9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

ამო­წუ­რა თუ არა თა­ვი­სი მი­სია თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვარ­მა

spot_img

 

მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მა­ში მო­სა­ლოდ­ნელ ცვლი­ლე­ბებ­ზე კუ­ლუ­ა­რუ­ლად უკ­ვე სა­უბ­რო­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ა­სა­ჯა­რო­ე­ბენ, თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე სა­ვა­რა­უ­დო ცვლი­ლე­ბა ცნო­ბი­ლია, ერთ-ერ­თი თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რის გა­უქ­მე­ბას ეხე­ბა. გავ­რ­ცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მას­წავ­ლებ­ლის თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რი, რო­გორც სქე­მის სა­ვალ­დე­ბუ­ლო შე­მად­გე­ნე­ლი, აღარ იარ­სე­ბებს და ის მხო­ლოდ სა­რე­კო­მენ­და­ციო სა­ხით დარ­ჩე­ბა, ანუ მას­წავ­ლე­ბელს, რო­მელ­საც მი­სი შევ­სე­ბის სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბა, შე­ავ­სებს კი­დეც, მაგ­რამ აღარ ექ­ნე­ბა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ სა­ხით დარ­ჩე­ნილ კითხ­ვარს შევ­სე­ბის მსურ­ვე­ლი ნაკ­ლე­ბი გა­მო­უჩ­ნ­დე­ბა, რად­გან, რო­გორც პრაქ­ტი­კამ აჩ­ვე­ნა, კითხ­ვა­რის შევ­სე­ბა მას­წავ­ლებ­ლებს მძი­მე ტვირ­თად აწ­ვათ და ამ­ბობ­დ­ნენ, რომ სას­წავ­ლო წლის და­საწყის­ში, რო­ცა ისე­დაც ბევ­რი საქ­მე აქვთ პე­და­გო­გებს, ძა­ლი­ან დიდ დროს აკარ­გ­ვი­ნებ­დათ. ამის გარ­და, გარ­კ­ვე­ულ გა­უ­გებ­რო­ბა­საც კი უქ­მ­ნი­დათ — ნა­წილს უჭირ­და კი­დეც მი­სი და­მო­უ­კი­დებ­ლად შევ­სე­ბა და, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ფა­სი­ლი­ტა­ტო­რე­ბი ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ.

რო­გორ შეხ­ვ­დ­ნენ პე­და­გო­გე­ბი და ფა­სი­ლი­ტა­ტო­რე­ბი და­ა­ნონ­სე­ბულ ცვლი­ლე­ბას, შე­ავ­სე­ბენ თუ არა (თუნ­დაც მცი­რე ნა­წი­ლი) უკ­ვე არა­სა­ვალ­დე­ბუ­ლო თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვარს და, ზო­გა­დად, რა რო­ლი შე­ას­რუ­ლა ამ დო­კუ­მენ­ტ­მა მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში — ამის შე­სა­ხებ მო­საზ­რე­ბებს გა­მოთ­ქ­ვა­მენ ჩვენ მი­ერ გა­მო­კითხუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი და ფა­სი­ლი­ტა­ტო­რე­ბი.

 

ხა­თუ­ნა ფირ­ცხა­ლაშ­ვი­ლი, ქუ­თა­ი­სის №23 სა­ჯა­რო სკო­ლის დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი:

„სქე­მა­ში პირ­ვე­ლი წლი­დან ვარ ჩარ­თუ­ლი და, შე­სა­ბა­მი­სად, ყო­ველ წელს ვავ­სებ­დი თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვარს. ისე, რო­გორც ყვე­ლა სი­ახ­ლე, კითხ­ვა­რის შევ­სე­ბაც, გარ­კ­ვე­ულ სირ­თუ­ლეს ქმნი­და და მას­წავ­ლებ­ლე­ბი დაბ­რ­კო­ლე­ბებს ხვდე­ბოდ­ნენ. შემ­დეგ უფ­რო იოლ­დე­ბა ხოლ­მე ყვე­ლას­თ­ვის ყვე­ლა­ფე­რი, ეს პრო­ცე­სიც გა­ი­ოლ­და და რუ­ტი­ნუ­ლად იქ­ცა. რაც შე­ე­ხე­ბა სირ­თუ­ლე­ებს, პი­რა­დად ჩემს ჯგუფ­ში, რომ გითხ­რათ, ამის გა­მო მას­წავ­ლებ­ლე­ბი წუ­წუ­ნებ­დ­ნენ-მე­თქი, არას­წო­რი ვიქ­ნე­ბი, რად­გან აღარ უჭირ­დათ შევ­სე­ბა.

რაც შეე­ხე­ბა თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას, იდე­ა­ში ცუ­დი ჩა­ნა­ფიქ­რი არ იყო — სა­მოქ­მე­დო გეგ­მა შემ­დეგ სწო­რედ ამა­ზე უნ­და მი­ე­ბა მას­წავ­ლე­ბელს. მაგ­რამ, მინ­და გითხ­რათ, რე­ა­ლუ­რად, ეს ასე არ მოხ­და. ჩემს პი­რად მა­გა­ლით­ზე ვერ ვიტყ­ვი, რომ მას­წავ­ლებ­ლე­ბი ვერ აეწყ­ვ­ნენ, მაგ­რამ ზო­გა­დად, შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ კითხ­ვა­რი თა­ვის ფუნ­ქ­ცი­ას ვერ ას­რუ­ლებ­და. ბუ­ნებ­რი­ვია, ჩნდე­ბა კითხ­ვა, რა­ტომ? პირ­ველ რიგ­ში, ალ­ბათ, იმი­ტომ, რომ მას­წავ­ლებ­ლე­ბი თვით­შე­ფა­სე­ბი­სას გულ­წ­რ­ფე­ლე­ბი არ იყ­ვ­ნენ (ზო­გა­დად ვსა­უბ­რობ და არა ჩე­მი სკო­ლის მა­გა­ლით­ზე). ჯიპ­რა­ი­დის ტრე­ნე­რიც ვარ, ბევრ სკო­ლა­ში მი­წევ­და სი­ა­რუ­ლი და გარ­კ­ვე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მაქვს ამის თა­ო­ბა­ზე. რე­ა­ლუ­რად ვერ გან­ხორ­ცი­ელ­და თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რის ფუნ­ქ­ცი­ის ჩა­ნა­ფიქ­რი.

მარ­თა­ლია, კითხ­ვა­რის შევ­სე­ბა ჩე­მი ჯგუ­ფის­თ­ვის სირ­თუ­ლეს არ წარ­მო­ად­გენ­და, ძა­ლი­ან მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ჯგუ­ფი მყავს, მაგ­რამ მას­წავ­ლე­ბელ­თა გარ­კ­ვე­უ­ლი ნა­წი­ლის­თ­ვის ეს მძი­მე ტვირ­თად იქ­ცა. ძი­რი­თა­დად, კითხ­ვა­რის შევ­სე­ბა მა­ინც გარ­კ­ვე­უ­ლი ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფის მას­წავ­ლებ­ლებს უჭირ­დათ, მათ­გან ინ­ტე­რე­სიც ნაკ­ლე­ბი იყო. ახალ­გაზ­რ­დებ­ში კი ეს პრობ­ლე­მა არ მქო­ნია. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, მა­ინც მგო­ნია, რომ ახალ­ბე­დე­ბის­თ­ვის არ იქ­ნე­ბო­და ცუ­დი თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რის შევ­სე­ბა, რად­გან მათ აუცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბათ შე­ფა­სე­ბა, სად არი­ან და სა­ით წა­ვიდ­ნენ ან რა აქ­ტი­ვო­ბე­ბი და­გეგ­მონ წინ­ს­ვ­ლის­თ­ვის. სა­ერ­თო ჯამ­ში, თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვარ­მა, პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და კა­რი­ე­რულ წინ­ს­ვ­ლა­ში, ძა­ლი­ან მცი­რე პრო­ცენ­ტით შე­ი­ტა­ნა სა­კუ­თა­რი წვლი­ლი. ახ­ლა, რო­ცა სა­ვალ­დე­ბუ­ლო აღარ იქ­ნე­ბა კითხ­ვა­რის შევ­სე­ბა, ვფიქ­რობ, უმე­ტე­სი ნა­წი­ლი მას აღარ შე­ავ­სებს.

ახ­ლა­ხან გავ­ხ­დი მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი და ვერ გეტყ­ვით, რომ თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რი რა­მე­ში და­მეხ­მა­რა. გარ­კ­ვე­უ­ლი ლო­გი­კუ­რი ბმა ნამ­დ­ვი­ლად იყო — წლის და­საწყის­ში კითხ­ვარს ავ­სებ, შემ­დეგ ად­გენ სა­მოქ­მე­დო გეგ­მას და გეგ­მავ წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ აქ­ტი­ვო­ბებს, მაგ­რამ, სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, ამას ისე­დაც ვა­კე­თებ­დი. შე­სა­ბა­მი­სად, თვი­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რის გა­რე­შეც გა­ვა­კე­თებ­დი იმას, რაც გა­ვა­კე­თე. მი­ზა­ნი მქონ­და და­სა­ხუ­ლი და მა­ინ­ც­და­მა­ინც მი­სი ფურ­ცელ­ზე გა­და­ტა­ნა ბევრს ვე­რა­ფერს მომ­ცემ­და და დი­დად არ შე­იც­ვ­ლე­ბო­და ჩემ­თ­ვის რა­მე — წლის და­საწყის­ში­ვე ვი­ცო­დი, რა მქონ­და გა­სა­კე­თე­ბე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

სა­ფა­ლი­სი­ტა­ტო­რო ჯგუფ­ში 12 მას­წავ­ლე­ბე­ლი მყავ­და (ახ­ლა 11-ია) და, თა­ვის­თა­ვად, რო­გორც ფა­სი­ლი­ტა­ტორს, კითხ­ვა­რის გა­უქ­მე­ბით მუ­შა­ო­ბა უდა­ვოდ გა­მი­ად­ვილ­დე­ბა, რად­გან ნამ­დ­ვი­ლად შრო­მა­ტე­ვა­დი პრო­ცე­სი იყო. “

 

ინ­გა ალა­ვი­ძე, ქუ­თა­ი­სის №23 სა­ჯა­რო სკო­ლის დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი:

„სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, თა­ვი­დან ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად ვავ­სებ­დი კითხ­ვარს, მაგ­რამ შემ­დეგ მი­ვე­დი რა­ღაც ეტაპ­ზე, რო­ცა ეს პროცესი ერ­თი და იმა­ვე ად­გი­ლის ტკეპ­ნად იქ­ცა. თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვარ­ში ქუ­ლობ­რი­ვად უნ­და შე­გე­ფა­სე­ბი­ნა სა­კუ­თა­რი თა­ვი — 1-დან 4-მდე. ჯერ 2 შე­მოვ­ხა­ზე, მე­რე გან­ვ­ვი­თარ­დი ტრე­ნინ­გე­ბით თუ კო­ლე­გებ­თან ურ­თი­ერ­თ­კავ­ში­რით, რა­ღა­ცე­ბი დავ­ხ­ვე­წე და 3 შე­მოვ­ხა­ზე, შემ­დეგ წელს უკ­ვე ავე­დი მაქ­სი­მა­ლუ­რი შე­ფა­სე­ბის ქუ­ლა­ზე — 4-ზე. ამის იქით კი აღარ იყო მო­სა­ნიშ­ნი, არც რეფ­ლექ­სია იწე­რე­ბო­და, ანუ ერთ ად­გილ­ზე გა­ვი­ყი­ნე. თა­ვის­თა­ვად, გარ­კ­ვე­უ­ლი რო­ლი ჩემს პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვარ­მა შე­ას­რუ­ლა, მაგ­რამ შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ სა­კუ­თა­რი თა­ვი ამო­წუ­რა.

პირ­ვე­ლად, რო­ცა თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვარ­ზე მუ­შა­ო­ბა და­იწყო, რამ­დე­ნი­მე მას­წავ­ლე­ბე­ლი ერ­თად ვმუ­შა­ობ­დით და ფა­სი­ლი­ტა­ტო­რიც გვეხ­მა­რე­ბო­და გარ­კ­ვე­ვა­ში, მაგ­რამ შემ­დეგ არა­ვის დახ­მა­რე­ბა აღარ დამ­ჭირ­ვე­ბია. მე შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფის წევ­რიც ვარ და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სხვის­თ­ვის უფ­რო გა­მი­წე­ვია დახ­მა­რე­ბა. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, გეტყ­ვით, რომ თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვარ­მა თა­ვი­სი მი­სია ამო­წუ­რა და რაც მთა­ვა­რია, მი­სი გა­უქ­მე­ბით სა­მუ­შაო დროც გა­მოგ­ვი­თა­ვი­სუფ­ლ­დე­ბა. მარ­თა­ლია, ბო­ლო ორი წე­ლია, კითხ­ვა­რი უფ­რო გა­მარ­ტივ­და და ნაკ­ლე­ბი დროც დამ­ჭირ­და, მაგ­რამ თა­ვი­დან კვი­რაც კი მო­ვან­დო­მე მის შევ­სე­ბას, ბევ­რი ვიშ­რო­მე. ახ­ლა, რო­ცა სა­ვალ­დე­ბუ­ლო აღარ იქ­ნე­ბა მი­სი შევ­სე­ბა, ალ­ბათ, აღა­რა­ვინ შე­ავ­სებს, ერ­თი და იმა­ვეს კე­თე­ბას მირ­ჩევ­ნია, სხვა უფ­რო სა­სარ­გებ­ლო რამ ვა­კე­თო.“

ელი­სო აბ­რა­მიშ­ვი­ლი, საჩხე­რის №2 სა­ჯა­რო სკო­ლის  ქი­მი­ის უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი:

„თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვარ­ზე ფა­სი­ლი­ტა­ტო­რის პო­ზი­ცი­ი­დან გა­ვა­კე­თებ შე­ფა­სე­ბას და გეტყ­ვით, რომ მო­ხა­რუ­ლი ვარ მი­სი გა­უქ­მე­ბით. შე­ვეც­დე­ბი ავ­ხ­ს­ნა, რა­ტომ ვემ­ხ­რო­ბი კითხ­ვა­რის გა­უქ­მე­ბას — და­ვიწყოთ იმით, რომ მას­წავ­ლებ­ლე­ბი კითხ­ვა­რის შევ­სე­ბას პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბად არ აღიქ­ვამ­დ­ნენ, ძი­რი­თა­დი დატ­ვირ­თ­ვა ერ­თე­ულ მას­წავ­ლებ­ლებ­ზე მო­დი­ო­და და შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, რო­გორც ფა­სი­ლი­ტა­ტორს, შე­ნი ფა­სი­ლი­ტა­ცი­ის ქვეშ მყო­ფი ადა­მი­ა­ნის კითხ­ვა­რი შე­გევ­სო. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მას­წავ­ლე­ბელ­თა უმე­ტე­სო­ბის სურ­ვი­ლი იყო, კითხ­ვა­რი გა­უქ­მე­ბუ­ლი­ყო. ალ­ბათ, იმი­ტომ, რომ ფიქ­რობ­დ­ნენ, მას არ ჰქონ­და ფუნ­ქ­ცი­უ­რი დატ­ვირ­თ­ვა. შე­სა­ბა­მი­სად, არც მი­სი შე­მოწ­მე­ბა და კონ­ტ­რო­ლი ხდე­ბო­და. ჩე­მი აზ­რით, ძა­ლი­ან კარ­გი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბაა, მაგ­რამ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ მას­წავ­ლე­ბელ­მა ყო­ვე­ლი წლის და­საწყის­ში შე­ად­გი­ნოს თა­ვი­სი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, აიტ­ვირ­თოს eshool-ში და მოხ­დეს მი­სი გან­ხილ­ვა, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რი­დან კი — კონ­ტ­რო­ლი, თუნ­დაც სა­ფე­ხუ­რის შეც­ვ­ლის დროს — სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბი­სას — სა­მოქ­მე­დო გეგ­მას მი­ე­ცეს ფუნ­ქ­ცი­უ­რი დატ­ვირ­თ­ვა. პრინ­ციპ­ში, ეს უნ­და იქ­ცეს მას­წავ­ლებ­ლის სა­მა­გი­დო დო­კუ­მენ­ტად — რა უნ­და აკე­თოს მთე­ლი სას­წავ­ლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

ჩე­მი აზ­რით, თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვარ­მა მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის დი­დი რო­ლი ვერ ითა­მა­შა, მცი­რე რო­ლი — ალ­ბათ, მხო­ლოდ ერ­თე­უ­ლე­ბის­თ­ვის, უმ­რავ­ლე­სო­ბის­თ­ვის კი — არა. თა­ვის­თა­ვად, რო­გორც ფა­სი­ლი­ტა­ტორს, შრო­მა მო­მაკ­ლ­დე­ბა და გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ დროს სხვა რა­მეს მო­ვახ­მარ, მა­გა­ლი­თად, მე­გო­ბარ კო­ლე­გას­თან ან ჩემს ფა­სი­ლი­ტა­ცი­ა­ში მყოფ მას­წავ­ლე­ბელ­თან ერ­თად დავ­ჯ­დე­ბი და სა­მოქ­მე­დო გეგ­მას გავ­წერ.“

ქე­თი დავ­ლი­ა­ნი­ძე, თბი­ლი­სის №28 სა­ჯა­რო სკო­ლის ინ­გ­ლი­სუ­რი ენის უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი:

„მე მომ­ხ­რე ვარ, თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რი რომ იყოს, მაგ­რამ აუცი­ლებ­ლად უნ­და მოწ­მ­დე­ბო­დეს რას ვა­კე­თებთ, უბ­რა­ლოდ თუ შე­ვავ­სეთ და რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბა, რა თქმა უნ­და, აზრს და­კარ­გავს. ეს არის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სოთ ჩვე­ნი პე­და­გო­გი­უ­რი პრაქ­ტი­კა, დავ­გეგ­მოთ სი­ახ­ლე­ე­ბი, სხვა­დას­ხ­ვა მიდ­გო­მე­ბით გა­ვამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნოთ ჩვე­ნი გაკ­ვე­თი­ლე­ბი.

თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვარ­მა დახ­მა­რე­ბა გა­მი­წია, მა­გა­ლი­თად, აქ­ტი­ვო­ბე­ბის და­გეგ­მ­ვა­ში, რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა უნ­და მქონ­დეს მოს­წავ­ლე­ებ­თან და მათ მშობ­ლებ­თან, შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში, პორ­ტ­ფო­ლი­ოს შევ­სე­ბა­ში და ა.შ. ბევ­რი რამ და­ვი­ნა­ხე, რა­საც არ ვა­კე­თებ­დი ან არ ვგეგ­მავ­დი და რომ­ლის და­გეგ­მ­ვა­მაც ეფექ­ტუ­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა შეს­ძი­ნა ჩემს პე­და­გო­გი­ურ მოღ­ვა­წე­ო­ბას. ძა­ლი­ან კარ­გია თვით­შე­ფა­სე­ბა, რე­ა­ლუ­რად ვა­ფა­სებ ჩემს სხ­ვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბებს.

წლის და­საწყის­ში, თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რის შევ­სე­ბის შემ­დეგ, ვად­გენ მთე­ლი წლის სა­მოქ­მე­დო გეგ­მას,   რო­მე­ლიც მეგ­ზუ­რის როლს ას­რუ­ლებს — უკ­ვე გარ­კ­ვე­უ­ლად ვი­ცი რა უნ­და ვა­კე­თო. რაც მთა­ვა­რია, არა მხო­ლოდ ვავ­სებ კითხ­ვარს, არა­მედ მთე­ლი წე­ლი ვმუ­შა­ობ იმის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე, რაც არ მომ­წონს ან მი­მაჩ­ნია, რომ არა­ე­ფექ­ტუ­რია. სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, არც ისე რთუ­ლია კითხ­ვა­რის შევ­სე­ბა, ხში­რად, მას­წავ­ლებ­ლე­ბი იმა­ზე წუ­წუ­ნებ­დ­ნენ, რომ ვერ ას­წ­რებ­დ­ნენ, მაგ­რამ საკ­მა­ოდ დი­დი დრო გვაქვს ამის­თ­ვის — ერ­თი თვე. უკუ­კავ­ში­რის­თ­ვი­საც კარ­გია — პე­და­გო­გებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა კარგ შე­დეგს იძ­ლე­ვა, რად­გან ხში­რად ვით­ვა­ლის­წი­ნებთ ერ­თ­მა­ნე­თის აზრს, რა­ღაც სხვას გა­მოს­დის უკე­თე­სად, რა­ღაც — შენ.

ბო­ლოს თვით­კითხ­ვარ­ში სა­კუ­თა­რი თა­ვი, ძი­რი­თა­დად, 2 და 3 ქუ­ლით მაქვს შე­ფა­სე­ბუ­ლი. ეს ისე­თი დი­ნა­მი­უ­რი პრო­ფე­სიაა, რომ სა­კუ­თარ თავ­ზე ვერ ვიტყ­ვი, რომ ყვე­ლა­ფერს უმაღ­ლეს ქუ­ლა­ზე ვა­კე­თებ. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, გულ­წ­რ­ფე­ლი ვარ სა­კუ­თა­რი თა­ვის შე­ფა­სე­ბი­სას და მი­ვიჩ­ნიე, რომ ურ­თი­ერ­თო­ბა მშობ­ლებ­თან და ბავ­შ­ვებ­თან 4 ქუ­ლით შე­მე­ფა­სე­ბი­ნა. ზო­გა­დად, კრი­ტი­კა და შე­ნიშ­ვ­ნა თუ არ მი­ვი­ღეთ, ისე ვერ გან­ვვი­თარ­დე­ბით. სულ ვე­კითხე­ბი მოს­წავ­ლე­ებს რა არ მოგ­წონთ, რა გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სოთ — სხვა­თა შო­რის ასე­თი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მიდ­გო­მა მათ ძა­ლი­ან მოს­წონთ და თვი­თო­ნაც გულ­წ­რ­ფე­ლე­ბი არი­ან. ასე­ვე მივ­მარ­თავ ხოლ­მე მშობ­ლებს — რა აწუ­ხებთ და რი­სი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა სურთ. სწო­რედ მათ­გან უნ­და წა­მო­ვი­დეს ინი­ცი­ა­ტი­ვა, რა შევ­ც­ვა­ლო მათ სა­სი­კე­თოდ.

თვით­შ­ეფა­სე­ბა, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, მო­ტი­ვა­ტო­რიც არის, თუმ­ცა, რა თქმა უნ­და, რე­ა­ლის­ტუ­რი უნ­და იყოს და­სა­ხუ­ლი მი­ზა­ნი. რა­საც სა­მოქ­მე­დო გეგ­მა­ში ჩავ­წერ, ის აუცი­ლებ­ლად მაძ­ლევს სტი­მულს, რომ ამ მი­ზანს მი­ვაღ­წიო. ისე რო­გორც მოს­წავ­ლე­ებს, ჩვენც გვჭირ­დე­ბა ში­ნა­გა­ნი და გა­რე­გა­ნი მო­ტი­ვა­ცია, ჩემ­თ­ვის კითხ­ვა­რი ორი­ვეს მომ­ცე­მია. არც იმას და­გი­მა­ლავთ, რომ თა­ვი­დან, რო­ცა თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რი შე­მო­ი­ღეს, მეც ისე­ვე ვწუ­წუ­ნებ­დი, რო­გორც ბევ­რი ჩე­მი კო­ლე­გა. თუმ­ცა, ჩემ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მი­ზე­ზი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი უნა­რე­ბის ცუ­დად ფლო­ბა იყო. ახ­ლა იმ­დე­ნად კარ­გად ავით­ვი­სე კომ­პი­უ­ტერ­თან მუ­შა­ო­ბა, რომ ვე­ღარც ამ პრობ­ლე­მას ვხე­დავ და, ამ­დე­ნად, კითხ­ვა­რის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო არა­ფე­რი მაქვს. ნამ­დ­ვი­ლად არის სა­უ­კე­თე­სო ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი იმი­სათ­ვის, რაც წი­ნა წელს ვერ გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სე, ახა­ლი სას­წავ­ლო წლის და­საწყის­ში დავ­გეგ­მო და უფ­რო სრულ­ყო­ფი­ლი გავ­ხა­დო. რაც მთა­ვა­რია, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ვგრძნობ, რომ პრო­ფე­სი­უ­ლად ვიზ­რ­დე­ბი — არ გვაქვს უფ­ლე­ბა, ხვა­ლინ­დე­ლი დღე წა­ვარ­თ­ვათ ბავ­შ­ვებს, ჩვენ ყვე­ლა­ფერს ვერ ვას­წავ­ლით მათ, მაგ­რამ, მთა­ვა­რია, აუცი­ლებ­ლად ვას­წავ­ლოთ რო­გორ ის­წავ­ლონ.“

თი­ნა გი­ორ­გა­ძე, თბი­ლი­სის №28 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი, დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე:

„თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რის შევ­სე­ბა, გა­მარ­ტი­ვე­ბამ­დე, მარ­თ­ლა რთუ­ლი და შრო­მა­ტე­ვა­დი პრო­ცე­სი იყო და პე­და­გო­გებ­საც გა­უ­ჭირ­დათ გარ­კ­ვე­ვა, ამი­ტომ, უმე­ტე­სად ფა­სი­ლი­ტა­ტო­რებს უწევ­დათ შევ­სე­ბა, გა­მარ­ტი­ვე­ბის შემ­დეგ კი — უფ­რო გა­უ­ი­ოლ­დათ. მთლი­ა­ნო­ბა­ში, უარ­ყო­ფი­თად ვერ შე­ვა­ფა­სებ, რად­გან ვფიქ­რობ, ერ­თ­გ­ვარ მი­მარ­თუ­ლე­ბას — რა კუთხით და რო­გორ ემუ­შა­ვა — მა­ინც აძ­ლევ­და მას­წავ­ლე­ბელს. პირ­ველ რიგ­ში, სა­კუ­თარ თავს უნ­და დაკ­ვირ­ვე­ბო­და, ასე­ვე, ყუ­რადღე­ბა გა­ე­მახ­ვი­ლე­ბი­ნა მოს­წავ­ლის ქცე­ვა­ზე. თუმ­ცა, აქ ერ­თი რამ არის ყუ­რად­სა­ღე­ბი — არ მოწ­მ­დე­ბო­და მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ შევ­სე­ბუ­ლი კითხ­ვა­რი, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ მას ჰქონ­და წვდო­მა. ეს ფაქ­ტო­რიც გა­ნა­პი­რო­ბებ­და, ალ­ბათ იმას, რომ მას­წავ­ლებ­ლე­ბი ამ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას ზე­რე­ლედ ას­რუ­ლებ­დ­ნენ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ ვი­ცით, რამ­დე­ნად ობი­ექ­ტუ­რად აფა­სებ­დ­ნენ სა­კუ­თარ თავს და რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვარ­ში მო­ნიშ­ნუ­ლი შე­ფა­სე­ბის ქუ­ლა მათ პრო­ფე­სი­ულ მზა­ო­ბას. არა­და, მას­წავ­ლებ­ლის თვით­შე­ფა­სე­ბა მხო­ლოდ ერთ რა­მეს ემ­სა­ხუ­რე­ბა — გა­მო­ავ­ლი­ნოს სუს­ტი მხა­რე­ე­ბი და შემ­დეგ, სწო­რედ ამა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, შე­ად­გი­ნოს სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, და­გეგ­მოს აქ­ტი­ვო­ბე­ბი. რე­ა­ლუ­რად რამ­დე­ნად სწო­რად და ობი­ექ­ტუ­რად მიმდინარეობდა ეს პრო­ცე­სი, მთა­ვა­რი ესაა.

ჩემს მა­გა­ლით­ზე გეტყ­ვით — ის აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რაც გეგ­მა­ში მე­წე­რა, ნაკ­ლე­ბად შე­ვას­რუ­ლე იმ წელს, მაგ­რამ გეგ­მის იქით ძა­ლი­ან ბევ­რი აქ­ტი­ვო­ბა გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე. ასე რომ, ამ კუთხით, ჩემ­თ­ვის თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რი გზამ­კ­ვ­ლე­ვი არ არის, თვი­თონ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი გიჩ­ვე­ნებს ხოლ­მე რა უნ­და აკე­თო, წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ კრე­დიტ-ქუ­ლე­ბის­თ­ვის იყოს კარ­გი. ბავ­შ­ვე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბის­თ­ვის კი, მთე­ლი წლის აქ­ტი­ვო­ბებს, მე პი­რა­დად, არ ვგეგ­მავ, პე­რი­ო­დუ­ლად ძა­ლი­ან ბევრ რა­მეს ვა­მა­ტებ, რა­საც წი­ნას­წარ ვერც კი გან­ვ­საზღ­ვ­რავ. პირ­და­პირ გეტყ­ვით, ჩემ­ზე და მას­წავ­ლებ­ლე­ბის ნა­წილ­ზეც, თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვარს დი­დი გავ­ლე­ნა არ მო­უხ­დე­ნია, ამი­ტო­მაც მი­სი გა­უქ­მე­ბაც, არა მგო­ნია, ცუ­დად აისა­ხოს პე­და­გო­გე­ბის პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ნაკ­ლე­ბად მე­გუ­ლე­ბა მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც მის გა­უქ­მე­ბას გა­აპ­რო­ტეს­ტებს. თუმ­ცა, თუ დარ­ჩე­ბა, უნ­და გა­მო­ვი­ყე­ნოთ, რო­გორც რე­სურ­სი პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდის­თ­ვის.“

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

 

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები