21 აპრილი, ორშაბათი, 2025

AKS ჯილ­დო­ე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს წარ­მა­ტე­ბა!

spot_imgspot_img

თა­ნა­მედ­რო­ვე გა­ნათ­ლე­ბა სულ უფ­რო დი­ნა­მი­უ­რი და ინო­ვა­ცი­უ­რი ხდე­ბა, რაც გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ანი­ჭებს იმ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის აღი­ა­რე­ბას, რომ­ლე­ბიც პროგ­რესს უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ. სწო­რედ ამ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა AKS Education Awards – სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ასა­ხე­ლებს მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლებ­ლებს, სკო­ლის დი­რექ­ტო­რებ­სა და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს. AKS-ის მი­სიაა პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა, ინო­ვა­ცი­უ­რი მიდ­გო­მე­ბის ხელ­შეწყო­ბა და გლო­ბა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ქსე­ლის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა.

AKS-ის ჯილ­დო­ე­ბი დი­დად ფას­დე­ბა, რად­გან ეფუძ­ნე­ბა მკა­ფიო და გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე კრი­ტე­რი­უ­მებს. ამ აღი­ა­რე­ბას იმ­სა­ხუ­რე­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ან­თი შრო­მი­თა და ინო­ვა­ცი­უ­რი მიდ­გო­მე­ბით სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­რე­მოს მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად აუმ­ჯო­ბე­სე­ბენ. ჯილ­დოს მო­პო­ვე­ბა არა მხო­ლოდ პრო­ფე­სი­უ­ლი წარ­მა­ტე­ბაა, არა­მედ დიდ მო­ტი­ვა­ცი­ას აძ­ლევს მას­წავ­ლებ­ლებ­სა და სკო­ლის დი­რექ­ტო­რებს, გა­ნაგ­რ­ძონ პო­ზი­ტი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის და­ნერ­გ­ვა და ახა­ლი იდე­ე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა.

2024 წლის AKS და­ჯილ­დო­ე­ბა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს წარ­მა­ტე­ბა

2025 წლის 11 იან­ვარს, ინ­დო­ეთ­ში, დე­ლი­ში გა­მარ­თუ­ლი, AKS-ის მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია მარ­თ­ლაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და ამა­ღელ­ვე­ბე­ლი იყო. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან სა­მი მას­წავ­ლე­ბე­ლი და­ჯილ­დოვ­და:

კა­ხა­ბერ ჩაკ­ვე­ტა­ძე – წყალ­ტუ­ბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ქვი­ტი­რის სა­ჯა­რო სკო­ლის ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი;

ზე­ი­ნაბ კა­კა­ლაშ­ვი­ლი – თე­ლა­ვის №5 სა­ჯა­რო სკო­ლის „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა“ და „სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის“ მას­წავ­ლე­ბე­ლი;

ეკა სე­ფი­აშ­ვი­ლი – დე­დოფ­ლის­წყა­როს №1 სა­ჯა­რო სკო­ლის ინ­გ­ლი­სუ­რი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი.

ეს ის­ტო­რი­უ­ლი მო­მენ­ტია ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თ­ვის, რად­გან ასე­თი წარ­მა­ტე­ბა არა მხო­ლოდ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიღ­წე­ვაა, არა­მედ გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში ჩვე­ნი სა­ერ­თო პროგ­რე­სის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაც.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამა­ვე ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან 11 დე­ლე­გა­ტი მო­ნა­წი­ლე­ობ­და:

ინ­გა ხარ­ჩი­ლა­ვა – კო­ლე­ჯის „კონ­ს­ტ­რუქტ-2“ ლექ­ტო­რი; სსიპ ზეს­ტა­ფო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კვა­ლი­თის სა­ჯა­რო სკო­ლა და ზა­ზა ფე­რა­ძის სა­ხე­ლო­ბის შო­რაპ­ნის სა­ჯა­რო სკო­ლა;

კა­ხა­ბერ ჩაკ­ვე­ტა­ძე – სსიპ წყალ­ტუ­ბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ქვი­ტი­რის სა­ჯა­რო სკო­ლა;

ზე­ი­ნაბ კა­კა­ლაშ­ვი­ლი – სსიპ თე­ლა­ვის №5 სა­ჯა­რო სკო­ლა;

ეკა სე­ფი­აშ­ვი­ლი – სსიპ დე­დოფ­ლის­წყა­როს №1 სა­ჯა­რო სკო­ლა;

ლე­ლა მა­ლუ­მაშ­ვი­ლი – სსიპ გ. ჭი­ლაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის გურ­ჯა­ა­ნის №4 სა­ჯა­რო სკო­ლა;

მაია მერ­მა­ნიშ­ვი­ლი – სსიპ ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გი­ორ­გე­თის სა­ჯა­რო სკო­ლა;

თა­მარ გე­გი­ძე – სსიპ თბი­ლი­სის ზუ­რაბ იარა­ჯუ­ლის სა­ხე­ლო­ბის №106 სა­ჯა­რო სკო­ლა;

თეა ყეინაშვილი – სსიპ თბილისის №5 სა­ჯა­რო სკო­ლა;

ნი­ნო და­ნე­ლაშ­ვი­ლი – სსიპ თბი­ლი­სის №84 სა­ჯა­რო სკო­ლა;

რუ­სუ­დან ნუ­ცუ­ბი­ძე – სსიპ თბი­ლი­სის №103 სა­ჯა­რო სკო­ლა;

გი­ორ­გი ბო­ბო­ხი­ძე – თე­ლა­ვის იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეკო­ნო­მი­კის ფა­კულ­ტე­ტის მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენ­ტი.

თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი ღირ­სე­უ­ლად წარ­მო­ად­გენ­და ჩვენს ქვე­ყა­ნას სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე. რო­გორც დე­ლე­გა­ცი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ა­მა­ყე ვიგ­რ­ძე­ნი, რომ შევ­ძე­ლი ჩე­მი კო­ლე­გე­ბის მხარ­და­ჭე­რა და მათ წარ­მა­ტე­ბა­ში წვლი­ლის შე­ტა­ნა. ეს არა მხო­ლოდ პი­რა­დი, არა­მედ ერ­თი­ა­ნი ხედ­ვის შე­დე­გია – ერ­თად მუ­შა­ო­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია დი­დი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა. Teachers Community Georgia-ს ჯგუ­ფი, რომ­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლიც გახ­ლა­ვართ, ხო­ლო თა­ნა­დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი არი­ან: კა­ხა­ბერ ჩაკ­ვე­ტა­ძე, მა­რი­ამ მა­მა­გუ­ლაშ­ვი­ლი და ნი­ნო ცარ­ცი­ძე, აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. გა­ნათ­ლე­ბის გლო­ბა­ლუ­რი ჯილ­დოს შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია Teachers Community Georgia-ს გვერ­დ­ზე ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი იყო ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რის­თ­ვის, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი კუნ­სულ­ტა­ცი­ე­ბით ვეხ­მა­რე­ბო­დით და ვცდი­ლობ­დით, თი­თო­ე­უ­ლი აპ­ლი­კან­ტის­თ­ვის ყვე­ლა კითხ­ვა­ზე ამომ­წუ­რა­ვი პა­სუ­ხი გაგ­ვე­ცა.

ასე­თი აღი­ა­რე­ბა დი­დი მო­ტი­ვა­ციაა სხვა პე­და­გო­გე­ბის­თ­ვი­საც. ჩე­მი მი­ზა­ნია, კი­დევ უფ­რო მე­ტი კო­ლე­გა ვაქ­ციო სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რე­ზის ღირ­სე­ულ მო­ნა­წი­ლედ და და­ვეხ­მა­რო მათ, რომ სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად წარ­მო­ა­ჩი­ნონ. ეს ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი არა მხო­ლოდ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მო­ტი­ვა­ცი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა, არა­მედ მთლი­ა­ნად ქვეყ­ნის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბას უწყობს ხელს.

გა­ნათ­ლე­ბის გლო­ბა­ლუ­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა

AKS-ის ჯილ­დო­ე­ბი გვახ­სე­ნებს, რომ გა­ნათ­ლე­ბა არა მხო­ლოდ ეროვ­ნუ­ლი, არა­მედ გლო­ბა­ლუ­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის სფე­როა. სა­ქარ­თ­ვე­ლო იმ­სა­ხუ­რებს სა­ერ­თა­შო­რი­სო ყუ­რადღე­ბას, რად­გან აქა­უ­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი მზად არი­ან, თა­ვი­ან­თი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა მსოფ­ლიო მას­შ­ტა­ბით წარ­მო­ა­ჩი­ნონ. ჩვე­ნი მი­ზა­ნია არა მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი თა­ვის, არა­მედ ქვეყ­ნის პო­ტენ­ცი­ა­ლი­სა და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მო­მავ­ლის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია.

დას­კ­ვ­ნა

AKS-ის და­ჯილ­დო­ე­ბა კი­დევ ერ­თხელ გვიჩ­ვე­ნებს, რომ გა­ნათ­ლე­ბა არის ძა­ლა, რო­მე­ლიც საზღ­ვ­რებს არ სცნობს. ინო­ვა­ცი­უ­რი მიდ­გო­მე­ბი და გა­ნათ­ლე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლი ის ფა­სე­უ­ლო­ბე­ბია, რომ­ლე­ბიც უკე­თეს მო­მა­ვალს ქმნის. ჩვენ, რო­გორც გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებს, გვმარ­თებს ერ­თი­ა­ნი ძა­ლის­ხ­მე­ვა, რა­თა მე­ტი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი გახ­დეს სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შ­ტა­ბით აღი­ა­რე­ბუ­ლი. ეს პრო­ცე­სი არა მხო­ლოდ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი, არა­მედ ეროვ­ნუ­ლი წარ­მა­ტე­ბის სა­წინ­და­რია. ერ­თი­ა­ნო­ბით, თავ­და­დე­ბი­თა და მუდ­მი­ვი გან­ვი­თა­რე­ბით შევ­ძ­ლებთ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის სრულ­ყო­ფას და გლო­ბა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან წევ­რე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას.

ინ­გა ხარ­ჩი­ლა­ვა

Teachers Community Georgia ჯგუ­ფის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი; კო­ლე­ჯის „კონ­ს­ტ­რუქტ-2“ ლექ­ტო­რი; ზა­ზა ფე­რა­ძის სა­ხე­ლო­ბის ზეს­ტა­ფო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის შო­რაპ­ნის სა­ჯა­რო სკო­ლი­სა და კვა­ლი­თის სა­ჯა­რო სკო­ლის გე­ოგ­რა­ფი­ი­სა და მე­წარ­მე­ო­ბის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა:

AKS Education Awards Facebook Page

https://www.aksawards.com

Teachers Community Georgia Facebook Page

 

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

ამას რა ეშ­ვე­ლე­ბა?

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება