტე 150-ე სკო­ლა­შიც იყო არ­ჩე­უ­ლი, მაგ­რამ სექ­ტემ­ბერ­ში მათ სხვა წიგ­ნი მი­უ­ტა­ნეს. ამის თა­ო­ბა­ზე მას­წავ­ლებ­ლებ­მა გაკ­ვირ­ვე­ბა, უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბაც კი გა­მო­ხა­ტეს. ჩე­მი აზ­რით, უთუ­ოდ გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლია პირ­ველ­კ­ლა­სელ­თა გრი­ფი­რე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბის ბე­დი. პირ­ვე­ლი კლა­სის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ში სწავ­ლე­ბის მე­თო­დე­ბი მარ­თ­ლაც მკვეთ­რად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია და მას­წავ­ლებ­ლებ­მა სწო­რედ მე­თო­დის მი­ხედ­ვით აირ­ჩი­ეს ესა თუ ის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო. სა­მი­ნის­ტ­როს აუცი­ლებ­ლად უნ­და შე­ერ­ჩია ის წიგ­ნე­ბი და­სა­ბეჭ­დად, რო­მელ­ზეც პე­და­გოგ­თა მოთხოვ­ნა იყო! დღე­ი­სათ­ვის ფა­სის კრი­ტე­რი­უ­მის წო­ნა, რო­გორც ვი­ცი, შე­ამ­ცი­რეს და ხა­რის­ხის რო­ლი წინ წა­მოს­წი­ეს, ასე უნ­და ემოქ­მე­დათ 2018 წლის კონ­კურ­სის დრო­საც. ამ შეც­დო­მებ­მა სკო­ლე­ბი და­ტო­ვა ტრა­დი­ცი­უ­ლი, აქამ­დე არ­სე­ბუ­ლი, 2009 წლი­დან დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლი, გო­გე­ბაშ­ვი­ლის მი­ხედ­ვით შედ­გე­ნი­ლი წიგ­ნე­ბის გა­რე­შე. სწო­რედ ამ შეც­დო­მას მოჰ­ყ­ვა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან კრი­ტი­კუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი: ,,გო­გე­ბაშ­ვი­ლი ამო­აგ­დეს“, „დე­და­ე­ნა დავ­კარ­გეთ“ და ა.შ. შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ მთლი­ა­ნად არ დაგ­ვი­კარ­გავს, არ­სე­ბობს ასე­თი წიგ­ნი, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის სივ­რ­ცე­ში არ მოხ­ვ­და, ამით პე­და­გოგ­თა უფ­ლე­ბე­ბიც და­ირ­ღ­ვა და მე­თოდ­თა მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბაც შე­იზღუ­და. არა­და, პირ­ველ კლას­ში კონ­კურ­სი ცალ­კე ჩა­ტარ­და და აუცი­ლებ­ლად უნ­და ყო­ფი­ლი­ყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მე­თოდ­თა მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა. მა­გა­ლი­თად, გო­გე­ბაშ­ვი­ლის მი­ხედ­ვი­თა და მი­სი მე­თო­დის სრუ­ლი დაც­ვით ჩვენ მი­ერ შედ­გე­ნი­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო „დე­და ენის“ კვალ­ზე რამ­დენ­მა სკო­ლა­მაც აირ­ჩია, იმ­დე­ნი სკო­ლის­თ­ვის უნ­და და­ე­ბეჭ­და სა­მი­ნის­ტ­როს, რად­გან ეს არ­ჩე­ვა­ნი სწო­რედ ამ მე­თო­დის მი­ხედ­ვით გა­კეთ­და. სხვა­თა შო­რის, ჩვენ 2017 წელს მი­ღე­ბუ­ლი გვაქვს ძეგ­ლ­თა დაც­ვის სა­ა­გენ­ტოს სა­გან­გე­ბო კო­მი­სი­ი­სა­გან შე­სა­ბა­მი­სო­ბის დას­კ­ვ­ნა, სა­დაც   და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია წიგ­ნის შე­სა­ბა­მი­სო­ბა იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის მი­ერ შედ­გე­ნილ ან­ბა­ნის სწავ­ლე­ბის მე­თოდ­თან, რო­მელ­საც კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლის სტა­ტუ­სი აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი. გო­გე­ბაშ­ვილ­მა ხომ წე­რა-კითხ­ვის სწავ­ლე­ბის გა­სა­ად­ვი­ლებ­ლად ან­ბა­ნის გან­ლა­გე­ბის უნი­კა­ლუ­რი რი­გი შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზა. მის მი­ერ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის ანა­ლი­ზურ-სინ­თე­ზუ­რი მე­თო­დიც პირ­ნათ­ლად გვაქვს და­ცუ­ლი. ასე რომ, წიგ­ნი „დე­და ენის“ კვალ­ზე იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის მიგ­ნე­ბებს სრულ­ყო­ფი­ლად ინარ­ჩუ­ნებს, ის არ­სე­ბობს და 2018 წელს გრი­ფი­რე­ბუ­ლია.

ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ასე­ვე, მე­ო­რე სა­კითხიც — თუ­კი წიგ­ნ­ში ცვლი­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, მა­შინ რამ­დე­ნად გვაქვს უფ­ლე­ბა, მას ისევ იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი ეწე­როს, და არა — იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის მი­ხედ­ვით?! სა­ში­შია, ის­ტო­რი­უ­ლი შეც­დო­მა არ და­ვუშ­ვათ: იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი ავ­ტო­რად უნ­და ეწე­როს წიგნს, რო­მე­ლიც 1912 წლით ან მა­ნამ­დეა და­თა­რი­ღე­ბუ­ლი და იაკო­ბის ხე­ლი­და­ნაა გა­მო­სუ­ლი. შემ­დეგ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი და სა­ხეც­ვ­ლი­ლი გა­მო­ცე­მა კი, მი­ნი­მა­ლუ­რი იქ­ნე­ბა ეს ცვლი­ლე­ბა თუ უფ­რო თა­მა­მი, მა­ინც მი­სი წიგ­ნის მი­ხედ­ვი­თაა შედ­გე­ნი­ლი. თუ­კი დღე­ვან­დელ ბავ­შ­ვებს რე­დაქ­ტი­რე­ბულ, გა­ნახ­ლე­ბულ ვერ­სი­ას არ მი­ვა­წო­დებთ, გე­ნი­ა­ლუ­რი „დე­და ენა“ თა­ვის ფუნ­ქ­ცი­ას ვე­ღარ შე­ას­რუ­ლებს. ეპო­ქის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა აუცი­ლე­ბე­ლია. აქ უკ­ვე სა­ხელ­მ­წი­ფო, სა­მი­ნის­ტ­რო უნ­და გან­საზღ­ვ­რავ­დეს, რამ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბუ­ლია გო­გე­ბაშ­ვი­ლის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად ესა თუ ის წიგ­ნი.

სა­ზო­გა­დოდ კი, შე­საძ­ლე­ბე­ლია, 1912 წლის „დე­და ენა“ სა­ხელ­მ­წი­ფოს მეს­ვე­უ­რო­ბით კვლავ გა­მო­ი­ცეს, ისე რო­გორც, მა­გა­ლი­თად, გვაქვს „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ გა­მო­ცე­მე­ბი და ყვე­ლა ოჯახს ჰქონ­დეს, რო­გორც ძეგ­ლი, ხო­ლო შე­მო­სუ­ლი თან­ხა იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის სახლ-მუ­ზე­უ­მის გან­ვი­თა­რე­ბას მო­ვახ­მა­როთ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბა­ტონ­მა ხუ­ტა ბე­რუ­ლა­ვა­მაც გა­მოს­ცა თვით კო­მუ­ნის­ტე­ბის პე­რი­ოდ­ში გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­ან­ბა­ნე წიგ­ნე­ბი, რო­გორც ძეგ­ლი, ჩვე­ნი უძ­ვირ­ფა­სე­სი წიგ­ნი. მაგ­რამ ამ გა­მო­ცე­მით დღეს სკო­ლა­ში სწავ­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. სას­კო­ლო წიგნს უნ­და ახ­ლ­დეს თა­ნა­მედ­რო­ვე სწავ­ლე­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო აპა­რა­ტი და გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უნ­და იყოს ახა­ლი სტან­დარ­ტის მიზ­ნე­ბი. ჩვენ ეს მოთხოვ­ნა შე­ვას­რუ­ლეთ. ამას­თან, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო გა­ფორ­მე­ბუ­ლია ნი­ნო ჩაკ­ვე­ტა­ძის შე­სა­ნიშ­ნა­ვი ნა­ხა­ტე­ბით, გო­გე­ბაშ­ვი­ლის სუ­ლი იგ­რ­ძ­ნო­ბა და ძა­ლი­ან თბი­ლია, რაც მთა­ვა­რია, ბავ­შ­ვებს ძა­ლი­ან მოს­წონთ. ცალ­კე გვაქვს გა­მოკ­ვ­ლე­უ­ლი ნა­ხა­ტე­ბის ღირ­სე­ბა. ასე რომ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ მი­ვიწყე­ბუ­ლა იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი, 2009 წლი­დან ამ საქ­მეს ვემ­სა­ხუ­რე­ბით და მა­ნამ­დეც, ენათ­მეც­ნი­ერ გუ­რამ რა­მიშ­ვი­ლის მი­ერ და­არ­სე­ბულ სკო­ლა­ში, გო­გე­ბაშ­ვი­ლის მი­ხედ­ვით ვას­წავ­ლი­დით.

ისევ გრი­ფი­რე­ბი­სა და შეს­ყიდ­ვის პრო­ცესს და­ვუბ­რუნ­დე­ბი და გეტყ­ვით, რომ დი­დი ხარ­ვე­ზე­ბით წა­რი­მარ­თა. პირ­ვე­ლი, რა­ზეც უკ­ვე ვი­სა­უბ­რე, გო­ნივ­რუ­ლად ვერ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს სკო­ლე­ბის არ­ჩე­ვა­ნი. და მე­ო­რე, არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი — გრი­ფი­რე­ბის პრო­ცესს სა­ფუძ­ვ­ლად ედო თე­ო­რი­უ­ლი შეც­დო­მაც: პირ­ვე­ლი კლა­სი გა­ნი­ხი­ლეს ცალ­კე და არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს, დაძ­ლია თუ არა სა­ავ­ტო­რო ჯგუფ­მა მთლი­ა­ნი დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის მა­სა­ლის და­მუ­შა­ვე­ბა, ე.ი. მომ­დევ­ნო კლა­სე­ბის კურ­სი. ჩვენს შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის­თ­ვის შე­არ­ჩი­ეს მე-2 -დან მე-6 კლა­სის ჩათ­ვ­ლით არ­სე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი და ამოგ­ვიგ­დეს პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი, ანუ სა­თა­ვე — გო­გე­ბაშ­ვი­ლის „დე­და ენის“ კვალ­ზე. ე.ი. თვი­სებ­რივ­ზე მე­ტად მე­ქა­ნი­კურ­მა ჩა­რე­ვამ, კრი­ტე­რი­უმ­თა არას­წორ­მა გა­ნა­წი­ლე­ბამ გა­მო­იწ­ვია ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ხარ­ვე­ზი, სა­ზო­გა­დო­ე­ბაც შეშ­ფოთ­და და ფაქ­ტი გო­გე­ბაშ­ვი­ლის მი­მართ უარ­ყო­ფით და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბად აღიქ­ვეს. თუ სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის აღ­დ­გე­ნა გვსურს, ახ­ლაც შე­საძ­ლე­ბე­ლია პირ­ვე­ლი კლა­სის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­თა კონ­კურ­სის ხე­ლახ­ლა გან­ხილ­ვა 2019 წლის­თ­ვის ამ ხარ­ვე­ზე­ბის გა­მო­სას­წო­რებ­ლად.

იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის დი­დი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, მი­სი რე­დაქ­ტი­რე­ბა და თა­ნა­მედ­რო­ვე ბავ­შ­ვის­თ­ვის ამ უნი­კა­ლუ­რი მა­სა­ლის ადაპ­ტი­რე­ბა უდა­ვოდ სწო­რი გზაა. ეს მი­ზა­ნი და­სა­ხუ­ლია და და­ცუ­ლია ჩვენ მი­ერ შედ­გე­ნილ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­შიც, სხვაგ­ვა­რად ვერც კულ­ტუ­რი­სა და ძეგ­ლ­თა დაც­ვის კო­მი­სია მი­ა­ნი­ჭებ­და მას შე­სა­ბა­მი­სო­ბის დას­კ­ვ­ნას და ვერც გრიფს — გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო. გო­გე­ბაშ­ვი­ლი არის ეროვ­ნუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა, ყვე­ლა სა­ავ­ტო­რო ჯგუ­ფის­თ­ვის ლე­გი­ტი­მუ­რია უფ­ლე­ბა, სცა­დოს მი­სი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. ასეც იყო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. ჩვენც ეს უფ­ლე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნეთ და წიგნს ძა­ლი­ან ადეკ­ვა­ტუ­რი სა­ხე­ლი შე­ვურ­ჩი­ეთ — „დე­და ენის“ კვალ­ზე, შედ­გე­ნი­ლია გო­გე­ბაშ­ვი­ლის მი­ხედ­ვით. წიგ­ნ­ში არა­ერ­თხელ აღ­ნიშ­ნუ­ლია გო­გე­ბაშ­ვი­ლის ვი­ნა­ო­ბა, ასე­ვე, მას­წავ­ლებ­ლის წიგ­ნ­ში მი­თი­თე­ბუ­ლია, აუხ­ს­ნან მოს­წავ­ლე­ებს, რომ მათ მი­ერ შეს­წავ­ლი­ლი პა­ტა­რა მოთხ­რო­ბე­ბი იაკობ გო­გე­ბაშ­ვილ­მა შექ­მ­ნა. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში ყვე­ლა­ფე­რი სა­მარ­თ­ლებ­რი­ვად და­ცუ­ლია. ეს არის ის­ტო­რი­უ­ლი ხა­ზი, ჩვენც ხომ ვა­ლე­რი­ან რა­მიშ­ვი­ლის მი­ერ შე­მო­ნა­ხუ­ლი „დე­და ენით“ ვის­წავ­ლეთ. შემ­დეგ ასე­თი სა­მუ­შაო სხვა ავ­ტორ­თა მი­ე­რაც შეს­რულ­და და შე­ვას­რუ­ლეთ ჩვენც. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ­გ­ვარ წიგ­ნ­თა შემ­დ­გენ­ლებს ჰქვი­ათ უკ­ვე გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბას­თან მი­სა­და­გე­ბის ავ­ტო­რე­ბი. ქარ­თ­ვე­ლი პე­და­გო­გე­ბის კორ­პუსს ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვად ეს­მის, სა­კითხი სა­მარ­თ­ლებ­რი­ვად გა­მარ­თუ­ლია და სა­მი­ნის­ტ­რო ამ წიგ­ნებს გრიფ­საც ანი­ჭებს. მა­შინ რა­ტომ გაჩ­ნ­და პრობ­ლე­მა? ვფიქ­რობ, ის უფ­რო მცდა­რი და უხერ­ხუ­ლია, რო­ცა 2018 წელს გა­მო­ცე­მულ წიგნს ზედ აწე­რია იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი და მას­ში მთე­ლი რი­გი ცვლი­ლე­ბე­ბია შე­ტა­ნი­ლი. და­სა­ფიქ­რე­ბე­ლია, ამ ქმე­დე­ბით ის­ტო­რია არ და­ვა­მა­ხინ­ჯოთ! ამ­გ­ვარ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს უნ­და ეწე­როს — „იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის მი­ხედ­ვით“, ეს უფ­რო სწო­რი პო­ზი­ციაა. გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში თა­ვის დრო­ზე ამ მიდ­გო­მას იზი­ა­რებ­და მეც­ნი­ე­რი ნი­ნო დო­ბორ­ჯ­გი­ნი­ძეც, რო­მე­ლიც სტან­დარ­ტის ჯგუფ­შიც მოღ­ვა­წე­ობ­და და დღე­საც ილი­ას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში წამ­ყ­ვა­ნი პო­ზი­ცია უჭი­რავს. მი­სი აზ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია.

ცვლი­ლე­ბა­თა აუცი­ლებ­ლო­ბა­ზე ისევ გა­ვა­მახ­ვი­ლებ ყუ­რადღე­ბას: თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქა­ში გარ­და­უ­ვა­ლი აუცი­ლებ­ლო­ბაა ნა­ხა­ტე­ბი­სა და რი­გი ლექ­სი­კუ­რი ერ­თე­უ­ლე­ბის შეც­ვ­ლა. მა­გა­ლი­თად, ხომ ვერ დავ­ტო­ვებთ სიტყ­ვას „ასა­სი“, რო­მე­ლიც იმ დროს და­რაჯს ნიშ­ნავ­და?! ან­და ამ მოძ­ვე­ლე­ბულ ფორ­მებს: „კე­კეს თო­კი მიე“, „ვა­სოს შე­შა მოე“? ეს არის წიგ­ნის ის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც დრო­ის მდი­ნა­რე­ბას და­ე­მორ­ჩი­ლა და ყავ­ლი გა­უ­ვი­და. მაგ­რამ, ამა­ვე დროს, „დე­და ენა­ში“ უთ­ვა­ლა­ვი ისე­თი ქარ­თუ­ლი სიტყ­ვაა, რო­მე­ლიც დღე­საც აქ­ტი­უ­რი ენის ნა­წი­ლია. აი, ეს დი­დი სა­მუ­შაოა ჩვენ მი­ერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი — რა უნ­და დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, რო­გორ უნ­და გაგ­ვეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნა თა­ნა­მედ­რო­ვე ბავ­შ­ვის ინ­ტე­რე­სე­ბი და მათ­თ­ვის კითხ­ვის პრო­ცე­სი უფ­რო სა­ხა­ლი­სო გაგ­ვე­ხა­და. ზო­გა­დად, ასე­თი ტი­პის ადაპ­ტი­რე­ბა, მარ­თ­ლაც დი­დი სა­მუ­შაოა და მე თუ მკითხავთ, გან­ხილ­ვის თე­მაც ეს უნ­და იყოს — ვინ რო­გორ შეძ­ლო ამ მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. ამ ნა­წილ­ში გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს სავ­სე­ბით ვე­თან­ხ­მე­ბი. მაგ­რამ უპა­ტი­ე­ბელ შეც­დო­მად მი­მაჩ­ნია სა­ხელ­მ­წი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის ეტაპ­ზე დაშ­ვე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზი, რომ­ლი­თაც მას­წავ­ლებ­ლებს არ­ჩე­ვა­ნი შე­ეზღუ­დათ.

გო­გე­ბაშ­ვი­ლი ბევ­რი ავ­ტო­რის წყა­როა და ეს არც არის გა­საკ­ვი­რი, რად­გან ეს არის ტრა­დი­ცი­უ­ლი ხა­ზი ქარ­თუ­ლი წე­რა-კითხ­ვის სწავ­ლე­ბის, მით უმე­ტეს, ქარ­თულ ენას უხ­დე­ბა ეს მე­თო­დი, რად­გან რო­გორც ვწერთ, ისე­ვე ვკითხუ­ლობთ. გო­გე­ბაშ­ვილ­მა ბავშვს „აი იათი“ ენის სამ­ყა­რო გა­უხ­ს­ნა, მან მი­აგ­ნო ან­ბა­ნის სწავ­ლე­ბის უნი­კა­ლურ თა­ნა­მიმ­დევ­რო­ბას. თუმ­ცა, ხაზ­გას­მით ვიტყ­ვი კი­დევ ერ­თხელ, რომ იმ ძვე­ლი წიგ­ნით დღეს ვე­ღარ ვას­წავ­ლით, რად­გან თა­ნა­მედ­რო­ვე მოთხოვ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით რე­დაქ­ტი­რე­ბას და შევ­სე­ბას მო­ითხოვს. ეს სა­მუ­შაო შეს­რუ­ლე­ბუ­ლია, სრუ­ლი­ად ადეკ­ვა­ტუ­რია სა­თა­უ­რიც — „დე­და ენის“ კვალ­ზე. ამას­თან, გა­უ­მარ­თ­ლე­ბე­ლია მოთხოვ­ნა, რომ მხო­ლოდ ერ­თი წიგ­ნი შე­ირ­ჩეს, რომ­ლი­თაც ის­წავ­ლის მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო; ამით ჩვენ ალ­ტერ­ნა­ტი­ულ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს მოვ­ს­პობთ, ეს კი არას­წო­რი იქ­ნე­ბა. ან ვინ აიღებს თა­ვის თავ­ზე და გა­მო­არ­ჩევს იმ ერ­თა­დერთ და სწორ ვერ­სი­ას? ის კი შე­საძ­ლე­ბე­ლი და აუცი­ლე­ბე­ლი­ცაა, რომ კო­მი­სი­ამ მი­ზან­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბის და­სად­გე­ნად შე­ა­ფა­სოს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი. სას­კო­ლო სივ­რ­ცის­თ­ვის ხომ მთა­ვა­რი გო­გე­ბაშ­ვი­ლის უნი­კა­ლუ­რი მე­თო­დის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და თა­ნა­მედ­რო­ვე ბავ­შ­ვის გა­რე­მოს­თან მორ­გე­ბაა, და არა — ძვე­ლი ლექ­სი­კის ძალ­და­ტა­ნე­ბით შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა.“

რას ფიქ­რობთ სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ინი­ცია­ტი­ვის შე­სა­ხებ? — ამ კითხ­ვით მივ­მარ­თეთ სა­მი­ნის­ტროს სკოლამდელი და სასკოლო განათლების მარ­თვი­სა და განვითარების დე­პარ­ტამენტის ექსპერტს, თა­მარ ჯა­ყელს. მი­სი აზ­რით, „ეს სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა, რბი­ლად რომ ვთქვათ, გა­უ­გებ­რო­ბას ეფუძ­ნე­ბა“ და კო­მენ­ტარ­ში ამ გა­უ­გებ­რო­ბა­თა გა­რ­კ­ვე­ვას ცდი­­ლობს: „პირ­ველ რიგ­ში, აღ­ვ­ნიშ­ნავთ, რომ 2017 წელს სა­ქარ­თ­ვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ერო­ვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ფარ­გ­ლებ­ში შექ­მ­ნილ­მა კო­მი­სი­ამ გა­ნი­ხი­ლა ორი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს შე­სა­ბა­მი­სო­ბა არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ეროვ­ნულ ძეგ­ლ­თან („დე­და­ე­ნა — ქარ­თუ­ლი სა­ან­ბა­ნე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს შედ­გე­ნის იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი­სე­უ­ლი მე­თო­დი“) და ორი­ვე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს და­დე­ბი­თი დას­კ­ვ­ნა მის­ცა, ანუ კო­მი­სი­ამ ამ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­თა სა­ან­ბა­ნე ნა­წი­ლის ძეგ­ლ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა და­ა­დას­ტუ­რა.

ასე რომ, დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, არ­სე­ბობს ორი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, რომ­ლე­ბიც შედ­გე­ნი­ლია გო­გე­ბაშ­ვი­ლის მე­თო­დის სა­ფუძ­ველ­ზე. ამ ორი­დან ერ­თი-ერ­თი გრი­ფი­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოა და სკო­ლებს მი­სი არ­ჩე­ვის სრუ­ლი უფ­ლე­ბა აქვთ. აქ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნავთ, რომ ეს წიგ­ნი არ მოხ­ვ­და სა­ხელ­მ­წი­ფო შეს­ყიდ­ვებ­ში და მსურ­ველ­მა სკო­ლებ­მა თა­ვად უნ­და შე­ის­ყი­დონ იგი.

მე­ო­რე რიგ­ში, აღ­ვ­ნიშ­ნავთ, რომ არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა კითხ­ვის სწავ­ლე­ბის იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი­სე­ულ მე­თოდს, ანუ „დე­და­ ე­ნის“ სა­ან­ბა­ნე ნა­წილს. სწო­რედ ეს სა­ან­ბა­ნე ნა­წი­ლია ძეგ­ლი. ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით, რომ სა­ან­ბა­ნე ნა­წი­ლის გარ­და, დე­და­ე­ნას წი­ნა­სა­ან­ბა­ნე და ან­ბა­ნის შემ­დ­გო­მი ნა­წი­ლე­ბი აქვს და სწო­რად ამ სა­მი ნა­წი­ლის ერ­თობ­ლი­ო­ბა ქმნის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს, რო­მე­ლიც გა­წა­ფუ­ლი კითხ­ვის გარ­და, აზ­როვ­ნე­ბი­სა და მეტყ­ვე­ლე­ბის სწავ­ლე­ბა­საც ისა­ხავს მიზ­ნად. გო­გე­ბაშ­ვი­ლი ჯერ კი­დევ 1972 წელს წერ­და მას­წავ­ლე­ბელ­თათ­ვის გან­კუთ­ვ­ნილ „და­რი­გე­ბა­ში“: „ამ წიგ­ნ­მა მოს­წავ­ლეს უნ­და მი­აღ­წე­ვი­ნოს სამ მიზ­ნამ­დის: უნ­და გა­მარ­თოს კითხ­ვა­ში, გო­ნე­ბა გა­უღ­ვი­ძოს და შე­ას­წავ­ლოს თა­ვი­სი სამ­შობ­ლო ენა, ე.ი. მეტყ­ვე­ლი გა­ხა­დოს.“

მეტყ­ვე­ლე­ბის, წე­რა-კითხ­ვი­სა და აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას მო­ითხოვს ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მაც და გრი­ფის ფუნ­ქ­ციაა, და­ა­დას­ტუ­როს, რომ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო ამ მოთხოვ­ნებს აკ­მა­ყო­ფი­ლებს.

ცხა­დია, მხო­ლოდ სა­ან­ბა­ნე ნა­წი­ლი პირ­ვე­ლი კლა­სის სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოდ ვერ გა­ნი­ხი­ლე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ან­ბა­ნე წიგ­ნის სკო­ლებ­ში შე­ტა­ნა-გავ­რ­ცე­ლე­ბა სუ­ლაც არ სა­ჭი­რო­ებს   გრი­ფი­რე­ბას. სა­ან­ბა­ნე წიგ­ნი, რო­გორც ეროვ­ნუ­ლი ძეგ­ლი, რო­მე­ლიც მთე­ლი ერის სა­კუთ­რე­ბას წარ­მო­ად­გენს, ყო­ველ­გ­ვა­რი დაბ­რ­კო­ლე­ბის გა­რე­შე შე­იძ­ლე­ბა და­უ­რიგ­დეს ყვე­ლა პირ­ვე­ლი კლა­სის მოს­წავ­ლე­სა და მას­წავ­ლე­ბელს.

სხვა საქ­მეა გო­გე­ბაშ­ვი­ლი­სე­უ­ლი სა­ან­ბა­ნე წიგ­ნის პირ­ვე­ლი კლა­სის სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოდ გარ­დაქ­მ­ნის სა­კითხი. ეს გუ­ლის­ხ­მობს სა­ან­ბა­ნე ნა­წი­ლის­თ­ვის წი­ნა­სა­ან­ბა­ნო და ან­ბა­ნის შემ­დ­გო­მი ნა­წი­ლე­ბის და­მა­ტე­ბას. ეს ნა­წი­ლე­ბი კი კონ­კ­რე­ტულ­მა ავ­ტორ­მა ან ავ­ტორ­თა ჯგუფ­მა უნ­და შე­ი­მუ­შა­ვოს. ასეთ­მა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლომ კი გრი­ფი­რე­ბა უნ­და გა­ი­ა­როს იმა­ვე წე­სით, რომ­ლი­თაც   ნე­ბის­მი­ერ­მა სხვა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლომ. სხვაგ­ვა­რად ისე გა­მო­ვა, რომ ავ­ტორ­თა კონ­კ­რე­ტუ­ლი ჯგუ­ფის მი­ერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი წი­ნა­სა­ან­ბა­ნო და ან­ბა­ნის შემ­დ­გო­მი ნა­წი­ლე­ბი „შე­ე­კედ­ლე­ბა“ გო­გე­ბაშ­ვი­ლი­სე­ულ სა­ან­ბა­ნეს, რა­თა გრი­ფი­რე­ბის პრო­ცე­სის გვერ­დის ავ­ლით უკონ­კურ­სოდ შე­ვი­დეს სკო­ლებ­ში. ამ­გ­ვა­რი მოქ­მე­დე­ბა ნიშ­ნავს არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი ძეგ­ლის პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბით გა­მო­ყე­ნე­ბას.

გო­გე­ბაშ­ვი­ლი­სე­უ­ლი სა­ან­ბა­ნე ნა­წი­ლი ვერ იქ­ნე­ბა სხვა ნა­წი­ლე­ბის — წი­ნა სა­ან­ბა­ნო და ან­ბა­ნის შემ­დ­გო­მი ნა­წი­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­რან­ტია. ყო­ფი­ლა ისე­თი შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა სა­მი­ნის­ტ­რო­ში სა­კონ­სულ­ტა­ცი­ოდ შე­მო­უ­ტა­ნი­ათ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, რო­მელ­საც ავ­ტო­რად გო­გე­ბაშ­ვი­ლი ეწე­რა. წი­ნა­სა­ან­ბა­ნო და ან­ბა­ნის შემ­დ­გო­მი პე­რი­ო­დის ნა­წი­ლებ­ზე რომ არა­ფე­რი ვთქვათ, თვით სა­ან­ბა­ნე ნა­წილ­შიც კი შე­ტა­ნი­ლი იყო ისე­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც რა­დი­კა­ლუ­რად ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბო­და გო­გე­ბაშ­ვი­ლის პე­და­გო­გი­კურ პრინ­ცი­პებს. მარ­თ­ლაც, გო­გე­ბაშ­ვი­ლი დიდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ანი­ჭებ­და ბავ­შ­ვის გა­სა­ვარ­ჯი­შებ­ლად მის­თ­ვის ში­ნა­არ­სი­ა­ნი ერ­თე­უ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას და გმობ­და უში­ნა­არ­სო, მხო­ლოდ ფორ­მობ­რი­ვი ერ­თე­უ­ლე­ბის მი­წო­დე­ბას. აი, რას წერ­და იგი ჯერ კი­დევ 1867 წელს გა­მო­ცე­მულ სა­კითხავ წიგ­ნ­ში: „სწავ­ლის დაწყე­ბა ასო­ე­ბი­დან ყმაწ­ვი­ლის­თ­ვის მავ­ნე­ბე­ლია“, რად­გა­ნაც ასო­ე­ბი „არა ჰაზრს არ ხა­ტა­ვენ“. ეს პრინ­ცი­პი გას­დევ­და მთელ მის პე­და­გო­გი­კურ ნაშ­რომ-ნაღ­ვაწს. იგი ამა­ყობ­და იმით, რომ „ნე­მე­ცუ­რი“ სა­კითხა­ვი წიგ­ნის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, დე­და­ე­ნა ბავ­შ­ვებს „უაზ­რო მარ­ც­ვ­ლე­ბის“ ნაც­ვ­ლად პირ­და­პირ სიტყ­ვე­ბის წა­კითხ­ვას სთა­ვა­ზობ­და. გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­ხე­ლით შე­მო­ტა­ნილ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში კი უხ­ვად იყო უში­ნა­არ­სო, ფორ­მობ­რი­ვი ერ­თე­უ­ლე­ბის ამოც­ნო­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბი, მა­გა­ლი­თად: „გა­იხ­სე­ნე ხმო­ვა­ნი და თან­ხ­მო­ვა­ნი ბგე­რე­ბი. რო­მე­ლი ასო-ბგე­რა არ უნ­და იყოს პირ­ველ მწკრივ­ში? მე­ო­რე­ში? რა­ტომ?“ ამ­გ­ვა­რი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბი პრინ­ცი­პუ­ლად ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბა გო­გე­ბაშ­ვი­ლი­სე­ულ პე­და­გო­გი­კას, რო­მე­ლიც ზედ­მი­წევ­ნით მი­ე­სა­და­გე­ბა სას­კო­ლო ასა­კის ბავ­შ­ვის ბუ­ნებ­რივ სუ­ლი­ერ სამ­ყა­როს.

თუ გო­გე­ბაშ­ვი­ლი­სე­უ­ლი პე­და­გო­გი­კის პრინ­ცი­პე­ბის დაც­ვა გვინ­და, არ უნ­და და­ვუშ­ვათ, რომ რო­მე­ლი­მე ავ­ტო­რი ან ავ­ტორ­თა ჯგუ­ფი გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­ხელს ამო­ე­ფა­როს სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის გა­სა­ტა­ნად.“

ლალი ჯელაძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები