21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

ჩვენ შესახებ

გაზეთი „ახალი განათლება“ გამოდის 1998 წლიდან, კვირაში ერთხელ (ხუთშაბათობით)  და ხელმოწერით ვრცელდება საქართველოს ყველა რეგიონის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში (მათ შორის კონფლიქტური ზონების საზღვრისპირა რეგიონებში), უმაღლეს სასწავლებლებში, განათლების მიმართულებით მომუშავე სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებში და სხვ.

უკვე 20 წელია, გაზეთი „ახალ განათლება“ აშუქებს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში მიმდინარე პროცესებს; ზოგადად, საქართველოს საზოგადოებრივ, სამეცნიერო, კულტურულ და სპორტულ ცხოვრებას; სკოლამდელი განათლების სიახლეებს; სისტემატურად იბეჭდება მეთოდური წერილები მასწავლებელთა დასახმარებლად; სტუდენტთა და მოსწავლეთა შემოქმედება; ინტერვიუ საინტერესო ადამიანებთან და სხვ. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია არაქართულენოვან მასწავლებლებთან თანამშრომლობა, პერიოდულად, სპეციალური რუბრიკა ეთმობა მათ მშობლიურ ენაზე (ბილინგვურად) მომზადებულ დამხმარე მასალას.

როგორც საგანმანათლებლო პროფილის გაზეთი, „ახალი განათლება“ უზრუნველყოფს განათლების სისტემის მუშაკებს მათთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაციით – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, შეფასებისა და გამოცდების, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრებისა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტებით, ბრძანებებით, სიახლეებით.

ყოველწლიურად, აბიტურიენტთა დასახმარებლად, ეროვნული გამოცდებზე რეგისტრაციის პერიოდში, გამოვცემთ ჟურნალ-კატალოგს „აირჩიე სად ისწავლი“.

„ახალი განათლება“ საგამომცემლო საქმიანობასაც ეწევა. გამოვეცით: სამოდელო გაკვეთილების კრებული, ტესტები მათემატიკაში, პროფესიული უნარები არაქართულენოვანი მასწავლებლებისთვის (ქართულ-სომხური და ქართულ-აზერბაიჯანული).

პერიოდული გამოცემები

1998-2004 – ჩანართი „მაუგლი“, იუნისეფის ხელშეწყობით;

1999-2000 _ ჩანართი „ცოცხალი პლანეტა“, WWF-ის ხელშეწყობით.

 

შპს “ახალი განათლება” საიდენტიფიკაციო კოდი 202058735

მისამართი: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, გიზო ნიშნიანიძის ქ., N 17/ როსტომ მუსხელიშვილის ჩიხი, N 5