ლალი ჯელაძე
საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც „დედა ენის” ფორმალურ საგანმანათლებლო პროცესში ჩართვას ითვალისწინებს, პარლამენტის კომოტეტების თავმჯდომარეებმა, ზაზა გაბუნიამ და მარიამ ჯაშმა, წარუდგინეს საქართველოს პარლამენტს. მარიამ ჯაში ამბობს, რომ „დედა ენის“ გარშემო მათ ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყეს მუშაობა და პირადად იყვნენ ჩართულები გოგებაშვილის საზოგადოებასთან კონსულტაციებში, თუმცა, შარშან ამ გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხდა, რადგან „გრიფირების პროცესი უკვე დაწყებული იყო და ვერ მივიღებდით ახალ მიმართულებას „დედა ენის“ ბეჭდვასთან და გრიფირებასთან დაკავშირებით. დღეს უკვე არის მიღებული გადაწყვეტილება განათლების და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის მიერ, რომ სამინისტროში შეიქმნას საბჭო, რომელიც შესაბამისი ექსპერტების მონაწილეობით შეაჯამებს „დედა ენის“ იმ რედაქციას, რომელიც იქნება ერთი და დაიბეჭდება, სამინისტროს ეგიდით, მომავალი წლიდან. ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ „დედა ენა“, თავისი პედაგოგიური უნიკალური მეთოდიკით დაუბრუნდეს სკოლას. ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღებოდეს სტანდარტული, გრიფირების პროცედურის მიღმა.“
სრული ვერსია აიტვირთება მოგვიანებით ან იხილეთ გაზეთ 2ახალი განათლების“ №37